მარაზმია (ამ სიტყვას ხშირად იყენებენ უადგილოდ, მაგრამ ამ შემთხვევას ზუსტად შეეფერება შეგიძლიათ ამ სიტყვის ზუსტი განმარტება უცხ. სიტყ. ლექ. იხილოთ), მაგრამ რომ არ დავწერო ვიღაცას თავი მართალი ეგონება.
სანამ უშუალოდ პოსტს შევეხებოდე "სასხვათაშორისოდ" მინდა აღვნიშნო: – ჩვენი დღევანდელი თაობის პრობლემა იცით რა არის? ყველა თემაზე შეგვიძლია, რომ "ვიჭორაოთ ქალებივით" ( ქალებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას გამოთქმაა ასეთი...) და მოსმენა რომ უფრო დიდი გონიერების და შეგნების საფეხურია ეს ყველას ავიწყდება. ამ შემთხვევაში მე სასულიერო პირს კი არ ვიცავ ჩემი ეკლესიის კრიტიკას ვხედავ და როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი თავს ვალდებულად ვთვლი ამ სასულიერო პირის მართებულად ნათქვამი, უმართებულოდ ინტერპრეტირებული განვმარტო.
( ახალი პოსტების წერა მეზარება და Facebook-დან ვაკოპირებ)
"გადაჭრელებულია მთელი ინტენეტი ამ ვიდეოს კრიტიკით. აქა იქ თუ თუ გამოკრთება სადმე საწინააღმდეგო აზრი. ვინც ეს ვიდეო youtub-ზე დადო და მერე ყველამ იქედან დალინკეს იქ არის პათეტიკური სათაური ("ტიანიკი ღმერთმა ჩაძირა") და ყველა ვინც ამ ვიდეოს უყურებს აღარ იცის როგორი ბრძნადმეტყველებითა და თავის ქნევით გალანძღოს ეს სასუიერო პირი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი დღევანდელი საზოგადოება რამდენად არის დაშორებული რელიგიურ აზროვნებას. ჯერ ამ პოსტების ავტორებს 99% სახარებაც კი არ აქვს წაკითხული, მთლიანად ბიბლიაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ეს გადაცემა, რომ სრულად არავის აქვს მოსმენილი ამაშიც დარწმუნებული ვარ
http://sstv.ge/Video_new.php?VideoFile=...aterial_id=3958 იქნებ ვინმეს გაუჩნდეს სურვილი და (სულ 15 წუთია) მთლიანად მოუსმინოს, რომ ამ ვიდეოს დედააზრი მართებუად გაიგოს. რაც შეეხება ღმერთის განგებულება –დამოკიდებულებაზე კაცთა მოდგმის მიმართ, ძველი აღთქმიდან ციტატები, რომ მოვიყვანოთ ტიტანიკის ჩაძირვა ჟან ვალჟანის ორი პურივით მოგვეჩვენება (ბევრმა შეიძლება ესეც ვერ გაიგო...). თუ ინებებს, მინდა რომ ამ (პოსტის ) ავტორმა მიპასუხოს: – ღმერთმა 400 წლიანი ეგვიპტური მონობა ასეულობით ათას კაცს იმიტომ მოუვლინა, რომ ვიღაც ერთმა ფარაონმა (ფარაონებმაც კი არა) გაიგოს, რომ ცათა ღმერთია და ძლიერი ხელით უნდა გაიყვანოს ეგვიპტიდან და ამის გამო ატყდებათ საშინელი 10 უბედურება ეგვიპტის ყველა მკვიდრს დიდიან პატარიანდ. გაწყდა "უდანაშაულო" ხალხი (პირმშო ძეები) ურჩი ფარაონისა და მოსეს დიალოგის გამო? უაზრობაა ეხლა აქ ბიბლიის ტექსტებიდან საღვთო სასჯელების მოყვანა თორემ იმდენ გაუგებარ და აუხსნელ შემთხვევას მოვიყვანთ ამ სასულიერო პირის სიტყვები ნამდვილად უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება. ამ ვიდეოს ავტორს რა მიზანიც ქონდა იმას მიაღწია (ვინც თავიდან იუთუბზე დადო ), სურს ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული კამპანია აწარმოოს და ამას ჩვენნაირ საზოგაოდებაში წარმატებით აღწევს.
მე პირადად მთლიანად, რომ მოვუსმინე ასე გავიგე (და ამის საფუძველს მთელი ძველი აღთმქა მაძლევს) თუ გავითვალისწინებთ მე– 20 საუკუნის დასაწყისს რა პერიოდშიც ხდება ამ ლაინერის აგება და შემდეგ, როგორი ანტი თეისტური საუკუნე დგება არ უნდა გაგვიჭირდეს ამ საზოგადების აზროვნების გაგება. დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე ამბობს (შესაძლოა არა მკაფიოდ, იქ ერთი ეპიზოდია სადაც ვინც ვიდეო ნახა მიხვდება), რომ ადამიანურ ძალებზე არ უნდა ვიყოთ დაიმედებული (ბაბილონის გოდოლი გავიხსენოთ) და მოდის საუკუნე სადაც ღმერთი და ყველაფერი ღვთაებრივი არის აბუჩად აგდებული, გაშარჟებული ასე იზრდებიან თაობები (რაც არის ბოროტების გამარჯვება) და ის, რასაც ამბობს ვიღაც მეზღვაური, ეს კაცი არის სახე მაშინდელი სკეპტიკურად (მსუბუქად რომ ვთვათ) განწყობილი საზოგადოებისა და თუ ღმერთი უშვებს ასე რაციონალურად გათვლილი ადამიანის ნახელავის არაბუნებრივ ჩაძირვას, ეს გულისხმობს რეალურად საღვთო მოწყალებას და არა სასჯელს, რომ ახსოვდეთ ღმერთი, ყოვლადძლიერი და თუ საით უნდა მიაპყროს ადამიანმა თვალები, არა ამ სოფლისკენ არმედ ზეცისკენ (სახარებისეული ციტატები ხომ არ არის საჭირო???) მართალი იობი გავიხსენოთ! რატომ იტანჯება ასე უდანაშაულო მართალი ადამიანი? ეშმაკის პრეტენზიების გამო??? ეს ბიბლიაში წერია და სხვა თემაა... და თუ დღევანდელი ცხოვრებიდან ვინმე საღვთო განგებულებას დაინახავს ამგვარ ქმედებებში ის რეგრესულად მოაზროვნეა. ვისთვისაც ეს ღიმილისმომგვრელია,მას საერთო არაფერი აქვს რელიგიურ აზროვნებასთან და ვურჩევ თავი შეიკავოს ბანალური პოსტებისაგან.
და ფორუმელებო საინტერესო იცით რა არის? ეს გადაცემა საერთოდ არ ეხებოდა საღვთო განგებულებაზე მსჯელობას. აქ იყო საუბარი მგზავრობის წინა პარაკლისს, რა დატვირთვა აქვს ეკლესიის ლიტურგიკულ მსახურებაში, და რომ ადამინი საღვთო რწმენაზე უნდა იყოს დაყრდნობილი და არა კაცებრივ ძალაზე და გახსენებული იყო ეს "განხეთქილების ვაშლი" ტიტანიკი, როგორ გრანდიოზულ რამედ მიაჩნდათ და ბუნების ძლებზე ზეაღმატებულ შემოქმედების ნიმუშად ანუ ადამიანუი ძალომისლების ფეტიშირება ხდებოდა და აღნიშნა დეკანოზმა ზურაბ ცხოვრებაძემ, რომ ეს მათი იმედები ღვთის რწმენის გარეშე ფუჭი იყო. ვიღაც მიყურადებულმა "კეთილმოსურნემ" ამოჭრა ეს ვიდეო გააშანშალა სათაური რაც სათაურშივე ცალმხრივ გაგებისკენ განგვაწყობს და ინტერნეტშიც გაჩნდა სალაპარაკო.
მოლკედ გამგები გაიგებს... მე პირადად ბევრჯერ შემიცვლია აზრი ჩემსავე პოზიციაზე და ეს დამარცხებად კი არა, ჩემსავე გამარჯვებად მიმიჩნევია.
პ.ს. ჩემი პოსტი არ არის არცერთი ფორუმელის წინააღმდეგ მიმართული მე ვაფიქსირებ ჩემ აზრს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.