მოდით ვიმსჯელოთ ლოგიკურად, იქნებ რამეში დაგვეხმაროს, ცოტათი მაინც
ჩემი აზრით,როდესაც დარვინმა დაწერა წიგნი, მეცნიერებმა რატომღაც ეგრევე აიტაცეს და მაგის გარშემო დაიწყეს ტრიალი.თუ რატომ მოიქცნენ მასე, 3 მიზეზი შეიძლება არსებობდეს.
1.1.ნაწილობრივ ეთანხმებოდნე, სხვა გამოსავალი არ ქონდათ, რაღაცით უნდა დაეწყოთ.
2.1.თითქმის არ ეთანხმებოდნე მაგრამ საქმეს ჭირდებოდა , კრეაციონიზმის გასანეიტრალებლად ყველა გაერთიანდა.
3.1.თითქმის მთლიანად ეთანხმებოდნენ, მაგდროის მეცნიერებისთვის სავსებით მისაღები იყო
დავუშვათ,რომ 3.1-ე ვარიანტის გამო მოხდა ევოლუციის და კერძოდ დარვინის თეორიის აღიარება. მას აუცილებლად ეყოლებოდა მაგ დროის მეცნიერთა მინიმუმ 85% მხარდაჭერა, მეტი თუ არა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მყარდებოდა მათი მოსაზრება, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებშიც კი დაიწყეს მაგის სწავლება.შემდგომ და შემდგომ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა და მეცნიერება უფრო ვითარდებოდა, მეტი და მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ამ თეორიას.
მიდგომა ამ ფაქტისადმი, რომ ბევრი მეცნიერი აღარ ეთანხმება ევოლუსიის თეორიას, ხშირ შემთხვევაში არის ესეთი:
* ისინი მეცნიერები არ არიან, ისინი მორწმუნეები არიან და სწამთ ღმერთის.
* პროფესიონალი მეცნიერი არ განუდგებოდა ევოლუციის თეორიას, ესეიგი არ ქონიათ შესაბამისი განათლება და მეცნიერებად თითქმის აღარც მოიხსენიებენ. ანუ არ არსებობს არცერთი მეცნიერი, რომელმაც ეჭვი შეიტანა არსებულ თეორიაში და მას აღიარებდნენ პრობესიონალად და შესაბამის პატივს მიაგებდნენ.
ანუ,თუ ევოლუციის თეორიაში რომელიმე მეცნიერს შეეპარება ეჭვი, ის ავტომატიურად კარგავს კარიერას და მეცნიერულ მიღწევებს. ფაქტიურად გამოდის, რომ დღევანდელი მონაცემებით, ევოლუციის თეორიის გამზიარებელი მეცნიერი, არის 100-დან 100% , რაც არის სრული უტოპია და არ შეიძლება შეესაბამებოდეს რეალობას. იმისდამიხედვით რომ მეცნიერება უფრო განვითარდა და მეტი შესაძლებლობები შეიძინა, ლოგიკურად მეტი მოსაზრებაც უნდა გაჩენილიყო ამ თეორიასთან დაკავშირებით და შესაბამისად მეტ მოწინააღმდეგესაც შეიძენდა... რეალობა კიდევ უფრო სხვა იქნებოდა ,რომ არ ხდებოდეს ზევით აღნიშნული ქმედებები და მეცნიერები არ იყვნენ დაშინებულები კარიერული წინსვლის შეჩერებით.
შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო, მოვლენების ესეთ ნაირად განვითარების მიზეზი, საიდანაც აშკარად ჩანს, თუ როგორ ხდება "ევოლუციის თეორიის" მიზანმიმართული პროპაგანდა, რაც საფრთხეს უქმნის მეცნიერების სწორი გზით განვითარებას ან შეიძლება პირიქითაც, ხელს უწყობს მას. მიზეზი შეიძლება იყოს სამი:
1.2.გაურკვეველ ადამიანთა ჯგუფს აქვთ დაინტერესება იმისა, რომ კაცობრიობამ ეჭვგარეშე დაიჯეროს და აღიაროს სიცოცხლის გაჩენის ესეთნაირი ვარიანტი, რასაც ევოლუციის თეორია გვთავაზობს, ანუ არ არსებობს ღმერთი და ჩვენ ყველანი ვართ ცხოველები.
გამომინარეობს შემდეში:
a) „ევოლუციის თეორიამ“ დროთა განმავლობაში მეცნიერების გარკვეულ ჯგუფზე, მოახდინა დიდი ძეგავლენა, რაც ბევრი მეცნიერისტვის გახდა ერთგვარი რწმენა, ანუ „ევოლუციის თეორია“ გახდა რელიგია.
b) დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან, გაადვილებულია ხალხის მართვა, ვინაიდან ერთბაშად ხდება ყველა რელიგიის უარყოფა და ხალხი ექცევა ერთ რელიგიაში, მეცნიერება ხდება რელიგია.
2.2.იმდენად დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდა მეცნიერებას ევოლუციის თეორიის უტყუარობის, რომ დღეს უჭირთ მისი უარყოფა,გარკვეული მიზეზების გამო:
a) შეილახება, ძალიან ბევრი ავტორიტეტი მეცნიერის რეპუტაცია, რომლებსაც აქვთ დიდი გავლენა სამეცნიერო დაწესებულებებზე, სარგებლობენ საზოგადოების მხარდაჭერით, რომელიც მოიპოვეს მეცნიერებაში სხვა ცნობილი მიღწევებით.ეს მეცნიერები უფრთხილდებიან თავიანთ კარიერას და ღირსებას. მითუმეტეს როდესაც ალტერნატივის შეთავაზება არ შეუძლიათ, მათ უნდა აღიარონ საკუთარი უსუსურობა და გახდნენ კრიტიკის ობიექტები.
b) მეცნიერებაში ძალიან ბევრი რამე აგებულია ევოლუციის თეორიიდან გამომდინარე, ბრმად დადგენილ დოგმებზე, რომლის უარყოფაც მთლიანად შეცვლის მეცნიერულ მიმართულებას, რაც გამოიწვევს საზოგადოებაში დიდ ნიჰილიზმს, მეცნიერებისადმი.
3.2. „ევოლუციის თეორია“ არის მისაღები ჭეშმარიტად პროფესიონალი მეცნიერებისთვი, სხვა ყველა მეცნიერი, გააზრებულად ან გაუაზრებლად უქმნის პრობლემას არსებულ თეორიას, რაც მეტყველებს მათ არაპროფესიონალიზმზე ან დამოკიდებულებას რელიგიაზე.აქედან გამომდინარე, თავშივე მოყვანლი ფაქტები არის უბრალოდ დამთხვევა და არანაირ უტოპიას არ წარმოადგენს. ასევე ვასკვნით, რომ ყველა რელიგია არის მცდარი და ადამიანთა აფსოლუტური უმრავლესობა არის გულუბრყვილო და ფანტაზიორი. არ არსებობს არანაირი სასწაული, ხალხი უბრალოდ არის ტყუილის და შოვინიზმის მსხვერპლი.
როგორც თავიდან დავუშვით 3.1 ვარიანტის შემთხვევაში, თუ მოვლენები მაგ მიზეზით განვითარდა,1.2, 2.2, 3.2, ვარიანტებში მოყვანილ ვარაუდებს მიენიჭებათ 33 %-33%-33%.
თუ მოვლენები განვითარდებოდა 1.1 ვარიანტის მიხედვით, მაგ შემთხვევაში გამოირიცხება 3.2 ვარიანტში აღწერილი ვარაუდი.და რჩება მხოლოდ 1.2, 2.2, ვარიანტები, რომლებსაც მიენიჭება 50-50%
ხოლო თუ მოვლენები 2,1 ვარიანტის მიხედვით განვითარდებოდა, გამოირიცხება 2.2, 3.2 ვარიანტები და რჩება მხოლოდ 1.2 ვარიანტი, რომელიც შეადგენს 100%.
პროცენტული შეჯამებისას მივიღებთ ესეთ სურათს:
3.2 = 33.3%
2.2=50%+33.3% =83.3%
1.2=33%+50%+100%=183.3%
ეს იგივეა:
3.2=11.1%
2.2=27.8%
1.2=61.1%
შედეგი:
მეცნიერებაში „ევოლუციის თეორია“ ობიექტურად განიხილება ,როგორც ერთადერთი ახსნა იმისა, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე და როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები.მას ალტერნატივა ჯერჯერობით არ გააჩნია. 11.1%
მეცნიერება როდესაც განიხილავს „ევოლუციის თეორიას“ ერთადერთ ახსნად, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე და როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, ის არაობიექტურია და სავსებით შესაძლებელია სინამდვილე იყოს სულ სხვა. 27.8%
„ევოლუციის თეორია“ თავიდან ბოლომდე არის სიცრუე და დღემდე ემსახურება სიცრუეს, ხელოვნურად შექმნილ იდეას. 61.1%
-----------------------------------------------------------------------------------
11.1% მაჩვენებელია იმისა,რომ ევოლუციონისტებს გულწფელად ჯერავთ იმისა რასაც იძახიან და მიზანმიმარტულად არ იტყუებიან, ეფუძნებიან რეალურ კვლევებს, მარა ხო შეიძლება მაინც ცდებოდნენ და რაღაცას ისე ვერ აკეთებდნენ როგორც საჭიროა? ეს კიდევ ამცირებს ევოლიციის ჭეშმარიტებას და ცალკე გამოსათვლელია. ასერომ მინიმუმ 11.1 უნდა გავყოთ ორზე, მეტზე თუ არა
როგორია?? დაამატებტ რამეს?
დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ...
net შენი იმედი მაქვს


ესეთ სმაილებს არ ვიყოთ
This post has been edited by tb-seli on 16 Jan 2012, 15:43