g_o_g_i_n_aიეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ:
1) ბიბლია ღვთის სიტყვა და ჭეშმარიტებაა. 2 ტიმ. 3:16, 17; 2 პეტ. 1:20, 21; იოან. 17:17
2) ბიბლია გადმოცემებზე უფრო სანდოა. მათ. 15:3; კოლ. 2:8
3) ღვთის სახელია იეჰოვა. გამ.15:3 (რუს.); 3 მეფ. 18:39, „საღვთო სჯული“, 1910 წ., გვ. 43
4) ქრისტე ღვთის ძეა და მასზე დაბლა დგას. მათ. 3:17; იოან. 8:42; 14:28; 20:17; 1 კორ. 11:3; 15:28
5) ქრისტე იყო ღვთის პირველი ქმნილება. კოლ. 1:15; გამოცხ. 3:14
6) ქრისტე მოკვდა ძელზე და არა ჯვარზე. გალ. 3:13; საქ 5:30
7) ქრისტემ ადამიანური სიცოცხლე გაიღო მორჩილ ადამიანთა გამოსასყიდად. მათ. 20:28; 1 ტიმ. 2:5, 6; 1 პეტ. 2:24
8) ქრისტეს ერთხელ შეწირვა საკმარისი იყო. რომ. 6:10; ებრ. 9:25—28
9) ქრისტე უკვდავ სულიერ პიროვნებად აღდგა მკვდრეთით. 1 პეტ. 3:18; რომ. 6:9; გამოცხ. 1:17, 18
10) ქრისტეს მოსვლა სულიერია. იოან. 14:19; მათ. 24:3; 2 კორ. 5:16; ფს. 109:1, 2
11) ჩვენ ახლა უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. მათ. 24:3—14; 2 ტიმ. 3:1—5; ლუკ. 17:26—30
12) ქრისტეს მეთაურობით სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე სამართლიანობა და მშვიდობა იქნება. ეს. 9:5, 6; 11:1—5; დან. 7:13, 14; მათ. 6:10
13) სამეფო იდეალურ საცხოვრებელ პირობებს შექმნის დედამიწაზე. ფს. 71:1—4; გამოცხ. 7:9, 10, 13—17; 21:3, 4
14) დედამიწა არასოდეს განადგურდება და არასოდეს გაუკაცრიელდება. ეს. 45:18; ფს. 77:69
15) ღმერთი მოსპობს ამჟამინდელ სისტემას არმაგედონად წოდებულ ბრძოლაში. გამოცხ. 16:14, 16; სოფ. 3:8; დან. 2:44; ეს. 34:2; 55:10, 11
17) ბოროტები სამუდამოდ მოისპობიან. მათ. 25:41—46; 2 თეს. 1:6—9
18) ღვთის მოსაწონი ადამიანები მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებენ. იოან. 3:16; 10:27, 28; 17:3; მარკ. 10:29, 30
19) სიცოცხლისკენ მიმავალი გზა ერთადერთია. მათ. 7:13, 14; ეფეს. 4:4, 5
20) ადამიანი ადამის ცოდვის გამო კვდება. რომ. 5:12; 6:23
21) ადამიანი თვითონ არის სული და როდესაც კვდება, წყვეტს არსებობას. ეზეკ. 18:4; ეკლ. 9:10; ფს. 6:5; 145:4; იოან. 11:11—14
22) ჯოჯოხეთი საერთო საკაცობრიო სამარეა. იობ. 14:13; გამოცხ. 20:13, 14
23) მიცვალებულთათვის მკვდრეთით აღდგომის იმედი არსებობს. 1 კორ. 15:20—22; იოან. 5:28, 29; 11:25, 26
24) ადამისეული სიკვდილი აღარ იქნება. 1 კორ. 15:26, 54; გამოცხ. 21:4; ეს. 25:8
25) მხოლოდ 144 000, მცირე სამწყსო, წავა ზეცაში და ქრისტესთან ერთად იმმართველებს. ლუკა 12:32; გამოცხ. 14:1, 3; 1 კორ. 15:40—53; გამოცხ. 5:9, 10
26) 144 000 ქრისტიანი ხელმეორედ იშვა ღვთის სულიერ ძეებად. 1 პეტ. 1:23; იოან. 3:3; გამოცხ. 7:3, 4
27) სულიერ ისრაელთან ახალი შეთანხმება დაიდო. იერ. 31:30; ებრ. 8:10—13
28) ქრისტე თვითონვეა თავისი კრების საფუძველი. ეფეს. 2:20; ეს. 28:16; მათ. 21:42
29) ლოცვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ იეჰოვასადმი ქრისტეს მეშვეობით. იოან. 14:6, 13, 14; 1 ტიმ. 2:5
30) ხატები არ უნდა იქნეს გამოყენებული თაყვანისცემისას. გამ. 20:4, 5; ლევ. 26:1; 1 კორ. 10:14; ფს. 113:12—16
31) სპირიტიზმი დაუშვებელია. რჯლ. 18:10—12; გალ. 5:19—21; ლევ. 19:31
32) სატანა წუთისოფლის უხილავი მმართველია. 1 იოან. 5:19; 2 კორ. 4:4; იოან. 12:31
33) ქრისტიანმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა რელიგიებს შორის თანამშრომლობაში. 2 კორ. 6:14—17; 11:13—15; გალ. 5:9; რჯლ. 7:1—5
34) ქრისტიანი უნდა გამოეყოს წუთისოფელს. იაკ. 4:4; 1 იოან. 2:15; იოან. 15:19; 17:16
35) ქრისტიანი უნდა დაემორჩილოს კანონებს, რომლებიც ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება. მათ. 22:20, 21; 1 პეტ. 2:12; 4:15
36) სისხლის მიღება, საკვებისა თუ გადასხმის სახით, ღვთის კანონების დარღვევაა. დაბ. 9:3, 4; ლევ. 17:14; საქ. 15:28, 29
37) აუცილებელია ბიბლიის ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება. 1 კორ. 6:9, 10; ებრ. 13:4; 1 ტიმ. 3:2; იგავ. 5:1—23
38) შაბათის დაცვა მოეთხოვებოდათ მხოლოდ ისრაელებს და მოსეს რჯულთან ერთად გაუქმდა. რჯლ. 5:15; გამ. 31:13; რომ. 10:4; გალ. 4:9, 10; კოლ. 2:16, 17
39) სასულიერო წოდებებისა და განსაკუთრებული ტიტულების გამოყენება არასწორია. მათ. 23:8—12; 20:25—27; იობ. 32:21, 22
40) ადამიანი ევოლუციის კი არა, შემოქმედების ნაყოფია. ეს. 45:12; დაბ. 1:27; მათ. 19:4
41) ქრისტემ ღვთისათვის მსახურების მაგალითი მოგვცა. 1 პეტ. 2:21; ებრ. 10:7; იოან. 4:34; 6:38
42) ნათლობა — წყალში სრული ჩაძირვა —მიძღვნის სიმბოლოა. მარკ. 1:9, 10; იოან. 3:23; საქ. 19:4, 5
43) ქრისტიანები საჯაროდ სიხარულით ქადაგებენ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. რომ. 10:10; ებრ. 13:15; ეს. 43:10—12
ინფორმაციის წყარო იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდია:
http://www.watchtower.org/ge/jt/article_03.htm
ღმერთსა და ადამიანს განსხვავებული ხედვა აქვთ. რასაც ადამიანები მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ძალიან ხშირად ის არაფერია უსაზღვრო სიბრძნის მფლობელისთვის, ხოლო რაც უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია ღვთისთვის. დასაბამიდანვე ასე იყო.