#27794041 · 11 Oct 2011, 23:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
p r o g r e s i u s i
QUOTE | 1კორ. 12:13 რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი |
ყველას ერთი სული რომ გვაქვს ნასვამი, ყველა ეპისკოპოსად არ დაუდგენია ღმერთს, სულიწმინდის ნიჭების გსმენია ალბათ ზოგი წინასწარმეტყველებს ზოგი ენებით საუბრობს ზოგი დამლაგებელია ზოგი კიდე უბრალოდ მრევლი და მოწაფე, რიგითი წევრი ეკლესიისა, ზოგს მეტი ეძლევა ზოგს მცირე, ვისაც მეტი მიეცა ანუ მღვდელმსახურებს, მაგათ სასულიერო პირები ქვიათ იმის აღსანიშნავად რომ მთლიანად მიუძღვნეს საკუთარი თავი ღმერთს, საერო ცხოვრებას მოწყდნენ, უარი თქვეს წუთისოფლის სამსახურში ყოფნაზე და ღვთის უანგარო სამსახურში ჩადგნენ, სამხედრო მოსამსახურეს კი სა, წუთისოფლის საქმე, ვერც პოლიციელს უწოდებ სასულიერო პირს, ვერც ექიმს, ესენი ყველა წუთისოფლის სამსახურში არიან, კარგი იქნებოდა ყველა ერთად რომ ღვთის მსახური ყოფილიყო მაგრამ ეს იდელეაა და დღესდღეობით უტოპია, მაგრამ დადგება დრო რომ აღარ იქნებიან საერო პირები და ყველა სასულიერო პირი გახდება. ერთი სულის სმა კი იმას არ ნიშნავს რომ ყველა ერთი მიმართულების მსახურად არის დაყენებული, ყველას თავის საქმე და საკეთებელი აქვს.
QUOTE | გალატ. 3:28 აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში |
ეგ ეკლესიაზეა ნათქვამი და ეს საერთოდ არაფერ შუაშია იმასთან რაც შენ გაინტერესებს, შენ ხომ გაინტერესებს შემდეგი, თუ რატომ ეწოდებათ მღვდელმსახურებს სასულიერო პირები და სხვა დანარჩენებს საერო, ჰო და გპასუხობ, იმიტომ რომ მღვდელმსახურებმა მთლიანად მიუძღვნეს საკუთარი თავი ღმერთს, დანარჩენებს კი აღდგომაზე ახსენდებათ მხოლოდ ღმერთი.
|