koba71786
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9465
წევრი No.: 93750
რეგისტრ.: 16-June 09
|
#27709196 · 6 Oct 2011, 16:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Metamorfoz
QUOTE | მტლიანად არ უარყვიათ მაგრამ რაღაც რაღაცა შესწორებები შეიტანეს, უკეთესობისკენ, არა უშავს ესეც დროის საკითხია, დადგება დრო და დაემსგავსება მართლმადიდებლური ეკლესია იმ პირვანდელ ეკლესიას, რასაც ქრისტეს ეკლესია ქვია, თუ არ დაემსგავსება ნებით, უფალი ძალით დაამსგავსებს, ვინაიდან თუ თავისი ბუნებითი შვილები იშრაელი არ დაინდო და ურჩობისთვის მტანჯველთ გადასცა საცემად არც გაქსუებულ უცხოტომელებს დაინდობს რომლებიც დაემყნენ კეთილ ზეთისხილს და თავში აუვარდათ და დაავიწყდათ ის რომ ბუნებით ველური ზეთისხილისანი არიან. |
ეგ მრწამსი რაც მართლმადიდებელ ეკლესიას აქ არ შეიცველება.დღეს შეიძლება ზოგი არასწორი სწავლება შემოდის მაგრამ აეგ არ ნიშნავს იმას რო მართლამდიდებლობა მაგას ასწავლის, დოგმატურ საკიხებს კიდე არ შეცვლის,
QUOTE | ნეტავ ასე იყოს მაგრამ ვაი რომ ასე არ არის. რატომ არ არის ასე? იმიტომ რომ რმერთი სხვას ამბობს შენ სხვა რაღაცის გჯერა და გწამს. |
ღმერთის ნათქვამს ადამიანები სხვადასხვანაირად იგებენ.მე რასაც ვამბობ ვამბობ მართლამდიდებელი ეკლესის სწავლების მიხედვით,რომელიც უფლისგანაა.
QUOTE | ეს საფირმო ფრაზაა მაგრამ რატომ არ უნდა წამოიშველიო ეს ფრაზა ეხლავე აგიხსნი, მოციქული წერს აი ამას " თუნდაც ჩვენ, ან თუნდაც ანგელოზმა ზეცით, გახაროთ არა ის, რაც უკვე გეხარათ შეჩვენებულ იყოს" რას ნიშნავს ეს ფრაზა? თუ არა იმას რომ შეჩვენებულია უფლისგან ყველა კაციც და ანგელოზიც რომელიც ახარებს იმას რაც ბიბლიის ფარგლებს სცილდება, ჰო და ზემოთ რამოდენიმე რიტუალი ჩამოგითვალე უკვე რაც სცილდება წმინდა წერილის ფარგლებს და ეს საფირმო თავისგასამართლებელი სიტყვა აი ეს: |
ასე გგონია შენ.ადამიანებს გონიათ რომ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს მაგრამ არაა მასე.მართლამდიდებელ ეკლესიას აქ წმინდა გარდამოცემა რომელიც მოციქულებიდან მოდის ბიბლიის წინააღმდეგობაში არ მოდის,ძალიან ბევრჯედ დაწერიალ აქ,თუნდა ც ხატებზე დაშეგიძლია გადახედო,თუმცა გადახედილიც გექნება,მაგრამ ვისაც არ უნდა არ გაიგებს
QUOTE | იცი რა მახსენდება? კინოფილმი ლონდრე, ეროსი რომ ამბობს მღვდლის როლში ჩემი პირით ღმერთი ღაღადებსო, თავიანთ სწავლებაზე რა თქმა უნდა იტყოდნენ სულიწმინდის შთაგონებით ვასწავლითო აბა იმას ხომ არ იტყოდნენ ჩვენ ვიგონებთო, ის კი რაც ღვთივსულიერია კი დევს წმინდა წერილის სახით და რაც ამაზე მეტია ის ბოროტისაგანაა. |
მერე წმინდა წერლს ვინ უარყოფს,და ვინ ამბობს რო ღვთივ სულიერი არაა,ჩვენ ვამბობთ რომ ისიც ღვთისგანაა რაც მოციქულებიდან წმინდა გარდამოცემით მოვიდა. შენ დაუშლიდი სულიწმინდას ემოქმედა ადამიენებში და მათი განმარტებები და სწავლება რომელიც ღვთისგანაა ადამიანებს მოეტანათ ან პირით ეღაღადათ? კაბალაზე რომელიც ასე საიდუმლო რაღაცაა იმაზე კარგათ ამბობთ ღვთისგანააო და ის რატომ ვერ იქნება ვითომ? ანდა რო ამბობ სხვა მოციქულების ნათქვამი მართლამდიდებლებმა ამოაკლესო რატომ წამებ ცილს,შენ რა იცი ? უფალი ამბობს სახარებას მთელ დედამიწას უქადაგებენო და რომელ სახარებას? თუ უფლის სიტყვები ტყუილია და ღმერთი დაუშვებდა რო დაკარგულიყო სხვა სახარებები საჭირო თუ იქნებოდა?
QUOTE | კაბალიდან კი არა კაბალისტური წყაროდან, კონკრეტულად ლევიანნი მღვდლების მღვდელმსახურების წესი გადააკოპირეს, სწორედ ამ წყაროშია აღწერილი როგორი უნდა ყოფილიყო ლევიანი მღვდლის სამოსი, გვირგვინი, სკიპტრა, როგორი ფოჩები უნდა ქონოდა, სტიქარი რომ ოქრომკერდით ნაქარგი უნდა ყოფილიყო და საერთოდ კატეხიზმო, აიღეს ეს ტექსტი, მერე თავისებურად შეალამაზეს და გამოუვიდათ ის, რასაც დღევანდელ დღეს ყოველ შაბათ კვირას უყურებ ტაძრებში, აი ამას არანაირი კავშირი არა აქვს იმასთან რასაც იესო ასწავლიდა, იუდეველი მღვდელმთავრების ცხოვრების წესთან კი პირდაპირი კავშირი ააქვს. |
შენ რა იცი იქნებ კაბალამ დააკოპირა? რ აგინდ აეხლა ისეს იმის სწავლებ დაეწყო როგორი ფოცები უნდა ქონოდა?სწორედ რომ ეგ ყველაფერი მოვიდა გადმოცემებით და საწინააღმდეგო კიდე არანაირადარაა ბიბლიასთან,ეს თქვენ გინდათ საწინააღმდეგო გახადოთ.
QUOTE | ვინ ამბობს და მართლმადიდებლები, სურვილი თუ გაქვს საეკლესიო მაღაზიაში განახვებ სამარხვო კატლეტებს, სამარხვო ნაპოლეონს, სამარხვო ხინკალი გამოსულა ეხლა ამ ბოლო დროს, ნაკურთხი არაყი უხდება თურმე ძალიან. |
რა საერთო აქ მართლამდიდებლურ სწავლებასთან სამარხვო ხინკალს?
QUOTE | ვქეიფობ და ვარ კიდეც, დაშლით კი მოძღვარი მიშლის მეუბნება მარხული თუ არ მოხვალ არ გაზიარებო და რა გამოდის იგონებს ბარიერს და წინ მიდებს რათა ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვერ ვეზიარო, კი ბატონო ეს ბარიერი რომ უფალს დაედო არაფერს ვიტყოდი მაგრამ უფალი ნებას მრთავს, არ ვიმარხულო და შენ რატო მტენი 40 დღიან მარხვას ამიხსენი რა ერთი გეხვეწები. |
მერე ვინ გტენის კაცო,სულ ნუ იმარხულებ.არ გინ დადა ნუ იმარხლებ.ბარიერებს არავინ დებს,ვინც არ იცის მნიშვნელობ ათუ რაში ეხმარება ადამიანს მარხვა და თუ გულით არაა ვერც იმარხულებს,მარხვა მარტო ხინლის არ ჭამა არაა, ცოტა მოუსმინე და გაიგებ, მაგრამ შენ ხომ ის ხარ არავის რომ არ უსმენს და ყველა მღვდელი შენთან ბლუყუნს რო იწყებს 12:57 დან მოუსმინე და სწორედ მაგ საკითხს ეხება მამა კახაბერი რაც შენ თქვი კატლეტებზე და ხინკლებზე. ასე რომ ეგა არაა მართლამდიდებლური სწავლება რასაც ამბობ სამარხვო შოკოლადებზე და ხინკლებზე.და მაგს არ ასწავლის მართლამდიდებელური სარწმუნოება ასევე აი იოანე ოქროპირის სიტყვა მარხვაზე ისევ გვიხმობს წმიდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს. კვლავ მოგვიწოდებს, რომ შევუერთდეთ მოსაგრეებს. ისევ სურს, რომ გავხდეთ მამაცნი, ვნებათა დამთრგუნველნი, უმეტესნი სულიერებით განვბრწყინდეთ და ჩვენი შრომის საზღაურად გვირგვინით შევიმკოთ თავი. მართლაც და, რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს. მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება. სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად“ (მათე 6, 17-18). ნუ განუდგები, საყვარელო, მარხვას, რამეთუ იგია დედა სათნოებათა, საფუძველი სიკეთისა, წყაროა უბიწოებისა და მცველია ღვთისმოსაობისა. იგია გამომზირალი წმიდათა, თანამყოფია ანგელოზთა, წინამებრძოლი ბოროტი ძალისა, მეგობარი წმიდა სულისა; მის გამო გვშორდებიან ვნებანი და გვცილდებიან ეშმაკეულნი, მისი მიზეზით ცხრება მრისხანება, ითრგუნება ავხორცი გულისთქმა, ცოცხლდებიან და ბრწყინდებიან ჩვენში სათნოებანი; მისი წყალობით მშვიდდებიან ვნებანი და ყუჩდება გულისთქმათა ამბოხი; გონება თითქოსდა წყნარ ზღვაში ექცევა, იგი წარმატებით ებრძვის უკეთურ საქმეთა ქარიშხლის მღელვარებას და ხომალდი სათნოებათა ნავთსაყუდელში მიჰყავს. მარხვა მოგაგებს უხრწნელ გასამრჯელოს, მის საზღაურს ვერაფერი გაანადგურებს, თუკი სულიწმიდის მცნებებს აღასრულებ, თუკი ღვთის შიშში განმტკიცებული უარჰყოფ წუთიერს და მიჰყვები წმიდა წერილი სიტყვებს: „ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღაჲრა არს სოფლისა ამისი“ (1 იოანე 2, 15). ნუ გექნება სიყვარული ამა სოფლის სიამეთა, მძიმე ტვირთივით რომ აწევს ჩვენს სულს და ჩაძირული ხომალდივით ფსკერისკენ მიაქანებს. განა არ იცი, რომ საჭმლის გემოს მხოლოდ ყელი გრძნობს, ხოლო სასჯელი, რომელიც მოჰყვება მას სასტიკ ტანჯვას განგვაცდევინებს? თავშეუკავებლობა ბილწავს მათ, ვინც არ ინახავს მარხვას; იგი ამახინჯებს სულის მშვენებას, გვამად აქცევს სიცოცხლით აღვსებულს. იგი უკეთურებისაკენ მოუწოდებს ადამიანს, აღაგზნებს სიამოვნებებს, ამრავლებს ომებს, აღვივებს მტრობას და ბოლოსდაბოლოს, სათნოების უნარს უკარგავს კაცს, რადგან, როცა სხეული უძლურდება და ღვინის ჭარბი სმით განსჯა იკარგება, ადამიანი ვეღარ პოულობს წინააღმდეგობის ძალას და მტერთათვის იოლი დასაძლევი ხდება. ამ დროს იგი ემსგავსება ქარით გატაცებულ ხომალდს, რომელსაც არა ჰყავს მესაჭე, რომ შეებრძოლოს აზვირთებულ ტალღებს და ზღვის სივრცეში უგზოუკვლოდ დაკარგული დასაღუპადაა განწირული. ამიტომ გევედრები, მარხვის შემდგომ ნუ შეუდგები განცხრომით ცხოვრებას, უზრუნველობის გამო ნუ გადაჰყრი წყალში შრომას, არამედ საქმეს საქმე დაამატე და იმედი გქონდეს, რომ მოგეგება. ნუ დავღუპავთ მარხვის ძალას და ნუ მივცემთ ნებას ჩვენს გონებას, განსჯა დაჰკარგოს სოფლიური სიამოვნებებით, რათა სულს გამოუსწორებელი ბოროტება არ ვაგემოთ. თუ გსურს მარხვის შემდგომ განიკურნო სხეული, დაუძლურებისას თავშეკავებით უნდა უწამლო მას, რათა მსუბუქად დატვირთული ხომალდის მსგავსად, სული ბიწიერი ტალღების ზემოთ მოექცეს, რათა მან განაგოს ზრახვანი და მზად იყო წინ აღუდგე მათ შემოტევას, რომ განსაცდელისაგან იხსნა ხომალდი. მარხვასთან ერთად ამ ბრძოლაში ადამიანს ერთი მოკავშირეც ჰყავს - ესაა ლოცვა. სიკვდილის ჟამი იქნება თუ რაიმე სხვა განსაცდელისა, მარხვითა და ლოცვით ყველაფერი ნადგურდება; მარხვით ძრწიან და ილტვიან ბოროტნი სულნი, იმუსრება დემონური ძალების მეუფება; მარხვის ძალა განსაკუთრებულია მაშინ, როცა მას ჰყავს მოკავშირე ლოცვის სახით. მარხვამ და ლოცვამ აღამაღლა ზეცად ილია წინასწარმეტყველი, დაღუპვას გადაარჩინა ნინეველნი, მარხვამ დაიცვა დანიელი უვნებოდ ლომებით სავსე ორმოში, მარხვამ გადაარჩინა შეუწველად ცეცხლოვან ღუმელში სამი ყრმა; მარხვამ შემოსა უსაზღვრო დიდებით მოსე; მარხვამ აქცია წინასწარმეტყველად ელისე. რა შეიძლება ითქვას კიდევ მარხვის შესახებ? რომ არ ყოფილიყო მარხვა - ხსნისა და მარადიული ცხოვრების მიღწევის გზა, ღმერთი არ დაადგენდა მას დასაბამიდან. თუკი ადამი დაიცავდა მარხვას, სიკვდილი ვერ მიეკარებოდა მას, არ დაჰკარგავდა იგი ღირსებას, ღვთისაგან რომ ებოძა, არ განიდევნებოდა იგი სამოთხიდან და არ დაისჯებოდა ტანჯული ცხოვრებით. მაგრამ რადგან დაემორჩილა სტომაქის ხმას, სიკვდილის მონა შეიქმნა. მარხვა სახეა ანგელოზებრივი ცხოვრებისა. და, რაც უმთავრესია, მარხვა დაიცვა მაცხოვარმა; მან იმარხულა არა იმიტომ, რომ იგი საჭიროებდა მას საკურნებელად, არამედ იმის გამო, რომ ხსნის გზაზე მარხვის მაგალითი მოეცა კაცთათვის. ცხოვრების თანამგზავრად გაიხადე მარხვა, რათა დაგიცვას და სიკვდილს გადაგარჩინოს, განსაცდელი აგაცილოს და სასუფევლის ბჭესთან მიგიყვანოს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენ თანა, რომელსაც შვენის დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. QUOTE | ხე და კრასკა არც დამიწერია, მე დავწერე ხელთქმნილი ხატი, რომელსაც თაყვანს სწემთ, ხელთქმნილში კი არ მკვიდრობს უფალი დაწერილია ცა ტახტია ჩემი და მიწა ფეხთა სადგამი, როგორ სახლს ამიგებთ ან და რომელი ადგილია ჩემდა განსასვენებელი? კაცის მიერ შექმნილ პორტრეტში რომ გამოამწყვდევ ღვთის სულს და ადამიანს აიძულებ თაყვანი ეციო აი ამ მკრეხელობაზე მაქვს საუბარი და არა საღებავისა და ხის თაყვანისცემაზე |
არავინ არ აიძულებს.ხატი არის მადლით განწმენდილი,და ამიტომაა ჩვენთვის სიწმინდე,,და როგორც უფლის ტანსაცმელს ეხებოდნენ და იკურნებოდნენ და ხატის წინაშე( ანუ ვინც მასზეა გამოასხული) მის წინაშე ითხოვ რამეს და ის შეთხოვს უფალს.იმიტო რომ წმინდანებს ისმენს უსმენს უფალი და მათ ლოცვებს ისმენს. ხატწერა სხვა საქმეა და ჩვენ ამით უფალს მივაგებთ პატივს,თნდაც ხელოვნების ერთ ერთი გამოვლინებით,
QUOTE | ხატს კი არა მასზე გამოსახულს ვცემთ თაყვანსო რომ იძახით, და ვინ არის მასზედ გამოსახული ღმერთი? ეგეთია ღმერთი? ყურები აქვს და ფეხები? ხელებიც აქვს? თავზე შარავანდედი ადგას? ცხვირი აქვს და თვალები? აი ესეთი ღმერთი არ არსებობს, ესეთი არის კაცი და აბა ვის სცემთ თაყვანს? კრასკას არა, ხეს არა, აბა ვის მასზედ დახატულ კაცს? ეჰ. ის კაციც ვინც მასზეა დახატული და რომელიც 2000 წლის წინ იერუსალიმში მოკლეს სხვა არაფერი იყო თუ არა ღვთის ერთ ერთი ფორმით ადამიანის ფორმით გამოვლინება, |
ჯერ ერთი ხატზე გამოსახავენ ძე ღმერთს,იესო ქრისტეს.და ვინც იესო იხილა მამაც იხილა.და ჩვენ უფალს მივაგებთ პატივს,იმ უფალს რომელიც ადამიანად მოვიდა და ის არ იყო ჩვეულებრივი,ის იყო უცოდველი და მან მიიღო კაცობრივი ბუნება მაგრამ ღვთიური კი არ დაკარგა,და სწორედ მე უფალ ძეს ვცემ პატივს იმ ხატის მეშვეობით კი,როგორც სულში უნდა სცემდე პატივს ისე გარეგნულად უნდა ცემდე პატივს, იესო ქრისტე არ ყოფილა ერთ ერთი სახე,იესო იყო ერთადერთი სახე ღვთისა,და სხვა ვინ იყო? მუჰამედი? თუ სხვა რელიგიებშიც იყო იესოს ნაირი?
იესო ქრისტე არის მხოლოშობილი ძე უფლისა და არა ერთი ერთმაგანი,
QUOTE | უბედურება კი ის არის რომ არც იმ 2000 წლის წინ მცხოვრები კაცის გარეგნობა არ იციან და თავისი ფანტაზიის ნახოფებს თხზავენ და ხატავენ. ჰო და ვიღაც მხატვრის ნაფანტაზიებ ხელთქმნილ პორტრეტს მე თაყვანს არ ვცემ, რატომ? აი ამიტომ. |
მაგაზე ათასჯერა აქ დაწერილი ფორუმზე
QUOTE | ჰო და გეკითხები რატომ ვერ იქნება? შენ დაუშლი ღმერთს რომ განკაცდეს? აბრაამს რომ ესაუბრა 3 მგზავრის სახით რაა მართლმადიდებლებისგან უნდა აეღო მიწაზე საშვი რაა არ განკაცდა ღმერთი იმ სამი მგზავრის სახით? ან ანგელოზების განკაცების შესახებ მაინც არ გსმენია? ღმერთს ნებისმიერი ცვენთვის ცნობილი ფორმით შეუძლია მიწაზე მოსვლა და კიდევ ვიმეორებ ებრაელებთან თუ იესოს სახით მივიდა, ინდოელებთან სრულიად შესაძლებელია კრიშნას სახით მისულიყო, ეს ერთხელ მოხდაო რომ წერ აბა აბრაამს ვინ ესაუბრა? მეე? მტრედის სახით არ მოსულა უფალი? ცეცხლის სახით არ მოსულა? მას შეუძლია ნებისმიერი ჩვენთვის ცნობილი ფორმა მიიღოს, მკვდარი და ცოცხალი მატერიის. |
აქ არის ღმერთზე საუბარი და არა ანგელოზზე. იესო არის ღვთის ძე,ესეიგი ღმერთი,მხოლოშობილი ღმერთი და სხვა ვერ იქნება,სხვაგან მიგყავს საუბარი, ყველანი დანარჩენნი,ბუდაც,აჰალიც კრიშნაც და სხვა არიან ცრუ ღმერთები. ვინც ჩემთან არ აგროვებს აბნევსო,ვინც ჩემთან არაა ჩემი მტერიაო, ხო კიდე იესოს ხარებული სხვაა და მუსულმანების,ბიდისტების,კრიშნაიტების სწავლება სხვა.
მოკლედ მდგომარეობა ასეთია,შენ გინდა გამოიყვანო თითქოს ბუდისტები,მუსულმანები კრიშნაიტები ჭეშმარით ღმერთს სცემენ თაყვანს,მაგრამ არაა ეგრე,იმტომ რომ ვერავინ მივა მამასთან თუ არა იესოს მიერ,იესოს კიდე არ აღიარებენ ღმერთად,მას ხან წინასწარმეტყველს უწოდებენ ხან ანგელზს ხან კიდე ადამიანს მხოლოდ, ვინ მაბობს რომ მე დავუშლი ღმერთს სადმე მისვლას? შენ რატომ უშვებ იმას რომ ალაჰიც ის ღმერთია და იესოს მამაც ის ღმერთი? საიდან მეტყვი მაგას როცა მუსულმანების სხვას ამბობენ? აღიარებენ იესოს როგორც ღმერთს? კრიშნაიტები აღიარებენ იესოსო ოგორც ღმერთს? აბა მანახე სადაც კრიშნაიტები ამბობენ რო იესო არის ჭეშმარიტად ძე ღვთისა/მანახე და გავჩუმდები? ანბუდისტები ან მუსულმანები ამბობენ?
QUOTE | ხო აბა შენთან ყველა მარცხდება და ყველაზე მაგარი ყოფილხარ,ბლუყუნსაც იწყებენ და 100 დან 100_ზე ჩუმდებიან.
კი ასეა სწორედ. |
QUOTE | აი აქ "ღმერთს შეუძლია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით მოევლინოს მიწას" ინდუისტები არ გამორიცხავენ რომ იესო ადამიანად ქცეული ღმერთი ყოფილიყო, იცი რატომ? იმიტომ რომ მათ ნებისმიერ ვაიმორწმუნე ქრისტიანზე უკეთ აღიქვეს ღვთის ჭეშმარიტი არსი, თუ გგონია რომ ინდოელები ან ჩინელები ავიწყდება ღმერთს და მხოლოდ თბილისელი მართლმადიდებლები ახსოვს შემცდარხარ. |
არავინ ამბობს რომ თბილისელი მართლმადიდებლები ახოვს ღმერთს.ღმერთი ყველას სწყალობს, ჩინელსაც და ქართველსაც,და ადამიანური თვალსაზრისით ჩინელზე მეტი არაა ქართველი და პირიქით,ადამიანი ადამიანია. "არ გამოირცხავენ" ჭეშმარიტებაა? იესოზე შეიძლება შევიტანოთ ღეჭვი და გამორიცხვის მეთოდით ვისარგებლოთ? მე ხომ იმას არ ვამბობ რომ სხვა სარწმუნოებისადამიანი ვერც ცხონდებათქო,ეგ ღემრთის საქმეა ვინც ცხონდება,მე ვამბობ აღიარებენ თუ არათქო. უფალი ამბობს რო სახარება ყველას ექადაგებაო და სდაც ქრისტეს სწავლა იქნება იქ გვერზე ვერ ამოუყენებ ისლამის სწავლას,ანდაც ბუდისტურს ანდაც კრიშნაიტურს.
QUOTE | ჰო ასეა სულიერად გარკვეულ ეტაპამდე ვითარდებიან და მერე ნებაყოფლობით წყვეტენ განვითარებას იმიტომ რომ მიღწეულით კმაყოფილდებიან, ამ მდგომარეობას ეწოდება ბრაჰმანი, ანუ მდგომარეობა რასაც ქრისტიანები განღმრთოვებას ეძახიან. |
და ქრისტიანიც განღმრთობისკენ უნდა მიისწრაფოდეს და ესეიგი ერთნაირ ეტაპზე ყოფილან,ეგრე გამოდის შენი ნათქვამიდან,და არა გარკვეულ ეტაპზე ქრისტიანი ვერასოდეს ვერ დაკმაყოფილდება მაგით და ეგ არაა სრულყოფილება და განღმრთობა უფალი ამბობს სადაც მ მივალ მინდ ათქვენც იქ იყოთო, ხოლო ეგენი არ არიან ქრისტესთან და შესაბამისად მაგათი ეტაპები არაა სწორი,და საერთოდ საიდან იცი რომ მაგ ეტაპზე არიან? ან არიან საერთოდ თუ არა
QUOTE | ბუდიზმი ვერასოდეს მივა ქრისტიანობასთან,ვერ ისლამი,ვერც კრიშნა და ვერავინ
ამას შენ ამბობ? |
ამას უფალი ამბობს. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს"
უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი. ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?
QUOTE | ხატის სახით რომ მოვიდეს ენა უნდა ამოიდგას და ლაპარაკი დაიწყოს, როგორც მოსეს ესაუბრა ალმოდებული ბუჩქიდან, მოლაპარაკე ხატი მაჩვენე და გეტყვი რომ ხატის სახით მოვიდა უფალი. |
და შენ რა იცი რომ არ ულაპარაკია,უამრავი ფაქტია ამის არწერილი თანამედროვეობაშიც,ეხლა იტყვი ყველა ცრუაო.კი ბევრისგან გამიგია და ფაქტებით რომ ხატის წინაშე მაგალითად როგორც ცეცხლი ისე განათებულა ხატი,ამოძრავებულა.თვალებიც ამოძრავებულა,სიტყვაც უქვია,კურნებაზე რო აღარაფერი ვთქვათ ად მირონდენაზე,ეს პირადად მინახია, რამდენი ბავვი მინახია რომ იმ ხატზე გამოსახულის მიმართ,მაგალითად ღვთისმშობლის მიმართ ლოცულობდა და განკურნებულა.ამის უამრავი ფაქტი ვიცი პირადად მე. შენ არ გინდ არო დაუშვა ეგ,თუ იმას უშვებ რომ ალმოდებლი ბუჩქის სახით იყო რატომ არ შეიძლება ხატის სახით ყოფილიყო? თუ არ გაჩვენე ამ წუთას რა ესეიგი არ არსებობს?
ან შენ გინახია ის ალმოდებული ბუჩქი?
QUOTE | ვერ იგრძნობს ვერაფერს, საერტოდ ვერაფერს ერთი დიდი სიცარიელე იქნება აბა რა უნდა იგრძნოს? გგონია სულის ცეცლით დაწვა შესაძლებელია? ცეცხლით ხორცი იწვის მარტო, სულიერში სხვა სატანჯველებია, იქაური სატანჯველი არ ჰგავს მიწიერ სატანჯველებს. |
ეგ მეც ვიცი რომ იქაური ტანჯვა სხვაა,და თუ იქაურ სატანჯველებს უშვებ ესეიგი იტანჯება ვიღაც და ეს ვიღაც არაა უპიროვნო. ვერა ვერ დაამტკიცებ ეხლა შენ იმას რომ სიცარიელეა იქ და მეტი არაფერი,
QUOTE | და მიწაზეც უპიროვნოდ ხარ, იმიტომ რომ ვერ გაგირკვევია სინამდვილეში ვინ ხარ და საკუთარი თავი საკუთარი სხეული გგონია, სად არის ის "მე" რასაც "მე" ქვია? სად არის? შეგიძლია თითი მიიდო სხეულის ნაწილზე და თქვა "აი ესა ვარ მე?" |
ადამიანი არის პიროვნება,ადამიანს აქ სული და სხეული,და მშვინვა და ეს არის კონკრეტული პიროვნება, და პიროვნება არის საერთოდ სული და არა ხორცი მხოლოდ, ის საკუთარი მე არის სული,
|