gugusha-l
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2012
წევრი No.: 78883
რეგისტრ.: 16-December 08
|
#27600153 · 29 Sep 2011, 12:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (temart @ 27 Sep 2011, 10:18 ) | Hammerfest
QUOTE | ხორციელი სურვილის შემოტევისას, ბრძოლისას განცდილი მერყეობა ცოდვას არ ნიშნავს ... |
ცოდვას არა მაგრამ ხორციელ სისუსტეს კი ნიშნავს. passko
QUOTE | თქვენ ევროპაში უნდა ნახოთ რა დღეში არიან... |
რუსეთი მაინც შეუცვლელი ლიდერია. * * * gugusha-l
QUOTE | ჰო კიდე საინტერესოა ამ თემაში საკითხს სვავ ღვინოსთან მიმარტებიტ ტუ რვინის გარდა ყველა ალკოჰოლზე გაქვს საუბარი ტავის ტეკილიან აბსენტიანად? |
თემას გარკვევით აქვს სათაური ,პრობლემა ღვინის სმაშია და სამწუხაროა რომ ცუდ მაგალითს თვითონ ,,მამაოები" იძლევიან.
|
QUOTE | gugusha-lQUOTE მაგათზე კომენტარს არ აკეტებ?
დააკონკრეტე
დავწერე და მეტი რაღა დავაკონკრეტო
ქრისტიანობა და ღვინო (post #27552430) |
ისე ცოტა უცნაურია რატომ აიგნორირებ და კონტრარგუმენეტები რატომ არ მოგყავს მაგრამ....
გავატაროტ ეგ.
ახლა სხვანაირად ვეცდები:
QUOTE | თემას გარკვევით აქვს სათაური პრობლემა ღვინის სმაშია |
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყვილები
მართლაც, მეცნიერთა კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ღვინის გარკვეულ კერძთან შეხამება ჯანმრთელობისთვის დიდი სიკეთის მომტანი შეიძლება გახდეს. მოდით, კვლავ თევზისა და ღვინის წყვილით დავიწყოთ. როგორც ფრანგი მეცნიერების კვლევამ ცხადყო, ეს სინთეზი ძალიან სასარგებლოა ადამიანის გულის ჯანმრთელობისთვის და მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება ღვინის არჩევანი. თუმცა სარგებლობის მომტანი ამ შემთხვევაში კონკრეტულად ღვინოა, სპირტიანი სასმელებისა და ლუდის თევზეულზე მიყოლება არანაირი სასარგებლო შედეგის მომტანი არ არის. საქმე იმაში გახლავთ, რომ ომეგა-3 ცხიმის მჟავა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ზღვის პროდუქტებში, ჩვენი ორგანიზმის კვებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. კერძოდ, ამ ტიპის ცხიმი, გვევლინება რა უმნიშვნელოვანეს ბიორეგულატორად, დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენი იმუნიტეტის სიძლიერეზე, არამედ უზრუნველყოფს ტვინის, გულის, თვალების კარგ ფუნქციონირებას, ანელებს ათეროსკლეროზის განვითარებას, არის შესანიშნავი ანტიოქსიდანტი და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი ორგანიზმის მიერ ამ ცხიმების ათვისებას მოაქვს, არის ის, რომ მნიშვნელოვნად იკლებს გულსისხლძარღვოვანი დაავადებების (ჰიპერტონიის, ინფარქტის, ინსულტის) განვითარების რისკი. ჟოზეფ ფურიეს უნივერსიტეტის თანამშრომელთა კვლევამ ცხადყო, რომ ღვინო ორგანიზმს ეხმარება ამ ცხიმის ათვისებაში. ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ომეგა-3 ღვინის ზომიერ მსმელებში უფრო დიდი რაოდენობით იპოვეს, ვიდრე არამსმელებში, რომლებიც ასევე რეგულარულად იღებდნენ ამ ცხიმის შემცველ საკვებს. შესაბამისად, პირველი კატეგორიის ადამიანების კარდიოქსოვილი 20%-ით უფრო დიდი და ძლიერი აღმოჩნდა. ამ კვლევის შედეგები ახლახანს დაწვრილებით დაიბეჭდა ჟურნალში, სახელწოდებით Current Pharmaceutical Biotechnology.
გულის ჯანმრთელობისთვის ასევე შესანიშნავ წყვილს ქმნის შოკოლადი ღვინოსთან. საუბარია მუქ, სუფთა შოკოლადსა და წითელ ღვინოზე, რომლებიც განსაკუთრებული ანტიმჟანგავი თვისებებით გამოირჩევიან. 2009 წლის ნოემბერში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ყოველდღე მცირე რაოდენობით მუქი მწარე შოკოლადის მიღება ერთიორად ამცირებს სტრესის ჰორმონების რაოდენობას ორგანიზმში, რაც საბოლოოდ სასიკეთოდ აისახება გულის მუშაობაზე. შოკოლადის შემცველობაში არსებული ფლავონოიდები ასევე დაბლა სწევენ ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში. გარდა ამისა, შოკოლადის მიღება ორგანიზმში წარმოშობს ენდორფინებს, ბედნიერების ჰორმონებს, ეს ყველაფერი კი ერთობლივად ძალზე პოზიტიურ გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე. რაც შეეხება წითელ ღვინოს, ყველას ბევრი სმენია მის ანტინჟანგავ თვისებებზე – რეგულარული სმის დროს სისხლში კარგი ქოლესტერინის დონე ზემოთ იწევს, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც გულის შეტევის რისკს, ისე მისი ქსოვილების დაზიანებასა და დაბერებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ წითელი ღვინისა და სუფთა შოკოლადის ტანდემი უკონკურენტოა კულინარიაში ამ ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ხორციან კერძებს რომ წითელი ღვინო უხდება, ეს ყველამ ვიცით. ღვინის სახეობის შერჩევას მნიშვნელობა გურმანული თვალსაზრისით, უდავოდ, ენიჭება, სამედიცინო კუთხით კი, შეიძლება ითქვას, რომ სრულიად არანაირი. მთავარი ისაა, რომ წითელი ხორცით დამზადებულ კერძს ჭიქა ასევე წითელი ღვინო მიაყოლოთ. ეს საკმაოდ შეამცირებს კიბოს, ათეროსკლეროზის, დიაბეტის და სხვა სერიოზული დაავადებების წარმოშობის რისკს. შესაძლოა ორგანიზმი ხორციდან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას იღებდეს, თუმცა მასში არის მავნე ელემენტებიც, რომელთა განეიტრალებას წითელი ღვინო ახდენს, ისევ და ისევ თავისი ძლიერი ანტიმჟანგავი თვისებებით.
ებრაელ მკვლევარს, იოსეფ კენერს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან ამის შესახებ მხოლოდ ჰიპოთეზა გააჩნდა. მან იცოდა, რომ როდესაც ცხიმიანი ხორცით მომზადებული კერძი კუჭში ხვდება და ორგანიზმი მის გადამუშავებას იწყებს, ამ დროს დიდი რაოდენობით მჟანგავი ტოქსინები თავისუფლდება. ეს, თავის მხრივ, იწვევს ჯანმრთელი უჯრედების დაზიანებას. ერთ-ერთი ტოქსინი, სახელად მალონდიალდეჰიდი, პასუხისმგებელია მთელი რიგი სერიოზული დაავადებების (მაგალითად, კიბოს) წარმოშობის პროვოცირებაზე. კენერმა ივარაუდა, რომ საკვების მონელების იმ მომენტში, როდესაც ხორცი მავნე ქიმიკალების გამოთავისუფლებას დაიწყებს, წითელი ღვინის (და შესაბამისად, ანტიმჟანგავი ფლავონოიდების) ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა ორგანიზმი დაიცვას მოსალოდნელი ზიანისგან. ამის დასამტკიცებლად მან და მისმა კოლეგებმა შემდეგი სახის კვლევა ჩაატარეს: საცდელი ვირთხების ერთი ჯგუფი ინდაურის წითელი ხორცით გამოკვებეს, მეორე კი – ამავე ხორცითა და წითელი ღვინის კონცენტრატით. საათნახევრის შემდეგ ვირთხები დახოცეს, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა მათი კუჭის შიგთავსი შეესწავლათ. როგორც აღმოჩნდა, წითელმა ღვინომ ნამდვილად შეუშალა ხელი მალონდიალდეჰიდების დიდი რაოდენობით წარმოშობას ორგანიზმში. სასმელმა იმოქმედა ჰიპროპეროქსიდების რაოდენობის დაწევაზეც, კიდევ ერთი მჟანგავი ელემენტების, რომლებიც განაპირობებენ ჯანმრთელი უჯრედების დაზიანებას. ეს შედეგი იმაზეც მეტყველებს, რომ პოლიფენოლების სისხლში მოხვედრა არ არის მთავარი, ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს ის კუჭშიც მშვენივრად უმკლავდება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კელერს ახალი ვარაუდიც გაუჩნდა იმის შესახებ, რომ სადილზე ხილის მიყოლება, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის არა საზიანო, არამედ სასარგებლო იყოს. ხილი ხომ ისევე შეიცავს პოლიფენოლს, როგორც ღვინო. მთავარია, ის მაშინ მოხვდეს კუჭში, როდესაც ხორცის გადამუშავება ახალი დაწყებული იქნება.
არ იქნება სამართლიანი, თუ ჯანმრთელობისთვის სარგებლის მომტან ფუნქციებს მხოლოდ წითელ ღვინოს მივაწერთ. როგორც ამტკიცებენ მეცნიერები ციურიხიდან, ისეთ მძიმე კერძებთან, როგორიცაა ფონდიუ, თეთრი ღვინის მიყოლება თავიდან აგაცილებთ წონაში მომატებასა და ცხიმის დაგროვებას. საკითხის უკეთ შესასწავლად მათ დაკვირვება ოც ინდივიდზე მოახდინეს. ათმა მათგანმა ფონდიუს ღვინო დააყოლა, დანარჩენებმა კი - შავი ჩაი. მძიმე საკვები მათმა ორგანიზმმა უფრო სწრაფად გადაამუშავა, ვინც ჩაი დალია. ეს ღვინის მოყვარულების სასარგებლოდ მეტყველებს. საკვების ნელი გადამუშავების პროცესი ადამიანს საშუალებას აძლევს, გამომუშავებული ენერგია ნელნელა დახარჯოს, რადგან ის მაშინვე ცხიმად არ გარდაიქმნება. კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინა: ღვინის საკვებთან ერთად მიღება გარკვეულწილად ხელს უწყობს მადის შემცირებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ღვინოს წონის რეგულირების კარგი შესაძლებლობები გააჩნია. თუ ლუდის და სხვა სპირტიანი სასმელების რეგულარული მომხმარებლები წელიწადში საშუალოდ ოთხ უნციას იმატებენ, ღვინის მოყვარულებში წონის ცვლილება არ აღინიშნება. თუმცა ის ფაქტი, რომ ღვინოს გარკვეული სახის საკვებთან ერთად გაცილებით დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, ადრე შემჩნეული არ ყოფილა. უცნაურია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყვილები, ჯერჯერობით, ყველასთვის კარგად ნაცნობ, გემრიელ დუეტებს ემთხვევა. ალბათ, ჩვენი გემოს რეცეპტორებიც ბუნებრივად ირჩევენ იმ წყვილებს, რომლებიც ორგანიზმისთვის სიკეთის მომტანია. * * * მოლდოვა იაპონიას წითელ ღვინოს უგზავნის
მოლდოვის მეღვინეთა გილდიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სტიქიისგან დაზარალებულ იაპონიაში წითელი ღვინით სავსე ორ კონტეინერს (28 ათასი ბოთლი ღვინო) გაგზავნიან. გილდიის პრეზიდენტის, ნელი სონიკის თქმით, მოლდოველი მეღვინეები ამგვარად გამოხატავენ თანადგომასა და სოლიდარობას იაპონელი ხალხის მიმართ. იმ რეგიონების მცხოვრებლებმა, სადაც რადიაციული ფონი მომატებულია, სასურველია, წითელი ღვინო პროფილაქტიკის მიზნით, დღეში 150-200 მლ. რაოდენობით მიიღონ.
ფუკუსიმას ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის გამო იაპონიასა და რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მკვეთრად გაიზარდა წითელ ღვინოზე მოთხოვნა. * * * ბოსტონის უნივერსიტეტში მეცნიერ ლი სტრანინის ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა, რომელიც იტალიელი ახალგაზრდების ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებას ეძღვნებოდა. კვლევის ფარგლებში მეცნიერები აკვირდებოდნენ იმ 160 ახალგაზრდა იტალიელს, რომლებმაც თავი ზომიერად მსმელ და ძალზე მსმელ კატეგორიას მიაკუთვნეს. გამოკითხვაში 25-დან 30 წლამდე ასაკის 80 და 16-დან 18 წლამდე ასაკის ამდენივე ადამიანი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც ბავშვობიდან ზომიერად სვამდა ღვინოს ტრადიციული ოჯახური სადილის დროს, მოზრდილობაში არასოდეს თვრებოდნენ. ისინი კი, ვისაც ამ საკითხში ბავშვობიდან მკაცრად ზრდიდნენ და ალკოჰოლს ახლოს არ აკარებდნენ, პირიქით, მოზრდილ ასაკში ინაზღაურებდნენ დანაკლისს და თვრებოდნენ. მეცნიერები მზად არიან კვლევის შედეგები და დასკვნები ყველა იმ ქვეყანას გაუზიარონ, რომელთაც ანტიალკოჰოლური პოლიტიკის ფორმირების საკითხი აღელვებთ. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ აქ საქმე უბრალოდ აკრძალვის ფენომენს ეხება. როდესაც ოჯახში ალკოჰოლური სასმელი ,,აკრძალულ ხილად” არ ითვლება და მათი ზომიერი მიღება ჩვეულებრივი ამბავია, იქ ბავშვის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებასაც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. შესაბამისად, ასე აღზრდილი ბავშვები ნაკლებად ეძალებიან სასმელს. მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ საუბარია ოჯახური სადილის დროს ალკოჰოლური სასმელების ზომიერ მიღებაზე და არა კამპანიასთან ერთად ტელევიზორის ყურების პარალელურად ყუთობით ლუდის სმაზე, ვინაიდან როგორც კვლევის ხელმძღვანელი, მეცნიერი სტრანინი აცხადებს, ღვინო - ეს საკვების ნაწილია. * * * ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მამაკაცები, რომლებიც დღეში ნახევარ ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევენ, სხვებთან შედარებით 5 წლით მეტს ცოცხლობენ და მიოკარდის ინფარქტიც ნაკლებად ემართებათ. კვლევა ეფუძნება 1373 მამაკაცის ცხოვრებაზე დაკვირვებას, ისინი 1900-1920-იან წლებში არიან დაბადებულნი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა 1960-დან 2000 წლამდე მუდმივად კონტროლდებოდა, იუწყება გაზეთი The Guardian. * * * ჭიქა წითელი ღვინო და ინსულტი უკან იხევს
ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის ნივთიერებები, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს წითელი ღვინო, ინსულტის დროს თავის ტვინის უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს. მეცნიერთა დასკვნები საცდელ ცხოველებზე ჩატარებულ გამოკვლევებს ეფუძნება. ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოკვლევებისთვის ლაბორატორიის თაგვები გამოიყენეს. მათი ნაწილი საკვებთან ერთად იღებდა ე.წ. რესვერატოლის ნაერთს. ამ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს შავი ყურძნის წიპწა და კანი და მისი კონცენტრაცია საგრძნობლად იზრდება ფერმენტაციის (დუღილის) პროცესების შედეგად. მეცნიერთა მონაცემებით, ხელოვნურად გამოწვეული ინსულტების დროს იმ თაგვებში, რომლებიც რესვერატოლს იღებდნენ, თავის ტვინის დაზიანების გავრცელების არე 40%-ით შემცირდა. საკვლევი პროექტის კოორდინატორი სილვიან დორი აღნიშნავს, რომ რესვერატოლს აქვს თვისება, გაააქტიუროს ჰემოკსიდაზის ცილა, რომელიც ტვინის უჯრედებს მავნე რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავს. რა თქმა უნდა, ადამიანის შემთხვევაში ზუსტად იმავე შედეგებს ვერ მივიღებთ. მეცნიერთათვის ჯერ არ არის ცნობილი წითელი ღვინის ის დოზა, რომელიც ადამიანს მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს და უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმადე იქნება დაყვანილი.
|