Mindia Amashukeli
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 227
წევრი No.: 140611
რეგისტრ.: 20-December 11
|
#28968249 · 29 Dec 2011, 05:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gogoshvili94 მოკლედ ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე "ბრძენი იგი საკვირველი" და აჰა ამიხდა. სანამ შენთან საუბარს დავიწყებ ზოგადად მკითხველის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად ვერიდები ხოლმე ადამიანთან საუბარს წმინდა წერილიდან ამოკრეფილი ციტატებითა და მჭევრმეტყველობებით, მირჩევნია უბრალო სასაუბრო ენით შევაგნებინო ადამიანს ელემენტარული სიმართლეები, რათა მოსაუბრემ უხერხულად არ იგრძნოს თავი და ფორუმიდან არ გაიძურწოს, როგორც გაიძურწა ჭეშმარიტებასდაპირისპირებული პასუხის ვერ გამცემი ერთ ერთი იეღოველთაგანი, ვცდილობ მაგრამ აი ამ სიტყვებით:
| QUOTE | | აქ უკვე ძაან გეშლება |
| QUOTE | | მოიცა, მოიცა,.. ძაღლი რა შუაშია |
ეს პიროვნება მაიძულებს წარმოვაჩინო მისი საღვთისმეტყველო საკითხებში სრული გაუნათლებლობა, უსაფუძვოლო პრიმიტიული ამბიციურობა და არცოდნით გამოწვეული აღტკინება სირცხვილნაჭამი სინანულის გრძნობით შევუცვალო, არ მინდა ამის ქნა მაგრამ არ მოისვენე ჰო და ისმინე ღვთივსულიერი პასუხები შენს "ვითომბრძნულ" პრიმიტიულ შეკითხვებზე:
| QUOTE | | მოიცა, მოიცა,.. ძაღლი რა შუაშია? |
ძაღლი აი ამ შუაშია: ლევიანნი თავი 20 მუხლი 25
25. გაარჩიეთ ერთმანეთისგან წმიდა და უწმიდური ცხოველი, წმიდა და უწმიდური ფრინველი; და ნუ წაიბილწავთ თავს ცხოველით, ფრინველით და ყველაფრით, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, რომლებიც გაგიცალკევეთ, როგორც უსურმაგნი.
აი კიდევ ამ შუაშია ძაღლი.
ლევიანნი თავი 5 მუხლი 2
2. თუ კაცი, რომელიც თავისდაუნებურად შეეხება რაიმე უწმიდურ საგანს: გინა უწმიდური მხეცის მძორს, გინა უწმიდური საქონლის მძორს, გინა უწმიდური ქვემძრომის მძორს, გაუწმიდურებულია და დამნაშავეა.
აი ამ შუაშიც არის ძაღლი.
ლევიანნი თავი 7 მუხლი 21
21. თუ ვინმე უწმიდურს რასმე შეეხება, იქნება ეს ადამიანის უწმიდურება, უწმიდური პირუტყვი, გინა რაიმე უწმიდური ქვემძრომი, და შეჭამს უფლის სამადლობელი მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
მოდით განვაგრძოთ რა შუაშია ძაღლი.
ლევიანნი თავი 11 მუხლი 27
27. ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
ძაღლი ოთხფეხი მხეცია? არის. თათებზე დადის? დადის. უსურმაგი უწმინდურია? უწმინდურია. ცხვირი ჰგაავს? ჰგაავს იძახეთ ეხლა მაინც არ არის ჩემი სიდედრიო. რაც შეეხება ამას:
| QUOTE | | სულიწმიდას არ უყვარს ღმერთის შექმნილი არსება? |
ზედა პოსტებს ახედე, აი ის ზედა პოსტები სწორედ სულიწმინდის შთაგონებით დაიწერა და მიხვდი ეხლა უყვარს, თუ არ უყვარს. აი ამას კი რაც შეეხება:
მკითხველისთვის მიმინდვია სისულელე შენს მიერ ნავარაუდები ვაისიბრძნეა თუ ღვთივსულიერი სიტყვები ბიბლიისა.
| QUOTE | | ვთქვათ,შენ თუ მორწმუნე ხარ და სახლში ნაკურთხი წყალი გაქვს და ამავე დროს ურწმუნო ადამიანია სახლში ნაკურთხი წყალი ჩვეულებრივი ხდება? |
მე უკვე ვთქვი ზემოთ, სახლში სადაც ცხოვრობს: 1. ურწმუნო იგივე ათეისტი 2. სატანის მსახური 3. უწმინდური ცხოველი ან ფრინველი და აქვე მეოთხესაც დავამატებ 4 მწვალებელი ასეთ სახლში ღვთის წმინდა სული არ ჩერდება, ვიცი ბევრს აეწვა კუდი ამის წაკითხვისას, მაგრამ მე კუდები ვის ეწვება ეს არ მაღელვებს, ჩემთვის მთავარია ჭეშმარიტება, შესაბამისად კი ისეთ სახლში რომელშიც ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილი კატეგორია ცხოვრობს ნაკურთხი წყალი კი არა სულ, რომ ქრისტეს კვართი დადო ასეთ ბინაში არ ჩერდება ღვთის წმინდა სული, განერიდება წყალსაც პურსაც და ღვინოსაც რადგან ასეთი სახლი არის სიბილწის ადგილი ღვთისთვის.
| QUOTE | | მაშინ ეკლესიაში რამდენი "მორწმუნე" ანუ ფარისეველი დადის იქაც ეგარკება სულიზმინდის მადლი? |
ეკლესიაში ტაძარს, თუ გულისხმობ გეტყვი რომ ეს არის სამლოცველო სახლი უფლისა სადაც აი შენს მიერ დასახელებული უწმინდურები განსაწმენდად მიდიან და მადლი კი არ იკარგება პირიქითაა, ეს მადლი წმენდთ მათ ცოდვებისაგან და ყოველგვარი უწმინდურებისაგან, ხოლო თუ ვინმეს სურს საკუთარ სახლშიც იყოს ისეთივე სიწმინდე როგორიც ღვთის სამლოცველო სახლში ანუ ტაძარში უწმინდურება უნდა განარიდოს საკუთარ სახლს. ვერც ერთ ტაძარში ვერ ნახავთ თქვენ ძაღლებსა და კატის კნუტებს, რაც შეეხებათ უწმინდურ ადამიანებს ტაძარში ისინი განსაწმენდად მიდიან და არა თავიანთი სიბილწის სანთხევად, ხოლო ვინც გაბედავს და შეურაცხყოფს და წაბილწავს ღვთის ტაძარს მას თავად უფალი გასცემს საკადრის პასუხს და სცემს კიდეც ასეთებს აზრზე რომ ვერ მოდიან საიდან მოდის მათ თავებზე ყოველგვარი უბედურების დაშვება, ძაღლებივით რომ იგლეჯენ საკუთარ ხორცს სიმწრისაგან და უფრო მეტად რომ ბოროტდებიან ვიდრე არიან. ხოლო როდესც ხორციელად იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოსული მიწაზედ ასეთ "ტაძრის შემბილწველებს" სავალუტო პუნქტები და " ანტიკური დეზერტირების ბაზარი" რომ ჰქონდათ სოლომონის მიერ აგებულ ტაძარის ეზოში გახსნილი კი მოგეხსენება როგორც მოექცა და თუ არ იცი დაგიწერ და წაიკითხე: იოანეს სახარება თავი 2 მუხლები 13–16 13. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და ავიდა იესო იერუსალიმს.
14. ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი.
15. დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები.
16. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად.
ასეთი ტაძრის შემბილწველები დღესაც დაძვრებიან სამწუხაროდ ტაძრის ეზოებში და უხარიათ საბლის შოლტი რომ არ ხვდებათ თავპირში, ის კი არ იციან რომ იესო აწი საბლის შოლტით აღარ განდევნის ასეთ სულშერყვნილ ხალხს ცეცხლოვანი მახვილით გაჰკვეთენ მისი მებრძოლები ასეთ წაბილწულ მამონას ძეებს, სხვათაშორის თავიანთ სულიერ მამიკოსთან ერთად.
| QUOTE | | რაღაც არამგონია, რომ ერთი ურწმუნოს გამო დაკარგოს ნაკურთხმა წყალმა სიწმინდე თუ როგორც ქვია |
შენ რომ რაღაც არ გგონია ეგ ბევრს არაფერს არ ნიშნავს, მთავარია სინამდვილეში როგორ ხდება და როგორც ხდება უკვე დაგიწერე და თუ გსურს მიიღე, თუ არ გსურს მაშინ დარჩი საკუთარი "მე მგონიას" იმედზე და როდესაც უფალი იესო პასუხს მოგთხოვს, უპასუხე: "რაღაც არ მეგონა ასე ყოფილიყოო". და რომ გაგიმეორებს ხომ გაგაფრთხილეს რომ ასე კი არა აი ასე იყოო, მერე გამიხსენე როდის და ვინ გაგაფრთხილა. და თუ გეყოფა გამბედაობა უთხარი არასოდეს არავის არ გავუფრთხილებივარო.
| QUOTE | | აქ უკვე ძაან გეშლება |
ძალიან რომ შენ გეშლება რაღაცეები ამას მე მგონი უკვე დაინახავდა მკითხველი, მაგრამ გულს არ დაგწყვეტ და ამაზეც გაგცემ პასუხს:
| QUOTE | | ქრისტიანობა სიყვარულს ქადაგებს, და უნდა გიყვარდეს ის ვინც შენი მტერიაო, შენ კიდე ამბობ ღმერთს ათეისტი მტრად მიაჩნია და სძულსო |
პირველ რიგში გავარკვიოთ ის რაც შენ ზოგადად ორ სიტყვაში "მტრის სიყვარულში" ჩაგიქსოვია და თან მეტი დამაჯერებლობისათვის ესეც კი მიგიწერია:
სიყვარულს იესო ყველასა და ყველაფრის მიმართ არ ქადაგებდა, იესოს ნაქადაგები სიყვარული მიმართული იყო ადამიანის როგორც ინდივიდის შესაყვარებლად და არა მათ მიერ განხორციელებული ბოროტი საქმეების შესაყვარებლად, რაც მე უკვე დავწერე ზემოთ მაგრამ როგორც ჩანს ოღონდ საკუთარი "სიბრძნე" გეფრქვია არ წაგიკითხავს ან უფრო უარესი წაიკითხე და იგნორირება გაუკეთე, სიტყვებში "გიყვარდეს მტერი შენი" ძალიან ღრმა და დამაფიქრებელი აზრია ჩადებული და ასე ერთი ხელის მოსმით რომ წამოგიჭიმია არგუმენტად ეს ვერაფერი სახარბიელოა, რადგან ჯერ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან მტერ მოყვარე და გავიგოთ რომელ მტრებზეა საუბარი თუ ზოგადად მტრებზეა ნათქვამი იესოს ეს სიტყვა. ეხლა მე აგიხსნი რომ ზოგადად მტრებზე არ არის აქ საუბარი და რატომაც არ არის იმასაც გეტყვი. 1. ვინ შეიძლება იყოს ადამიანის მტერი? ა) სხვა ადამიანი ბ) სულიერი არსება სატანის სახელით ცნობილი დაცემული ანგელოზი და მისი ანგელოზნი, აგრეთვე მისი მსახურნი. გ) ცოდვა, რომელსაც მოაქვს შედეგად სიკვდილი. პირობითად ბოროტება.
ეხლა მივხედოთ შენს არგუმენტს ათეისტების დაცვის საბაბით რომ ღვთივსულიერი სიტყვები გამოგიჭიმია, შეეხებათ კი ეს სიტყვები ათეისტებს? "გიყვარდეს მტერი შენი" პირველ რიგში ეს სიტყვები შეუძლებელია ეხებოდეს ცოდვას, ცოდვას როგორც მტერს, ვინაიდან მთელი წმინდა წერილი და მცნებები ადამიანს ცოდვისაგან თავშეკავებას ასწავლის და მრავალჯერ მოუწოდებს თავი შეურყვნელად დაიცვან ცოდვებისაგან. რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლე თავი 6 მუხლი 23 23. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. გარიკვა რომ სიტყვებით "გიყვარდეს მტერი შენი", იესო ცოდვის, როგორც სიკვდილისმომტანი მტრის სიყვარულისკენ არ მოგიწოდებს. ეხლა გავარკვიოთ მოგვიწოდებს თუ არა ამ სიტყვებით იესო, სატანის, მისი ანგელოზებისა და მისი მსახურების როგორც ჩვენი მტრების სიყვარულს და აქვე უნდა ვუპასუხო ამ ბატონს სატანის სიძულვილი სადაც დავინახე და მერე დაველოდები ერთა თავად სად დაინახა იესოს მიერ სატანის სიყვარული.
აი რა სიტყვები ეწოდება სატანას ბიბლიაში: 1.სიცრუის მამა 2.ძველი გველი 3.ცილისმწამებელი ჩვენი ძმებისა 4.კაცისმკვლელი 5. ამპარტავანი 6 ბოროტი .............. სხვაც ბევრი სახელწოდება აქვს კიდევ თუ ნიკ ნეიმი.
ეხლა გავარკვიოთ რა სძულს უფალს: იგავნი 6, 16–19 16. აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში:
17. ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,
18. ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები,
19. ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.
როგორც ვხედავთ სატანა ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და უფრო მეტიც სცილდება კიდეც მისი თვისებები აქ ჩამოთვლილ ღვთისთვის საძულველ თვისებებს და აი აქედან დავინახე უფლის მიერ სატანის სიძულვილი, ეხლა გელოდები და დაწერე შენ სადღა დაინახე უფლის მიერ სატანის სიყვარული? იმის თქმა რომ სატანის ანგელოზები ანუ დემონები და სატანის მსახურები ანუ მისან ჯადოქრები სძულს უფალს ზედმეტად მიმაჩნია, მაგრამ მერე რომ არ თქვას აგერ "სიბრძნისმფრქვეველმა" ბატონმა ამათი სიძულვილი საღ დაინახეო თავს მოვალედ მივიჩნევ ეგეც დავუწერო სადაც დავინახე: მეორე რჯული თავი 18 მუხლები 9–14
9. როცა შეხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი, ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად: 10. ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, 11. გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი, 12. რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი. 13. სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან, 14. რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს.
აბა გაირკვა, რომ აი ამ კატეგორიის მიმართ არ არის თქმული სიტყვები :გიყვარდეს მტერი შენი" თუ კიდევ რაღაც გგონია?, არა თუ გგონია კიდევ რამე დაწერე და გავარკვიოთ ისიც.
ეხლა რაც შეეხებათ ურწმუნოებს ანუ მოფერებით ათეისტებს რატომ სძულს ისინი უფალს და მტრებად რატომ მიიჩნევს ეგეც ავხსნათ. ბერძნული სიტყვა ა თეოს აქვს 2 დატვირთვა 1. ნიშნავს ადამიანს, რომელმაც გაიგო ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ მაგრამ არ ირწმუნა და მეორე 2 ღვთის განზრახ მოწინააღმდეგეს. მე ამ ფორუმზე მოდასაყოლილი ათეისტების პოსტებს რომ ვაკვირდები ამ მეორე განმარტებაში უფრო ჯდება მათი ნატურა რომელიც თავის თავში პირველ განმარტებასაც მოიცავს, ვინაიდან ერთის მხრივ ამტკიცებენ რომ თითქოსდა ღმერთი არ არსებობს და მეორეს მხრივ აი ამ "არ არსებულ ღმერთს" ებრძვიან, ისევე როგორც დონ კიხოტი ქარის წისქვილებს.
რატომ სძულს უფალს ათეისტი? აი ამიტომ: "უმჯობესი იყო არ შეგეცნოთ, ვიდრე შეგეცნოთ და უარგეყოთ" იესოს სიტყვებია ეს. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ათეისტებმა ბევრ მორწმუნეზე უკეთ იციან ბიბლია, შესაბამისად ვერავინ ვერ იტყვის არ ვიცოდი და ისე უარვჰყავიო. ეს შეიძლება თქვას სადღაც ამაზონის ჯუნგლებში მყოფმა, რომელიღაც კანიბალი ტომის რიგითმა წევრმა მაგრამ არა ათეისტმა რომელიც გაფაციცებით ეძებს ბიბლიაში საკამათო საკითხებს, რომ ამ "აღმოჩენებით" მერე თავისივე თქმით "არ არსებულ" ღმერთს ებრძოლოს.
გარდა ამისა უარჰყოფს რა ათეისტი ღმერთს შესაბამისად თავს ითავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისაგან რასაც უფალი ავალდებულებს მორწმუნეებს და რასაც ცოდვათაგან თავის დაცვა ქვია. ათეისტისთვის არ არსებობს ცოდვა, შესაბამისად არც სინანული, ვთქვათ მრუშობის ცოდვაში ჩავარდნილი ათეისტის გულში ერთი წამითაც არ იბადება სინანულის შეგრძნება, რატომ? იმიტომ რომ მრუშობა ათეისტს ცოდვად კი არა გასართობ გულისგამახალისებელ საქმიანობად მიაჩნია და ბევრი საახლობლოში ამით ამაყობს კიდეც და ერთმანეთს ეჯიბრებიან ვისაც უფრო მეტი მეძავი ჰყავს ნახმარი ასე ვთქვათ ის უფრო მაგარი ბიჭია. ცოდვის გამო სინანულის გრძნობის არ ქონა ვისი თვისებაა? სატანის. ცოდვით ამპარტავნობა ვისი თვისებაა? სატანის. ღვთის ჭეშმარიტების წინააღმდეგ მზაკვრული ვითომარგუმენტების უაზრო რახუნი ვისი თვისებაა? სატანის. ანუ ვის თვისებებს ირეკლავენ ათეისტები? ვისი კოპიო ასლები არიან? პასუხი მარტივია სატანისა და მისი დემონების. გარდა ამისა მტრებად მიიჩნევიან ღვთისა იმიტომ, რომ არ აქვთ რა ცოდვის როგორც ასეთის შეგრძნება, უმეგობრდებიან წუთისოფლის ამაოებასა და ხორციელ სიამეებს, როგორიცაა მრუშობა, ლოთობა, ნარკომანია, ქურდობა ჩემო ბატონო მკვლელობა და ასე შემდეგ თუმცა ამ უკანასკნელთაგან თავს იკავებენ მიწიერი სასჯელის შიშით მაგრამ ნება რომ დართო არც ამ საქციელების ჩადენისთვის არ დაღვრიან სინანულის ცრემლს.
უფალი კი ბრძანებს მოციქულის პირით: "თვალთმაქცნო, ნუთუ არ იცით, რომ წუთისოფლის მიმართ მეგობრობა ღვთის მიმართ მტრობაა"? ის ვინც წუთისოფლთან მეგობრობს ათეისტი კი არა სულ რომ უფრთო ანგელოზი იყოს ღვთის მტერი ხდება და მტრად მიიჩნევს მას უფალი.
ასეთი მტრების სიყვარულს არ გასწავლის იესო სიტყვებით "გიყვარდეს მტერი თქვენი" დარჩა ერთი კატეგორია, ადამიანები, რომლებიც აი ამ ყველაფრისაგან თავისუფლები არიან რაც ზემოთ დაგიწერე და გაუთვიცნობიერებლად, ღვთის ჭეშმარიტების შეუცნობლად გმტრობენ შენ როგორც მორწმუნეს და ასეთი იმ დროს ბევრი იყო, იუდეველებიდან დაწყებული რომაელებით დამთავრებული, შეიყვარე ისინიც რადგან არ უწყიან ვის და რას უპირისპირდებიან, შეიყვარე ასეთი ადამიანები და ილოცე მათთვის რათა შეიცნონ უფლის ჭეშმარიტება და მოექცნენ, რითაც მტერს ძმად აქცევ და ეს არის მისია ქრისტიანისა, მაგრამ ის ვინც შეიცნო ჭეშმარიტება უფლისა მაგრამ უკუაგდო, და საკუთარ ცოდვებში რჩება და მოსდის იგავისამებრ ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება და ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის, აი ასეთ კატეგორიაზე გეუბნება: "ის ვინც ძმად იწოდება და მაინც სცოდავს, მოშორებულ იყოს თქვენგან, ასეთებთან საჭმლის საჭმელადაც არ დასხდეთო" მე არც ვჯდები როგორ ჩემი ღმერთის მაგინებელს როგორ მივუჭახუნებ ჭიქას ჭიქაზე და ძმაოს როგორ დავუძახებ? შენ ალბათ ისევ რაღაც არ გგონია, მაგრამ მე მოხარული ვიქნები თუ რამოდენიმე ადამიანს მაინც მოვუტანე ამ პოსტით სარგებელი. და ბოლოს შენსავე სიტყვებს დაგიტოვებ მეგზურად:
| QUOTE | | ჯობს ჯერ დაფიქრდე სანამ რაღაცას იტყვი |
აი ღრიჭინა სმაილიკებს კი არ დაგიტოვებ რადგან უაზრო ღრიჭინი არ მიყვარს.
|