ნუთუ ისეთი სადისტია ღმერთი, რომ ადამიანების წამება და სიკვდილი ასე სიამოვნებს? სხვა გზა არ არსებობს სასუფეველში შესასვლელად?
პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე და ქრისტემ აპატია. აპატია და თან თავისი ეკლესიის მწყემსად დანიშნა. რაღა მაინცდამაინც ქართველების გაწყვეტა გახდა საჭირო? თუ ქრისტეს ხატი ცოცხალ ქრისტეზე მეტია?
იმ 100 000 ში პატარა ბავშვებიც ერივნენო. მათ ხომ არ ესმოდათ რა ხდებოდა? ვერაფრით ვერ გააგებინებ 1 წლის ბავშვს ან უფრო დიდსაც, თუ რატომ არ უნდა დააბიჯოს ფეხი იმ სურათს, რომელიც ჩალმიანმა ბიძიებმა ხიდზე დადეს. ესე იგი ისინი საკუთარმა მშობლებმა გაწირეს სასიკვდილოდ საკუთარი იდეალების გულისთვის. მაშ რაღატო განიკითხავთ იეღოვას მოწმეებს, რომლებიც უარს ამბობენ შვილებისთვის სისხლის გადასხმაზე? მათაც ხომ წამთ, რომ ამით შვილების სულებს უფრთხილდებიან? ეს უგუნურებაა თქვენს თვალში? მათ თვალშიც უგუნურებაა ადამიანის ხელით დახატულ სურათს სიცოცხლე შეწირო. მით უმეტეს, რომ ეს სურათი მათ თვალში კერპია.
მუსულმანისთვის კი ორივე საქციელი უგუნურებაა. სამაგიეროდ მოკვდება და ღორის ხორცს არ შეჭამს, არ დალევს ალკოჰოლიან სასმელს და ურჯულოების დასახოცად თავს აიფეთქებს, რომ სამოთხეში მოხვდეს...
მოკლედ, ყველა თავისი თამაშის წესებს თვითონ იგონებს და როგორც შეუძლია, ისე ერთობა.
აცალეთ რა ერთმანეთს გართობა
This post has been edited by ZAZAi on 14 Nov 2011, 02:59