მცირე მონაკვეთს დავდებ
სიყვარულისიყვარული არის ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატულება, დავაკმაყოფილოთ კრიშნა ყველაზე მეტად და ყველაზე აღმატებულად.
სიყვარული არ არის სიამოვნება, სიყვარული არის იმ ობიექტად ყოფნა, რომლისგანაც სიამოვნებას იღებენ.
თუკი, ვინმე გიყვართ, თქვენ არ უგულვებელყოფთ ამ პიროვნების სხეულს. სულიერი სიყვარული ავტომატურად მოიცავს სიყვარულის სხვა ყველა დანარჩენ სახეს.
როდესაც, თქვენს გულში სიყვარულია, მისგან მხოლოდ სიყვარული მომდინარეობს.
გიყვარდეს, ნიშნავს ემსახურო და ემსახურო, ნიშნავს ასიამოვნო.
ღმერთის სიყვარული ჩვენს გულში არ არის ჩვენი საკუთრება, ეს შრიმატი რადჰარანის საკუთრებაა.ამ სიყვარულისგამოღვიძება მხოლოდ მისი წყალობით არის შესაძლებელი.ის მიმართული უნდა იყოს კრიშნასკენ. როდესაც ის კრიშნასკენ არის მიმართული, ის მთელ სამყაროში ვრცელდება, ანუ თქვენ გიყვართ კრიშნას თითოეული ნაწილი და ნაწილაკი.
თუ, თქვენ ფიქრობთ, რომ არავის უყვარხართ, პრობლემა იმაშია, რომ თქვენ არ გისწავლიათ როგორ გიყვარდეთ სხვები.რადგანაც თუკი ნასწავლი გაქვთ სხვების სიყვარული, თქვენ კმაყოფილი იქნებით მილიონჯერ მეტად სიყვარულის გაცემით ვიდრე მისიძებნით. როდესაც, თქვენ გასცემთ სიყვარულს, ადამიანებიც სამაგიეროს ამით გადაგიხდიან, სპონტანურად და ბუნებრივად. ადამიანებს უყვართ ის, ვისაც ისინი უყვარს. ასეთია მათი ბუნება.
სულის ენერგია სიყვარულშია, მაგრამ როდესაც ეს ენერგია, სხვადასხვა ეგოისტური არასწორი შეხედულებებით იფილტრება, შურად, სიხარბედ და სიამაყედ წარმოჩინდება. ამგვარად, ჩვენ ვხდებით უიმედონი, მარტონი, იმედგაცრუებულნი და მღელვარებით სავსენი.
სიყვარულის გარდა ყოველგვარი სხვა მისწრაფება ვერ იარსებებს სულიერ სამყაროში. არსებობს უამრავი ნაირსახეობა, მაგრამ ყოველი მათგანი სიყვარულის გამოხატვის არაჩვეულებრივად მშვენიერიგზებია.
სიყვარული არის სრული, თავისუფალი, განუპირობებელი მდგომარეობა ჩვენი არსების ყოველი ასპექტის გადაცემისა სიყვარულის ობიექტისათვის, შინაგანად და გარეგანად.
ყველაფერი, რასაც შრილა პრაბჰუპადა აკეთებდა, მგზნებარებით იყო გაჯერებული. ეს სიყვარულით იყო გაკეთებული. ეს იყო ზრუნვა. ამგვარად, ის ვარდს მოგცემდაგასამხნევებლად, თუ შენიშვნების მეხს დაგატეხავდათ თავს, ერთგულები ამისგან დიდ სარგებელს იღებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ რწმენა მისი გრძნობის, მისიგულწრფელიმზრუნველობის, მისი სიყვარულის.
რწმენარწმენა ღმერთის სიყვარულის ნიშანია, მინდობა კი ამ სიყვარულის გამოვლინება.
რწმენა არის ხედვა გრძნობების, ჭკუისა და გონების შესაძლებლობების არეს მიღმა.
ფულის, პრესტიჟის, ჯანმრთელობის ანდაც ცხოვრების დაკარგვა არც თუ ისე დიდი დანაკლისია. ყველაზე დიდი დანაკარგი რწმენის დაკარგვაა.
როდესაცვაწყდებით სირთულეებს და მაინც რწმენით აღსავსენი ვრჩებით კრიშნასა და სულიერი მოძღვრის მიმართ, ვიღებთ უსასრულო წყალობას მათი გულებიდან.
შრილა პრაბჰუპადას განსაკუთრებული სიმდიდრე იყო მისი აბსოლუტური რწმენა საკუთარი სულიერი მოძღვრის სიტყვებში და რადჰასა და კრიშნას წმინდა სახელების ძალაში.
რწმენა არის სუბსტანცია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია უხილავის ხილვა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავუკავშირდეთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, კრიშნას.
კრიშნას რწმენაინტელექტუალური წარმოდგენებისა და ლოგიკის მიღმადგას.
თუკი დავრჩებით იმ იდეალების ერთგულნი, რომლისთვისაც ვიბრძვით, ყოველი გამოცდა მხოლოდ გაგვაძლიერებს.
თუკი ჩვენ უბრალოდ გავიგებთ, ვაღიარებთ და ვიცხოვრებთ ამ სამი პრინციპით, ჩვენ ვიპოვნით მარადიულ სიმშვიდეს _ რომ კრიშნა არის უზენაესი მფლობელი ყველაფრისა რაც კი არსებობს, ის არის უმაღლესი განმცხრომელი და ჩვენი დანიშნულებაა, ვიყოთ მისი განცხრომის ობიექტები, და ის საუკეთესო კეთილისმსურველი მეგობარია ყველა ცოცხალი არსებისა. ამ ყოველივეს რწმენა არის ჭეშმარიტი ცხოვრების დასაწყისი.
ნამდვილი რწმენა არ არის ძალდატანებით თავს მოხვეული რამ, ჭეშმარიტი რწმენა სიღრმიდანიღვიძებს შესაბამის გარემოში, თესლის მსგავსად. თუ თესლი, სათანადოდ მოირწყვება, მისგან მშვენიერი ყვავილი აღმოცენდება.
რწმენაარ არის შთაგონება, რწმენა შიგნიდან იღვიძებს. სულს აქვს სრულყოფილი რწმენა. ჩვენ უნდა გვწყუროდეს ეს რწმენა, ჩვენ უნდა ვიხვეწებოდეთ ამ რწმენისთვის, ჩვენ უნდა ვილოცოთ ამ რწმენისთვის და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა მის მისაღებად.