მამა-ჯეMალი
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8348
წევრი No.: 54170
რეგისტრ.: 23-February 08
|
#30082778 · 7 Mar 2012, 16:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2012 წლის დიდმარხვის კატეხეზი
დიდმარხვა: მწყალობელი ჟამი
ნელა ვილოცოთ ყველამ ერთად:
ჰოი, უფალო, ეს უდაბნოს ჟამია. შენთან ერთად ჩვენც გვიზიდავს მდუმარების დიუნები, რათა აღმოვაჩინოთ ჩვენი შინაგანი სამყაროს ჰორიზონტი და გავტეხოთ ღვთის სიტყვის გემრიელი პური, რომელიც ჩვენს შიმშილს აოკებს და ძალას გვაძლევს ბრძოლის დროს.
ჰოი, უფალო, ეს მარხვისა და თავშეკავების ჟამია, ფუჭი სიტყვებისა და წარმავალი ხატებებისგან, უზომოდ კვებისგან თავის შეკავების დრო, რათა კვლავ ვპოვოთ სათნო ღირსება უბრალო გულისა, რომელიც თანაზიარ სიყვარულში ხარობს.
ეს გატეხილი პურის ჟამია, სხვა ძმებთან ერთად, სუფრაზე, ეს პური საგზალია, რომელიც განამტკიცებს შვილების ჩვენს ცნობიერებას.
ეს შენი შენდობის ჟამია, ჩვენი მონობის ნანგრევებზე ხელახლა მოპოვებული თავისუფლების სიხარულში.
ეს ყოველდღიურად, სიღრმისეულად განსაცდელი ჟამია, რომელიც უნდა განვვლოთ მისწრაფებით, ვაკეთოთ სიკეთე და ბოლომდე დავიხარჯოთ. მოგვეც უფალო, უნარი, არ გავფლანგოთ სინათლის დღეები, რომლებსაც შენ გვიმზადებ:შენი მადლით აღდგომის ქმნილებებად გვაქციე.
1- კატეხეზა: მწყალობელი ჟამი: ერთგულების განსაცდელად
იესოს პირველი ხორციელი მოსვლით იწყება კაიროს, მწყალობელი ჟამი, რომელიც განსაზღვრავს მთელ დანარჩენ დროს. თავისი მსახურების წარდგენისას იესო აცხადებს, რომ აღსრულდა ჟამი (მარკ. 1,15), რომ სრული განხორციელების დრო დაიწყო, რომ საჭიროა მოქცევა და სახარების რწმენა (მარკ. 1,15; მათე 4,17); შედეგად, საჭიროა დროის გამოყენება: მადლის ჟამი სინამდვილეში იესო ქრისტეს ჟამია! იესოს ვნება, სკვდილი და მკვდრეთით აღდგომა მხოლოდ წარსულის უბრალო მოვლენა არ არის: ეს აწმყოს რეალობაა, რადგანაც კონკრეტული დღევანდელი დღე ხსნის ნათელით არის მოცული. ეს მწყალობელი ჟამია, ეს ხსნის დღეა (შდრ. 2კორ. 6,2) (იხ. დიდმარხვის დასაწყისი).
მაშასადამე, ქრისტიანის უპირველესი დამოკიდებულება დროის მიმართ არის ღვთის დღევანდელი დღის საკუთარ დღევანდელობაში წვდომა, რითაც ის ემორჩილება ღვთის სიტყვას, რომელიც კვლავ ჟღერს დღეს. ჩვენი დამოკიდებულება დროსთან, ტირან ქრონოსთან, რომელიც საკუთარ შვილებს შთანთქავს, ამგვარად გარდაიქმნება, რათა კონკრეტული სახასიათო ნიშნები მიიღოს: საუბარია ჟამის გამოცნობის უნარზე (შდრ. ლუკ. 12,56), “დროის ნიშანთა გამოცნობაზე” (მათ. 16,3), რათა “ღმერთის მოხედვის ჟამის” (ლუკ. 19,44) წვდომა შევძლოთ. მორწმუნემ იცის, რომ მისი დრო ღვთის ხელთაა. “ვთქვი: შენ ხარ ჩემი ღმერთი. შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი” (ფსალმ. 30,15ბ-16ა). ეს უმნიშვნელოვანესი მიდგომაა: მართლაც, ჩვენი დღეები ჩვენ არ გვეკუთვნის. დრო ღმერთისაა და ამიტომაც ფსალმუნებში მლოცველი შესთხოვს ღმერთს: “მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული, და - როგორია ხანგრძლიობა ჩემი დღეების” (ფსალმ. 38,5), და ევედრება: “ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ ბრძენი გული” (ფსალმ. 89,12). მორწმუნის სიბრძნე მდგომარეობს სწორედ ამ უნარში, დაითვალოს საკუთარი დღეები, აღიქვას ისინი მწყალობელ ჟამად, ხელსაყრელ დროდ, ღმერთის დღევანდელ დღედ, რომელიც მის საკუთარ დღევანდელობაში იჭრება. ქრისტიანმა უნდა “ყოველჟამს იფხიზლოს და ილოცოს” (ლუკ. 21,36). პავლეს აზრით, ქრისტიანი უნდა ეცადოს, მის ხელთ არსებული დრო სიკეთის საკეთებლად გამოიყენოს (შდრ. გალატ. 6,10), უნდა ისარგებლოს დროით. (შდრ. ეფეს. 5,16; კოლოს. 4,5).
ყოველივე ეს იმით არის განპირობებული, რომ ქრისტიანის დრო ბრძოლის, გამოცდის, ტანჯვის დროა. ქრისტეს გამარჯვების შემდეგ, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა და მისი ენერგიის ქრისტიანთათვის გადაცემის შემდეგაც, მაინც მოქმედებს “ამ საუკუნის ღმერთის” (2 კორ. 4,4) გავლენა, ასე რომ ქრისტიანის დრო დევნილობის, მომლოცველობის დროდ (შდრ. 1პეტრ. 1,17) რჩება, ესქატოლოგიური რეალობის მოლოდინში, როცა ღმერთი იქნება ყველაფერი ყველაფერში. (შდრ. 1კორ. 15,28). მართლაც, ქრისტიანმა იცის, რომ დრო გახსნილია მარადიულობისთვის, მარადიული სიცოცხლისთვის, დროისთვის, რომელიც მხოლოდ ღმერთით იქნება აღსავსე: ეს ყველა დროის მიზანია, სადაც “იესო ქრისტე იგივე გუშინ და დღეს და უკუნისამდეც” (ებრ. 13,8; შდრ. გამოცხ. 1,17).
თუ ეს ქრისტიანის დროის ავთენტური განზომილებაა, გასაგები ხდება დიტრიჰ ბონოფერის ამ გამონათქვამის სიღრმე და მნიშვნელობა: “ზნეობრივი მეხსიერების დაკარგვა ხომ არ არის ყველა ვალდებულების, სიყვარულის, ქორწინების, მეგობრობის, ერთგულების, რღვევის მიზეზი? არაფერი რჩება, არაფერი იდგამს ფესვს, ყოველივე ხანმოკლეა, მოკლევადიანი. მაგრამ სიკეთეები, როგორებიცაა სამართლიანობა, ჭეშმარიტება, მშვენიერება, და ზოგადად, ყველა დიადი ჩანაფიქრი დროს, სტაბილურობას, “მეხსიერებას” მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგვარდება. ვინც არ არის მზად, იტვირთოს პასუხისმგებლობა წარსულზე და ფორმა მისცეს მომავალს, ის “გულმავიწყია” და მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ამგვარი ადამიანის წვდომა, მასთან მიდგომა, მისი დაფიქრება რაიმეზე”. ორმოცდაათზე მეტი წლის წინ დაწერილი ეს სიტყვები დღესაც ძალიან აქტუალურია და აყენებს ერთგულებისა და შეუპოვრობის პრობლემას: ეს დღეისთვის იშვიათი რეალობებია, ამ სიტყვების ბრუნებას ვეღარ ვახერხებთ, მეტიც, ეს განზომილებები ზოგჯერ აღიქმება როგორც საეჭვო ან გადაჭარბებული, და რომელთა ხელახლა დამკვიდრებაზე, – როგორც მიიჩნევა, - მხოლოდ “ადრინდელი ღირებულებების” მიმართ ნოსტალგიით შეპყრობილი თუ ფიქრობს. მაგრამ, თუ ერთგულება ყოველგვარი პიროვნებათაშორისი ურთიერთობისთვის არსებითი სათნოებაა, შეუპოვრობა დროის სპეციფიური სათნოებაა: ამგვარად, ჩვენს წინაშე სხვებთან ურთიერთობის საკითხი დგება. გარდა ამისა, ღირებულებები, რომლებსაც ყველანი დიადად და აბსოლუტურად ვაცხადებთ, მხოლოდ ამ სათნოებათა მეშვეობით არსებობს და ყალიბდება: რა არის სამართლიანობა მართალ ადამიანთა ერთგულების გარეშე? რა არის თავისუფლება თავისუფალ ადამიანთა შეუპოვრობის გარეშე? არ არსებობს ღირებულება ან სათნოება ერთგულებისა და შეუპოვრობის გარეშე! ისევე, როგორც ერთგულების გარეშე არ არსებობს საერთო, ერთობლივად შექმნილი ისტორია. დღევანდელ დანაწევრებულ დროში ვალდებულებების გარეშე ეს რეალობები ისახება გამოწვევად ადამიანისთვის, და, კერძოდ, ქრისტიანისთვის. მართლაც, ქრისტიანმა კარგად იცის რომ მისი ღმერთი ერთგული ღმერთია, რომელმაც თავისი ერთგულება გამოამჟღავნა თავისი ძის, იესო ქრისტეს სახით, -“ამენი, მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი” (გამოცხ. 3,14), - რომელშიც “ღვთის აღთქმანი “ჰო”-დ იქცა” (შდრ. 2კორ. 1,20).
რწმენა აბსტრაქტულობიდან გამოდის, როცა ის არ იფარგლება ადამიანის ცხოვრების საათის ან სეზონის აღნიშვნით და მთელი მისი არსებობის ხანას მოიცავს, სიკვდილამდე. ქრისტიანმა იცის, რომ მის ერთგულებას მხარს უმაგრებს ღმერთის ერთგულება აღთქმისადმი, რომელიც ხსნის ისტორიაში ჩამოყალიბდა, როგორც ორგულისადმი ერთგულება, როგორც მიტევება, როგორც ადამიანის ცოდვის, უბადრუკობისა და სიკვდილის ვითარების მიღება მკვდრეთით აღდგომასა და სააღდგომო მოვლენაში. ადამიანისადმი ღმერთის ერთგულება ამგვარად იქცა იმავე ადამიანის მიმართ შეუძღუდავ პასუხისმგებლობად. და ეს მიუთითებს, რომ ერთგულების და შეუპოვრობის განზომილებები ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობის კიდევ უფრო რადიკალურ საკითხს აყენებს. უპასუხისმგებლო, ისევე, როგორც ნარცისიზმით შეპყრობილი, არასოდეს იქნება ერთგული. იმიტომაც, რომ ერთგულება მუდამ “შენ”-ს მიმართ, საყვარელი ადამიანის, ან საყვარელივით ახლობელი საქმის მიმართ ერთგულებაა: ამგვარად, ყველანაირი ერთგულება არ არის ავთენტური! სხვა რა არის ბიბლია, თუ არა საბუთი ისრაელის ჯიუტი და მტკიცე ერთგულებისა სურვილისადმი, მოეთხრო ღმერთის ერთგულების წინაშე საკუთარი ორგულობის ისტორია? მაგრამ, როგორ უნდა ვაღიაროთ და ვცნოთ ჩვენი ერთგულება, თუ არა იმის რწმენაზე დაყრდნობით, ვინც ერთგულია? ამ თვალსაზრისით, მორწმუნე ქრისტიანი ის არის, ვისაც გააჩნია მემორია Dეი, ვისაც ახსოვს უფლის ქმედებები: ღვთაებრივი ერთგულების მუდამ განახლებული ხსოვნა ის არის, რასაც შეუძლია მორწმუნის ერთგულების გამოწვევა და წახალისება სწორედიმ დროს, როცა ის თავის ორგულობას გამოავლენს. თუ ერთგულება ცხოვრების წესად იქცევა, შეგვიძლია სათნოებათა არსისა და მნიშვნელობის წვდომა, რომლებიც მხოლოდ სტილია ერთგულების განსაცდელად, იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად ვაქციოთ ამ დროის ყოველი მომენტი, რომელიც მოხმობილი ვართ, განვიცადოთ, როგორც “მწყალობელი ჟამი”. ამგვარად, დღევანდელი დღე იქცევა დროდ, რომელსაც უფალი გვაძლევს მომავლისთვის მოსამზადებლად: და, რადგან გვწამს უფალი და მისი დაპირებები, აუცილებელია, განვვლოთ აწმყო, როგორც ღმერთის ჭაშმარიტმა შვილებმა, რომლებმაც იციან, რომ სხვაგან აქვთ სამშობლო და ამიტომაც მიწიერ სამშობლოში არსებითის ზედაპირულისგან განსხვავების უნარით აღჭურვილები ცხოვრობენ. ქრისტიანისთვის სათნოებები ყოველდღიური დახმარებაა, რათა უშუალოდ და მარტივად მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც ფაქტობრივად წარმოაჩენენ იმას, რაც მარადიულისთვის იქმნება.
ეს კატეხეზი სათნოებათა შესახებ განკუთვნილია ყველა ქრისტიანისთვის, რომელსაც სურს, იყოს პიროვნება, რომელსაც აქვს დრო ღმერთისთვის, სხვებისთვის, საკუთარი თავისთვის.
ამ დიდმარხვის დროს ჩვენს ყურადღებას შევაჩერებთ კეთილგონიერების, თავშეკავების, სამართლიანობისა და სიმტკიცის სათნოებებზე.
|