ზოგჯერ სწორი და ზოგჯერ არასწორი ერთ სივრცეში არ არსებობს, ნამდვილ რიცხვებში სწორია ყოველთვის 1+1=2 , რადგან ეს აქსიომაა და თუ ვიღაც საწინააღმდეგოს ამტკიცებს ინტრიგანია.
ვიღაცამ თუ შეადგინა სხვა სივრცე მაგალითად ბულის ალგებრა 1+1=1 2 იქ საერთოდ არ არსებობს, მაგრამ აქაც ყოველთვის 1+1=1 .
ბულის ალგებრა თუ არ იცი და ეს უნდა ირწმუნო ამას გააზრება არ ქვია, გააზრება იქნება მოძებნო ეს თეორია და გაიაზრო.
ახლა რაც შეეხება არსებობა არ არსებობას რეალობაში, რეალობაც რაღაცნაირად გავს ამ სივრცეებს და მასში რაღაც არ შეიძლება თან არსებობდეს თან არა, ან ფუნდამენტურ აქსიომებს ეწინააღმდეგებოდეს. რეალობაში ყველაფერი ერთია და განუმეორებელი და თავისი ადგილი უკავია სივრცეში და დროში თუ არსებობს, არ შეიძლება ეთიდაიგივე რაღაც ერთ მომენტში თბილისშიც იყოს და ვაშინგტონში ან ვაშინგტონი და თბილისი სხვადასხვა ადგილზე იყვნენ და ერთი მეორეს ნაწილი იყოს ან მესამე ქალაქზე თბილისი პატარა იყოს ტერიტორიულად ვაშინგტონი დიდი და ამავდროულად თბილისი ვაშინგტონზე დიდი იყოს ყველა ასეთი დარღვევა ნიშნავს არ არსებობას და ეს ადამიანში დაბადებიდან აქსიომაა გაუაზრებლად, ამ აქსიომების შეცვლა იწვევს რეალობის დარღვევას და ადამიანი ირეალურ სამყაროში აღმოჩნდება თუ ყველაფერზე ასე იმსჯელა, არის მეორე ვარიანტიც დაიჯერო რომ ასეთი რაღაცეები მხოლოდ ისეთ რაღაცას ეხება , რომელსაც ვერ ნახავ და ვერ აღიქვამ სრულად სიცოცხლეში , რადგან ეს კომფორტს გიქმნის , ბევრ გაუცემელ კითხვას მომავალში(სიკვდილის შემდეგ) პასუხის იმედს გაძლევს თან დროში ყოველთვის არსებობის ილუზიას გიქმნის, იმდენად გინდება ძალიან ასე იყოს, ძიებას წყვეტ და ამას აქსიომათა აქსიომად იღებ, რომელსაც პოეტურად "ჭეშმარიტება"-ს არქმევ, თუმცა რეალობაში განაგრძობ იგივე ლოგიკის წესებით ცხოვრებას და ამას დროებით ანომალიას არქმევ ანუ რაც იცი იმას ილუზიას არქმევ და რაც არა რეალობას. ეს იგივეა რომ თქვა 5+7 = 13 მაგრამ თუ 7 და 5 ვაშლს მომცემენ 12 მექნება რადგან სიცოცხლეში მეცამეტეს ვერ ვხედავო.
ასე რომ ჩვენს რეალობაში რელიგიური ღმერთი არ არსებობს, აქსიომებს ეწინააღმდეგება ეს კი პირდაპირი მტკიცებაა,ზოგიერთი რომ ამბობს ვერ ამტკიცებთო, სწორი იქნება თქვან ვერ მიმტკიცებთო ან არ გავიგებო

,
ეს კი იმას ნიშნავს რომ მე ვამტკიცებ და მოწინააღმდეგე ანდაზის "მე ვარ და ჩემი ნაბადი" გმირია.
შეიძლება რაღაც ზეგონი ან ზეძალა არსებობს , რომელიც სხვა რეალობაშიცაა , მაგრამ ჯერჯერობით არც განმარტება და არც არანაირი საბუთი არ არსებობს.
This post has been edited by Taba on 11 Apr 2012, 14:09
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe
არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი
რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS