Mako Subladzeშეიძლება დადის კიდეც - ალბათ დადის, შეიძლება ახალი მისულია
თუმცა ეს სტადია მეც გამოვიარე
ყველა გადის "აქტიური მრევლის" სტადიას, როცა მოწინააღმდეგეს აქტიურად ებრძვი
და შენში გრძნობები ჭარბობს...
ანუ შევეცდები მარტივად აგიხსნა:
როცა ხდები მრევლი და მორწმუნე, თავიდან არის გარკვეული ეიფორიის სტადია
ანუ გრძნობ მადლს - ეს პირველი შეგრძნება ყველაზე ძლიერია
შეიძლება რაღაც სასწაულიც მოხდეს შენს ცხოვრებაში და ამან დიდი როლი ითამაშოს
(მაგალითად დედაჩემს ჰქონდა აშკარა გამოცხადება - ნუ ეს ცალკე საუბრის თემაა)
ამის მერე ხდები "აქტიური" მრევლი, (აქტიურად "იცავ" ეკლესიას)
მაგრამ ესეც დროებითია -
თანდათანობით ხვდები, რომ აქტიური ბრძოლა არაა საუკეთესო გამოსავალი
ანუ ეკლესიას და ქრისტიანობას არ სჭირდება დაცვა - პირიქით, ის გიცავს შენ
და ნელ ნელა გეუფლება სულიერი სიმშვიდე,
ეს - დიდი ნიჭია
დააკვირდი მადლიან მღვდელმთავრებს - მათში გასაკუთრებული სიმშვიდე და დიდი სულიერი ძალა იგრძნობა.
სულიერი სიმშვიდის მიღწევა საკმაოდ რთულია
განსაკუთრებით ასეთ გადარეულ ქვეყანაში, როგორიც დღეს საქართველოა
მაგრამ შესაძლებელია -
თუ ამას მიაღწიე - მხოლოდ მაშინ ხდები ნამდვილი ქრისტიანი.

ამაშია მთელი არსი ქრისტიანობის -
სულიერი სიმშვიდე,
როცა თავისუფალი ხარ ყოველგვარი ბოროტი აზრებისგან, ვნებებისგან, ნეგატიური გრძნობებისგან და ყოველგვარი შიშისგან -
სწორედ ესაა ნამდვილი თავისუფლება
ერთმა მორწმუნემ მითხრა ერთი კარგი რაღაც"
ნამდვილი ქრისტიანის ცხოვრება - ესაა გამარჯვება სიკვდილზეო.
ანუ სიკვდილის შიშზე.
This post has been edited by basa-ttt on 1 Jan 2012, 22:46