მოვიცალე და აჰა, შენს კითხვაზე პასუხი :
ქრისტიანობაში ღმერთი ერთი და სამგვამოვანია: მამა, ძე და სულიწმინდა. ეს არის ყველაზე ტრივიალური,მაგრამ არსებითად სრულყოფილი პასუხი. უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ იესო ღმერთი და მგონი დავასაბუთე კიდეც ეს. ახლა აგიხსნი, თუ რატომაა სულიწმინდა ღმერთი.
თავად ის ფაქტი, რომ ის ღმერთია, დასტურდება ბიბლიიდან და არაერთგზის, თუნდაც ავიღოთ საქმეები 5:3-4 „3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?
4. განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს. „
კარგად გაანალიზე ეს მომენტი. რაზეა აქ საუბარი? იმაზე, რომ სული წმინდის მოტყუება, იგივეა რაც ღმერთის მოტყუება.
მეორე დადასტურება ისაა, რომ სული წმინდას აქვს ის თვისებები (თუ შეიძლება ასე ითქვას) რაც აქვს თავად ღმერთს. აბა ვნახოთ რას წერის ფსალმუნი 139:7-8 „7. საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
8. ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ! "
შემდეგ, ვნახოთ ეს მასალაც, პირველი კორინთელთა მიმართ , 2:10 10. „ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.“
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, აბა დააკვირდი აქ რა ხდება:
სულიწმინდას შეუძლია მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ნების თანახმად, რაც ჩანს ამ მასალაში , პირველი კორინთელთა, 12:7-11 , ნახე რას ამბობს :
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.
8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
9. ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;
10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.
11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.
სულიწმინდა არის ღმერთი, ანუ მესამე „პიროვნება“ ღმერთში. იესო დაპირდა მოციქულებს ასეთ რამეს, აბა დააკვირდი იოანეს სახარება რას წერს 14:16
„16. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, -
17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.
18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.
-------------------------------------------------------------------------------------------------
26. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით. "
სულიწმინდა არის ღმერთის მესამე ნაწილი, ნიშანი და/ან ბეჭედი მორწმუნეთა გადასარჩენად და ამაზეც არის ხაზი გასმული ბიბლიაში:
1 ეფესელთა მიმართ 1:13-14
13. მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
14. რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.
მგონი საკმარისია
Tornike Alashvili
2007 წლის რავ4 რას უწუნებ
This post has been edited by uno_mas on 2 Dec 2011, 17:23