ვიცით ეგ ვიდეო ისედაც, ვიდეო რად გვინდა თავისი პირით იძახდა რასელი მასონი ვარო. აგერ ლინკი და გადახედე:
http://www.oldorthodox.ge/teo_vari_me_var_masoni.htmlჩ. ტ. რასელის ცხოვრებისა და "შემოქმედების" მრავალი მკვლევარი, როგორც აშშ-ში, ასევე დასავლეთ ევროპაში, ყურადღებას აქცევს მის სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა 1913 წელს, ყოფილ მასონურ ტაძარში (სავარაუდოდ, ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგატები 35 ქვეყნიდან) და რომელშიც მან თქვა ის სიტყვები, რომლებიც სათაურად დავუდეთ წინამდებარე პუბლიკაციას - "მე ვარ თავისუფალი მასონი" (I am a Free Mason):
"I am very glad to have this particular opportunity of saying a word about some of the things in which we agree with our Masonic friends, because we are speaking in a building dedicated to Masonry, and we also are Masons. I am a Free Mason." Charles Taze Russell (The Temple of God-Pastor Russell page 120).
"მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ვთქვა ორიოდ სიტყვა საგნებზე, რომელთა შესახებაც თანხმიერნი ვართ ჩვენს მასონ მეგობრებთან, რადგან ვლაპარაკობთ იმ ტაძარში, რომელიც ეძღვნება მასონობას. ჩვენც მასონები ვართ; მე ვარ თავისუფალი მასონი; ...თუკი შევძლებ ვატარო ჩემი უღელი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ეს არის ის, რისი თქმაც აგრერიგად უყვართ ჩვენს მასონ ძმებს და რაც ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი და აღიარებული მასონები არიან".
"მაშ ასე, მეც თავისუფალი და აღიარებული მასონი ვარ. მეტიც, ჩემის აზრით, ჩვენ ყველანი მასონები ვართ, თუმცა მთლად ისეთები არა, როგორიც ჩვენი მასონი ძმები. ჩვენ არ გვაქვს მათთან განხეთქილება. მე არ მაქვს არავითარი განზრახვა ვილაპარაკო რამე მასონთა წინააღმდეგ და მეტიც, შემიძლია მადლობითაც კი აღვნიშნო, რომ არსებობს საკმაოდ ზუსტად განსაზღვრული ჭეშმარიტებანი, რომელსაც ჩვენი მასონი ძმებიც იზიარებენ. მე ზოგჯერ ველაპარაკები მათ ამის შესახებ, ისინი კი მეკითხებიან, თუ საიდან ვიცი ეს ყოველივე? ჩვენ ვვარაუდობდით, რომ არავის ძალუძს იცოდეს ამ საგანთა შესახებ მათ გარდა, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ჩვენი უმაღლესი ცოდნა. ... განა არ ფლობენ ჩვენი მასონი ძმები ქრისტეს შესახებ გარკვეულ ცოდნას და მათ შესახებაც, ვისაც ტაძრის რაინდებს ანუ ტამპლიერებს უწოდებენ? ჩვენ კი მათაც აღვემატებით!"
"მე ურთიერთობა მქონდა დიდ ოსტატთან, მუშასთან, თვით უფალთან და სულიწმიდისგან მაქვს საიდუმლო ინფორმაცია და ინსტრუქცია, რომელიც ეხება იმას თუ რას ლაპარაკობს ბიბლია და ყოველივე ეს სრული ჭეშმარიტებაა! მე მჯერა ყოველივე ამისა. მასონ ძმებთან ვლაპარაკობდით ტაძარსა და მის მნიშვნელობაზე, თუ ვინ არის ნამდვილი მასონი და რას ნიშნავს დიადი პირამიდა, ემბლემა რომელსაც ისინი ასე ხშირად იყენებენ... და მათ უკვირდათ... ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ თავისუფალი და აღიარებული მასონობის მოწოდება _ ბიბლიური მასონობისა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მაშ ასე, თქვენც და მეც, როგორც ქვე-მასონები, ველოდებით ჩვენი ოსტატის დაბრუნებას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა ამ ტაძრის, ანუ ეკლესიის საიდუმლო მშენებლობას".
"...ჩვენ უნდა ვიდოდეთ უმაღლესი საფეხურებისკენ, რადგან ის, ვინც პირველ საფეხურზეა პრაქტიკულად უცოდინარია"... მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია. სულიერი ხედვა და სულიერი წინამძღოლობა მხოლოდ ღვთაებრივ მასონობას გააჩნია, მხოლოდ მას ძალუძს წვდომა იმ საგნებისა, რომლებიც თავისუფლად გვეძლევ. ეს არის ის, რაც თავისუფლად ეძლევა მხოლოდ ერთ კლასს და სხვებისთვის როდია ხელმისაწვდომი".
ანუ, ჩარლზ ტეიზ რასელი აღიარებს, რომ დაკავშირებული იყო იმ ანტიქრისტეანულ, საიდუმლო ორგანიზაციასთან, რომელსაც დასაბამი მიეცა ტაძართა მშენებლობის შუასაუკუნეობრივ ტრადიციებში.
ზემოთდასახელებული სტატია გამოქვეყნებული იყო საზოგადოების: "INTERNATIONAL BIBLE STUDENTS ASSOCIATION, Brooklyn, New York, U.S.A" (რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს იეღოვას მოწმეთა მთავარი კორპორაციის: WATCH TOWER BIBLE AND TRACT SOCIETY OF PENNSYLVANIA) სპეციალურ ბეჭდვით გამოცემაში სახელწოდებით: "პასტორ რასელის საუბარი _ "ღმრთის ტაძარი" (იხ. ამ გამოცემის 120-127 გვერდები. სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე:
http://www.exjws.net/museum/masonry.htm).
გვ. 120, 121, 122, 123, 124, 125, 126-ე გვერდზე იყო ილუსტრაცია და გვ. 127 (აქ დევს მთლიანი ფაილი).