korven_dalas
ჩამოსახრჩობი

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2178
წევრი No.: 124375
რეგისტრ.: 2-December 10
|
#27619075 · 30 Sep 2011, 16:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Fuckin Perfect ხო ან პარადოქსია ან მოვლენებს ვერ ვაფასებთ ისე როგორც არის და ამიტომ მიგვაჩნია პარადოქსად ესეც გასათვალისწინებელია ჩემი აზრით * * * საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე)
_ მამაო თეოდორე, ამ რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ამონარიდი თქვენი ერთ-ერთი ქადაგებიდან, რომელსაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. იგი ეხებოდა ზანგებს და მათ წარმომავლობას _ზანგები ცოდვის გამო გახდნენ შავკანიანები, დაბადებიდან ყველა ზანგი თეთრია რამდენიმე წუთი, შემდეგ კი შავდებიანო. არიან სასულიერო პირები, რომელთაც ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ქსენოფობიაში, შოვინიზმში ადანაშაულებენ, თქვენ კი რასიზმში დაგდეს ბრალი. ვიცი, თავის მართლებას არ აპირებთ, მაგრამ მინდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც გაურკვევლობაშია და არა ჩასაფრებულის პოზიციაში და სიმართლის გაგება მართლა სურს, განუმარტოთ, რა თქვით სინამდვილეში.
_ შეგვეწიოს უფალი! უცოდინარობა და ადამიანში ტერმინოლოგიური აღრევა, გარკვეული ცნებებისთვის სხვა დატვირთვის მინიჭება მრავალ პრობლემას იწვევს. ამ ბოლო ხანებში სასულიერო პირების მიმართ მართლაც უამრავი ბრალდება ისმის. ის, რომ რასები და ერები არსებობენ, ფაქტია. არის საკუთარი ერის სიყვარული და არის შოვინიზმი. როგორ შეიძლება შოვინიზმში ის ადამიანი დაადანაშაულო, რომელსაც საკუთარი ერი უყვარს და ამ სიყვარულს საქვეყნოდ განაცხადებს. შოვინიზმი იწყება მაშინ, როცა შენ შენი საკუთარი ერის სიყვარულს სხვა ერების სიძულვილით ამტკიცებ. მაგრამ მე თუ ჩემი ერი მიყვარს, ეს ეროვნულობაა და არა შოვინიზმი. არსებობს ევროპეიდული, მონღოლოიდური და ნეგროიდული რასები. ეს ფაქტია. და თუ ვიტყვით, რომ ეს რასები არსებობს, აქ რასიზმი რა შუაშია. რასიზმი იწყება იქ, სადაც რომელიმე რასას სხვა რასასთან შედარებით უპირატესობას ვანიჭებთ.
რასიზმის ყველაზე საშინელი გამოვლინება ჩვენ ფაშიზმის სახით ვიცით, თუმცა არსებობს სხვა გამოვლინებებიც, რომელთაც ახლა შეგნებულად არ შევეხები. როდესაც ჩვენ რასების წარმომავლობაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს მეცნიერება ან ბიბლიის ეკზეკეტიკა, რომელიც შეიძლება იყოს მეცნიერულად დასაბუთებულიც. სანამ იმ ადამიანს გავაკრიტიკებთ, ვინც ბიბლიის კომენტირებას ახდენს, სჯობს, ბიბლიაში ჩავიხედოთ. ასევე, ვიცოდეთ, რას ნიშნავს ცოდვა და ცოდვის მიერ ადამიანის დაზიანება. თუ კონტექსტიდან ამოგლეჯილად დავიწყებთ კრიტიკას, ვთქვათ სასულიერო პირის ან ნებისმიერი სხვა ადამიანისა, რომელიც ბიბლიას ეყრდნობა, მაშინ მივალთ ბიბლიის სრულ რევიზიამდე და ნებისმიერი სასულიერო პირი შეიძლება უამრავ რამეში დაადანაშაულო. ახლა რასიზმში დამადანაშაულეს, ხვალ შეიძლება გენდერული თანასწორობის დარღვევაში დამდონ ბრალი _ რატომ არის სქესის აღმნიშვნელი სიტყვები ბიბლიაშიო, ვთქვათ მამა ღმერთი და არა დედა ღმერთი და ღმერთი მოვიდა მამაკაცად და არა დედაკაცად. არის ტენდენცია იმისა, რომ ბიბლია უნდა გადაწერონ ისე, რომ სქესის აღმნიშვნელი სიტყვები აღარ იყოს. გენდერულ თანასწორობას ვარღვევთ თურმე, თუ ვიტყვით, რომ ღმერთი მამად იწოდება და მოვიდა მამაკაცად და არა დედაკაცად, თუმცა ეს ასე არაა, რადგან უმაღლესი არსება ქმნილებათა შორის არის დედაკაცი _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი!
ასევე შეიძლება დაგვადანაშაულონ ადამიანის სიძულვილშიც მისი სექსუალური მიდრეკილების გამო, რადგან ბიბლია სასტიკად გმობს მამათმავლობის ცოდვას. სადღაც უცხოეთში მოხდა, მღვდელი პასუხისგებაშიც მისცეს და ბოდიშიც კი მოახდევინეს, რადგან მან თქვა, რომ ჰომოსექსუალიზმი არის სასიკვდილო ცოდვა და ბიბლიაში იგი მკვლელობაზე მძიმე ცოდვადაც კია მიჩნეული, რადგან ეს არის არაბუნებრივი ცოდვა, რომელსაც, პრაქტიკულად, არანაირი გამართლება არ აქვს, გარდა გარყვნილებისა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მედიკოსთა გამოკვლევებით, ყოველი ასი ჰომოსექსუალისტიდან მხოლოდ სამია ავადმყოფი _ გაუკუღმართებული ცნობიერებით დაბადებული, დანარჩენი 97 კი ამ ცოდვაში გარყვნილების გამო იმყოფება. და როცა ვამბობ, რომ მამათმავლობა, რომელიც აბსოლუტურად არაბუნებრივი ცოდვაა, უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, თავისთავად ცხადია, ეს ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს, რადგან ადამიანები თვითონ ადამიანურ არსებას სხვანაირად უყურებენ და ჰუმანიზმის სხვა გაგება აქვთ, არა ბიბლიური _ რომ ადამიანი ღვთის ხატებაა და მისი დანიშნულებაა, ღვთის მსგავსი არსება გახდეს. დღეს კი ჰუმანიზმში მოიაზრება ის, რომ ადამიანი მხოლოდ ბიოლოგიურად სასიამოვნოდ ცხოვრობდეს, მის მარადიულობას, სულის უკვდავებას კი სასაცილოდ იგდებენ.
რაც შეეხება «რასიზმს», ბიბლიაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ნოეს სამი შვილი ყავს _ სემი, ქამი და იაფეტი და ბიბლია განარჩევს _ სემიტური მოდგმა, კერძოდ არაბები და ებრაელები, იაფეტის მოდგმა _ ეს ინდოევრუპული რასა და ქამის მოდგმა _ ნეგროიდები. ეს არის ბიბლიის კომენტარი. ნებისმიერ კომენტატორთან ბიბლიისა, ძველი თუ ახალი წმინდა მამები თუ თანამედროვე კომენტატორები, XX საუკუნისა თუ XXI საუკუნისა, ყველა ერთნაირად განმარტავს ამ ადგილს _ ქამის მოდგმა ნეგროიდული რასაა. აქვე მინდა, ვთქვა, როდესაც ბიბლიაში ღვთისაგან არის კურთხევა ან წყევლა რომელიმე ადამიანზე, ეს მის შემდგომ თაობებზეც ვრცელდება და, თუ არ სჯერათ, წაიკითხონ დაბადების პირველი წიგნი და ნახავენ, თუნდაც არაბების, მუსლიმანების მთელი ისტორიის მაგალითზე როგორ ერთი ერთზე არის ყველაფერი ასრულებული. რაც შეეხება ქამს _ მან უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა. რა ცოდვა იყო ეს? მე ამ კითხვით იმ ადამიანებს მივმართავ, ვინც მოწოდებულია, სიმართლე შეიმეცნოს და არა ყველაფერზე იცინოს და იხითხითოს.
ახლა რაც შეეხება იმას, რომ ყველა ზანგი დაბადებიდან რამდენიმე წუთი თეთრია და მერე შავდება. მე არ ვარ მეან-გინეკოლოგი, ამიტომ ჩემი სიტყვა არ არის ექსპერტის სიტყვა ამ საქმეში. ეს ინფორმაცია მაქვს ამ მიმართულების მეცნიერებისაგან და მედიკოსებისაგან. შეუძლიათ გადაამოწმონ და მერე ისაუბრონ. ახლა ევროპელივით თეთრი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, მაგრამ უფრო თეთრკანიანს ჰგავს, ვიდრე ზანგს. ხელისგულები და ფეხისგულები რომ ზანგს თეთრი აქვს, ეს ფაქტია და ზრდასრულ ზანგზეც კარგად ჩანს. ადამიანებმა შეიძლება ყველაფერზე იცინონ, მაგრამ ეს მხოლოდ მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს.
_ თუ ადამიანი ჩასაფრებულ პოზიციაში ხარ და ყველაფერს იქიდან უყურებ, თუ ადამიანს ეს ბუნებაში გიდევს, მაშინ თვით უფალსაც უნახავ რამე ხინჯს, «დანაშაულს»...
_ აბსოლუტურად გეთანხმებით, ამასაც დაიწყებენ მალე. დაწყებულიცაა უკვე უფლისთვის ხინჯის მონახვის პროცესი. ღმერთს ხომ უნდა ებრძოლონ, აბა, ისე როგორ შეიძლება? აქვე კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ქამის ცოდვას _ ეს იყო მამის შეურაცხყოფის უმძიმესი ცოდვა და მისი ძმებისგან გახდა მხილებული. მან დაინახა კარავში მძინარე მხცოვანი მამა, რომელსაც საბურველი გადახდოდა და შიშველი სხეული უჩანდა. ნაცვლად იმისა, რომ მისულიყო და გადაეფარებინა მისთვის, დაცინვა დაუწყო მხცოვან მამას, თანაც ვის? _ ნოეს, წინასწარმეტყველს და ძმებსაც დაუძახა, რომ მათთვისაც ეჩვენებინა. თუმცა ბიბლიაში საოცრადაა აღწერილი სემისა და იაფეტის საქციელი _ როგორი კრძალვით და მორიდებით, ისე, რომ არც შეუხედავთ მამისთვის, გადააფარეს მას საბურველი.
ქამის ცოდვა მართლაც უმძიმესი იყო და აი, ამ ცოდვის გამო, მასზე არის წყევლა და წყევლა რა არის _ არა ის, რომ დაიწყევლა და ამიტომ გახდა ასეთი, არამედ წყევლა არის წარმოჩინება, გახმოვანება იმ მდგომარეობისა, რაც ქამის სულს, მის შინაგან სამყაროს დაემართა მას შემდეგ, რაც მან მამა შეურაცხყო. ამ წყევლაში საინტერესო სიტყვებია _ ქამის შთამომავლობა იქნება მსახურთა მსახური თავისი ძმებისა. ნოე აქ ხაზს უსვამს ქამის შთამომავლობას. ნახეთ, რა ნიუანსია _ ქამზე კი არ საუბრობს, არამედ ქანაანზე, ქამის შთამომავლობაზე. ამასაც მრავალი მიზეზი აქვს, რატომ არ საუბრობს ქამზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს _ ქამის შთამომავლობაზე ვრცელდება ეს მდგომარეობა, რომელსაც წყევლა ჰქვია ბიბლიურად, მაგრამ ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ვლინდება იმაში, რომ იგი იქნება ყოველთვის მსახურთა მსახური და უკიდურესად დამცრობილი, დამცირებული, მონის მდგომარეობაში, დამონებული და დაჩაგრული სემისა და იაფეტის მიერ. ვისაც წაკითხული აქვს კაცობრიობის ისტორია, ამაში ადვილად დარწმუნდება. XX საუკუნეშიც კი მონობა არსებობდა და ზანგებს ექსპლუატაციას მათი რასის გამო უწევდნენ. შეიძლება აქ ითქვას, რომ ქამის ცოდვის გამო, დაზიანდა მთელი მისი შთამომავლობა და ამიტომ ისჯებოდნენ ათასწლეულების მანძილზე.
ბიბლიაშიც უამრავი მაგალითია, თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ბრძოლებში იგივე სემიტები ქამის მოდგმას. კაცობრიობის ისტორია მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ, ვიდრე ჩვენს საუკუნემდე ნეგროიდულ რასაზე დადგმული იყო უღელი მონობისა. ბიბლია განმიმარტავს ამის მიზეზს და ნუთუ ადამიანებს შეუძლიათ, სხვაგვარი ახსნა მოუძებნონ იმას, თუ რატომ იჩაგრებოდნენ ათასწლეულების განმავლობაში ნეგროიდული რასის წარმომადგენლები? მე, როგორც მღვდელი, ვალდებული ვარ, სამყაროს ისტორიაც და თითოეული ადამიანის მდგომარეობაც განვმარტო წმინდა წერილის მიხედვით, რომელიც არის ცოცხალი ღმერთის გამოცხადება და, კიდევ ვიმეორებ, ვისაც ეს არ მოსწონს, მას ასევე არ მოეწონება და ადამიანის უფლებების ხელყოფაში დამადანაშაულებს, როცა ისევ უფლის სიტყვებს გავიმეორებ _ ვინც არ არის ქრისტიანი, ქრისტეს მოწაფე, ის ვერ ცხონდება, ჯოჯოხეთისთვისაა განწირული, სადაც არის «ცეცხლი დაუშრეტელი, მატლი დაუძინებელი და ღრჭენაი კბილთა». უფლის ეს სიტყვები, მარადიული ტკივილის აღმნიშვნელი, ზოგისთვის სიმბოლოა და ზოგისთვის რეალობა. იქნებ ვინმეს ეყოს იმდენი თავხედობა და კადნიერება, რომ უფალი ანტიჰუმანიზმში დაადანაშაულოს?
რაც მე ვთქვი, აქ რასიზმი არსად არის, იმიტომ, რომ არც ერთი ზანგი პიროვნულად პასუხს არ აგებს ქამის ცოდვაზე, არც ერთი ზანგი დაჩაგრული არ იქნება ღვთის მხრიდან. აქ პიროვნულ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკიც კი არ არის. მაგალითს მოგიყვანთ _ ვთქვათ მე ვარ ჩემი მშობლების გენეტიკური მემკვიდრე, რომლებიც რაღაც დაავადებას ატარებდნენ, მე შეიძლება რაღაც გენეტიკური დაავადებით დავიბადო, მაგრამ პიროვნულად პასუხს არ ვაგებ იმ ცოდვაზე, რომელიც ჩაიდინა ჩემმა ბებია-ბაბუამ, რომლის გამოც მათ ის ავადმყოფობა შეეყარათ. მე პიროვნულად პასუხს კი არ ვაგებ, არამედ ამ ჯვარს ვიტვირთავ, მაგრამ ჩემი სული ამით არ დამძიმდება, არ წარწყდება. მე არჩევანი უნდა გავაკეთო, მინდა თუ არა ღმერთთან ყოფნა და ჩემი ტკივილი გახდება მიზეზი იმისა, რომ წინაპრებზეც ვიზრუნო, რომ უფალმა მათაც აპატიოს, ანუ არც ერთი ზანგი პიროვნულად არ არის ნაკლები არც ერთ თეთრკანიანზე. არც ერთი ზანგი არ არის დამცირებული ღვთის წინაშე. ყველა ზანგს ისეთივე უფლება აქვს სამყაროში და ასევე ღვთის წინაშე, რომ მისი მარადიული სული გადარჩეს, როგორც ჩვენ. მაგრამ იმ ფაქტს ვერ უარვყოფთ, რომ მთლიანად ეს რასა მოდის ქამიდან და ქამის შთამომავლობა კი ქამის ცოდვის გამო დაისაჯა. კიდევ ვიმეორებ: ეს ცოდვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ამ ცოდვამ მისგან წამოსული მთელი თაობები დააზიანა. სხვათა შორის, შეიძლება ეს უკვირთ კიდეც, რანაირადო, მაგრამ ეს იმგვარად არის, ჩემო კარგებო, რომ თვითონ ადამიც კი, რომელიც ღმერთთან მყოფი არსება იყო, რადგან შეგნებულად უღალატა ღმერთს და იმდენად დიდი ცოდვა ჩაიდინა, რომლის მსგავსი არც ერთ ადამიანს ჩაუდენია, ვინც კი სამყაროში დაბადებულა. სწორედ ამ ცოდვამ დააზიანა მისი მოდგმა და თითოეული ჩვენთაგანი და რაც დღეს სჭირს ადამიანს, გონიერ არსებას, ამის ნათელი დადასტურებაა.
გადავხედოთ კაცობრიობის ისტორიას. ფაქტობრივად, მთელი არსებობის მანძილზე საკუთარ თავს ანადგურებს კაცობრიობა. ეს არის ომების, გაუტანლობის, უსიყვარულობის ისტორია. რა ემართება გონიერ არსებას, რომელსაც სამყაროს ნამდვილი ბედნიერებისგან თითქოს ერთი ნაბიჯი აშორებს _ ერთმანეთი გვიყვარდეს და მორჩა, მეტი არაფერია საჭირო! მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ ერთმანეთის სიყვარულს, რადგან თითოეული ადამიანი გამსჭვალულია ეგოიზმით, მრისხანებით, შურით, ანგარებით და ასევე სიკვდილით, რომელსაც ვერაფრით ერევა და ვერაფერს უხერხებს, იმიტომ, რომ ჩვენ დაზიანებული ბუნება გვაქვს ადამიდან გამომდინარე. ხაზს ვუსვამ _ პიროვნულად არც ერთი ადამიანი არ აგებს პასუხს ადამის ცოდვაზე, მის ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ აქ ლაპარაკია არა პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, არამედ ჩვენს მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით ადამის შვილობის გამო. ადამს დაუზიანდა ბუნება, მსგავსი კი მსგავსს შობს. მაგრამ აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ღმერთი არავის სჯის, თვით ადამსაც კი, რომელმაც საშინელი ცოდვა ჩაიდინა. ღმერთმა მას იმ წამსვე აპატია და ერთ-ერთი პირველი სასუფეველში ადამი შევიდა. მაგრამ პატიება საკმარისი არ არის, აუცილებელია, ადამიანის ბუნება განიკურნოს, ამას კი დასჭირდა მთელი ისტორია კაცობრიობისა და მათ შორის _ ღმერთის ადამიანად მოსვლა.
ქამის ცოდვა არაფრითაა ნაკლები კაენის ცოდვაზე, ეს მამის მკვლელობის ცოდვა იყო, რადგან მან მამის ავტორიტეტის გათელვა მოინდომა. სხვათა შორის, მამის ავტორიტეტის გათელვა, ეს ფიზიკური მამა იქნება, თუ სულიერი, უმძიმესი მომაკვდინებელი ცოდვაა. მამის შეურაცხმყოფელი სიკვდილით მოკვდესო, _ ბიბლიაში წერია. ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, არ მოეწონებათ იმათ, ვინც შეურაცხყოფს თავის ფიზიკურ თუ სულიერ მშობლებს, ერის სულიერ მამას _ პატრიარქს. მაგრამ ჩვენი მიზანი ისაა, რომ ნებისმიერი უზნეობა ვამხილოთ და ვიყვიროთ, რომ ეს უზნეობაა და რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, როცა ამხელ, იმას, ვისაც ეს ეხება, არ მოსწონს. ბიბლიაში არის კიდეც ასეთი სიტყვები _ უგუნურს ნუ ამხილებ, იმიტომ, რომ ის მაინც ვერ გაიგებს, გონიერი ამხილეო, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, ზოგი გონიერია, ვინც სცოდავს და ზოგი უგუნური. ჩვენ ყველას ვამხილებთ და, ვინც გონიერია, ის გამოფხიზლდება და ვინც უგუნურია, ის კიდევ უარესად გაბოროტდება. მაგრამ ეს მისი არჩევანია. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ერის მამისა, სულიერი მამისა, ასევე ხორციელი მშობლისა სასიკვდილო ცოდვას სჩადის. დღეს ახალგაზრდებში ფართოდ არის გავრცელებული საკუთარი დედის გინება _ ისინი ყველანი სასიკვდილოდ სცოდავენ. ბიბლიაში, კიდევ ვიმეორებ, არის საშინელი სიტყვები _ მშობლის შეურაცხმყოფელი სიკვდილით მოკვდესო. ეს კარგად გაიგოს იმ ადამიანებმაც, ვინც ერის სულიერ მამას შეურაცხყოფს!
_ მამაო, როგორ ფიქრობთ, ვინც დღეს პატრიარქის მიმართ ასეთ საშინელ ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს (თუნდაც ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული საშინელი ცილისწამება «ცხედრებით მოფენილი გზა საპატრიარქო ტახტისკენ»), ვინც მას ასე სასტიკად შეურაცხყოფს, ბოლომდე აცნობიერებს, რომ ამით მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის?
_ რომ აცნობიერებდნენ, მაშინ არ ჩაიდენდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უფალმა გვასწავლა, რომ ასე ვიფიქროთ. როცა უფალს ჯვარზე აკრავდნენ, მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან, რას სჩადიანო, _ ამბობდა. მაშინაც მისი მკვლელებისთვის ლოცულობს. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა შევხედოთ ჩვენ ამ ადამიანებს _ არა სიძულვილით, არამედ სიბრალულით. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეკლესიას აქვს ვალდებულება, ამხილოს ნებისმიერი ცოდვა. ეს ადამიანები, რომლებიც ერის მამას ასე ებრძვიან, სწორედ ქამის მდგომარეობაში იმყოფებიან. დავუშვათ, ისინი პატრიარქის ადამიანურ სისუსტეებს იჭერენ და შემდეგ ბუზს სპილოდ ხდიან, ყველა შემთხვევაში ისინი ქამის მდგომარეობაში არიან. მაშინ, თუ ასე ჩავუღრმავდებით, ნოესაც შეეშალა. ნოემ დალია ღვინო, არის ასეთი განმარტება, რომ მან პირველად დაწურა მაშინ ყურძენი. ეს ყურძენი დაღვინდა. მან არ იცოდა, ეს რა იყო, დალია, ეგემრიელა და დათვრა, ანუ იყო მთვრალი და ამიტომ ვერ გააკონტროლა საკუთარი თავი და ასე შიშველს ეძინა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ნოეს სისუსტე? მან არ იცოდა, რას სვამდა და ამიტომაც აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში, უნებლიე ცოდვა ჩაიდინა და ასე ეძინა, მაგრამ ქამმა ეს ბოროტად გამოიყენა _ იმისთვის, რომ თავისი მხცოვანი მამა დაემცირებინა თავის ძმების თვალში. თუმცა შედეგიც სახეზეა, რა დაემართა.
ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი უშეცდომო მხოლოდ ღმერთია. ჩვენთვის პატრიარქი არის მამა, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, იმიტომ, რომ მამას არ ირჩევენ, მამა ღვთისაგან გვეძლევა და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მამა გვიყვარდეს და, რაც უფრო მხცოვანია მამა, უფრო გავუფრთხილდეთ. აღარ ვლაპარაკობ უკვე იმაზე, რომ ეს ადამიანი, ოცდაათ წელზე მეტია, უკვე საქართველოს ეკლესიის პატრიარქია და მისი პატრიარქობის პერიოდში ჩვენი ეკლესია საოცრად აღორძინდა და გამრავლდა. როცა ჩვენს პატრიარქზე უამრავ საზიზღრობას ამბობენ, თუნდაც ამ პუბლიკაციაში, მგონია, რომ ეს ადამიანები უღმერთოები არიან, მათ არ სწამთ, რომ ღმერთი არის და იგი არის ცოცხალი არსება. მათ არ სწამთ, რომ ღმერთი განაგებს ყოველივეს და რა არის ხელისუფლება, მით უფრო _ საეკლესიო, თუ არა ღვთისაგან. რომ პატრიარქი ღმრთისაგან ზის საპატრიარქო ტახტზე ამდენი ხნის განმავლობაში და რომ მისი ყოფნა ღმრთისთვის სათნოა. ვისაც ახსოვს საქართველოს ეკლესია უწმინდესამდე და მისი მოსვლის მერე, კარგად დაინახავს, რომ მართლა სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და დღეს კარგად ვხედავთ განსხვავებას. ზოგი იტყვის, ეს ეპოქამ მოიტანაო. მაშინ დაგისვამთ კითხვას _ დიდგორი და ძლიერი საქართველო დავით აღმაშენებლის დამსახურება იყო თუ ეპოქის? რა თქმა უნდა, ეს ეპოქამაც მოიტანა, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ამით დავითის დამსახურება დავაკნინოთ? ერთია, რაც გეძლევა ზემოდან და მეორეა, ამას როგორ გამოიყენებ. ჩვენ უამრავი მაგალითი გვაქვს, როცა მოგვეცა და არ გამოვიყენეთ. ამის კლასიკური მაგალითია 1918-21 წლების საქართველო, როცა მოგვეცა და ჩვენ კი...
_ კირიონი მოვკალით, არა, მამაო?...
_ რაც დაგვემართა კირიონის მკვლელობის მერე, ყველამ კარგად ვიცით... კირიონი ტყვიით მოვკალით, მაგრამ ახლა რას ჩავდივართ? ნუთუ ვერ აცნობიერებ, როცა ერის მამაზე ასეთ ცილისმწამებლურ წერილებს წერ, ამით კლავ მხცოვან პატრიარქს! ხომ შეიძლება მას გული გაუსკდეს. განა ადამიანი მხოლოდ ტყვიით კვდება? ყოველი ასეთი ადამიანი, ჟურნალისტი, რედაქტორი, დამკვეთი, ყველანი არიან პატრიარქის _ ერის სულიერი მამის მკვლელები. თუ ერი ამაზე ხმას არ ამოიღებს, მაშინ ჩვენ ისეთივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რა მდგომარეობაშიც კირიონის დროინდელი საქართველო აღმოჩნდა _ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება საშიშროების წინაშე დადგება, რადგან ჩვენ თავისუფალი ქართველები ვკლავთ ერის მამას. მაშინ მოვკალით კირიონი, ტყვიით, ახლა კი უწმინდესს სიტყვით ვკლავთ. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა ერისთვის.
როცა ამას ვამბობ, სულაც არ ვგულისხმობ, რომ ჩვენი პატრიარქი უცდომელია. ჩვენ ლათინელები არ ვართ, რომ პაპი ღმერთის მოადგილედ წარმოვიდგინოთ. ჩვენთვის პატრიარქი არ არის პაპი იმ გაგებით, რა გაგებითაც ის ლათინელებს ჰყავთ, ჩვენთვის პატრიარქი ერის მამაა, იგი ჩვეულებრივი ადამიანია და ამავე დროს იგი საღვთო განგებულებით ზის საპატრიარქო ტახტზე და მისი ყოველი სიტყვა გასათვალისწინებელია, რადგან ძალიან ხშირად მისი ბაგეებიდან თვით ღმერთი მეტყველებს. ამავე დროს, იგი ადამიანურადაც მეტყველებს და, როცა მე მის ადამიანურ მეტყველებაში რაღაც არ მომეწონება, შეიძლება შეცდომად ჩავუთვალო. ეს მე სულაც არ მაძლევს იმის უფლებას, რომ იგი არ მიყვარდეს და მით უმეტეს, მას ტყვია ვესროლო ან ცილისწამებით მოვკლა. ადამიანები, რომლებიც დღეს სასულიერო პირების, თუნდაც დიდი იერარქების საქციელის ან ნათქვამის გამო ბრკოლდებიან, უკვე შეცდომას სჩადიან. ღმერთსა და ჩემს შორის შუამავალი არ არსებობს. საეკლესიო იერარქია არის პედაგოგი, ანუ მიმყვანებელი ღმერთამდე. ამავე დროს, სასურველია, რომ საეკლესიო იერარქი იყოს მუდმივი ავტორიტეტი, თავისი მაგალითით მასწავლიდეს, როგორ ვიცხოვრო და ამავე დროს, მისი საშუალებით მადლს ვიღებ, ანუ საიდუმლოებებში ვმონაწილეობ, მაგრამ არსობრივად ჩემსა და ღმერთს შორის არავინ დგას. ამიტომ, თუ ვინმე შეიძლება დაბრკოლდეს, რომ რომელიმე იერარქის რაღაც არ მოეწონა, ის მაინც სცოდავს.
გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ პატრიარქი არის საპატრიარქო ტახტის სიმაღლეზე მდგომი ადამიანი. იგი იქიდან, იმ სიმაღლიდან უყურებს ერს და იქიდან იღებს გადაწყვეტილებას. იგი ყოველ სიტყვაზე პასუხს აგებს ღვთის წინაშე. ძალიან ხშირად მან შეიძლება ისეთი რამ თქვას, რაც ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელიც იყოს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ის აუცილებელი იყოს მთელი ერისთვის და ეკლესიისთვის. ამიტომ, თუ მე რაღაც არ მომეწონა, გულში უნდა დავიმარხო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიწყო ამის წინააღმდეგ ამბოხი, იმიტომ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. მე შეიძლება რაღაც არ მომეწონოს, არ მივიღო, მაგრამ მდუმარედ ვაკვირდებოდე, რა ხდება და ვეცადო, რომ თუ მაინც ჩავთვლი, რომ რაღაც არასწორია, ჩემს სულიერ მამას სიყვარულით, ლოცვით დავეხმარო. სხვის ომში ყველა ბრძენიაო! იცით, ქვემოდან ყვირილი ძალიან ადვილია, აბა, დადექი ზემოთ, როცა მთელი პასუხისმგებლობა შენს მხრებზეა. ჩვენ გვინდა, ამ ერთ ადამიანს ავკიდოთ მხრებზე მთელი სიმძიმე. გვინდა, ჩვენი საკეთებელიც პატრიარქმა აკეთოს, ჩვენ კი ჩუმად ვიყოთ და ველოდოთ, სეირის მაყურებლების როლში. ეს, იცით, რას ჰგავს? ჯვარცმულ უფალს რომ ეუბნებიან, აბა, გარდამოდი და თუ გადმოხვალ, გირწმუნებთო. დაახლოებით ამას ვეუბნებით უწმინდესსაც _ აბა, ახლა შენ რაღაც გმირობა ჩაიდინე და მერე გირწმუნებთ და გამოგყვებითო. თითოეულ ადამიანს თავისი გასაკეთებელი აქვს, პატრიარქს _ თავისი და ყველაზე მძიმე. მე, როგორც მღვდელს, _ ჩემი, რიგით ქართველს და მამულიშვილს კი _ თავისი და ყველამ ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ.
_ მამაო, ძირითადი მიზეზი, რის გამოც უწმინდესს განიკითხავენ, ან არ ესმით ადამიანებს, არის მისი ლოიალური დამოკიდებულება იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ამდენი ტკივილი მიაყენა ერს, ამდენი დაუშავა ეროვნულობას, ეკლესიას, მეტიც _ ეკლესიის ხმა არად ჩააგდო და ის ავადსახსენებელი კანონიც მიიღო, რომლის შედეგებსაც უკვე ვიმკით... ადამიანებს გული სტკივათ, როცა 26 მაისის ჩამდენი ხელისუფლება ახალგახსნილ ტაძარში გამარჯვებული შედის და მათ ყველაზე სათაყვანებელი ერისკაცებივით ხვდებიან, მორწმუნე მრევლს კი ჩხრეკენ და გარეთ ერეკებიან! მართალია, ძნელია, პატრიარქის სიმაღლეზე ასვლა და იმ გადასახედიდან შეფასება მოვლენებისა, მაგრამ იქნებ ამ გულმოკლულ ადამიანებს აუხსნათ ეს... იქნებ თქვენც იზიარებთ აზრს, რომ პატრიარქი თავისი ლოალობით უფრო მეტ ბოროტებას აჩერებს...
_ მე ვიქნები აბსოლუტურად გულწრფელი _ ჩემი, ანუ მღვდლის გადასახედიდან ამგვარი ლოიალური დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, რომელმაც ეკლესიისა და ერის საზიანო კანონი მიიღო, რომელმაც არ მოისმინა ღვთის სიტყვა, რომელმაც არად ჩააგდო პატრიარქის მოწოდება, რომ ეს კანონი ასე დაჩქარებულად არ მიეღოთ, უბრალოდ, გაუგებარია! უწმინდესის არა ერთგზის თხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებას ეს კანონი უკან არ მიაქვს, არც შესწორებები შეაქვს და ჰგონია, რომ რაღაც გარეგანი ქმედებებით _ ტაძრის მშენებლობის დასრულებით, თუ ახლის აგებით მოახდენს ამ დანაშაულის კომპენსირებას. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლებას გაცილებით მკაცრად უნდა მოქცეოდა ეკლესია და პატრიარქი, განა იმიტომ, რომ შური ვიძიოთ, არამედ ისევ მათ გამოსასწორებლად _ მათ უნდა დაინახონ, რომ დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც პატრიარქის სიტყვა არ შეასრულეს და ამით თავიანთი ანტიქრისტიანული დამოკიდებულება გამოხატეს. მე მინდა, გითხრათ, რომ ტაძრების აშენება სულაც არ ნიშნავს, რომ შენ ქრისტიანული სულის მატარებელი ხარ. მაგალითად, ისტორიას დავესესხები: იგივე როსტომ ხანისა და ევდემოზ კათალიკოსის ეპოქა და კიდევ უფრო ძველი _ სახარებისეული, იროდ დიდი, ეს ის იროდია, რომელმაც 14 ათასი ჩვილი მოწყვიტა. სოლომონის დანგრეული ტაძარი, ფაქტობრივად, მან აღადგინა, ერთადერთი ტაძარი ჰქონდათ მაშინ იუდეველებს და იმ ერთადერთი ტაძრის აღმდგენი არის იროდი, წარმოიდგინეთ, მაგრამ ის მაინც იროდად დარჩა, არაფერი შეცვლილა _ ტაძრის აშენებით ვერ ჩამოირეცხა იმ 14 ათასი ჩვილის სისხლი.
ადამიანის სულს ტაძრის აშენება კი არ ცვლის, ადამიანს ცვლის შინაგანი მეტამორფოზა, როდესაც იგი თავის პიროვნულ არჩევანს აკეთებს. როდესაც შენ ერის მამის სიტყვას არ ისმენ და მაინც შენსას აკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა გაქვს სულში და სულიერად იღუპები. ამიტომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მე მათ ვეუბნები, ვინც მოისმენს, რომ ერის მამის სიტყვის უგულებელყოფა და ეკლესიისთვის და ჩვენი ეროვნულობისთვის ასეთი საზიანო კანონის შემოტანა იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომ ვიღაცას ჩვენს საზღვრებს გარეთ არ ეწყინოს, არის დამღუპველი ასეთი ადამიანების სულისთვის. ჩემი გადასახედიდან მე ასეთი ლოიალური დამოკიდებულება ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ არ მესმის და, თუ ვინმე მკითხავს, ამ ყველაფრის მერე რატომ ექცევა პატრიარქი ასე თბილად ამ ხელისუფლებას, მე პასუხი არ მაქვს. თქვენ რა გინდათ, ვთქვა, რომ მომეწონოს? არ მომწონს! აგიხსნათ? ვერ გიხსნით! ყველაზე მარტივად შემიძლია ვთქვა: ვისაც ეს აინტერესებს, მივიდეს და მის უწმინდესობას თვითონ ჰკითხოს. მე ამას ვერ ვხსნი _ ვერც როგორც ადამიანი, ვერც როგორც ქართველი და ვერც როგორც მღვდელმსახური! ერთადერთი შეიძლება ითქვას ის, რაც თქვენ თქვენს კითხვაში ბრძანეთ _ მე არ ვიცი, იმ სიმაღლიდან, სადაც უწმინდესი ბრძანდება, რა საშიშროება ჩანს.
ქრისტიანობაში ერთ-ერთი რთული, იცით, რა არის? არა ის, რომ აშკარა სიკეთესა და აშკარა ბოროტებას შორის არჩევანი გავაკეთო, შავსა და თეთრს შორის არჩევანი, რა თქმა უნდა, თეთრის სასარგებლოდ კეთდება. სულიერ ცხოვრებაში წმინდა წყლის სერიოზული ასკეტური პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ორი ბოროტებიდან მივხვდე, რომელია ნაკლები და იმ ნაკლებ ბოროტებაზე გავაკეთო არჩევანი, ჩემი პასუხისმგებლობით, თუნდაც ამით ჩემი სახელი შეიბღალოს. ჩემს სამღვდელო პრაქტიკაში მსგავსი შემთხევევა მქონია _ ჩემით გადავწყვიტე. მე ღვთის წინაშე ვდგავარ, ვლოცულობ, ვფიქრობ და მერე ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ნაკლები ბოროტებაა და მოდი, ეს ბოროტება გავაკეთოთ, ოღონდ ნაკლები, ვიდრე ეს მეორე, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ უფრო დიდი დანაშაულია, როცა მესამე გზა არ არის.
როცა პატრიარქი ხელისუფლებას აშკარად კი არ ამხელს, არამედ რბილად ექცევა, ჩვენ ხომ არ ვიცით, ამის საპირწონედ რა დევს? მაქვს ამის საპირწონედ რაიმე სხვა? იქნებ მის აშკარა მხილებას თუ დაპირისპირებას უფრო დიდი ბოროტება მოჰყვეს და ამას პატრიარქი თავისი საკუთარი სახელის, ავტორიტეტის შელახვის ხარჯზე აჩერებს?! და თუ ეს მართლა ასეა, მაშინ მართლა ვაი ყველა იმ განმკითხველს და ცილისმწამებელს, რომელიც პატრიარქს ასე სამარცხვინოდ ტალახს ესვრის და მეტიც _ საშინელ ბრალდებებს უყენებს! ამიტომ დადუმდით, ხალხო, რა! თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ! განა ისაა საქმე, თუნდაც პატრიარქს ეშლებოდეს და მთელი ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას რომ იწყებენ! ერთი სული აქვთ, ეკლესიის ავტორიტეტი შელახონ. ეს არ მოხდება არასოდეს! არავის მოუგია ბრძოლა ეკლესიასთან! ამის კლასიკური მაგალითია კონსტანტინეპოლი! ბიზანტია დაეცა უსჯულოების გამო (ახლა იმასაც იტყვიან, ბიზანტიელების უსჯულოებაზე ლაპარაკობსო), მე ვეტყვი მათ: ხალხო, ბიზანტიის უკანასკნელი პერიოდის ისტორიას გადახედეთ _ როგორ ცხოვრობდნენ ბიზანტიელი მეფეები მაშინ და რა მდგომარეობაში იყო ერი! ქედმაღლობიდან თუ ზნედაცემულობიდან გამომდინარე და სწორედ ამ უბედურების გამო, უფლის ღალატის გამო, უზნეო ცხოვრების გამო დაეცა ბიზანტია! ბიზანტია კი დაეცა მაგრამ, ეკლესია დარჩა! უცნაური რამ მოხდა _ ოსმალეთის იმპერიამ ყველაფერი გაანადგურა, მაგრამ მაშინდელი პატრიარქი დარჩა, წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა და დღემდე ასეა! ხომ არის ეს საოცრება? ეკლესიას ვერავინ შეეხება
|