muvahid
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 153723
რეგისტრ.: 5-September 12
|
#33002545 · 15 Sep 2012, 00:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აფხაზი
კონკრეტული რიცხვის დასახელება ძნელია, არსებობს ახალი განშტოებებიც, რომლებსაც არანაირი სტატუსი არ აქვთ ისე 70-ზე მეტია.
შენ რომელი ენები იცი მითხარი და შევეცდები მაგის მიხედვით მოგიძებნო რამე. * * * აფხაზი
ამონარიდი წიგნიდან: რელიგიები საქართველოში მიმართულებები. მოციქულის გარდაცვალებიდან ოცდახუთი წლის შემდეგ მუსლიმთა საკრებულოს ერთიანობა დაირღვა. დაისვა კითხვა, თუ ვის უნდა რგებოდა მოციქულის მემკვიდრის, ე.ი. ხალიფის, პატივი. მორწმუნეთა უმრავლესობა პიროვნულ ღირსებას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი კი - შთამომავლობას, გენეტიკურ მემკვიდრეობას. გაიმარჯვა პირველმა პარტიამ და მოციქულის მოსაყდრედ ჯერ აბუ ბაქრი გამოცხადდა, შემდეგ ომარი და შემდეგ - ოსმანი. როდესაც მეოთხე ხალიფის არჩევის დრო დადგა, ის პარტია გააქტიურდა, რომელიც მემკვიდრეობითობის პრინციპს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ პარტიამ მაშინ წარმატება მოიპოვა. რადგან მუჰამადს ვაჟი არ დარჩა, ხალიფად მისი ბიძაშვილი და სიძე, ქალიშვილ ფატიმას ქმარი, ალი იბნ აბი ტალიბი გამოაცხადეს. დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც ალი შეიწირა: 661 წლის 21 იანვარს ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ქუფის საკრებულო მეჩეთში იგი სასიკვდილოდ განგმირა. ალი მოწამედ გამოაცხადეს და იქვე დაკრძალეს. ეს საფლავი (ქნაჯიფი) დღემდე ალის სულიერ მემკვიდრეთა (შიიტთა) სათაყვანებელი ადგილია. აღნიშნული (661) წლიდან მუსლიმთა სამყარო ორ ბანაკად გაიყო: სუნიტებად და შიიტებად. ორივე არაბული სიტყვაა: „სუნა“ წმ. გადმოცემას (ტრადიციას) ნიშნავს, „შია“ - პარტიას, ამხანაგობას (მხარდამჭერთა კრებულს), უფრო ზუსტად - მეგობართა პარტიას. პირველნი თავიდანვე უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მეორენი დღესაც უმცირესობაში არიან. შიიტები კანონიერ ხალიფად მხოლოდ მუჰამედის ასულის, ფატიმას, და მისი მეუღლის, ალის შთამომავლებს მიიჩნევენ. ისინი დღესაც აღიარებენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდ აცხადებენ არაბეთის პირველ ხალიფებს - აბუ ბაქრს, ომარს, ოსმანსა და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს „სუნას“ ის ვერსია, რომელიც პირველი სამი ხალიფის მომხრეებმა ჩამოაყალიბეს და სახელმძღვანელოდ გამოაცხადეს. შიიტებმა შეიმუშავეს „ბიდა“ (სიახლე), რომელსაც ისინი „მართებულ სუნად“ მიიჩნევენ. ანტაგონიზმმა შიიტებსა და სუნიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში. 1996 წლის მონაცემებით, სუნიტები მსოფლიო მუსლიმური მოსახლეობის 83%ს შეადგენენ, შიიტები - 16%ს. შიიტები უმრავლესობაში სამ ქვეყანაში არიან - ირანში, აზერბაიჯანსა და ერაყში. მძლავრი შიიტური თემებია ლიბანში, ინდოეთში, პაკისტანში, ავღანეთში, იემენსა და თურქეთში, აგრეთვე - დასავლეთ ევროპასა და აშშში. ამ კონფესიის მიმართ საერთაშორისო ინტერესი განსაკუთრებით ირანის 1978-1979 წლების ისლამური რევოლუციის შემდეგ გაიზარდა. ისლამში სხვა მიმდინარეობები და რელიგიურფილოსოფიური თეორიებიცაა ცნობილი. მათგან ქვემოთ მიმოვიხილავთ ზოგიერთს, რომლებმაც რელიგიისა და კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს. * * * 1. ხარიჯიტები (არაბ. „გამოსულები“, „ამბოხებულები“), ანუ ისინი, ვინც ალის გადაუდგნენ. ისლამის ისტორიაში ყველაზე ძველი რელიგიურპოლიტიკური პარტიის მიმდევრები არიან. ამ პარტიამ (12 ათასმა მეომარმა) 657 წ. პროტესტი გამოუცხადა ალის, რადგან მან სირიის გამგებლის, მუავიას, წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაზე გადასვლა ვერ გაბედა და სამედიატორო სასამართლოს დათანხმდა. ისინი, სარდლის უმოქმედობით შეურაცხყოფილნი, შეიკრიბნენ სოფელ ჰარურასთან (აქედან მოდის მათი თავდაპირველი სახელწოდება „ჰარურიტები“), გაწყვიტეს კავშირი ალისთან, მოკლეს იგი და ისლამში ახალი მიმართულება შექმნეს. ხარიჯიტებმა თეოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები დაამუშავეს. ისინი აღიარებდნენ რელიგიური თემისა და სახელმწიფოს მეთაურის არჩევითობის პრინციპს და, ამასთანავე, კანდიდატის წარმომავლობას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ (იმამად მონის არჩევაც შეიძლებოდა). პრეტენდენტობის აუცილებელ პირობას ყურანისა და სუნას მითითებათა შესრულება, ადამიანებისადმი სამართლიანი დამოკიდებულება და ტირანიის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლის უნარი წარმოადგენდა. ისინი ისლამის სიწმინდის დამცველებად გამოდიოდნენ და რელიგიურ მოვალეობათა მკაცრად დაცვას მოითხოვდნენ. ამიტომ მათ ხშირად „ისლამის პურიტანებსაც“ უწოდებენ. ხარიჯიტები რჯულგანდგომილთა მიმართ ყოვლად უშეღავათონი იყვნენ და ასეთი ადამიანების სიკვდილით დასჯა მათ რელიგიური მოვალეობის დონეზე აჰყავდათ. ხარიჯიტთა მოძრაობა ადრევე დანაწევრდა. შეიქმნა სამი მიმართულება: აზრაკიტები (ამირა ალაზრაკის მიმდევრები), იბადიტები (აბდალაჰ ბ. იბადის მიმდევრები) და სუფრიტები (სუფრის ძის, ზიად ბ.ასფარის, მიმდევრები). მათ შორის ხშირად დიდი უთანხმოება იყო, რამაც ეს მოძრაობა დაასუსტა და წარმოშობიდან ორისამი საუკუნის შემდეგ იგი ისტორიის ასპარეზიდან გაქრა. * * * 2. სუფიზმი. ასკეტურმისტიკური მიმდინარეობა, ღვთის შემეცნების სისტემა და მეთოდია ისლამში. სიტყვა არაბულია და ეტიმოლოგიურად „მატყლს“ უკავშირდება. სუფიზმის სინონიმებია „თასავაფი“ („მატყლის ტანისამოსში გამოწყობა“) და „ტარიკა“ („გზა“). სუფიზმს საფუძვლად უდევს ისლამის ერთ-ერთი მთავარი ეთიკური ცნება ზუჰდი, რაც „თავშეკავებას“, „სურვილთა დათმობას“, „ასკეტიზმს“ ნიშნავს. ვინც ზუჰდის გზით დადის ანუ ზნეობრივი და სულიერი სრულყოფილებისათვის იღწვის, ზაჰიდად (ასკეტად) მოიხსენიება. ასკეტებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა ალაჰის ხშირ მოხსენიებას (ზიქრ) და პიროვნულ კათარზისს მიანიჭეს. სუფიზმის უდიდესი წარმომადგენელი და თეორეტიკოსია ალღაზალი (1058-1111). მან არაბულ ენაზე შექმნა ტრაქტატები, რომლებშიც წარმოდგენილია სულიერი სრულყოფის სისტემა. მიიჩნევა, რომ სუფიზმი არის ისლამის ეზოთერული (დაფარული, შინაგანი) მხარე. მისი არსებითი ნიშანია პიროვნებაში აბსოლუტის აღმოჩენა და ინდივიდის უზენაესთან ერთყოფა. მასწავლებლებს ჰქვიათ შეიხები, მწირმოძღვრებს კი - დერვიშები, მოწაფეებს - მიურიდები. პიროვნება სრულყოფის გზაზე სამ ძირითად ეტაპს გადის: 1. ტარიკათი, ანუ „გზა“ ნიშნავს მოწაფის მართებულ გზაზე დადგომას, წესების დაცვას, რიტუალების შესრულებას, მედიტაციებისა და მისტიკური სავარჯიშოების ჩატარებას მუსიკისა და საცეკვაო მოძრაობის თანხლებით, 2. ჰაყიყათი, ანუ ჭეშმარიტებისათვის თვალის გასწორება. ამ დროს მურიდს სულიერი მზერა ეხსნება და ცნობიერება უფაქიზდება, 3. ფანა, ანუ დანთქმა. ეს განმღრთობაა, რასაც ცოტანი აღწევენ. ამ დროს პიროვნება ქრება და იგი მთლიანად უზენაესს ერწყმის. სუფიზმი თითქმის ყველა მუსლიმურ ქვეყანაში გავრცელდა. მან განსაკუთრებული გავლენა იქონია კულტურაზე, კერძოდ, კლასიკურ სპარსულ და თურქულ პოეზიაზე, რომლის სახელოვანი წარმომადგენლები არიან: ჯალალ ედდინ რუმი, ომარ ხაიამი, ჰაფეზი, ნიზამი განჯელი, აბდულრაჰმან ჯამი და სხ. * * * 3. ვაჰაბიზმი - შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც ტრადიციულ ისლამს (სუნიტებსა და შიიტებს) უპირისპირდება. იგი XVIII საუკუნის შუა წლებში საუდის არაბეთში აღმოცენდა. მისი დამაარსებელია მუჰამად იბნ აბდ ალვაჰაბი (აქედან - ამ მიმართულების სახელწოდება - ვაჰაბიზმი). ვაჰაბი თავის მოძღვრებასა და რელიგიურ პრაქტიკას „სუფთა ისლამს“ უწოდებდა და რწმენის ერთადერთ წყაროდ ყურანს მიიჩნევდა. მან გაილაშქრა ტრადიციული ისლამის წინააღმდეგ, რომელიც, მისი აზრით, ისეთ ელემენტებს შეიცავს, რაც ყურანში მოცემული არ არის. ასეთია, კერძოდ, წმინდანებისა და წმინდა ადგილების თაყვანისცემა. ვაჰაბმა მსოფლიოს ისლამიზაციის იდეა წამოაყენა, რაც მისმა მიმდევრებმა აიტაცეს და მეზობელ ქვეყნებშიც დანერგეს. ვაჰაბიტთა ცნობიერებაში წამყვანი ადგილი უჭირავს ჯიჰადს (იხ. ქვ.). ვაჰაბისტები ქმნიან თანამოაზრეთა თემებს - ჯამაათებს, რომლებსაც ცხოვრების მკაცრი რეგლამენტი აქვთ. ჯამაათი უპირისპირდება იმ ისლამურ საზოგადოებას, რომელიც საერო კულტურაზე, ზოგად განათლებაზე, ხელოვნებაზე, სპორტზე უარს არ ამბობს. ჯამაათის წევრებს რჯულისადმი ტოტალური მორჩილება და საბრძოლო მზადყოფნა ევალებათ. ვაჰაბიზმი საუდის არაბეთის ოფიციალური რელიგიაა. * * * ამონარიდი წიგნიდან: მსოფლიო რელიგიები საქართველოში
მუსლიმანთა საზოგადოება დაარსების პირველი ასწლეულიდან ორ ნაწილად: სუნიტებად და შიიტებად გაიყო. სუნიტები თავს თვლიან `სუნას’ _ მუჰამედისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ამსახველი წიგნის _ მიმდევრებად. იგი ისლამის ძირითადი მიმართულებაა და ითვლება ორთოდოქსულად. მიჩნეულია, რომ სუნიზმი, შიიზმთან შედარებით, დემოკრატიული, ლმობიერი, შემწყნარებელი და სწავლა-განათლების პატივისმცემელი კონფესიაა. შიიტების პარტია (არაბ. შია-სექტა, პარტია, მიმდევართა ჯგუფი) შეიქმნა არაბთა სახალიფოში VI I ს-ის შუა წლებში, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება. იგი, სუნიტებისაგან განსხვავებით, კანონიერ ხალიფად (იმამად) მხოლოდ მუჰამედის ასულის ფატიმასა და მისის მეუღლის ალის შთამომავლებს თვლიდა და მათი უფლებების დასაცავად გამოდიოდა. ეს პარტია პოლიტიკურ სარბიელზე დამარცხდა, მაგრამ გადაიზარდა რელიგიურ-პოლიტიკურ მიმართულებად. ისინი ჯიუტად აღიარებდნენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდ აცხადებდნენ არაბეთის პირველ ხალიფებს _ აბუ ბაქრის, ომარს, ოსმანს და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს `სუნა’ და სუნიტებს გაემიჯნენ. ანტაგონიზმმა სუნიტებსა და შიიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში. ისლამის ისტორიაში, აღნიშნული მიმდინარეობების გარდა, ცნობილია სექტები, რომელთაგან ზოგი მნიშვნელოვნად განსხვავდება კანონიკური, ოფიციალური და ტრადიციული ისლამისაგან როგორც გარეგნულად, ისე შინაარსით. ამ სექტათა შორის ყველაზე ძველია ხარიჯიზმი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო ხალიფების განუსაზღვრელ უფლებათა წინააღმდეგ. მას ჰქონდა ლოზუნგი ხალიფების დემოკრატიულად არჩევითობის თაობაზე. ქადაგებდა ზნეობისადმი მეტი ყურადღების გამოჩენას, რიტუალების შემცირებას, პიროვნების ღირსებას, არჩევანის თავისუფლებას და ა.შ. აღმოსავლეთის რელიგიურ და პოლიტიკურ სარბიელზე თვალსაჩინო როლი შეასრულეს შიიზმის განშტოებებმა: ისმაილიტებმა, მუთაზილიზმმა (რაც განდგომას, განმხოლოებას ნიშნავს), აშარიზმმა (დამფუძნებელი აბუ-ალ-ჰასან აშარი) და სხვამ, რომელთაც, შესაძლებელია, ისლამური პროტესტანტიზმი ვუწოდოთ, რადგან ეწინააღმდეგებოდნენ ოფიციალურ კულტმსახურებას. ზოგი მეტ სიმკაცრეს მოითხოვდა, ზოგი _ პირიქით, ქადაგებდა თავისუფლებას დოგმატიკისა და რიტუალების თვალსაზრისით. მათი შეხედულებით, რელიგიაში მნიშვნელობა აქვს შინაგანს, მისტიურ მხარეს. წეს-განგებანი და ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნილებანი უბრალო ფორმალობაა. ისინი საჭიროა მხოლოდ მდაბიოთათვიმს, რომელთაც ძალა არ შესწევთ შეიგნონ მათი სიმბოლური მნიშვნელობა. ამდენად, ისლამურ სექტებში თავი იჩინა ინდივიდუალურმა მისტიკამ. მკითხველთა ყურადღებას ისმაილიტებზე შევაჩერებთ. ისმაილიტთა სექტა წარმოიშვა V I I I ს-ის 60-იან წლებში და დღესაც არსებობს. ისინი თვლიან, რომ იმამების ხაზი წყდება არა თორმეტზე (როგორც შიიტებს მიაჩნიათ), არამედ შვიდზე. საგულისხმოა ისტორიული ფაქტი: დაახლოებით 760 წლის მეექვსე იმამმა _ ჯაფარ სადიკმა _ მემკვიდრეობა წაართვა თავის შვილს _ ისმაილს, რადგან სპირტიანი სასმელებისაკენ მისწრაფება შეამჩნია. ჯაფარის თქმით `ღვთიური თვისებების მატარებელ იმამს ლოთობასთან არაფერი საქმე აქვს~. შიიტების უმრავლესობამ გაიზიარა იმამის გადაწყვეტილება. უმცირესობამ კი გაილაშქრა ამ მოქმედების წინააღმდეგ და შექმნა სექტა, რომელიც გამოირჩეოდა ლიბერალობით, კერძოდ, ალკოჰოლთან დამოკიდებულების საკითხში. ამ სექტამ შეიმუშავა რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ანტიკური მოაზროვნეების _ პლატონისა და არისტოტელეს _ იდეებს, აგრეთვე _ ნეოპლატონიზმს. დანერგა ყურანის ალეგორიულად გააზრების ტრადიცია და მოითხოვა თავისუფლება ცხოვრების სხვადასხვა უბანზე. XI-XI I სს-ში ისმაილიტებს გამოეყვნენ ჯგუფები, რომელთაგან ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით ისმაილიტ-მულიდების ანუ ასასინების ორდენიიპყრობს. `ვეფხისტყაოსნის~ ზოგიერთი მკვლევრის წინაშე წამოიჭრა საკითხი: სწორუპოვარ პოემაში ქაჯებისა და მათი ციხე-სიმაგრის ქვეშ ხომ არ იგულისხმებიან ისმაილიტ-ასასინები და მათი ქალაქი ალმუთი? ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა აკად. კ.კეკელიძემ (იხ. გამოკვლევა _ ავტორი ვეფხისტყაოსნისა და დრო მისი დაწერისა, ეტიუდები..., XI I ). მანვე მიმოიხილა პრობლემის ისტორიული ფონი, რაც მრავალი კუთხითაა საინტერესო. მულიდები ანუ მოლიდები წარმოადგენდნენ ისმაილიტების ერთ-ერთ შტოს. ეს, თავდაპირველად სარწმუნოებრივი სექტა, შემდეგში იქცა სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც ჩამოყალიბდა 1081 წლის მახლობლად. იგი გასაიდუმლოებული საზოგადოება იყო და, ცხადია, განცალკევებული დანარჩენ მაჰმადიანთაგან. მიუვალ მთებში, სალ კლდეებსა და ნაპრალებში, ასასინებს ჰქონდათ ციხე-სიმაგრეები, საიდანაც ავრცელებდნენ თავიანთ გავლენას. ცენტრად სექტისა, სადაც ცხოვრობდა მათი მეთაური, ითვლებოდა ალმუთი (რაც `არწივის ბუდეს~ ნიშნავს. ამის გამო ქართულ წყაროებში მულიდები `ალმუთელებად~ იწოდებიან). ეს იყო ციხე-ქალაქი ჩრდილოეთ სპარსეთში, ყაზვინის მახლობლად, გაშენებული ციცაბოებსა და ნაპრალებზე, რომელშიაც შესვლა გვირაბებითა და ხვრელებით შეიძლებოდა მხოლოდ. სელჩუქიანთა სულთანებმა მთელი თავიანთი ღონედა ენერგია შეალიეს მას, მაგრამ აღებით მაინც ვერ აიღეს, იმდენად ძლიერი და მიუვალი იყო ის. ძლიერების ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ ასასინები, დარწმუნებულნი იმაში, რომ ემსახურებიან ღვთის საქმეს, არ ერიდებოდნენ არავითარ ხიფათს და განსაცდელს, სიხარულით ეგებებოდნენ სიკვდილს. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი, ორდენის წევრები, ფლობდნენ მეომრისათვის უდიდეს ძალას და ხელოვნებას, რასაც აღწევდნენ საგანგებო წვრთნის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური, სპორტულ-რელიგიური, ასკეტური მომზადების შედეგად. მათ შეთვისებული ჰქონდათ გაუჩინარების ფანდები, რასაც საიდუმლოდ ინახავდნენ. ამის წყალობით ასასინები მეტად მოხერხებული ადამიანები იყვნენ: არ იყო ისეთი დაბრკოლება, რომელიც მათ არ გადაელახათ მიზნის განხორციელებისას; არ იყო ისეთი საქმე, რომელიც მათ არ სცოდნოდათ მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან; არ იყო ისეთი საჯარო ადგილები და დაწესებულება, სადაც ისინი შეუმჩნევლად, როგორც უხილავი სული და გრძნეული არსება, არ შეპარულიყვნენ და ისიც არა მარტო ღამით, არამედ დღისითაც. ისინი მიდიოდნენ შორს, ცხრა მთას იქით, რათა სასიკვდილო დანა ჩაეცათ ძლევამოსილი მტრისათვის მისი ჯარის თვალწინ, ძლიერ სულთანისათვის ფხიზელი დარაჯებით გარშემორტყმულ სასახლეში, გავლენიანი მოხელეებისათვის მათ გარშემო შემოკრებილი მდივნების წრეში. ალმუთელები თავზარს სცემდნენ მთელი აღმოსავლეთის მეფე-ბატონებს და ჯვაროსან რაინდებს... და მაინც ქართველთა, მონღოლთა და სპარსთა შეერთებულმა ლაშქარმა, უდიდესი ძალისხმევის შედეგად, შვიდწლიანი დაუცხრომელი და სისხლიანი ბრძოლების შემდეგ, 1256 წლის 24 ნოემბერს, შემუსრა ალმუთი და გააქარწყლა მითი მისი უძლეველობის შესახებ. მულიდების უცნაურ ორდენსა და `ქაჯთა სამეფოს' შორის მსგავსება შესამჩნევია. მკვლევარებს გამოაქვთ დასკვნა, რომ ისლამი და ისლამური სამყარო არ არის ერთსახოვანი. იქ, სხვა რელეგიების მსგავსად, განირჩევა ორი მხარე _ ეგზოთერული (გარეგანი) და ეზოთერული (შინაგანი). პირველი გულისხმობს მასებისათვის, ე.ი. მარტივმორწმუნეთათვის განკუთვნილ კულტსა და დოგმას, მეორე კი _ მისტიურ მოძღვრებას, თვითშემეცნების გზით პიროვნების ინიციაციას ანუ სულიერ ზეაღსვლას. ამის საუკეთესო მაგალითია სუფიზმი. სუფიზმი არის საერთო სახელი მისტიურ-ასკეტური სექტებისა, რომლებიც ჩაისახა ისლამის წიაღში. მისი უდიდესი წარმომადგენელი და თეორეტიკოსია ალ-ღაზალი. მან არაბულ ენაზე შექმნა ტრაქტატები, რომლებშიც წარმოდგენილია პიროვნების სულიერი სრულყოფის სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ სუფიზმი არის ისლამის ეზოთერული მხარე. მისი არსებითი ნიშანია პიროვნებაში აბსოლუტის აღმოჩენა და ინდივიდის ერთყოფა უზენაესთან. იქ მასწავლებლებს ერქვათ შეიხები, მწირ-მოძღვრებს კი _ დერვიშები, მოწაფეებს _ მიურიდები. პიროვნება სრულყოფის გზაზე გადიოდა სამ ძირითად ეტაპს: 1) ტარიკათი ანუ `გზა~. ეს ნიშნავს მოწაფის დადგომას მართებულ გზაზე. იგი გულისხმობს გარკვეული წესების დაცვას და რიტუალების შესრულებას, მისტიურ სავარჯიშოებს. მათითავყრილობა ხშირად მუსიკისა და როკვის ფონზე მიმდინარეობდა; 2) ჰაკიკათი ანუ ჭეშმარიტება. აქ მოწაფე უკვე თვალს უსწორებს ჭეშმარიტებას. გარკვეული აზრით, ესაა ტარიკათის შედეგი, როდესაც მიურიდს ეხსნება სულიერი მზერა და უფაქიზდება ცნობიერება. ასე რომ, ჰაკიკათი საკმაოდ მაღალი დონეა; 3) საბოლოო ეტაპი, რასაც ცოტანი თუ აღწევენ, არის ფანა ანუ დანთქმა. იგულისხმება უნივერსალურ გონთან აბსოლუტური ერთიანობის დამყარება. თეოზისის ანუ განღმრთობის ამ სტადიაში პიროვნება ქრება და მთლიანად ერწყმის აბსოლუტს. სუფიზმის ფილოსოფიურ საფუძველს ნეოპლატონიზმი წარმოადგენდა, რომელმაც სრულყოფილი სახე მე-3 ს-ში პლოტინის მიერ მიიღო. მისი მოძღვრების თანახმად, ყოფიერება წარმოადგენს ღვთის ემანაციას (გამოშვებას, შეიძლება ითქვას _ გამოსხივებას), რომელიც, მანძილის გამო, თანდათან კლებულობს და უხეშდება. მაგალითად: სხივი, რაც უფრო შორდება საწყისს, ფერმკრთალდება და ბოლოს წყვდიადში ქრება. ასევე, _ საფეხურიდან საფეხურამდე სუსტდება ღვთაებრივი ემინაციის ძალა. ბოლოს იგი მატერიის, ხილული სამყაროს, ხორცის სახით გვევლინება. ამიტომაც, ქვეყანა დეგრადაციის შედეგია. მაშასადამე, ჩვენი სისხლი და ხორცი, როგორც მატერიალური სამყაროს ნაწილი, არის წყვდიადი, სრული გაუხეშება, ბოროტება. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: თუკი გსურს, თავი დააღწიო ბოროტებას, მოიძულე ხორცი და გრცხვენოდეს მისგან. მხოლოდ ექსტაზი, სულის აღტყინება, სხეულის საპყრობილედან გათავისუფლება მიგვაახლებს უზენაეს იდეალს, აგვამაღლებს ტრანსცენდენტურ სინამდვილემდე და დაგვნთქავს მარადიულ ნათელში. ეს რთული პროცესია, რომელიც ადამიანმა სულის განწმენდით (კათარზისით) უნდა დაიწყოს. შემდეგი საფეხურია ასკეტობა, ვნებათაგან განდგომა, ხორცის ნაჭუჭში მყოფობის დროს იმავე ხორცისადმი ზიზღისა და ომის გამოცხადება. ინიციაციის გზა მარად ზეაღმავალია. სუფიზმი გავრცელდა თითქმის ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში. ვინაიდან იგი მწიგნობრული და ინტელექტუალური სისტემა იყო, დადებითი გავლენა იქონია კულტურაზე. მეტადრე კლასიკურ სპარსულ და თურქულ პოეზიაზე, რომლის სახელოვანი წარმომადგენლები არიან: ჯალალ ედ-დინ რუმი, ომარ ხაიამი, ჰაფეზი, ნიზამი განჯელი, აბდულ-რაჰმან ჯამი და სხვა. საქართველოში ისლამის გავრცელება არაბობის ხანიდან (VI I-IX სს-იდან) დაიწყო. როგორც იოანე საბანისძე გვაუწყებს, ჩვენი თანამემამულეების ნაწილი, ზოგი ნებით, ზოგი ძალით, ზოგი ცდუნებით, ზოგი ანგარებით, ზოგი `სიყრმესა შინა უმეცრებით~ მუსლიმანი ანუ, ძველი ქართულით, სარკინოზი, ისმაიტელი გახდა. სამხრეთ საქართველოს (აჭარის, ტაო-კლარჯეთისა და მესხეთ-ჯავახეთის) ისლამიზაციას ადგილი XVI-XVII სს-ში ჰქონდა. ქართველი მუსლიმანების რიცხვს ის კახელებიც შეემატნენ, რომლებიც შაჰ-აბასმა ირანში გადაასახლა და მათი შთამომავალნი დღესაც იქ ცხოვრობენ (ფერეიდნელი ქართველები), პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა მოტივებით ისლამს ზოგჯერ ჩვენი ხალხის ელიტარული ნაწილის წარმომადგენლებიც აღიარებდნენ. შემორჩენილია ქართველთა გამაჰმადიანების ოსმალური წესის ტექსტი (იხ. ჩვენი სახელმძღვანელო `რელიგიის კარიბჭე’, გვ. 336-337). ასე რომ, საქართველოს გეოგრაფიული და ისტორიული პირობების გამო ისლამურ სამყაროსთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა, რამაც კვალი ქართული კულტურის ისტორიასა და ეთნოგრაფიულ ყოფაშიც დატოვა. `ოქროს ხანას~ და აღორძინების პერიოდში (XIXIII და XVI-X V I I I სს.) ქართულ ენაზე ისლამური სიტყვაკაზმული მწერლობის თითქმის ყველა პირველხარისხოვანი ძეგლი ითარგმნა. უეჭველია, რომ გამუსლიმანებული ქართველებიდან შემოქმედებითი უნარით არა ერთი და ორი პიროვნება გამოირჩეოდა. მათგან ზოგი მშობლიურ ენაზე აგრძელებდა მოღვაწეობას (მაგალითად, XVII ს-ის ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე), უმრავლესობა კი სხვაენოვან გარემოს შეესისხლხორცა. მათი სახელების გამოვლენა და წარმოჩენა ჩვენი აღმოსავლეთმცოდნეების კვლევა-ძიების საგანია. გამუსლიმანებული ქართველები, შუასაუკუნეობრივი ეროვნულ-პოლიტიკური ხედვისა და მენტალიტეტის თანახმად, ქართველებად აღარ ითვლებოდნენ. თანამედროვე ცნობიერებით, ეს გაუგებრობაა და ამ გაუგებრობისაგან ჩვენი ხალხი მთლიანად გათავისუფლებული დღესაც არაა, რაც აზიანებდა და აზიანებს ეროვნული ერთიანობის იდეას. ამ იდეის მიხედვით ქართველი ერი _ ქრისტიანიც და მუსლიმანიც _ არის ერთიანი და განუყოფელი. თუ გვინდა გავუფრთხილდეთ მას, პატივი უნდა ვცეთ თითოეულის სინდისს და სარწმუნოებას კეთილმორწმუნე დავით აღმაშენებლის მსგავსად. მაგალითად ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების ოფიციალური განცხადებაც გამოგვადგება: `... ნურავინ იფიქრებს, რომ სარწმუნოება ხელს შეუშლის ქრისტიან და მაჰმადიან ქართველების ერთობას. რჯული რჯულია, მაგრამ სისხლი და ეროვნება კიდევ სხვაა. ჩვენ მაჰმადიან ძმებს რჯული აერთებს სხვა მაჰმადიანებთან, მაგრამ ენით, სისხლით, იერით ქრისტიან ქართველებთან არიან... ქრისტიანი ქართველები არ ვიცნობთ მაჰმადის სარწმუნოებას და ბევრს ჰგონია, რომ იგი საერთოდ განათლებისა და დაწინაურების წინააღმდეგია. ეს მართალი არაა. არაბები და სპარსელები მაჰმადიანები არიან, მაგრამ ერთ დროს თავის განათლებით ევროპის ყველა ერზე მაღლა იდგნენ. თვითონ მოციქული მაჰმადი ქრისტიანების სახარებას დიდად აფასებდა და ამბობდა _ სახარება ღვთისგან მოვლენილი წიგნიაო. მაჰმადის ყურანში ბევრია ქადაგება სიყვარულისა და კეთილი საქმეების და ყოველი ქრისტიანი ქართველი ყოველთვის პატივს უნდა სცემდეს მაჰმადის რჯულს, რომლის აღმსარებელია მრავალი მილიონი სხვადასხვა ხალხი და რომელსაც მისდევს ჩვენი ღვიძლი ძმებიც. მაჰმადის რჯული ჩვენი ძმების რჯულია და მუდამ განსაკუთრებულის ყურადღებით უნდა ვეპყრობოდეთ მას. პატივს უნდა ვსცემდეთ ყოველი ადამიანის რჯულს, მით უფრო ძმისას. უნდა გავიმეოროთ კიდევ ერთხელ: რჯული სხვადასხვა გვაქვს მაჰმადიან და ქრისტიან ქართველებს, მაგრამ ორივენი ერთი საქართველოს შვილები ვართ. ერთი ენა, ერთი სისხლი, ერთი ხასიათი გვაქვს. ჩვენი ძალა შეერთებაშია. ბედნიერებას მხოლოდ ერთობა და ძმობა მოგვიტანს. არავინ უნდა დაივიწყოს ეს. ამისათვის უნდა ვმუშაობდეთ ყველა~ (`მაჰმადიანი ქართველები’, ტფ. 1920, გვ. 15-16). საქართველოში დღეს ისლამს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე აღიარებს. აჭარელი და აფხაზი მუსლიმანები სუნიტები არიან. მათი ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა. აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანელთა შორის, შიიზმია გავრცელებული. თბილისის მეჩე- თი აღმოსავლეთ საქართაველოს მუსლიმანთა ცენტრად ითვლება. იქ აღმოსავლეთ საქარ- თველოს მთავარი მოლა და ახუნდი (ზედამხედველი) მსახურობს (ბ-ნი ალი ალიევი). თბილისის მეჩეთში შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ, რაც იშვიათობაა. მუსლიმთა კომპაქტური დასახლებები ყვარლის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის რაიონებშიც გვხვდება. ისინი დაღესტნელები (ლეკები) და ქისტები არიან. მათი სარწმუნოება სუნიტურია, რადგან ისლამი კავკასიაში თურქეთიდან, სუნიტების ქვეყნიდან, შევიდა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დაღესტნურ-ჩეჩნურ-ინგუშური ისლამისათვის ნიშანდობლივია სუფიზმის, კერძოდ, ტარიკათიზმის (იხ. ზემ.) გავლენა და სუნიტურ-სუფიური პრაქტიკის მთის ადათ-წესებთან შეხამება. თანამედროვე საზოგადოების მძაფრ ინტერესს პანკისის ხეობის (ახმეტის რაიონის) ქისტები იწვევენ. ეთნიკურად და ენობრივად ისინი ჩეჩნების მონათესავე ტომია და XIX სის შუა წლებამდე ახლანდელი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. ჩეჩენ-ქისტები უფრო მეტად სოფლურ (პაგანიზებულ) ქრისტიანობას მისდევდნენ, თუმცა ჩანს, რომ ადრე იქ ეკლესიურ-კანონიკური ქრისტიანობაც საკმაოდ ფესვგადგმული ყოფილა. როდესაც ჩრდილო კავკასიას რუსეთის ჯარები მოადგნენ, ადგილობრივმა ტომებმა ყურადღება ისლამის მიმართ გაამახვილეს, რადგან მისი დროშის ქვეშ ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნებას და რუსებისაგან თავის მოზღუდვას ცდილობდნენ. 1785 წლის გაზაფხულზე ჩეჩნეთში შეიხი მანსური, ადრინდელი, მწყემსობისდროინდელი სახელით, _ უშურმა, გამოჩნდა. რუსების წინააღმდეგ მან ჰაზავათი (საღვთო ომი) გამოაცხადა და მხარის ისლამიზაციის პროცესი გაააქტიურა. ქისტები, რომლებიც პანკისის ხეობაში XIX ს-ის 20-30-იან წლებში ჯგუფ-ჯგუფად ჩამოსახლდნენ, მეტწილად ქრისტიანები იყვნენ. გაშენდა სამი სოფელი, რომელთაგან ერთში, დუისში, მუსლიმანები ცხოვრობდნენ, ორში, ჯოყოლოსა და ომალოში _ ქრისტიანები. უცნაურია, რომ ისინი, თითქმის მასობრივად, XX ს-ის შუა წლებში, კომუნისტური რეჟიმის პირობებში, გამუსლიმანდნენ. მათ შორის ისლამის, უფრო ზუსტად, _ სუნიზიმის ის სახეობა დაინერგა, რომელიც XIX ს-ის 60-იან წლებში ჩეჩენთა რელიგიურმა ლიდერმა შეიხმა ქუნთ-ჰაჯიმ ჩამოაყალიბა. მას ზიკრულლახი ანუ, მეორენაირად, ზიქრიზმი ეწოდება. `ზიქრ’ არაბული სიტყვაა და `ხსენებას’ ნიშნავს. იგულისხმება უფლის მოუკლებელად გახსენება და მისი სახელის `ალლაჰის’ მუდმივი განმეორება. ზიკრულლახი, იგივე ზიქრიზმი, რომელსაც ქუნთ-ჰაჯის მიმდევრობასაც უწოდებენ, სინკრეტული კონფესიაა, _ სუნიზმისა და აღმოსავლური მისტიციზმის კონგლომერატი. იგი შეხამებულია ადგილობრივ კოლორიტთან და ტრადიციებთან და მთის ქრისტიანული წეს-ჩვეულებების მიმართაც (საკლავის დაკვლა, სანთლის დანთება, ჯვარ-ხატებში სიარული) ლოიალობით გამოირჩევა. მას ექსტაზური რიტუალები და ლოცვები ახასიათებს, რაც მამაკაცთა რიტუალურ წრებრუნვებში, მძაფრ მედიტაციებსა და ეგზალტაციებში გამოიხატება. განსაკუთრებით საინტერესოა ნაზმები (გალობანი), რომელსაც ქალები მისტიური გზნებით და თავდავიწყებით ასრულებენ. ქისტების უმრავლესობა, 4000-მდე, ქუნთ-ჰაჯის მიმდევარია. მათ სულიერ ლიდერს იმამი ეწოდება. ამ თანამდებობაზე დღეს იდრიზ ციციაშვილია. არიან სხვა წესის მუსლიმანებიც. მათგან ყველაზე მეტად ვაჰაბიტები აქტიურობენ. ვაჰაბიზმი ისლამური პროტესტანტიზმია. იგი X V I I I ს-ის შუა წლებში საუდის არაბეთში აღმოცენდა. სახელწოდება დამაარსებლის მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბის გამო შეიძინა. ვაჰაბი თავის მოძღვრებასა და რელიგიურ პრაქტიკას `სუფთა ისლამს~ უწოდებდა და რწმენის ერთადერთ წყაროდ ყურანს მიიჩნევდა. იგი ყოველგვარი სიახლის დანერგვის წინააღმდეგ გამოვიდა. მან გაილაშქრა ტრადიციული ისლამის წინააღმდეგ, რომელიც, მისი აზრით, ისეთ ელემენტებს შეიცავს, რაც ყურანში მოცემული არაა. ვაჰაბმა მსოფლიოს ისლამიზაციის იდეა წამოეყენა, რაც მისმა მიმდევრებმა აიტაცეს და მეზობელ ქვეყნებშიც დანერგეს. ვაჰაბიტთა ცნობიერებაში წამყვანი ადგილი ჯიჰადს უჭირავს. ესაა ომი ურწმუნოებისა და ურწმუნოთა წინააღმდეგ. ისინი ქმნიან თანამოაზრეთა თემებს _ ჯამაათებს, რომლებსაც ცხოვრების მკაცრი რეგლამენტი აქვთ. ჯამაათი უპირისპირდება ისლამურ, მაგრამ ღია საზოგადოებას, რომელიც საერო კულტურაზე, ზოგად განათლებაზე, ხელოვნებაზე, სპორტზე უარს არ ამბობს. ჯამაათის წევრებს რჯულისადმი ტოტალური მორჩილება და საბრძოლო მზადყოფნა ევალებათ, _ მათი სპორტი ომი და საომარი ხელოვნების დაუფლებაა. ვაჰაბიზმი საუდის არაბეთის ოფიციალური რელიგიაა. ჩრდილოეთ კავკასიაში ვაჰაბიზმი არაბული ქვეყნებიდან შემოსულმა მუჯაჰედებმა შემოიტანეს. მათგან ყველაზე ცნობილი იორდანელი არაბი ხატაბი იყო (რუსეთის საინფორმაციო წყაროების თანახმად, იგი დაიღუპა), რომელმაც `სუფთა ისლამი~ ჩეჩენ მეომრ
This post has been edited by muvahid on 15 Sep 2012, 01:22
|