daviti_231
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 64
წევრი No.: 129269
რეგისტრ.: 26-March 11
|
#29319097 · 22 Jan 2012, 01:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
«დაბოლოს, ვერა და ვერ ვუვლით გვერდს საკითხს, რომელიც, როგორც შემოდგომის სიო, სულში ცრემლთა ტბას გვიმღვრევს და სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიბრალულის ნარევის განცდით, ერთდროულად ორივე მცნების აღსასრულებლად აღგვძრავს: ,,არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“ და ,,ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა!“. მოვიყვანთ ნაწყვეტს ერთი საუბრიდან: ,,50-იანი წლები იდგა. თეატრალური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი გახლდით. იმხანად, ძალიან გამიტაცა რელიგიამ. Gადავწყვიტე, თეატრალური დამეტოვებინა და სასულიერო სემინარიაში წავსულიყავი. მაშინ, ასეთი სასწავლებელი მხოლოდ სვეტიცხოველში იყო (...). აგვისტოში იწყებოდა მისაღები გამოცდები. მიმღებ კომისიაში სულ მამები ისხდნენ, მხოლოდ ერთი იყო სამოქალაქო ფორმით. მეცნო, ისიც დაჟინებით მიყურებდა. მიღება თითქმის მთავრდებოდა, მე კი არ მიძახებდნენ. მერე, ის კაცი მოვიდა ჩემთან და მკითხა _ შენ თეატრალურიდან არა ხარ?Mმე ,,კაგებე- დან“* ვარ. იცი, აქ რატომ ვარ, ნუგზარ? თუ ვინმე მოაზროვნე და ჭკვიანი კაცი მოვა, არ უნდა მივაღებინო სემინარიაშიო“ (ნ. ჯუღელი, ,,კვირ. პალიტრა“, 28.04.03.). ამასთან მიმართებაში სიტყვა-სიტყვით მოგვყავს 1995წ. შემდგარი საქ. საეკლესიო კრების ხმოვანი ჩანაწერიდან პატრიარქ ილია მეორეს გამოსვლის ნაწყვეტი: ,,მე მინდა, შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომელსაც, ასევე, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება. გუშინ**, მსჯელობის დროს, კამა... კამათ... კი არა, მსჯელობის დროს ითქვა***, რომ არის შემთხვევები, როცა პრესაში იბეჭდება ამა თუ იმ პირზე, ამა თუ იმ ადამიანებზე იმის შესახებ, თითქოს, ეს პირი იყო თანამშრომელი უშიშროებისა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლება არის უნიკალური ხელისუფლება; იყო, მადლობა ღმერთს, რომ იყო და აღარ არის. და თქვენ კარგად იცით, რომ ყოველ ადამიანზე, რომელსაც ოდნავ მაინც რაღაც თანამდებობის... თანამდებობა ეკავა, აუცილებლად შედგენილი იყო პირადი საქმე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ პიროვნებას, ასევე, არქმევდნენ ,,ფსევდონიმს“. იყო შემთხვევა, როცა უკავშირდებოდნენ იმას და ეუბნებოდნენ, რომ აი, შენზე გვაქვს ჩვენ ეს პირადი საქმე; იყო შემთხვევა, როცა ამას არც კი ეუბნებოდნენ და თითქმის ყველა თანამდებობის პირზე, განსაკუთრებით ჩვენს მეცნიერებზე, სახელმწიფო პირებზე, სასულიერო პირებზე იყო შედგენილი ასეთი პირადი საქმე...“ (დასკვნის გამოტანა გონიერი მკითხველისთვის მიგვინდია). ______________ *,,KGB“ _ ,,კომიტეტ გოსუდარსტვენნოი ბეზოპასნოსტი“ (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი); **კრების პირველ დღეს; ***ერთმა მოძღვარმა პატრიარქს მიმართა თხოვნით, ეღიარებინა ან უარეყო ჩვენში (,,სამრეკლო“, 9-16.08.1995) და უცხოეთში (,,Soviet Analyst“, X,95) გამოქვეყნებული იმ მასალების ნამდვილობა, რომლებიც ზოგიერთი სამღვდელო პირის საიდუმლო პოლიციასთან გარიგებას ასახავს (იგულისხმება ღვთისა და ეკლესიის რამდენიმე მსახურზე, მათ შორის, ილია II-ზე შედგენილი ,,სააღრიცხვო ბარათები“, რომლებშიც მოყვანილია მათი ,,აგენტობაზე“ გადაბირების მანაცემები, ,,ფსევდონიმი“ და პირადი ხელმოწერა) _ ავტ.» _ მღვდ. გ. სხილაძე: «საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან“ ,,გარდაქმნამდე“», [1985-2003წწ..], პარიზი, 2004წ., გვ..31-32.
This post has been edited by daviti_231 on 22 Jan 2012, 01:41
|