„იეღოვას მოწმეთა" სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის სასაფლაო და მასონთა პირამიდა,რომელიც მას დაუდგეს მისმა მასონმა მეგობრებმა. რასელი დასაფლავებულია მასონთა ცენტრალური ოფისის-შენობის გვერდით მდებარე მასონთა სასაფლაოზე!
http://www.youtube.com/watch?v=4_p9k0gp8F4ქრისტიანი კაცი
მასონობა და რელიგია
პირველ პლანზე წამოწეულია ბრძოლა ქრისტიანულ რელიგიასთან და ეკლესიასთან. ამ ბრძოლას მასონები ეწევიან რელიგიური აღმსარებლობის განურჩევლობის პროპაგანდირებით, ან გამოდიან აშკარა და ღია ათეიზმის პრინციპებით. პირველ სისტემას ახორციელებენ ინგლისელი მასონები, რომლებიც ასწავლიან: “ჩვენს დროში, - ნათქვამია ანდერსონის კონსტიტუციის პირველ წიგნში, - ადამიანი თავისუფლად ირჩევს სარწმუნოებას, და მხოლოდ ერთი რელიგიაა აუცილებელი ყველასთვის: ის საყოველთაო, რომელიც ყველა ადამიანს გააერთიანებს და რომელიც ავალდებულებს ყველას იყოს კეთილის და მოვალეობის ერთგული, იყოს ღირსებისა და სინდისის მქონე ადამიანი, როგორადაც იწოდებოდეს ჩვენი აღმსარებლობა და როგორი რელიგიური დოგმატებიც უნდა განგვასხვავებდეს სხვა ადამიანებისგან”.
მეორე სისტემის მიმდევრები კი არიან რომანული მასონობის წარმომადგენლები (უმთავრესად ფრანგი მასონები), რომლებმაც აშკარა ომი გამოუცხადეს ღმერთს, ქრისტეს და ეკლესიას და რომელიც მიდის სატანის თაყვანისცემამდე. მაგრამ ინგლისელ და ფრანგ მასონებს ერთი მიზანი გააჩნიათ, დანგრეული ქრისტიანობის ადგილზე აღმართონ ახალი, ყველა ადამიანის გამაერთიანებელი სარწმუნოება. განსხვავება მხოლოდ ტაქტიკაშია: იმ დროს, როდესაც ინგლისელი მასონები აღიარებენ “რელიგიურ ცრურწმენებთან კულტურული ბრძოლის გზას”, ფრანგი მასონები აშკარად აღიარებენ უღმერთობას.
1863 წელს, ლიეჟის სტუდენტთა ყრილობაზე, მასონმა ლაფარგმა მასონობის მიზანი განსაზღვრა, როგორც “ადამიანის გამარჯვება ღმერთზე”. “ომი გამოვუცხადოთ ღმერთ! პროგრესის მთელი აზრი ამაშია! უნდა გავხვრიტოთ ზეცა, როგორც ქაღალდის ქოლგა!”.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ანტიეკლესია, ამიტომაც ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავანგრიოთ ყველა ფორმის რელიგიური ზეგავლენა, რომელშიც ის ვლინდება” (ბელფორის კონგრესი, 1911 წ.).
ბელგიელი მასონი კოკი პარიზის მასონთა საერთაშორისო კონგრესზე აცხადებდა, რომ “ჩვენთვის აუცილებელია დავანგრიოთ რელიგია”, და შემდეგ, - “პროპაგანდის გზით და თვით ადმინისტრაციული აქტების მეშვეობითაც, უნდა გავჭყლიტოთ რელიგია”.
ესპანელი მასონ-რევოლუციონერი ფერრერო თავის პირველდაწყებითი სკოლების კატეხიზმოში წერს: “ღმერთი – ეს მხოლოდ ბავშვური კონცეფციაა, რომელიც გამოწვეულია შიშის გრძნობით”.
“ენერგიულად დავუჭიროთ მხარი ყოველ ადამიანს სინდისის თავისუფლებაში, მაგრამ ურყევად გამოვუცხადოთ ომი ყველა რელიგიას, რადგან ისინი კაცობრიობის ჭეშმარიტი მტრებია. საუკუნეების განმავლობაში ისინი მხოლოდ ცალკეული ადამიანებისა და ერების გახრწნას უწყობდნენ ხელს. უნდა ვიმუშაოთ, ჩვენი სწრაფი და მოხერხებული თითებით უნდა მოვქსოვოთ სავანე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს დაფარავს ყველა რელიგიას; ასე ჩვენ მივაღწევთ მთელ მსოფლიოში სასულიერო დასისა და მათ მიერ შთანერგილი ცრურწმენების განადგუერებას” (საფრანგეთის დიდი ლოჟის კონვენტი, 1922 წ.).
მასონობა და ქრისტიანობა
უარყოფს რა ყველა რელიგიას, მასონობას განსაკუთრებულად სძულს ქრისტიანობა. ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში მასონობა მიდის ქრისტიანული სწავლების გაყალბების, ანუ, ქრისტიანობის ფალსიფიკაციის, ან კიდევ ქრისტიანობის აშკარა დევნის გზით. აი რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით მასონები:
“მათთვის, ვისაც არ შეუძლია უარი თქვას ქრისტეს სარწმუნოებაზე, ჩვენ დავაწესებთ, რომ ქრისტეც ქადაგებდა ბუნებისა და გონების რელიგიას. ჩვენ დავამატებთ, რომ ეს უბრალო რელიგია შერყვნილ იქნა, მაგრამ ჩვენ მისი მემკვიდრეები ვართ ფრანკმასონობის მეშვეობით და ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთადერთი მიმდევრებიც. მაშინ დაგვრჩება მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა მივამატოთ სასულიერო პირებისა და მონარქთა წინააღმდეგ” (წიგნი ცვაკისადმი).
“შეგახსენებთ, რომ ქრისტიანობა და მასონობა აბსოლუტურად შეურიგებელი მხარეებია, იმდენად შეურიგებელი, რომ ერთი რომელიმეს მიმხრობა მეორესთან კავშირის გაწყვეტას ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში მასონის ვალია – თამამად გამოვიდეს არენაზე და აშკარად გაილაშქროს ქრისტიანობის წინააღმდეგ”.
“გალილეველის ტრიუმფი გრძელდება 20 საუკუნეა. ილუზია საკმაოდ გაიწელა. ის უნდა გაქრეს. Dღმერთი მატყუარაა. ის შეუერთდება საუკუნეების მტვერს და ინდოეთის, ეგვიპტის, საბერძნეთისა და რომის სხვა ღმერთებს, რომლებსაც ასევე უნახავთ მათ მიერ მოტყუებული არსებანი, რომლებიც პირქვედამხობილნი იწვნენ მათი საკურთხევლების წინაშე. მასონი ძმებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ცრუ ღმერთების ეს დაცემა” (დიდი აღმოსავლეთის კონვენტი, 1903 წ.).
“ძირს ჯვარცმული: შენ, რომელსაც აგერ 18 საუკუნეა მოგიდრეკია მსოფლიო შენს უღელქვეშ, შენი მეუფება დასასრულს უახლოვდება. ღმერთი საჭირო არ არის!” – ამბობს მასონი ფლერი.
მასონობის რელიგია და მორალი
გამოუცხადა რა ომი ღმერთს და უარყო ქრისტიანული ეკლესია და მორალი, მასონობამ შექმნა საკუთარი, ახალი ჰუმანიტარული რელიგია და ღმერთი შეცვალა კაცობრიობით. “ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ვაღიაროთ ღმერთი, როგორც ცხოვრების მიზანი, ჩვენ შევქმენით იდეალი, რომელიც არის არა ღმერთი, არამედ კაცობრიობა” (დიდი აღმოსავლეთის კონვენტი, 1913 წ.).
“ხალხუნა – ეს ღმერთია!” – ამტკიცებს იგივე აზრს გლეხური რევოლუციის მეხოტბე, მასონი მწერალი მაქსიმ გორკი. თავისი ამ ძირითადი დებულების განვითარებით, მასონები ქადაგებენ კაცობრიობის გაღმერთების ახალ რელიგიას და ქმნიან არარელიგიურ მორალს.
“ბედნიერი ცხოვრებისთვის, - წერდა ჯერ კიდევ 1720 წელს, მასონი დ. ტოლლანდი, - მარტო სათნოებაც საკმარისია: ის თვითონ არის საკუთარი თავის ჯილდო” (Нис. Основные черты современного масонства).
“თავისუფალი ქვისმთლელის ზნეობა არანაირად არ არის შეზღუდული არც ერთი რომელიმე აღმსარებლობით, სარწმუნოებით ან ფილოსოფიური სისტემით”.
“მასონობა არ ეძებს სიკეთისა და ბოროტების, ან მოვალეობისა და სამართლიანობის საზომებს არც კაცობრივი გონების გამოვლინებებში, არც კაცობრივ შთაგონებებსა და გამოცხადებებში, რადგან თვლის, რომ მოცემულ მეცნიერებათა საფუძვლებზე ეს საზომები წარმოადგენდენ ადამიანური ბუნების მარადის ცვალებად ფუნქციათა მოქმედების შედეგებს” (ორდენის, “საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის” ორდენის საბჭოს დეკლარაცია, 1904 წ.).
“ჩვენთვის აუცილებელია გამოვიმუშაოთ მორალი, რომელიც შემძლე იქნება პაექრობა გაუწიოს რელიგიურ მორალს” (Конвент Великого Востока, 1913 г.. журнал «Луч света», кн. 6, стр. 48).
ერთ ერთ თავის ცირკულარში დიდი აღმოსავლეთის საბჭო ლოჟებს შეახსენებს, რომ მასონობას გააჩნია პრეტენზია შექმნას ახალი მორალი, რომელიც აღემატება ქრისტიანობისა და სტოიციზმის მორალს. “ეს ახალი ზნეობრიობა მდგომარეობს ალტრუიზმის ანუ, როგორც მასონებს უყვართ თქმა, სოლიდარობის ქადაგებაში”
მასონობა და სატანიზმი
ქრისტიანობის უარყოფასა და სიძულვილში რჩება რა თანამიმდევრული, ზოგიერთი მასონი საკუთარ თავს სატანის მსახურად აცხადებს. “ჩვენ, მასონები, - ამბობს ლოჟა “ლესინგის” ალტმეისტერი ბროკლინი, - ლუციფერის მოდგმას განვეკუთვნებით”.
“სამკუთხედი (ანუ ანტიღმერთის, ეშმაკის სიმბოლო) ჩვენ გვაქვს ჯვრის ნაცვლად, ლოჟა - ეკლესიის ნაცვლად” – ღიად და ამაყად აცხადებენ თავიანთ აღმსარებლობას სატანისტი მასონები.
იტალიის დიდი აღმოსავლეთის ლოჟის ჟურნალში, მოთავსებულია ჰიმნი სატანისადმი, რომელიც მასონთა ორდენის (თავისუფალ ქვისმთლელთა ძმობის) ჭეშმარიტ არსს ააშკარავებს. “შენდამი ვღაღადებ, სატანა, ნადიმის მეფევ! ძირს მღვდელი, ძირს შენი ნაკურთხი აიაზმა და შენი ლოცვები! შენ, კი, სატანა, უკან ნუ დაიხევ! დაუღალავ მატერიაში, შენ ხარ ცოცხალი მზე, ბუნების მოვლენათა მეფე... სატანა, შენ გაიმარჯვე ღმერთზე და მის მღვდლებზე!”
ამას დავუმატოთ მათი ყალბი წინასწარმეტყველებები და სხვა აფიორები, ნათელია,რომ ეს სექტა მასონებმა შემოაგდეს!
This post has been edited by milan1980 on 25 Jan 2012, 08:24