michael_უკუღმა რატომ უნდა მიგებდეს ხალხი სულ?
ფემინისტი კაცი ამას არ ვიტყოდი, მაგრამ რელიგიაში განათლებული ქალების რაოდენობა არის 0.01% ალბათ.
რამდენი ქართველი ქალი იცი, ვინც ერკვევა ღვთისმეტყველებაში და ეკლესიის ისტორიაში? მე თითზე ჩამოვთვლიდი ასეთს. სემინარიაში რომ ვიყავი და ლექციებს დავესწარი, იქ ვნახე რამოდენიმე ოღონდ, მასწავლებლებში.
* * *
აი ხალხო, ზვიად გამსახურდიაც დაალაიქებდა მაგას უეჭველი:
ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს
და არის სუკ–ის ერთგული ძაღლი,
ეკლესიისას აფერხებს წინსვლას,
სარწმუნოების მტერია ძველის.
შენიღბულია წმიდა სამოსით
როგორც ცხვრის ქურქით მგელ–მტაცებელი,
მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი,
არის მზაკვარი და მტაცებელი.
იგი მამონას სახელით გნათლავს
და ბელზებულის სახელით გლოცავს,
ის ნათლობისას წაგგლიჯავს ათმაგს,
ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.
ვაჭრობს ხატებით,სოვდაგრობს ჯვრებით,
შავი დღისათვის იძენს ქონებას,
ვისაც ჩაითრევს ძალით თუ ნებით
დააკარგვინებს გულს და გონებას.
აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში,
რათა დოსიე შეავსოს შავი;
ხან იკეტება ''რწმენის'' ნაჭუჭში,
რომ მოგვაჩვენოს წმინდანად თავი.
ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი
ისე სწამს,როგორც მექა ან ქაბა,
მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის
გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად.
ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ
რათა დაამხოს ღვთის ეკლესია,
მახე დაუგოს მეამიტ თვისტომს
და დაავიწყოს ღმერთი მესია.
წარწყმედილია სოდომის ცოდვით
ის არ იხილავს ზეცას აროდეს
სახელი მისი არის ჰიპოკრიტ,
მის მწყემსობისგან ზეცა გფარავდეს.
ზვიად გამსახურდია
დაწერილია 80–იანი წლების დასაწყისში.
კ.ზ. გამსახურდიას წიგნიდან : ''დინების საწინააღმდეგოდ" .