#39203191 · 25 Dec 2013, 11:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tb-seli
QUOTE | 1. ფაქტი არც შენ გაქვს და არც მე, ფაქტი იმას ნიშნავს შიგნით ვიდეო კამერა რო იქნება დამონტაჟებული და ყველაფერი დეტალურად დაფიქსირდება, აი ეს არის ფაქტი. |
ფაქტი ისაა რომ ისტორიულად ეს არასოდეს ყოფილა ”სასწაული”.. თვითონ მართლმადიდებელი მკვლევარების, სასულიერო ექსპედიციების შედეგები ამას მოწმობენ, რომ არაფერი ვთქვათ არამართლმადიდებლებზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მონაწილეობენ ამ ცერემონიაში.
გარდა ამისა ცეცხლის ანთების ტრადიცია სომხური გადმოცემით გრიგორ განმანათლებელს(მე-4 საუკუნე) უკავშირდება, რომელიც ჩავიდა იერუსალიმში უფლის საფლავთან, მღვიმეში და დიდი ხნის განმავლობაში ლოცულობდა. იმ მღვიმეზე ახლა სომხური ეკლესიაა(აღდგომის ტაძარში). შაბათს აღდგომამდე გრიგორი შედის უფლის საფლავთან სადაც სასწაულებრივად ინთება სანთლები და ლამპადები... შემდეგ გრიგორ განმანათლებელი თხოვს უფალს რომ აღდგომამდე შაბათს ღმერთმა ყოველთვის გამოგზავნოს თავისი "მადლი" უხილავი სახით... ამის რწმენა აქვთ სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს ახლაც. ამიტომ მორწმუნეებს ყოველ შაბათს აღდგომამდე უფლის საფლავზე ანთებული ცეცხლი მიაქვთ სახლში, სჯერათ რა ამ ცეცხლის მადმლოსილობის. ყოფილა შემთხვევები როცა ამ ცეცხლით სასწაულები მომხდარა, ყოფილა შემთხვევები როცა ცეცხლი თავისით ანთებულა მომლოცველების სანთლებზე.
QUOTE | 2. რაც შეეხება იესოს საფლავთან ვინ შედის და ვინ ლოცულობს, არც ამის ფაქტები არ გვაქვს და არცერთი არ ვარტ შიგნით ნამყოფი მაგ ლოცვის დროს და არ ვიცით ვინ რომელ ოთახშია მაგ დროს, ვინაიდან ფარდაა ჩამოფარებული და შიგნით არაფერი არ ჩანს. |
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს ოფიციალური სტატუს-კვო(ხელშეკრულება), სადაც არის აღწერილი ვინ რას აკეთებს და როდის. სტატუსი კვო რომ არ იყოს, ახლა მანდ ქაოსი და არეულობა იქნება, ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ყველა მხარე შეთანხმებულია რაღაც თანმიმდევრობაზე, როდის რომელმა კონფესიამ უნდა ჩაატაროს ცერემონია, ვინ რა და როდის უნდა შეასრულოს, ეს შეთანხმება ბოლოს მოხდა 1852 წელს ოსმალეთის იმპერიის შუამდგომლობით(ნეიტრალური მხარე), თურქები ახლაც მონაწილეობენ ცერემონიაში წესრიგის დაცვის მიზნით. კონფლიქტების გახშირების ფაქტების გამო კი იერუსალიმის პოლიციაც არის ჩართული.
QUOTE | ყველასათვის ცნობილია და უაუცილებესი პირობაა, რომ უნდა ილოცოს აუცილებლად მართლმადიდებელმა პატრიარქმა და მასეც ხდება, მე ჯერ არავისგან გამიგონია და არსად გამიგონია, რომ ვინმეს ეხსენებინოს სომეხი მღვდელმთავრის ლოცვის აუცილებლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეცხლი არ გადმოვაო. facepalm.gif |
ყველასთვის კი არა, მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის არის ეგ ცნობილი.. შენ არასოდეს არ დაინტერესებულხარ მანდ რეალურად რა და როგორ ხდება. luka123 სწორად გითხრა, ეტყობა შენ მართლაც ავტორიტეტები გყავს, ვისაც ბრმად ენდობი და უჯერებ...
QUOTE | არსად გამიგონია, რომ ვინმეს ეხსენებინოს სომეხი მღვდელმთავრის ლოცვის აუცილებლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ცეცხლი არ გადმოვაო. |
ცეცხლი კი არ გადმოდის, არამედ ინთება.
QUOTE | მითუმეტეს იმ პატრიარქის რელიგია, რომლის ლოცვაც აუცილებელი პირობაა, იძახის, რომ საფლავის ოთახში პატრიარქი შედის მარტო და ლოცულობს, იქ მის მეტი არავინ არ იმყოფებაო. |
სხვა კონფესიები და სტატუს კვო კი ამბობს რომ საფლავის ოთახში სომეხი მღვდელმთავარიც შედისო.
QUOTE | ეხლა რატო არ უნდა დავუჯერო მართლმადიდებლობის ამ მოსაძრებას? |
იმიტომ რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ამბობენ ამას, თანაც ყველა არა.
QUOTE | აი ამაზე ვიძახი რომ მეტი რაღა ფაქტია საჭირო, როდესაც თვითონ მართლმადიდებლური მხარე იძახის, რომ იქ პატრიარქი მარტოაო. |
ობიექტური ფაქტის დასადგენად საკმარისი არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე რომ მართლმადიდებლებს აქვთ პრეტენზია იმ ერთადერთობაზე და შეუცვლელობაზე, რომელიც ქრისტეს სხეულს, ერთადერთ ეკლესიას უნდა ახასიათებდეს.
QUOTE | არა რა პრობლემა უნდა იყოს, უბრალოდ ეგრევა შეგეტყო და მივხვდი. |
რა შემეტყო? 50/50 ვარ... შენ სვანი ხომ არ ხარ შემთხვევით?
QUOTE | რაც ნაღდია ნაღდია, რაღატო მეკამათები ტყუილად. მე ნოეს კიდობაზე ხმას ხო არ ვიღებ, არის არარატზე და იყოს. უბრალოდ ეგ თურქებთან უნდა გაარკვიოთ არარატი სომხებისაა თუ თურქების. gigi.gif |
ნაღდია შენთვის მხოლოდ იმიტომ რომ მართლმადიდებლები იძახიან ეგრეაო. ეს კი სწორხაზოვანი და ცალმხრივი დამოკიდებულებაა, რაც ობიექტურობას გამორიცხავს.
|