აი აქ ნახავ ხოდა არ დაგეზაროს წაკითხვა, მოკლედ რომ მოგწერე არ მოგეწონა და თქვი მე მაქ ამის ახსნაო, და აგერ გაიგებ კარგადაა ახსნილი
ადამიანთა ცოდვით დაცემა რატომ იყო ადამიანთა ცოდვით დაცემა შესაძლებელი?
შემოქმედმა ადამიანი შექმნა და სამი უდიდესი ნიჭი - თავისუფლება, გონება და სიყვარული უბოძა. ეს ნიჭები აუცილებელია ადამიანის სულიერი ზრდისა და ნეტარებისთვის. მაგრამ სადაც თავისუფლებაა, იქვე დასაშვებია არჩევანის გაკეთებისას ორჭოფობა და ცდუნება. გონის საცდური გონებითი ამპარტავნებაა. ეს ნიშნავს, საღვთო ზესიბრძნისა და სიკეთის შეცნობის ნაცვლად ბოროტისა და კეთილის გაგება უფლის გარეშე სცადო; მოისურვო, თავად გახდე „ღმერთი“. სიყვარულის გრძნობის საცდურია ღმერთისა და მოყვასის ნაცვლად გიყვარდეს საკუთარი თავი და ყოველივე ის, რაც ქვენა სურვილებს დაგიკმაყოფილებს და წარმავალ განცხრომაში გამყოფებს. პირველმა ადამიანმა ვერ გაუძლო ამ ცდუნებებს...
ვისარგებლოთ მამა იოანე კრონშტადტელის ამ თემასთან დაკავშირებული აზრებით: „რატომ დაუშვა ღმერთმა თავისი საყვარელი არსების, ყოველი მიწიერი ქმნილების გვირგვინის - ადამიანის დაცემა? პასუხი ამ შეკითხვაზე ასეთია: თუ დაცემის ნებას წაართმევდა, მაშინ საჭიროც აღარ იქნებოდა მისი შექმნა ღვთის სატად და მსგავსად. მისთვის ზედმეტი გახდებოღა ღვთის ხატის განუშორებელი თვისების - თავისუფალი ნების მინიჭება. ასეთი ადამიანი დაემორჩილებოდა აუცილებლობის კანონს, ისევე, როგორც უსულო ქმნილებანი: მზე, ცა, ვარსკვლავნი, დედამიწა, ყოველგვარი სტიქია და უტყვი ცხოველები. მაგრამ მაშინ ხომ აღარ იქნებოდა დედამიწაზე მიწიერ ქმნილებათა მეუფე, საღვთო სახიერების, ზესიბრძნის, შემოქმედებითი ყოვლისშემძლეობისა და განგებულების მეხოტბე?! მაშინ ადამიანი ვერაფრით შეძლებდა, დაემტკიცებინა შემოქმედისთვის თავისი ერთგულება, თავდადება და თავგანწირული სიყვარული. ვერ მოიპოვებდა ბრძოლით და ვერ დაიდგამდა გამარჯვების უხრწნელ გვირგვინს, ვეღარ ეზიარებოდა მარადიულ ნეტარებას, რომელიც ღვთისადმი ერთგულებისა და თავდადების ჯილდოა და ვერ ჰპოვებდა მიწიერ ცხოვრებაში შრომისა და მოღვაწეობის შემდგომ მარადიულ განსვენებას“1.
ცოდვით დაცემის ისტორია
შესაქმისაღმწერელი არ გვაუწყებს, დიდხანს ცხოვრობდნენ თუ არა პირველი ადამიანები სამოთხეში ნეტარი ცხოვრებით. მათ დაცემაზე საუბრისას მიუთითებს, რომ ისინი თავად კი არ შეცდნენ, არამედ ეს მაცდურმა ჩაადენინა:
„ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მხეცთა ქუეყანასა ზედა, რომელი ქმნნა უფალმან ღმერთმან, და რქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა შჭამოთ ყოვლისგან ხისა სამოთხისა. და რქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ. ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდედ. და რქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა შჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად ღა სათნო თუალთათვს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმა დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსაცა მისსა მის თანა და ჭამეს“ (შესაქ. 3,1-6).
ქრისტიანული ეკლესია გველ-მაცდურში ყოველთვის ეშმაკს გულისხმობდა. მის მიერ მიღებული ეს სახე ყველაზე მეტად შეეფერება შემპარავ, მოხერხებულ და შხამიან მაცდურს. ამას ნათლად გვაგებინებს მაცხოვრის სიტყვები ეშმაკზე: „იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან“ (ინ. 8,44). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში მას „ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ“ ეწოდება (გამოცხ. 12,9); სოლომონის სიბრძნის წიგნში ნათქვამია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შინა შემოხდა“ (სიბრ. 2,24).
რატომ იყო ნაყოფის შეჭმა ცოდვა?
ადამიანს თავისუფალი ნების გამოსაცდელად აეკრძალა (ნაყოფის) შეჭმა. გველის მიერ ცდუნებულმა პირველმშობლებმა დააშავეს, რადგან დაარღვიეს ღვთის პირდაპირი მცნება: არ ეჭამათ ერთი ხის მიმზიდველი ნაყოფი. ამ მცნების შესრულებაში თავს იყრიდა ისეთი უშუალო და ბუნებრივი სათნოებანი, როგორებიცაა ღვთისადმი მორჩილება, უფლის სიტყვის ნდობა, სიმდაბლე და თავშეკავება. შეჭმამ მაშინვე გაძოიწვია ადამიანთა ზნეობრივი და ფიზიკური დაცემა და მისგან გამომდინარე სავალალო შედეგების მთელი წყება.
ცოდვით დაცემის ზნეობრივი შედეგები
ნაყოფის შეჭმა ზნეობრივი გამრუდების მხოლოდ დასაწყისი, მისი პირველი ბიძგი იყო. იგი იმდენად აშკარა და დამღუპველი აღმოჩნღა, რომ ადრინდელი სიწმიდისა და სიწრფელისაკენ მიბრუნება შეუძლებელი გახადა. პირიქით, თავი იჩინა ღვთისგან კიდევ უფრო მეტად განდგომის მადრეკილებამ. ეს გამოჩნდა მაშინ, როცა ადამმა და ევამ შენიშნეს თავიანთი სიშიშვლე, გაიგონეს სამოთხეში უფლის ხმა და დაემალნენ, შემდეგ იწყეს თავისმართლება, რითაც მხოლოდ გაამძაფრეს საკუთარი დანაშაული. ღვთისადმი ადამის პასუხებიდან ჩანს, რომ მას ჯერ სურს ღვთის მზერას გაექცეს, შემდეგ ცდილობს, დაფაროს დანაშაული და ტყუის, როცა ამბობს, რომ ღმერთს მხოლოდ სიშიშვლის გამო დაემალა. ბოლოს თავს იმართლებს და უნდა თავისი დანაშაული ცოლს გადააბრალოს.
ქრისტიანული მწერლობის უძველეს ძეგლში, სახელწოდებით „ეპისტოლე დიოგნეტესადმი“, ვკითხულობთ: „ცოდნა ან გონიერება განუშორებელია ცხოვრებისგან. ამის სიმბოლო იყო სამოთხეში გვერდიგვერდ დარგული ხე ცხოვრებისა ღა ხე ცნობადისა. ეს ნიშნავდა, რომ ღმერთი არ კრძალავდა ცოდნის მიღებას, ოღონდ ითხოვდა - მისი გაგების მსურველთ კეთილი ცხოვრებით, ანუ ღვთის მცნებებით ეცხოვრათ. პირველი ადამიანების ცოდვა თუ დანაშაული იყო არა თავისთავად ცოდნის შეძენის მონდომება, არამედ სურვილი, მიეღოთ იგი კეთილი ცხოვრების გარეშე, არა ღვთის მცნებების აღსრულებით, პირიქით, ურჩობის ხარჯზე“2.
ამრიგად, მცნების პირველი დარღვევისთანავე ადამიანში მყისიერად შევიდა ცოდვის საწყისი, „ცოდვის კანონი“ (νόμος της αμαρτιας). მან დააზიანა ადამიანის ბუნება, სწრაფად დაიწყო მასში ფესვების გადგმა დ დამკვიდრება. ადამიანის ბუნებაში შემოსული ცოდვის საწყისის შესახებ პავლე მოციქული წერს: „რამეთუ უწყი, ვითარმედ არარა დამკვიდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნება იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვპოებ... რამეთ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა. და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი იგი არს ასოთა შინა ჩემთა“ (რომ. 7,18,22-23). ადამიანში გაბატონდა ცოდვისადმი მიდრეკილებანი და იგი „ცოდვის მონად“ აქცია (რომ. 6,6). დაიბინდა მისი გონება და გრძნობა; ამიტომ ადამიანის ზნეობრივმა თავისუფლებამ ხშირად იწყო მიდრეკა ბოროტებისკენ და არა სიკეთისკენ. ადამიანთა მისწრაფებას, ეღვაწათ ცხოვრებაში, გულისთქმა და სიამაყე დაედო საფუძვლად. მათ შესახებ ვკითხულობთ: „ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის... რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ხორცთა და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს“ (I ინ. 2,15-16). ხორციელი გულისთქმის დროს ხდება დამონება მდაბალი, ხორციელი სურვილებისადმი, სუსტდება სულის გავლენა სხეულზე: თვალთა გულისთქმა გულისხმობს ცრუ კერპებისა და მავნე ჩვევებისკენ მიდრეკას, აჩენს ამსოფლიურ სიხარბეს, სიძუნწესა და შურს. „სილაღე ამის ცხორებისაჲ“ ნიშნავს საკუთარი უცდომელობის გრძნობას, ეგოიზმს, მზუაობრობას, სუსტებისა და ღარიბებისადმი ზიზღს, თავმომწონებას, პატივმოყვარებას.
This post has been edited by striker91 on 29 Nov 2011, 17:23