srt-8განწყობის ამბავია

მე ათეისტი ვარ და სხვაგვარად ვუყურებ და გიპასუხებ...
მე რომ მორწმუნე ვიყო უბრალოდ არაკომფრტულად ვიგრძნობდი თავს ეგეთ ეკლესიაში...
იდეაში მართალი ხარ - შეზღუდვა არ უნდა იყოს ტექნოლოგიებზე მაგრამ მთელი ხიბლი და მისტიციზმი ეკარგება მაგ დროს...
რატომ მიდიან ეკლესიაში უმეტესი მორწმუნეები? სახლშიც ხომ შეუძლიათ ლოცვა?
იმიტომ, რომ იქ მეტ "სიახლოვეს" გრძნობენ და მეტად შეიგრძნობენ იმას, რისიც სწამთ...
ასევეა ბიბლიოთეკაშიც..
სუპერ-ბუპერ თანამედროვე და შუშებიან ბიბლიოთეკაში მე პირადად არ შევალ და შევალ ძველ ბიბლიოთერკაში, სად წიგნების და სიძველი სუნი ტრიალებს, სადაც მეტად მყუდრო და კომფორტული სიტუაციაა, მივიკუჭები სადმე ჩუმად და წავიკითხავ რასაც მინდა...
ეკლესიების არქიტექტურაზე და ფორმაზე მე ცოტა სხვა რამ მაინტერესებს..
რატომ აქვს თითქმის ყველა ეკლესიას მსგავსი ფორმა? ვინ დაადგინა ეგ სტანდარტები? საიდან მოდის?.. რატომ აქვს გუმბათები?
და ბოლოს და ბოლოს რატომ გავს ეკლესიები კოსმოსურ ხომალდებს?!