
ბოჟე მუა! ძალიან ელემენტარულ რაღაცას, ართულებ და თანაც უაზროდ. დასაბამი იესოს არა აქვს, წაიკითხე იოანეს სახარება, პირველივე ფრაზა და მიხვდები აქვს თუ არა აქვს. ის, რომ ის იშვა ქალწულისგან არ ნიშნავს რომ მას დასაბამი აქვს.
ლორეააჰა, ბოლოჯერ აგიხსნი დეტალურად, შედარებანი:
ღმერთი:
ფსალმუნი 146 (147) 5 - დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.
იესო: იოანე 16:30 -30. ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს;
ღმერთი: (თქვენივე საიტიდან) 39 რადგან შენ იცი მათი გული (მხოლოდ შენ იცი კარგად ადამიანის ძეების გული), (+ ამას , ნახე იერემია 17:9-10)
იესო: იოანე 2:24-25 - 24. ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავით თჳსით, რამეთუ ყოველთა იცოდეს იგი. 25. და რამეთუ არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა.
ღმერთი: გამოსვლა 31:13 - ე, იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი ვარ
იესო: ებრაელთა: 10:10 - 10. რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის.
ღმერთი: იერემია 23:6 - იეჰოვაა ჩვენი სიმართლე
იესო: 1 კორინთელთა 1:30 30. მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა,
ღმერთი: გამოსვლა -15: 26 - მე ვარ იეჰოვა, შენი განმკურნებელი
იესო: 4. და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ და გარდაყარენ სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა.
ღმერთი: კანონი 32:39
მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ;
მე ვაყენებ ჭრილობას და მე ვკურნავ;
ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.
იესო: 28. და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწმყდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა.
გავაგრძელო? მსგავსებას ხედავ? შემიძლია ასამდე და მეტი მსგავსი შედარება დაგიწერო, მაგრამ აზრი?
no entiendo para que me besas, para que me llamas si cuando yo te necesito faltas... ♥