ერთ ერთი უმთავრესი რელიგიური ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში რომ ადამიანის ბუნება არის სწორედ მთავარი უბედურება რაც ადამიანს სჭირს და გამოსავალი ამ ბუნების უარყოფაში მდგომარეობს.
ეს უბედურება, ცოდვილი ბუნება, ყველა ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება.
იმისათვის რომ ადამიანი ღმერთის (ხსნის) გზას დაადგეს, უპირველეს ყოვლისა მან ნათლად უნდა დაინახოს საკუთარი თავის (ბუნების) დაღუპული მდგომარეობა.
ამ დანახვას სინანული ჰქვია. სინანულით იწყება ღმერთის გზა და სინანულითვე გრძელდება მარადიულად.
სინანული არაა უბრალოდ საკუთარ თავში რაიმე ცუდის შეცნობა, სინანული არის ღვთაებრივი სინათლის (იესო ქრისტეს) ფონზე მთლიანად საკუთარი თავის სასწაულებრივად უსასრულო არარაობის და უვარგისობის ნათელი აღქმა და განცდა,
რასაც თან სდევს სინანულის ცრემლები, საკუთარი არსებისადმი ზურგის შექცევა და ღმერთის უსასრულო მშვენიერების ნათელი დანახვა, რაც ენით აუწერელ სიხარულის და ნეტარების განცდას გვაძლევს.
ვისაც საკუთარი უღირსი თავი არ დაუტირია, მას ღმერთი არ უხილავს. და პირიქით.
ვისაც საკუთარი ბუნების სრული უვარგისობა ვერ დაუნახავს – მან ჯერ არაფერი არ უწყის საკუთარი თავის შესახებ, მით უმეტეს ღმერთისა.
ადამიანი, რომელსაც ვერ შეუმეცნებია საკუთარი ბუნების ცოდვილობა და ღმერთზე ლაპარაკობს, ტყემალზე ზის და ქლიავსა ჭამს. biggrin.gif
ამიტომ ყველამ, ვისაც უნდა რომ ღმერთზე რამე თქვას, მინიმუმ ჯერ აღიაროს რომ ცოდვილია და მერე ილაპარაკოს.
სხვანაირად აბსურდია. ვინაიდან სინათლეზე არ შეუძლია თვალდახუჭულს ილაპარაკოს ჭეშმარიტად, არამედ ჯერ თვალები უნდა გაახილოს და მერე ილაპარაკოს.
ღმერთი სინათლეა, ჩვენ კი თვალდახუჭულნი ვიბადებით. ამიტომ საჭიროა ჯერ თვალები გავახილოთ , რათა იგი ვიხილოთ.
თვალდახუჭული , რომელიც ამტკიცებს რომ სინათლე რაღაც ბუნდოვანი მოვლენააა, თავისებურად მართალია, მაგრამ ჭეშმარიტად არა.
და სადაა ღმერთი?
ღმერთი იესო ქრისტე ყველაზე სრულყოფილი სახით მოცემულია ბიბლიაში.
ადამიანი რომელიც დიდი მხატვრის მიერ დახატული პორტრეტის წინ დგას და ახლოდან მიკროსკოპით ათვალიერებს მას, რას დაინახავს? დაინახავს ის იმას, რაც მხატვარმა დახატა?
ასე იქცევით თქვენ, რომლებიც ბიბლიის ნაწილებს ჩაჰკირკიტებთ და გაჰყვირით, ესააო სულიწმიდის ქმნილებაო!
ესაა, ეს, მეგობრებო!
უბრალოდ თქვენ ვერა ჰხედავთ.
თქვენი საქციელი ჩემთვის იმას ჰგავს, ვინმემ რომ მხოლოდ ასოები იკითხოს ბიბლიაში და მერე იძახდეს, რა არის ესა, ვერაფერი ვერ გავიგეო.
ბიბლიაში ქრისტე უნდა დაინახოთ, მეტი მანდ არაფერი არაა დასანახი!!!
და თუ ვერ ხედავთ მაგაში სასიხარულო არაფერია, პირიქით.
ასეა და რა ვქნა!
მე არაფერ შუაში არა ვარ.