koba71786
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9463
წევრი No.: 93750
რეგისტრ.: 16-June 09
|
#29028471 · 3 Jan 2012, 12:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hammerfest
კი ყველაფერი ერთ წიგნში ვერ ჩაეტეოდა,მაგრამ ძირითადი
QUOTE | მაგალითად ესენი ... 10-მდე სხვადასხვა ვარიანტია ახალი აღთქმის 27 ეპისტოლესი და რომელია ღმერთის სიტყვა? ერთმანეთისგან განსხვავდებიან. შეიძლება ღმერთის სიტყვა განსხვავდებოდეს ღმერთის იგივე სიტყვისგან? smile.gif
ტექსტუს რეცეპტუსი სინაის კოდექსი ალექსანდრიული კოდექსი ვატიკანის კოდექსი ბიზანტიური მთავარი ჰორტ-ვესტკოტის ვერსია ნესტლე ალანდის ვერსიები (ეს კიდევ რამდენიმეა) |
ხო ეგენი ვიცი დაახლოებით რომ ბევრი ხელნაწერია ისევე როგორც ბევრი სახარებებია. აქედან არის კანონიკური და არა კანონკური წიგნები,მართლმადიდებელ ეკლესიაში აი პატარა ექსკურსი რომელიც დათიკომ სხვა ფორუმზე დაწერა
ახალი აღქმის წმინდა წერილის წიგნები, რომელთა საერთო რაოდენობა 27-ია, შეიქმნა I საუკუნეში. წიგნები იწერებოდა 41-42 წლებიდან საუკუნის ბოლომდე. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში 27-ვე წიგნის კანონიკურად ანუ სავალდებულოდ ცნობა მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის გახდა შესაძლებელი. სწორედ პირველ 4 საუკუნეს ეძღვნება ახალი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც თავის მხრივ 4 ქვეპერიოდად განიყოფა. I პერიოდს ეწოდება მოციქულთა ხანა, რომელიც I საუკუნეს მოიცავს, მეორე პერიოდია მოციქულებრივ მამათა პერიოდი. მოიცავს I საუკუნის ბოლო, II საუკუნის შუა წლებამდე. III პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახენახევარს და IV პერიოდი გახლავთ III, IV საუკუნეები.
I პერიოდში, მოციქულთა ხანაში თვითონ მოციუქლები ამოწმებდნენ ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ. მაგ: მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში მათ უწოდებს "საღმრთონი წიგნნი". (ტიმ II 3.15-16) ასე რომ, პავლე მოციქული მათ უწოდებს "ღმრთივსულიერ" წიგნებს (კვლავ ტიმ. II 3.11) ასევე უწოდებს წმინდა წიგნებს (რომალეთა მიმართ 1.2) პეტრე მოციქული მათ უბრალოდ წიგნებად იხსენიებს და იგი ამას გვაუწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს II წიგნის I თავში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოციქულთა სიტყვას ქრისტიანული თემები იმჟამად იღებდნენ როგორც თვით ქრისტეს მიერ ნაუწყებ სიტყვას (გალატელთა მიმართ 4.14-15) ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანული თემები ძველ ეპისტოლეებს უმატებდნენ ახალს და დგებოდა მოციქულთა წერილების კრებულები. მოციქული პავლე მიმართვას ქრისტიანებს, რომ ეპისტოლეები ერთმანეთს შორის გაცვალონ (კოლ. 4.16) ასევე ცნობილია, რომ იოანე მახარებელმა მე-4 სახარება დაწერა საუკუნის ბოლოს ეფესელ ქრისტიანთა თხოვნით.
II პერიოდს რაც შეეხება მოციქულებრივ მამათა თხზულებებში ხშირად გვხვდება ციტირებები ახალის აღთქმის წმინდა წერილის წიგნებიდან , ისე რომ არ არის დასახელებული არც ავტორი და არც წიგნი, რადგანაც თვითონ მოციქულებრივი მამებიც და ის ხალხიც, ვისთვისაც იწერებოდა მათი თხზულებები კარგად იცნობდნენ ახალი აღთქმის ყველა წიგნს. მოციქულებრივ მამებად სახელდებიან კლიმენტი რომაელი, ასევე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი) მას ჰქონდა ეპისტოლეები სხვადასხვა ეკლესიებისადმი, სადაც ის ციტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებიდან. ასევე ათორმეტ მოციქულთა მოძღვრება -დიდაქე, რომელიც დაახლოებით I საუკუნის ბოლოს, II საუკუნის 20 - იან წლებშია დაწერილი და იგი ითვლებოდა პირველ ქრისტიანტათვის კატეხიზატორულ წიგნად. ასევე ერმის ”მოძღვარი” (მწყემსი) 135,140 წლებში დაიწერა. ასევე პოლიკარპე სმირნელის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ეპისტოლეში - ფილიპელთა მიმართ, რომელიც დაიწერა ეგნატე ღმერთშემოსილის სიკვდილისთანავე 107,108 წლებში. ასევე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიუს ჰიერაპოლელი თავის თხზულებაში ”უფლის სიტყვათა განმარტებაში” იშველიებს ახალი აღთქმის წმ. წერილის სიტყვებს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ევსევი კესარიელის უწყებით ეს თხზულება II საუკუნის I ნახევარში არის დაწერილი.
III პერიოდი ეს პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახევარს, ანუ 150 წლიდან 200 წლამდე მონაკვეთს. ამ პერიოდის განსაკუთრებულად საინტერესო ძეგლი გახლავთ ”მურატორის კანონი” და ”პეტიშო”. ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა მურატორმა, რომელიც მოღვაწეობდა XIX საუკუნეში მილანის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა წიგნთა კრებული, რომელიც შედგენილი იყო II საუკუნის II ნახევარში. ამ კანონშჳ შედის 4 სახარება, საქმე მოციქულთა, პავლეს 13 ეპისტოლე, იუდას ეპისტოლე, იოანეს I ეპისტოლე, გამოცხადება იოანესი, იოანეს და პეტრეს ეპისტოლეები, იაკობის ეპისტოლე კი საერთოდ არ არის ნახსენები. ეს წიგნები, როგორც ჩანს, II საუკუნის II ნახევარში გამოიყენებოდა დასავლეთის ეკლესიაში. ”პეტიშო” ეს არის სირიული თარგმანი ახალი აღთქმის წიგნებისა. ქართულად ტერმინი პეტიშო ნიშნავს უბრალოს, ხალხურს. ეს კრებულიც II საუკუნის II ნახევარშია შედგენილი მცირე აზიისა და სირიის ეკლსიებისთვის. მურატორის კანონს არ ემატება ეპისტოლე ებრაელთა მიმართ და იაკობის ეპისტოლე, მაგრამ მასაც აკლია II ეპისტოლე პეტრესი, II და III იოანესი, იუდას ეპისტოლე და გამოცხადება. ამ პერიოდის შესასწავლად მიდიდარ ცნობებს ვხვდებით საეკლესიო მწერლებთან - ირინეოს ლიონელთან, ტერტულიანესთან და კლიმენტი ალექსანდრიელთან.
IV პერიოდი მოიცავს III, IV საუკუნეს. ამ პერიდოში მოღვაწეთაგან აღსანიშნავია კლემენტი ალექსანდრიელის მოწაფე - ორიგენე. იგი წმინდა წერილის წიგნებს ორ ნაწილად ყოფს. 1) უდაოდ მოციქულთა მიერ დაწერილებად. ამ წიგნებს განეკუთვნება 4 სახარება, საქმე მოციქულთა, პავლეს თოთხმეტივე ეპისტოლე და ამავე დროს ამატებს, რომ ებრაელტა მიმართ ეპისტოლე სხვისი დაწერილია, ოღონდ აზრი პავლესი არისო. ასევე პეტრეს I სპისტოლეს, იოანეს I ეპისტოლეს და ასევე გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა 2) საყოველტაოდ მიღებული ეპისტოლეები. სხვა დანარჩენი ეპისტოლეები, ოღონდ ისინიც ღმრთივ შთაგონებულნი. არიანო. IV პერიოდის ცნობილი ისტორიკოსია - ევსევი კესარიელი. მან თავის საეკლესიო ისტორიაში VI წიგნის 25 თავში მოგვცა წმიდა წერილის წიგნთა შემდეგი დაყოფა. I ჯგუფი საყოველტაოდ აღიარებული - 4 სახარება, საქმენი, პავლენი, პეტრეს I ეპისტოლე და წერს "თუ გნებავთ იოანეს გამოცხადებაცთქო". II ჯგუფი - სადავო - იაკობის, იუდას, პეტრეს II და იანეს III ეპისტოლეები. III ჯგუფი - ნატყუარი - პავლე მოციქულის საქმეები, პეტრეს გამოცხადება, თუ გნებავთ იოანეს გამოცხადებაც, ერმის მოძღვარი და ბარნაბას ეპისტოლე. IV კატეგორია - ერეტიკული - სახარებები პეტრესი, თომასი, ანდრიასი. IV საუკუნის მოღვაწეს წმ. ათანასე დიდსთავის 39-ე პასქალურ ეპისტოლეში 27 ვე წიგნის ჩამონათვალი აქცს კანონიკურ წიგნებად, ასევე ლაოდიკიის კრების (306წ) მე-60 კანონში არის ჩამონათვალი 27 ვე კანონიკური წიგნისა, რომელიც შემდგომ დაამტკიცა VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ.
თქვენთვის ყველასათვის, სამღვდელოებისათვისაც და ერისკაცთათვისაც იყოს ძველი აღთქმის შემდეგი საღმრთო წიგნები: ხუთი მოსესი - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა. ისო ნავეს ძისა - ერთი, მსაჯულთა - ერთი, რუთისა - ერთი, მეფეთა - ოთხი, ნეშტთა - ორი, ეზრასი - ორი, ესთერისა - ერთი, მაკაბელთა - სამი, იობისა - ერთი, ფსალმუნნი - ერთი, სოლომონისა - სამი, იგავნი, ეკლესიასტე, ქებათა-ქება, თორმეტი წინასწარმეტყველისა: ესაიასი - ერთი, იერემიასი - ერთი, ეზეკიელის - ერთი, დანიელის - ერთი. ამათ გარდა შეისწავლეთ თქვენ და ასწავლეთ თქვენს ახალგაზრდებსაც მრავალსწავლული ზირაქის სიბრძნე. ჩვენი წიგნები, ე.ი ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისა, ლუკასი, და იოანესი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანეს - სამი, იაკობისა - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტის ეპისტოლე - ორი და ეპისკოპოსთათვის განწესებული კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი, რომლებიც ყველას მსჯელობის საგანი არ უნდა გახდეს მათში შესულ საიდუმლოთა გამო და მოციქულთა საქმენი. ეს კანონები განწესებულია ჩვენს მიერ თქვენთვის, ოი, ეპისკოპოსნო, ხოლო თქვენ თუ ამას დაიცავთ, ცხონდებით და მშვიდობა გექნებათ, ხოლო თუ ეურჩებით, დაიტანჯებით და მუდმივი ბრძოლა გექნებათ ერთმანეთში და ურჩების შესაფერისი სასჯელიც დაგედებათ. ერთმა ღმერთმა, სმარადისომ და ყველას დამბადებელმან მშვიდობისა მიერ გაგაძლიეროთ თქვენ ყველანი სული წმიდით და განგამტკიცოთ ყველა კეთილი საქმის მიმართ სწორად, ბრალის გარეშე, უბიწოდ და ღირსი გაგხადოთ საუკუნო ცხოვრებისა ჩვენთან ერთად მისი საყვარელი ძის, ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს შუამდგომლობით, რომელთანაც არის დიდება ყოველთა უზენაეს ღმერთთან, მამასთან ერთად ნუგეშინისმცემელი სული წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!
ეკლესიაში წაკითხულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონიკური, საყოველთაოდ მიღებული წიგნები. კანონის მიერ მოხსენიებულ წიგნთა გარდა, ეკლესიაში არ უნდა იკითხებოდეს არაფერი საღმრთო წერილის სახელით. კანონის მიერ მოხსენიებული წიგნებია შემდეგი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა, ისო ნავეს ძისა, მსაჯულთა, მეფეთა ოთხი წიგნი, ნეშტთა ორი წიგნი, იობის წიგნი, ფსალმუნნი, სოლომონის სამი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი და ეზდრას ორი წიგნი. ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის - სამი, იაკობ მოციქულის - ერთი, იუდა მოციქულის - ერთი, იოანეს გამოცხადება - ერთი წიგნი. ჩვენს ძმასა და თანამწირველს ბონიფანტეს და იმ მხარის სხვა ეპისკოპოსებსაც ეუწყოს ეს წინამდებარე კანონის დასამტკიცებლად, ვინაიდან ეს (წიგნები) მივიღოთ მამათაგან ეკლესიაში საკითხავად.
კართაგენის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი.
ახალი აღთქმის წმინდა წერილის თავებად დაყოფის ისტორია
ჩვენთვის ცნობილია, რომ წმინდა წერილის წიგნთა გადამწერები ნებით ან უნებურად ამახინჯებდნენ ტექსტს. ეკლესიის მამათა თხზულებებში წმინდა წერილის წიგნთა ციტირებისას არ ხდებოდა მინიშნება თუ რომელ ავტორს ეკუთვნოდა ციტატა. ეს მათთვის ისედაც ცნობილი იყო. მოგვიანებით, როდესაც საჭირო გახდა წმინდა წერილის წიგნთა ზედმიწევნითი გაწმენდა-გასუფთავება, მრავალი პრობლემა წარმოიშვა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავდაპირველად ტექსტები თავებად, მუხლებად, სიტყვებად დაყოფილი არ ყოფილა. ამგვარი გაყოფა მხოლოდ X საუკუნეში შესრულდა. ძვ. ხელნაწერები კი მოციქულთა მიერ შექმნილ დატოვებული აღარ არსებობდა. წიგნთა რედაქტირება და ტექსტების შეჯერება უკვე III საუკუნიდანვე იწყება. III საუკუნის ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა ამონიოსმა სახარების სიმფონიის შედგენის მიზნით მათეს სახარების ტექსტი შეუპირისპირა სხვა სახარებებს. ეს საქმე სრულყო ევსევი კესარიელმა. ევსევი კესარილემა შეადგინა 10 ტაბულა, სადაც შინაარსით ერთნაირი და შეთანხმებული ეპიზოდები განათავსა 4 - ვე სახარებიდან. მან ამონიოსის პერიკოპებიც გამოიყენა. ამონიოსის დაყოფილ თავებს პერიკოპი ეწოდება, რაც ნიშნავს მცირე მონაკვეთს. ევსევი კესარიელმა I ტაბულაში მოათავსა ეს ეპიზოდები, რომლებიც 4-ვე სახარებაში გვხვდება. II, III, IV ტაბულაში განათავსა ის ეპიზოდები, რომლებიც სამ სახარებაში გვხვდება. V დან IX მდე განათავსა რომლებშიც მხოლოდ 2 სახარებაში გვხვდება და X ტაბულაში განათავსა ისინი, რაც მხოლოდ ერთ სახარებაში გვხვდება. V საუკუნის შუა წლებში ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა - ევთალემ სამოციქულოს საკითხავები მუხლებად დაჰყო და ამგვარ დაყოფას საფუძვლად დაუდო სუნთქვითი რეჟიმი. ამბობენ რომ მან 4-ვე სახარება ამგვარად დაჰყო, მაგრამ არ შემორჩენილა. გამოცხადების ტექსტი მომდევნო საუკუნეებში დაჰყო ანდრია კაბადოკიელმა. მუხლები თავდაპირველად გამოიყოფოდა სხვადასხვა ნიშნით. დღეს არსებული სასვენი ნიშნები მოგვიანებით შემოვიდა და საბოლოო სახე XVI საუკუნეში დამკვიდრდა, წიგნის ბეჭდვის გამოგონების შემდგომ, ალდუს მინუციუსის მიერ. ევთალემ თავის დაყოფას საფუძვლად დაუდო მთელი წლის კვირა დღეები. სულ 54 კვირიაკე და 3 სადღესასწაულო, რის გამოც სამოციქულო 57 ნაწილად გაიყო. მისი გეგმის თანახმად ახალი აღთქმის წიგნები მთელი წლის მანძილზე თავიდან ბოლომდე უნდა წაკითხულიყო, გარდა გამოცხადებისა, მაგრამ ეს გეგმა ყველა ეკლესიამ არ მიიღო. დღესასწაულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა საკითხავების რაოდენობაც. ამჟამად ახალი აღთქმის წმინდა წერილი 368 საკითხავადაა დაყოფილი. აქედან მათე მახარებელზე მოდის 116 წაკითხავი, მარკოზი - 71, ლუკა - 114, იოანე - 67. საქმე მოციქულთა 335 საკითხავადაა დაყოფილი. ამგვარად წმინდა წერილის საკითხავებად დაყოფის ტრადიცია ადრიდანვე იღებს სათავეს დასავლეთის ეკლესიაში. ამგვარად ცხრილები V საუკუნიდან არსებობს. აღმოსავლეთის ეკლესიაში იოანე დამასკელის დროიდან, VIII საუკუნიდან. თანამედროვე სახარების თავებად დაყოფის ისტორია XIII საუკუნიდან იწყება. კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა სტეფანე ლანგტონმა წმინდა წერილი თავებად დაჰყო, რითაც ისარგებლა ესპანელმა კარდინალმა ჰუგომ, მუხლებად კი პარიზელმა გამომცემელმა რობერტ სტეფანმა დაჰყო. დროთა განმავლობაში წმინდა წერილის ტექსტის შინაარსის ცვლილებები გამოწვეული იყო შეცდომების, ასოების აღრევის, სიტყვათა და წინადადებათა გადასმის, გამოტოვების, გამეორების გამო. ზოგჯერ ტექსტს შეგნებულადაც ასწორებდნენ. ცვლიდნენ გაუგებარ ისტორიულ, გეოგრაფიულ, დოგმატური ხასიათის ტერმინებს და ამარტივებდნენ ტექტს. ტექსტი რომ შეურყვნელად დაეცვათ საჭირო იყო მისი კრიტიკული ანალიზი. ამიტომ დაიქყო მისი გაწმენდა გვიანდელი შენამატი ფენებისგან. ახალი აღთქმის ტექსტის ქრიტიკული განხილვა ჯერ კიდევ III საუკუნეში დაიწყო იროგენემ. III საუკუნის ბოლოს და IV საუკუნის დასაწყისში ახალი აღთქმის ტექსტის გასასწორებლად და აღსადგენად დიდი სამუშაოები ჩაატარეს ეგვიპტელმა ეპისკოპოსმა ისვიქიმ და ანტიოქიელმა ხუცესმა ლუკიანემ (მარტვილი). მაგრამ ყველა ეკლესიამ არ მიღო ეს შესწორებები. რომის პაპმა გელასიმ (+495) ეს შესწორებები მცდარად ცნო. ახალი აღთქმის ტექსტის ბეჭდური გამოცემების დაწყებისას (მე-16 ს) უკვე აღარ არსებობდა იდენტური ტექსტები. ახალი აღთქმის ტექსტის პირველი ბეჭდვა დაიწყო ტოლედოს მთავარეპისკოპოსმა კარდინალმა ქსიმენეზემ კომპლუტენში (ესპანეთი). ამ გამოცემას კომპლუტენის პოლიგლოტა ეწოდება, რადგან იგი შეიცავს ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს ძველებრაულ, ძველბერძნულ ენებზე ლათინური თარგმანით. ახალი აღთქმის ტექსტს IV-VIII საუკუნეების ხელნაწერები დაუდეს საფუძვლად. მათ ტექსტი ვულგატას მიხედვით გამართეს. მალე ერაზმ როტერდამელმა გამოსცა ე.წ. ბაზელური ხელნაწერები, თუმცა კომპლუტენას ხელნაწერებს იგი ჩამორჩებოდა რაოდენობითაც და სიძველითაც. შემდგომში რამდენადმე თავისთავადი და კრიტიკული მიმართულების იყო რობერთ სტეფანის და თეოდორე ბეზას გამოცემები. სტეფანის გამოცემა შემდგომი გამოცემების საფუძველი გახდა. იგი 15 უძველეს ხელნაწერს ეყრდნობოდა, რომელიც მისმა შვილმა გამოიკვლია, ხოლო ბეზამ ძველ ხელნაწერებთან ერთად ასურული პეშიტოთი და არაბული თარგმანებით ისარგებლა. ამით მან ფაქტობრივად სრულყო და დააზუსტა სტეფანის გამოცემა. XVI საუკუნეში ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტი კომერციული გამოცემების საგნად იქცა, რამაც მრავალი არეულობა გამოიწვია. XVII საუკუნეში ძმებმა ელზევირებმა გამოსცეს კრიტიკულად შესწორებული ტექსტი, რომელიც ძირითადად ბეზას გამოცემას ემყარებოდა და დიდხანს იყო საყოველთაოდ მიღებული. XVII საუკუნის ბოლოდან ამ ტექსტმაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. მრავალი ტექსტი და ხელნაწერი იქნა შეჯერებული, რის საფუძველზეც გამოვიდა ბენგელის 1734 წლის, გრინბახის 1774 წლის, ლახმანის 1831 და ტიშელდორფის 1841 წლის გამოცემები. აღნიშნული გამოცემების წყაროები ბერძნულია. წყაროთაგან აღსანიშნავია II საუკუნის II ნახევრის ტექსტის ნაწყვეტები. ასევე სინას კოდექსი (IV საუკუნე). იგი მოიცავს ძველი აღთქმის დიდ ნაწილს და სრულად ახალ აღთქმას. ვატიკანის კოდექსი IV ს. სრულად ძველი აღთქმა, ახალი აღთქმიდან აკლია 4 ეპისტოლე და გამოცხადება, ალექსანდრიის კოდექსი V ს. სრულად ძველი და ახალი აღთქმა. ასევე პეშიტო II საუკუნე. კომპტური თარგმანი IV საუკუნის დასაწყისი, ლათინური თარგმანი IV საუკუნის მეორე ნახევარი, ქართული IV, V საუკუნეები. სომხური V ს. სლავური IX ს.
QUOTE | არ ვეწინააღმდეგები ... გადმოცემის იმ ნაწილს უარვყოფ, რაც პროტესტანტულ გადმოცემას ეწინააღმდეგება. ჩემი თეოლოგია უფრო პროტესტანტულია, ვიდრე მართლმადიდებლური. |
ხო ამას ვხედავ.შენი თეოლოგია უფრო პროტესტანტულია.ამიტომაც თითქმის იდენტური
QUOTE | ღმერთმა დამიფაროს, ფსიხი კი არ ვარ ... |
QUOTE | ეგეთი რამე სადმე მითქვამს? მიმდინარეობებად არ ვყოფ ადამიანებს, არიან ზეციდან შობილები და არიან სულიერად მკვდარი ადამიანები ... ზეციდან შობილები ყველა მიმდინარეო ბაში არიან მეტნაკლებად ... |
მე ეს იმიტომ დავწერე რო ეგეთი შთაბეჭდილება რჩება რომ შენ სწავლების მიხედვით აფასებ მის ზეციდან შობილობას, ეგრე ჩანს აქ ფორუმზე,არადა ფორუმზე პოსტვა სხვაა და რეალური ცხოვრებში რას აკეთებ სხვა.
QUOTE | გურაბეს არაფერი არ ეტყობა ქრისტიანობის. მაძიებელია ... ჯერ არ არის ქრისტიანი. |
იმიტომ რომ შენს თეოლოგიას ეწინააღმდეგება,ამიტომ ამბობ რო არაა ქრისტიანიო
QUOTE | საერთოდ ამ თემაზე არაფერს არ ვიძახი, მაგრამ გურაბეს აშკარად აქვს გამოხატული ნიშნები (ისეთი რაღაცეები არ იცის ზეციდან შობილმა რომ ავტომატურად უნდა იცოდეს, აუხსნელად ხვდებიან ასეთ რაღაცეებს ზეციდან შობილები. გურაბეს კი გადავუღეჭე და მაინც ვერ იგებს). ამაში 100% დარწმუნებული ვარ და ამიტომ ვწერ. |
შემოვიდეს ერთი აქ ჯერ გურაბე
|