ლოგიკა101რაც შეეხბა მარკოზ მახარებელს, მასთან დაკავშირებით ფოტი აღნიშნავს:
”ახლა დაუკვირდი ჩემთან ერთდ იმას, თუ წინდაწინვე როგორ გულმოდგინეობს ეს საღვთო კაცი, რომ არანაირად საბაბი არ დარჩეთ ერეტიკოსებს, საფუძვლითურთ არყევს რა მათ მზაკვრობას, რადგან თავის ნაწერს აღარ ურთავს რა მათ მზაკვრობებს, რადგან თავის ნაწერს აღარ ურთავს იგი აღარც იმ სიტყვას: ”მხოლოდ”, რაც, თუმცა ფუჭად, მაგრამ მაინც იყო მათ მიერ წარმდგენილი აქ მათივე უღვთოების თავშესაფრად. ამოკლებს რა ფრაზას და უსპობს რა მათ უკეთურების საბაბს, მარკოზიც ქვემოდან ზემოთ ადის (თავისი თანამღდელმესრულის[5] მსგავსად) და როდესა აღწევს ანგელოზებამდე, იქ შემოწერს უმეცრებას, რითაც განასრულებს ფრაზის მონაკვეთს, შემდეგ კი იწყებს სხვა სათავიდან და არათუ არანაირ უმეცრებას არ ამბობს ძისადმი, არამედ, ყოვლითურთ საწინააღმდეგოდ, ნათლად სწამებს მისთვის (ძისთვის) მამისეულ ცოდნას, და არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ამ ცოდნის გვარსაც ააშკარავებს, ღვთისმეტყველებს რა რომ ძისთვის ცოდნის მიზეზია სწრედ ის, მამა, ვინც არის წყარო მისი ყველა სხვა ბუნებითი და ღვთისმშვენი ღირსებისა. მართლაც, რას ამბბს? -
”არც ძემ [იცოდეს], თუ არა მამამ”. ეს ნიშნავს, რომ იქიდან ეწყაროება ძეს ცოდნა, საიდანაც არის მისი შობის მიზეზი... ანუ არც ძეს ეცოდინებოდა, თუ არა [ეცოდინებოდა] მამას. რა არის ამგვარ მოწმობაზე უფრო უნათლესი და უწონადესი? იცის მამამ? იცის ძემაც. თუ რაიმე დავიწყებული აქვს ძეს, მამისგან უნდა ჰქონდეს ამის მიზეზი, მაგრამ არაფერი გამოეპარება მამის ცოდნას და ამიტომ - არც ძისას” (გვ. 396.).
შემდეგ უფრო მძაფრი სიტყვებით უარყოფს ფოტი ძის უმეცრებას:
”არ არის, არ არის ასე და არც იყოს არანაირად, არც თვით ბოროტების ხუროთმოძღვარმა არ ჩასძახოს ეს თავისი ბაგეებით ზოგიერთებს ყურში, რადგან იგი მამისთვსიაც კი არ გაიმეტებდა იმ დღისა და საათის ცოდნას, მაგრამ ზემოთქმულის შემდეგ თვით ისიც კი, მიუხედავად იმისა, რომ მაინც არ დაცხრება ბორგვისაგან, უთუოდ დათანხმდება უნებურად, რომ იგივე ცოდნაა ძეში. მართლაც, რადგან ითქვა:
”არც ძემ, თუ არა მამამ”, შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მცოდნეა მამა, თუ არ დავამახინჯებთ აზრს, იმავე ცოდნას უნდა შეერთვოდეს ძეც” (397).
ბოლოს ფოტისეული შეჯამება:
”ერთი მხრივ, წმინდა მათე თავის ნათქვამთან აკავშირებს სიტყვას ”მხოლოდ”, მაგრამ არანაირად არ ჩაურთავს: ”არ ძემ”, რათა არ იფიქრონ ერეტიკოსებმა, რომ ძე განყოფილია მამის დიდებისგან და რომ თითქოს ანგელოზთა ხარისხადმე დაიყვანება იგი. მეორე მხრივ, საღვთო მარკოზი ურთავს სიტყვებს: ”არც ძემ” და იწყებს რა ამით მეორე მონაკვეთს[6], უკუაგდებს სიტყვას: ”მხოლოდ”, რათა არ მხოდეს ისე, რომ ამ სიტყვის აქაც კვლავ დართვით, ხელმოსაჭიდი გახდეს იგი უღმერთოთათვის იმ მხრივ, რომ აღარ ჩაითვალოს ახალი მონაკვეთის დასაწყისად სიტყვები: ”არც ძემ”, ამით კი მოხდეს უგულებელყოფა იმისა, რომ აქ დაბოლოდა და დასრულდა წინადადების პირვეი მონაკვეთი” (397).
ამრიგად, როგორც ხედავთ, ბერძნული ტექსტის ლინგვიტური ანალიზი, რაც მოწოდებულია წმ. ბასილისა და წმ. ფოტის მიერ, გამორიცხავს უმეცრების მიკუთვნებას ძისადმი, რადგან, ერთი მხრივ, მათე მახარებელი არ ახსენებს ძეს და თუმცა იგი იყენებს სიტყვას ”მხოოდ”, ამით ხაზს უსვამს მარტოდენ იმას, რომ მამა მთლიანდ გამიჯნულია საკუთრივ ქმნილებათაგან (და არა ძისგან), მეორე მხრივ, მარკოზი თუმცა ახსენებს ძეს (”არც ძემ”), მაგრამ იგი აღარ ინარჩუნებს სიტყვას ”მხოლოდ”, რის გამოც მისგან თქმული ბერძნული ფრაზა ორ მონაკვეთად, ორ ნაწილად განიყოფება, რომლის პირველი ნაწილი (”ხოლო იმ დღისა და საათის შესახებ არავინ იცის, არც ცის ანგელოზებმა”). მომავლის რეალურ უმეცრებას აღნიშნავს, რაც ქმნილებათა (ადამიანთა და ანგელოზთა) თვისებაა, ხოლო მეორე ნაწილი (”არც ძემ, თუ არა მამამ”) პირობითობას მიუთითებს და გულისხმობს, რომ ”არც ძემ [იცოდეს], თუ არ [იცის] მამამ” ანუ ”არც ძეს ეცოდინებოდა, თუ არ ეცოდინებოდა მამას”, რაც, უკუთქმის პრინციპით, არათუ ძის უმეცრებას მოწმობს, არამედ პირიქით მის ყოვლისმცოდნეობას გვისაბუთებს, რადგან ძე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მეორედ მოსვლის უმეცარი, თუ არც მამას არ ეცოდინებოდა ეს ჟამი, მაგრამ რადგან მამის ყოვლისმცოდნეობა უეჭველია, შესაბამისად უეჭველია ყოვლისმცოდნეობაც ძისა.
ასე რომ, ტექსტოლოგიური დასკვნა ერთია:
მათე და ამრკოზ მახარებლები არათუ არანაირ უმეცრებას არ განუკუთვნებს ძეს, არამედ, პირიქით, მხოლოდ იმ მიზანს ისახავენ, რომ იესო ქრისტეს ყოვლისმცოდნეობა დაგვისაბუთონ.
რაც შეეხება საპირისპირო მტკიცებას, რომ ძეს შეიძლება რამენაირი აზრით უმეცრება განეკუთვნებოდეს, როგორც ვნხეთ, წმ. ფოტი ამგვარ დაშვებას უყოყმანოდ უწოდებს ”ერეტიკოსთა პარანოიას”, ”ერეტიკოსთა მზაკვრობას”, ”უღვთოებას”, ”ბოროტების ხუროთმოძღვრისგან ჩაძახილს” და მთლიანად უკუაგდებს მას, როდესაც კატეგორიულად განაჩინებს: ”არ არის ასე და არც იყოს არანაირად”.
ახლა შევეხოთ იმავე დებულების (ძის ყოვლისმცოდნეობის) ეთიკურ დასაბუთებას.
უპირველესად აღვნიშნავთ, რომ ზემოწარმოდგენილი ლინგვისტური ანალიზი, ცხადია, ბერძნულ გრამატიკაში განსწავლულ მსმენელსაც გულისხმობს, რაც იშვიათია. შესაბამისად, ეკლესიის მამები გრძ§ობდნენ ვალდებულებას, რომ სხვა კუთხიტაც განემართათ სახარების ზემორე მუხლები, სადაც ლიტონი გონების მკითხველისთვის ძის უმეცრება იყო ნაუწყები.
------
ლოგიკა101იმედია ფოტი პატრიარქს, ბერძნულის ცოდნაში არ გაეჯიბრები და ძეს ცნობ ჭეშმარიტ ღმერთად