თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტებს შორის ინცინდენტი მოხდა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ უწმინდესის დღეს გაკეთებული განცხადება გააპროტესტა და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით დაიყვირა -„ძირს პატრიარქი“.
გოგონას ამ რეპლიკას შეკრებილების მხრიდან აგერესია მოჰყვა. როგორც სტუდენტებმა ჟურნალისტებს განუცხადეს აქციის მონაწილეებმა მისი ჩაქოლვა სცადეს.
თვითმხილველთა თქმით, მან თავს გაქცევით უშველა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი ახალგაზრდები დალოცა და ქადაგებისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეს.
პატრიარქმა სტუდენტებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. სტუდენტთა უმრავლესობამ პატრიარქის მოწოდების შემდეგ, აქციებზე უარი თქვა.
http://www.itv.ge/?m=16&CID=24964ეხლა იმ გოგოს (ანუკას) რომ ეთქვა ძირს ქრისტეო ჩაქოლავდნენ რაღაც ეჭვი მეპარება. ფაქტია ღმერთი რომ გალანძღო დიდი დიდი გითხრან ღმერთმა შეგინდოსო ილიას გაკრიტიკებაზე კი გქოლავენ .
ეს რეიტინგი ხელისუფლებებმა და პილიტიკურმა პარტიებმა შეუქმნეს ილიას . და თვითონ მოექცნენ მის ტყვეობაში.
მაგ ასავალ-დასავალს უხაროდა მიშავს პატრიარქი და მიშა გამოჰყავდა როგორც მასონად მართლმადიდებლობის მტრად მაგრამ როცა ქეთო და კუტუ''ზე დაესწრო მიშიკოს თან ერთად და მთავარანგელოზის სსამონასტრო კომპლექსი და შემდეგი განცხადება გააკეთა :
“და ვფიქრობ, რომ ეს ტაძარი სასწაულს გვიჩვენებს ჩვენ და ვფიქრობ, რომ ეს სასწაული გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან. ბატონო მიხეილ, ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს“, – მიმართა ილია მეორემ პრეზიდენტ სააკაშვილს.
საცოდავ დღეში იყო ასავალ-დასავალი და უკვე ცინიკურად წერდა ღმერთმა გაუმარჯოს მიშას და ილია მეორესო . საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა ვეღარ შეძლეს.
მარკ ტვენის სიტყვებია : პირველი რელიგია მაშინ შეიქმნა როცა პირველი აფერისტი პირველ სულელს გადაეყარაო ამიტომ არც აფერისტი დაილევა არც სულელი ამიტომაც რელიგია მარადიულად იარსებებს