daviti123
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 159
წევრი No.: 130054
რეგისტრ.: 14-April 11
|
#28245486 · 10 Nov 2011, 11:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Taba
ინტერვიუ ბავშვთა ფსიქოლოგთან
მრავალმხრივ საინტერესოა ინტერვიუ ბავშვთა გამოცდილ ფსიქოლოგთან, ირინა მედვედევასთან, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ ბავშვებთან სქესის საკითხებზე. ინტერვიუ (2002წ.) აიღო მღვდელმა ალექსი უმინსკიმ. გთავაზობთ ამ ინტერვიუს მცირეოდენი შემოკლებით. * * *
_ ყოველ ოჯახში, სადაც ბავშვები არიან, ადრე თუ გვიან ისმება კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ დავიწყოთ ბავშვებთან საუბარი სქესის საკითხებზე, იმიტომ, რომ ბავშვები ამ კითხვებს, ბოლოს და ბოლოს, მაინც დასვამენ. არის ორი თავლსაზრისი: ერთნი თვლიან, რომ ეს საკითხები არ უნდა განიხილებოდეს, ბავშვები ისედაც ყველაფერს თვითონ გაიგებენ; სხვები, პირიქით, ფიქრობენ, რომ ბავშვებს ამ საკითხებზე ინფორმაციის მაქსიმუმი უნდა მივცეთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა?
_ მე, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, რომ ასეთი პრობლემა საერთოდ არ არსებობს. მაგრამ მე მგონია, ზოგიერთი სექსზე მზრუნავი მოზრდილი ადამიანი მის მასშტაბს გადაჭარბებულად აფასებს. ვფიქრობ, რომ, როდესაც ბავშვი ინტერესდება სქესის საკითხებით (ის კი ამ საკითხით თავის ცხოვრების სხადასხვა პერიოდში სხადასხვა მოცულობითა და სიღრმით ინტერესდება), სწორედ მაშინ უნდა ვუპასუხოთ მას, ამასთან, მეტად ზოგადი და პირობითი ფორმით.
_ ეს კითხვები მაშინ ისმება, როდესაც ბავშვი სრულიად უბიწოა და, რა თქმა უნდა, ბავშვები მათ სვამენ სრული სიწმინდით. მშობლებს კი, როგორც წესი, ასეთივე (ბავშვურს მიმსგავსებული) სიწმინდით არ შეუძლიათ უპასუხონ. და წარმოიქმნება ასეთი მითები: `წერო~ და `კომბოსტო~, `შენ მაღაზიაში გიყიდეთ~ და ა.შ. კარგია ეს?
_ ძალიან კარგია! მე, როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად სწორია. საუკუნეების განმავლობაში ამბობენ `წეროსა~ და `კომბოსტოს~ შესახებ. ასევე, საკმაო ხნის წინ დაიწყეს ლაპარაკი მაღაზიის შესახაც. ნამდვილად სწორია. და, იცით, მოზრდილ ადამიანთაგან ამან არავის ავნო. როგორც ვხედავთ, ადამიანის მოდგმა გრძელდება არა ერთი და ორი ათასწლეული. ნაყოფი თავის დრომდე აუცილებლად აკრძალული უნდა იყოს, რომ შემდეგ, როდესაც ბავშვი გაიზრდება, ეს ნაყოფი ტკბილი იყოს. მაშინ გაგრძელდება მოდგმა. როდესაც ეს ნაყოფი აკრძალული აღარ არის და, შესაბამისად, _ ტკბილი, მაშინ ადამიანი _ ასეა იგი მოწყობილი _ სხვა აკრძალულ ნაყოფებს ეძებს. ამიტომ ხომ არ არის დასავლეთში ამდენი ჰომოსექსუალი? ეს სხვა აკრძალული ნაყოფია. თუმცა ისიც უკვე აღარ არის აკრძალული ნაყოფი. ამიტომ, როდესაც შვიდიოდე წლის წინ გერმანიაში ვიყავი სოციალური ფსიქიატრიის მსოფლიო კონგრესზე, ევროპელი და ამერიკელი მეცნიერები საუბრობდნენ იმაზე, რომ დასავლეთ მსოფლიოს ნომერ პირველი პრობლემა _ ეს მოზრდილებისა და ბავშვების სექსუალური თანაცხოვრებაა. აი, როგორი აკრძალული ხილია დღეს დასავლეთში ადამიანებისთვის ტკბილი. ასე რომ, თუ ეს ნაყოფი აღარ იქნება აკრძალული და, მაშასადამე, ტკბილი... მაშინ სხვა ნაყოფის ძებნას ელოდეთ. სწორედ სკანდინავიამ და, კერძოდ, შვეციამ შეიტანა პირველმა სექსუალური განათლება სკოლებში, სადღაც 1968 წლის მახლობლობაში. სექსუალური რევოლუცია ხდებოდა ევროპასა და ამერიკაში. და, აი, რა შედეგები გამოიღო ამან. სამი წლის წინ სტოკჰოლმი _ შვეციის დედაქალაქი _ ოჯახების მსოფლიო კონგრესზე, პრაღაში, მიიჩნიეს პირველ მსოფლიოში პოსტ-ოჯახურ ქალაქად, იმიტომ, რომ მცხოვრებთა 70 პროცენტს არასდროს არ ჰქონია, არა აქვს და არც უნდა, რომ ჰქონდეს ოჯახი და ჰყავდეს ბავშვები. _ მაგრამ, მითხარით, ოჯახის გარეთ ასეთი იდუმალი, ინტიმური და ჭკვიანური საუბარი სქესზე, შეიძლება რომ სკოლის გაკვეთილზე, საჯაროდ ხდებოდეს?
_ ვფიქრობ, რომ არა. ეს არასოდეს არ შეიძლება ადამიანების თანდასწრებით ხდებოდეს. დააკვირდით, კულტურულ რუსულ ენაში არ არსებობს არც ერთი სიტყვა, რომელიც სიყვარულის ფიზიკურ მხარეს აღნიშნავს...
_ ... აი, მე ყოველთვის ამაზე ვფიქრობ. როგორ ვილაპარაკოთ იმაზე, რისი დასახელებაც არ შეგვიძლია?
_ უმჯობესია, სხვა რამეზე დავფიქრდეთ: რას ნიშნავს, რომ ისეთ უმდიდრეს ენაში, როგორიც რუსულია, არ არის ხორციელი სიყვარულის აღმნიშვნელი სიტყვა? ეს ნიშნავს, რომ კულტურა მკაცრად ასაიდუმლოებს თვით თემას. მაგრამ რომელ ენაზე ვისაუბროთ? არის `მატი~ (გინებითი, ბილწსიტყვაობითი ფორმა _ ა.უ.) და არის გინეკოლოგიური ლათინური _ სულ ეს არის. მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ ბავშვს ეუბნებიან `პენისი~, `ფალოსი~, `ორგაზმი~, `ეროგენული ზონები~. ეს, საერთოდ, ქვეყნის დასასრულია. კიდევ საფიქრალია, ფსიქიკისათვის რა უფრო უარესია: `მატი~, რომელსაც ბავშვი აშკარა უწესობად აღიქვამს, თუ `კულტურული~ განათლება გინეკოლოგიური ლათინურით. მე ვფიქრობ, მეორე გაცილებით უარესია.
_ მეც ასე ვფიქრობ. ჩვენ ხშირად გვესმის: `ცუდია, როდესაც ამას ბავშვი ქუჩაში იგებს. ცუდია, როდესაც ბავშვს ამის შესახებ ტუალეტში უამბობენ~. მაგრამ, თუ `ამის შესახებ~ ბავშვს ტუალეტში უამბობენ, ეს ყოველთვის ტუალეტური იქნება. თუ ქუჩაში გაიგებს, მასში ყოველთვის იქნება რაღაც უწესოსა და სასირცხვოს მატარებელი მომენტი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თვით ქუჩა, რაღაც გაგებითა და ხარისხით, არის იმის შემნახველი, რისი სახელი დღეს სრულიად დაგვავიწყდა: ესაა უბიწოება.
_ სავსებით მართალია. რატომ გვაშინებენ ქუჩით? რატომ ამართლებს სექსუალურ განათლებას ზოგიერთი იმით, რომ სხა შემთხვევაში `ამის შესახებ~ ბავშვები ქუჩაში შეიტყობენ? ქუჩა, როგორც ამას კულტუროლოგი იტყოდა, ეს მოზარი ასაკის სუბკულტურის განუყოფელი ნაწილია. გადის მოზარდი ასაკი, მასთან ერთად გადის ქუჩაც, და, აი, უკვე ასეთი ახალგაზრდა ღამღამობით ხვნეშის მიჯნურის გამო, წერს ლექსებს, მიჯნურის ფანჯრებთან დადის, გადარეულია. ის მიჯნურს, როგორც არაამქვეყნიურს, როგორც უსხეულო არსებას, ისე წარმოიდგენს. მაგრამ, თუ მან 7-8 ან 12 წლის ასაკში ნახა სახელმძღვანელო სასქესო ორგანოების სქემებით დასურათებული, ამ თემაზე პარაგრაფი დაისწავლა, პასუხობდა დაფასთან... წარმოიდგინეთ, მოდის სათვალეებიანი მასწავლებელი, მოხდენილ ბლუზში გამოწყობილი, დაკიდებს ამ სახელმძღვანელო მასალას, ბავშვები გადაშლიან თავიანთ სახელმძღვანელოებს... და მინდა გითხრათ, რომ სურათები ამ სასწავლო სახელმძღვანელოებში ბევრად უფრო უხამსია, ვიდრე სურათები _ პორნოჟურნალში. ეს შავისა და თეთრის სრული აღრევაა! ჭერი და იატაკი ცვლიან ადგილებს! რადგან ერთია პორნოჟურნალი, რომელსაც ბიჭები მერხს ქვემოთ ფურცლავენ, ისევ ისე, იციან, რომ ეს უხამსობაა; ხოლო სხვაა, როდესაც ეს სახელმძღვანელოშია. სახელმძღვანელო ბავშვებისთვის _ ეტალონია. ეტალონური ინფორმაციაა. და მაშინ, როდესაც _ ეს იქ სახელმძღვანელოსთვის დამახასიათებელი ფორმითაა წარმოდგენილი, ასე სერიოზულად, ნახატებითა და სქემებით... მე ვნახე მთელი ეს სისაძაგლე. სხვათა შორის, როდესაც გერმანიაში ვკითხულობდი კურსს ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ერთხელ ისინი ლექციის მერე როგორღაც გამიშინაურდნენ და გულწრფელად გამესაუბრნენ და მახსოვს, რომ ერთმა მომხიბლველმა, თომას მანის გმირის მსგავსმა, რომელიღაც კეთილშობილი სისხლის მატარებელმა ახალგაზრდამ თქვა: `რა ბედნიერები ხართ რუსეთში, თქვენ იცით, რა არის სიყვარული. ჩვენც ვიცით ეს, მაგრამ მხოლოდ კლასიკური ლიტერატურიდან. ჩვენც ძალიან გვინდა, გვიყვარდეს, მაგრამ არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ, სკოლაში მივიღეთ სექსუალური განათლება და როდესაც გოგონას ვუყურებთ, გვახსენდება, თუ რას გვეუბნებოდნენ ეროგენული ზონებისა და საშვილოსნოს მილების შესახებ~. _
ძალიან ნაცნობი პრობლემაა. 90-ანი წლების დასაწყისში მშობლები დიდად აღშფოთებულები იყვნენ, როდესაც მათი შვილები სკოლებიდან დაბრუნდნენ. ვთქვათ, პირველი კლასის მოსწავლეებმა თავიანთ მშობლებს აჩვენეს ბუკლეტი სათაურით `ჩემი მეგობარი პრეზერვატივი~. საიდან ჩნდება ასეთი ბუკლეტები ჩვენს სკოლებში? საიდან გაჩნდნენ ეს პროგრამები, ეს სახელმძღვანელოები? ვინ გამოსცემს მათ? ვინ და რატომ რყვნის ბავშვებს?
_ დიახ, ბავშვებს რყვნიან. და ეს საშინელებაა. მე, როგორც ბავშვთა ფსიქოლოგმა, შემიძლია, ვთქვა, რომ ბავშვების ფსიქიკაში ბირთვული აფეთქება ხდება, სხვა სახელს ვერ დაარქმევ. მაგრამ მათთვის, ვინც ამას აკეთებს, გარყვნა და ფსიქიკური შოკის პროვოკაცია _ ისეთივეა, როგორც გვერდითი მოვლენები. ამოცანა სხვაა: შობადობის შემცირება. ეს ასეთი, ვიტყოდი, ცივილიზებული სახის გენოციდია.
_ და რა ჰქვია ამ `ცივილიზებულ სახეს~?
_ მას ჰქვია ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ასოციაცია. მისი ფილიალია ოდრა (ოჯახის დაგეგმვის რუსეთის ასოციაცია). ამ ორგანიზაციას მრავალი სპონსორი ჰყავს, როგორებიცაა: გაეროს დასახლების ფონდი, იუნესკო, იუნისეფი, როკფელერის ფონდი, ფორდის ფონდი, მაკარტურების ფონდი და ა.შ.
_ ვიცი, რომ მოსკოვში იყო ისეთი `საპილოტე~ სკოლები, რომლებშიც ოდრა-ს პროგრამები ამ სკოლის დირექტორებთან უბრალო ნაცნობობის გზით ინერგებოდა. თქვენ, როგორც ბავშვთა სპეციალისტ-ფსიქოლოგს გაქვთ მონაცემები ასეთი განათლების მწარე შედეგების შესახებ?
_ რა თქმა უნდა, და მრავალი. ერთ-ერთ ასეთ სკოლაში ჩემი ნაცნობი კოლეგის შვილი სწავლობდა. მან, ერთადერთმა მთელ კლასში, არ შეავსო სექს-განამანათლებელთა საზიზღარი ანკეტა. მე არ შემიძლია ხმამაღლა წარმოვთქვა არც ერთი კითხვა, რომელიც ბავშვებს ანკეტაში დაუსვეს. ამ ბიჭმა კი, რომელიც კარგი დედის აღზრდილია, არ შეავსო ანკეტა, არ ჩააბარა იგი და გარეთ გამოიტანა. სხებმა _ ჩააბარეს და მშობლებს წარმოდგენა არა ჰქონდათ, რას ეკითხებოდნენ მათ შვილებს. ეს ბიჭი მოვიდა სახლში, ანკეტა დედას სახეზე ააფარა, ისეთ საშინელ მდგომარეობაში იყო, და თქვა `აი, სადამდე დაეცით თქვენ, მოზრდილები!~ და მას, როგორც ფაქიზ ადამიანს, ჰქონდა ასეთი მძიმე ფსიქიკური შედეგები, თვით ერთი ასეთი არშევსებული ანკეტის შემდეგ. ცნობისათვის: უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რუსეთის სკოლებში სხვადასხვა სახელწოდებით დაიწყეს სექსოლოგიისა და კონტრაცეფციის სწავლება. სწავლების მიზანი ყველა შემთხვევაში ერთია: ბავშვის ფსიქიკით მანიპულირება. მისი ყურადღების გადატანა უმაღლესი სულიერი ფასეულობებიდან უმდაბლეს ხორციელ სიამოვნებებზე, მათ კულტივირებაზე. როდესაც ადამიანი განიხილება, როგორც მხოლოდ ბიოლოგიური ერთეული, ბავშვების ყურადღება აქცენტირდება მხოლოდ სექსის საკითხებზე, უხეშად ითრგუნება მორცხვობა. ამასთან ხდება უბიწოებისა და ოჯახის დაცინვა. მომავალ შვილებს წარმოადგენენ, როგორც არასაჭიროებს, მძიმე ტვირთს. ბავშვებს საშინელ საგნებზე ესაუბრებიან. მაგალითად: `ადამიანის სქესობრივი ცხოვრების ძირითადი ფორმებია ექსტრაგენიტალიური, პლატონური სიყვარული, ცეკვები, გეიშიზმი, სქესობრივი აქტის გენიტალიური, სუროგატული ფორმები, ვესტიბულარული, თეძოსეული სქესობრივი აქტი, ანალური, ორაგენიტალიური კონტაქტები, სექსუალური ქმედებები ცხოველებთან~. ყოველ თემაზე სკოლაში გამოყოფილია საათები. დასავლეთში უკეთესი სიტუაცია არ არის. სან-ფრანცისკოში, მაგალითად, სადაც ჰომოსექსუალების მაღალი პროცენტია, სექსუალურმა უმცირესობებმა მიაღწიეს იმას, რომ მათ სკოლებში მიაწოდონ რაღაც განსაკუთრებული სექსგანათლება. კლასში შვიდი წლის მოსწავლესთან მიდიან `სპეციალისტები~ და ეუბნებიან: `თქვენ არ უნდა წუხდეთ იმაზე, თუკი თქვენ გექნებათ სექსუალური კონტაქტი თქვენივე სქესის წარმომადგენელთან, თუნდაც, უფრო მოზრდილ პარტნიორთან...~. ანუ, პრაქტიკულად ისწავლება ჰომოსექსუალიზმის საწყისები. ბავშვი კი ამაზე საერთოდ არ ფიქრობს. მაგრამ, როდესაც მას ამაზე საუბარს დაუწყებენ, მაშინ მასში, რა თქმა უნდა, შეიძლება პროვოცირებულ იქნას გასინჯვის სურვილი. გამოდის არა განათლება, არამედ _ ღია პროპაგანდა. _ დღეს სექს-განმანათლებლებმა შენიღბვა ისწავლეს, რადგან უკვე არის რაღაც რეაქცია ეკლესიის, მეცნიერ-ექსპერტთა, საზოგადოების, მშობლების მხრიდან. ამას ახლა უწოდებენ `ჯანმრთელი ცხოვრების წესის საფუძვლებს~, `ჯანმრთელობის გაკვეთილებს~, `ჰიგიენას~, `ვალეოლოგიას~, პროგრამა `ცვლილებები~, ლექციებს შიდსის შესახებ~. მშობლები კი ფიქრობენ: რა კარგია! ყველა ხომ შთაგონებულია იმით, რომ ახლა ყველა ბავშვი ავადმყოფი იბადება. და ფიქრობენ: რა კარგია, რომ ჩვენს შვილებს `ჯანმრთელი ცხოვრების წესს ასწავლიან~, შესაბამისად, გამოაჯანმრთელებენ, ასწავლიან, როგორ უნდა გახდნენ ჯანმრთელები.
_ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რით შეგვიძლია დავიცვათ თავი, რამდენად გვაქვს პროტესტის უფლება, როგორი იურიდიული შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ, რომ არ დავუშვათ ექსპერიმენტი ჩვენს შვილებზე, ჩვენს ერზე.
_ შეგიძლიათ დამიჯეროთ, რომ ეს განათლება თაგვის წამალზე (დარიშხანი _ ა.უ.) უარესია. მშობლებმა უნდა წარმოიდგინონ, რომ, აი, `ჯანმრთელობის~ ასეთ გაკვეთილებზე მათ შვილებს შეიძლება თაგვის წამალი აჭამონ. როდესაც საუბარია ბავშვის გადარჩენაზე, მშობლები, უბრალოდ, ვალდებულნი არიან, დაიცვან ისინი, ასევე, _ სხვა ბავშვებიც. ამისთვის კი მათ უნდა იცოდნენ: თუ სკოლაში ექსპერიმენტის სახით რაიმე შემოდის, ამის შესახებ სკოლამ უნდა შეატყობინოს ყველა მშობელს. ყოველ მათგანს უნდა ანახონ პროგრამა და ყოველი მათგანისაგან უნდა მიიღონ არა ზეპირი თანხმობა, არამედ _ წერილობითი. და, თუ კლასში ერთი მშობელი მაინც არ იქნება თანახმა _ არა აქვთ უფლება, მას უთხრან: `მოდი, შენმა შვილმა ამ გაკვეთილის დროს დერეფანში ისეირნოს~. არავითარ შემთხვევაში! ჩვენში ჯერ კიდევ სახელმწიფო განათლებაა. და ახლა მშობლებს უფრო მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე _ უწინ. თუ სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მას, მშობლების პროტესტის მიუხედავად, არ სურს ამ ექსპერიმენტული გაკვეთილის გაუქმება, მაშინ მშობლებს ყველა საფუძველი აქვთ, სასამართლოში უჩივლონ, მასწავლებელს კი არა, სკოლის დირექტორს.
_ ერთხელ მ ართლმ ადიდე ბლურ გიმ ნ აზიაში ღვთისმეტყველების გაკვეთილზე მე-7 კლასის ყველა მოსწავლემ მოიტანა ჟურნალი `ჩოოლ~. აღმოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ, თუ რა ჟურნალია ეს, ისინი მათ მეტროში კეთილმა დეიდამ უფასოდ დაურიგა.
_ ძალიან გულუბრყვილოა მართლმადიდებელთა სურვილი და იმედები, რომ ისინი თავიანთ შვილებს ოქროს საკანში გამოზრდიან, რომ მათ მხოლოდ რიგიანად უნდა ადევნონ თვალი შვილებს. ვერ დაიცავ! ეს ყველგან და ყველაფერშია. რამდენი ისეთი ბავშვის მშობელი მიმართავს ფსიქოლოგს (უფრო გოგონები ზარალდებიან), რომლებიც კითხულობენ ჟურნალ `ჩოოლ~-ს და მის მსგავსებს. აი, მაგალითი: მოდის ჩემთან დედა 12 წლის გოგონასთან ერთად და მეუბნება: `არ მესმის, რა მოუვიდა. ისეთი კარგი გოგონა იყო, ჩვენ ისეთი კარგი ოჯახი გვაქვს. მან უცბად პროფესიონალი მეძავივით დაიწყო მოქცევა. არ ვიცით, რა ვუყოთ. ის უკვე კოლონიის კანდიდატია და ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა~. მე ვეკითხები ამასაც, იმასაც. და თითქოს ვერავითარ მიზეზს ვერ ვპოულობ. უცბად თავში კითხვა მომივიდა: `მითხარით, თქვენი გოგონა ბოლო დროს ხომ არ კითხულობს ჟურნალ `ჩოოლ~-ს?~ დედა ამაყად მპასუხობს: `რა თქმა უნდა. ეს ჟურნალი მოზარდი გოგონებისთვისაა. იგი მას კვირაში ერთხელ ყიდულობს, მე თვითონ ვაძლევ ფულს~. _`და თქვენ ჩაიხედეთ მასში?~ ის გაოგნებული მპასუხობს: `და რატომ უნდა ჩავიხედო საბავშვო ჟურნალში? რა, ჩვენი მშობლები იხედებოდნენ ჟურნალ `მურზილკაში~, `პიონერში~, თუნდაც, `იუნოსტში~?~. მე ვეუბნები: `აი, თქვენ ჩაიხედეთ, მერე შეიძლება დავუბრუნდეთ საუბარს, თუ რატომ დაიწყო თქვენმა გოგონამ ასე მოქცევა~. მეორე დღეს იგი ნამტირალევი მოვიდა.: `იცით, ეს ჟურნალი პირდაპირ ეზოში დავწვი, ყველა ნომერი~. მე ვეუბნები: `ყველაფრის დაწვა შეუძლებელია, ის ყველა კუნჭულშია~. _ მე მოვუწოდებ, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება: სასკოლო ნოვაციები, საბავშვო ჟურნალებიც, ტელევიზიით საბავშვო გადაცემებიც, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით საბავშვო მულტფილმებიც. იმას აღარ ვამბობ, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია, დაურეკოს `გოსდუმის~ და ქალაქის `დუმის~ დეპუტატს. დეპუტატებმა ხომ (თეორიულად) ჩვენი ინტერესები უნდა წარმოადგინონ. ანუ, როგორც ამბობენ ბავშვები, ალიაქოთი უნდა ავწიოთ, თუკი არ გვინდა, ჩვენს შვილებს ვუღალატოთ. საერთოდ, ღალატი _ საშინელი ცოდვა ხოლო შვილების ღალატი ყველაზე საშინელია.
პ.ს ვინც იმ აზრზეა რომ თავის შვილს უნდა მიაღებინოს სექსუალური განათლება და თვლის რომ ეს კარგია, იმედია ეს ინტერვიუ დაეხმარება სწორედ გაანალიზოს და გაერკვეს სინამდვილეში რას მოუტანს ეს მის შვილს
This post has been edited by daviti123 on 10 Nov 2011, 11:13
|