korven_dalasბევრი რამ წერია ამ თემაშიც და კლუბშიც ისეთი რამაც წესით აზრი უნდა შეგაცვლევინოს.
ყველაფერი უნდა დავიწყოთ ნულიდან, ჯერ ის უნდა დაიჯერო, რომ ადამიანი სუსუ პირველი ცოცხალი ორგანიზმის შთამომავალია და კიდევ უფრო უკან თუ წავალთ ჩვენ და ყველაფერი რასაც ხედავ, არის დიდი აფეთქების შთამომავლობა,

მე ამ თეორიაზე თავს არ ვდებ, მაგრამ წამყვანი მეცნიერების უმეტესობა ამ თეორიას თვლის ყველაზე მისაღებად.
არც ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,მოდი ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს პლანეტას, შენი კითხვა ესე ჟღერს დაახლოვებით.
რატომ არის რელიგია სიცრუე, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა არის სიმართლე ; )

ჯერ ყველაფერს შევეშვათ და ჩვენი პლანეტის ისტორიას გადავხედოთ, ჯერ მარტო აქ ვიპოვით რელიგიის ძალიან ბევრ უარმყოფ ფაქტებს. ჩვენი პლანეტის ევოლუციის მთელი სცენარი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სამყაროს კანონებთან, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ბოლომდე. ბიბლიას თუ გადავხედავთ ადვილად შევამჩნევთ, რომ ის ადამიანის ეგოიზმზე და სიხარბეზეა აგებული. მასში არაფერი წერია, დინოზაურებზე და იმ ფაქტზე რომ ადამიანი ერთ დროს ჩვეულებრივი ძუძუმწოვარა იყო და სხვა ძუძუმწოვრებისგან არ გამოირჩევოდა ინტელექტით.
რამდენი წლის ხარ?

ბიბლიაზე კიდევ რა დავწერო
დავიღალე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი საერთო გვაქვს, სხვა ძუძუმწოვრებთან, ჩვენში ისევ დომინანტობენ ინსტინქტები. ხშირ შემთხვევაში ინსტინქტი ამარცხებს ლოგიკას, გადახედე შენს ცხოვრებას და მიხვდები, რომ ალოგიკურ საქციელებს ხშირად ჩადიხარ და ამის შემშლეში ჩვენი ვადაგასული პირველყოფილი ინსტინქტიებია, რომლებიც დაბალი ინტელქტის ქონის შემთხვევაში შეიძლება ძალიან ეფექტურიც იყო თავის დროზე. ზოგი ინსტინქნქტი დღესაც ეფექტურია. მაგრამ ლოგიკას ვერ ჯობია თუ დროში არ ვართ შეზრუდული. ბიბლიაც ჩვენი მთავარი ინსტინქტების მიხედვით არის შექმნილი. მოკლე შინაარსი ესეთია. მოიქეცი კარგად და შენ როცა მოკვდები მაინც ცოცხალი დარჩები და + კიდევ დასაჩუქრდები.

ამის და მიუხედავად შენ და ყველა თეისტი აგრძელებთ ველური კანონებით ცხოვრებას, ანუ ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადამიანში ინსტინქტი უფრო ძლიერია ვიდრე ლოგიკა. ინსტინქტებს თუ ვკითხავთ წუთიერი სიამოვნება და მუდმივი ჯოჯოხეთი ურჩევნიათ, ლოგიკას მოთმინება და მუდმივი სიამოვნება.