#29002609 · 31 Dec 2011, 20:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lato
| QUOTE | | აი მაგალითად რა არის შენთვის ჭეშმარიტად მართალი? |
მე ან ვინმემ რო ეგ იცოდეს..... არ ვიცი მაგრამ რაღაც კანონზომიერება ხომ არის. ჩვენ მხოლოდ ჩვენი თვალსაწიერიდან ვიყურებით და ეგ ნამდვილად ვერ შემოსაზღვრავს მცირე ცოდნასაც კი ამ სამყაროზე, არადა როცა სამყაროს არ იცნობ რა უფლებაგაქ ისაუბრო მასზე, ან თქვა ღმერთი არიო ან არ არიო, წინასწარი დასვნები კი მხოლოდ იმას მიანიშნებს რომ ადამიანი იმას იჯერებს რისი დაჯერებაც აწყობს ამით კი რეალობას მნიშვნელოვნად შორდება.
| QUOTE | | აი ათეისტებს რაც შეეხებათ იმათ ყველანაირი იმედი დაკარგეს და მიხვდნენ რო თვითონ თუ არ გააკეტეს დღეს რამე და მშიერი დარჩნენ ეს მაგათი ბრალია და არა ეშმაკის და თუ პურის ფული იშოვეს ესეჩ თავიანთი დამსახურებაა და არა ღმერთის |
90%_ით გეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ შინაარსობრივად ადამიანის სპეციფიკიდან გამომდინარე უდიდესი საერთო აქვთ ათეისტებსა და თეისტებს, რადგან ერთიცა და მეორეც ჩაწებებულია ეგოიზმს საკუთარი თავის დიდ სიყვარულს და თვითგადარჩენის მოზღვავებულ ინსტიქტს, არცერთ მათგანს არ მოსწონს ის მდგომარეობა და ყოფნა როგორაც და რაშიდაც არიან, საამისოდ კი იმის მისაღებად რაც სურს სხვადასხვა გზას იყენებს საერთო კი ერთი მიზანიაქვთ ბედნიერება  ახალი არაფერი ვთქვი უბრალოდ რახან პრაქტიკულად არ ჩანს რეალური მიზეზი და მიზანი ამ ყოფიერებისა ვთვლი რომ ჩვენი თავისა და მოტივების შესწავლა დაგვაყენებს სწორ გზაზე. იყო უკმაყოფილო ცხოვრების (მაგ. ათეები) და ამიტომ ებრძოდე ღმერთს და მის მცნებას არ მესმის და არც ის მესმის გჯეროდეს ისეთი ტყუილის როგორიცაა რელიგია, ჭეშმარიტი მეცნიერება არ უნდა იბადებოდეს ემოციებით, შინაგანი პრობლემებით და საკუთარი სოციალური სტატუსის უკმაყოფილების გრძნობებით, ჩემი აზრით ნიცშე იყო ერრთერთი დიდი გამოვლინება ამ პრობლემის და მიუხედავად იმისა გენიალური ნაშრომებიაქ საბოლოოდ მაინც ზედმეტები მოუვიდა და ეს არი ამ პრობლემის დასასრული ყველასთვის. | QUOTE | | + ამას წყენა ღმერთზე რო გასაჭირში გვერდში არ დაუდგა და არ დაეხმარა |
+100  უმეტესობა ათეისტებისა ან ნახევარი მაინც ძველი "მორწმუნეა" ერთი დღით მაინც, დაეჭვდნენ შესთხოვეს და რომ ვერაფერი მიიღეს გამოავლინეს ბრაზი და ამ ბრაზით იკვებებიან და ცოცხლობენ, იმ უსამართლობას ამ ბრაზს უპირისპირებენ და გამალებით ცდილობენ თქვან ეს რომ ღმერთი არაა თქვან ეს ყოველდრე დღეში სამჯერ ან მეტჯერ, შინაგანად მაინც იმედი აქვთ მიკარგულში იქნებ ვინმემ გაიგოს ეს ჩემი ცუდი თუ კარგი ძახილიო, ეს ვინმე ვინ არი არავინ იცის რადგან ათეისტი ამაზე პასუხს არაცნობიერში მალავს, საბოლოოდ კი როგორც თეისტი ისე ათეისტი ერთი სიკვდილით კვდება და რჩება ამით ყველაფერი | QUOTE | | ასე რომ თეისტია თუ ათეისტი ყველას გვაწუხებს ეს თემა დადებითად თუ უარყოფითად |
ჩვენ ჩვენი თავისა გვაწუხებს მხოლოდ, და ფასადური სიმშვიდის მქონე ათეისტიც რომელიც დასცინის მორწმუნეებს ამდროს ზუსტად ისეთივე გასაჭირშია როგორც თეისტი. ამას აღარ გავაგრძელებ თორე ალბათ იფიქრებ რას ბოდიალობსო : P
vita brevis
| QUOTE | | ჭეშმარიტება ერთია, რომლის ანარეკლიც თვითვეულ ჩვენგანშია და რომლის ახსნასაც ჩვენი სიმართლეებით ვცდილობთ |
ძალიან ზოგადი ნათქვამია მარა ჭეშმარიტებაში ღმერთს თუ გულისხმობ რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს, თუმცა კაი თვითონ ღმერთის მცნებაა ძალიან ზოგადი (ჩემთვის ყოველშემთხვევაში) ღმერთის არსებობას რელიგიით ვერავის ვერ დაუმტკიცებ იმიტორომ ბევრი შავი ხვრელებიაქ და სხვანაირად კიბატონო
This post has been edited by striker91 on 31 Dec 2011, 20:18
--------------------
everything will be OK in the end, if it's not OK, it's not the end
|