#30617770 · 9 Apr 2012, 03:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hammerfest შენ მართალი ხარ: მთავარია სულირად ზრდა და განვითარება. ისე ურიგო არ იქნება, თუ მსგავს ადგილებს ბიბლიიდან მოვიყვანთ და ერთად გავარჩევთ. თუ რა თქმა უნდა ამ განყოფილებაში აქტიური იუზერები სურვილს გამოთქვამენ.
ეხლა კი იმ ადგილის ახსნა, რომელიც მე მოვიყვანე: ებრაელებს გარდა ყოველკვირეული შაბათისა, ჰქონდათ ასევე რამდენიმე დიდი დღესასწაული, რომლებსაც ასევე შაბათი ეწოდებოდა. რადგან ეს წლიური შაბათები უფრო იშვიათი იყო, მათ "დიდი" შაბათი შეიძლება რქმეოდათ. როგორც კალენდრის თავისებურებებიდან ვიცით, ეს დიდი შაბათები ყოველ წელს სხვადასხვა კვირის დღეზე ხვდებოდა. იესო ქრისტეს ჯვარცმის წელს ეს დიდი შაბათი (პასექი) მოხვდა კვირის შაბათის წინ, ანუ ორი შაბათი ერთმანეთის მიყოლებით დაემთხვა. რადგან ებრაელებს როგორც კვირის, ასევე წლიურ შაბათს ეკრძალებოდათ მუშაობა, მათ იესო ქრისტე დიდი შაბათის წინა საღამოს დაკრძალეს, მერე დაისვენეს დიდ შაბათს, ამას მოჰყვა კვირის შაბათი, ხოლო მესამე დღეს (ანუ ორი შაბათის შემდეგ) წავიდნენ სამარხთან.
|