ერთხელ კეთილი ადამიანი ღმერთს ესაუბრებოდა და ჰკითხა:
- უფალო, მინდა გავიგო, რა არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი.
ღმერთმა ის ორ კართან მიიყვანა, შეაღო ერთი და კეთილი ადამიანი შიგნით შეიყვანა. იქ უზარმაზარი მრგვალი მაგიდა იდგა, რომლის ცენტრშიც საჭმლით სავსე დიდი თეფში იდო.
კეთილმა ადამიანმა იგრძნო, რომ ნერწყვი მოადგა. მაგიდასთან მჯდომი ადამიანები მშიერები და ავადმყოფები ჩანდნენ.
ისინი ყველა ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს შიმშილით კვდებოდნენ. ყველა მათგანს ჰქონდათ კოვზი, გრძელი-გრძელი სახელურით, რომელიც მათ ხელებზე იყო მიმაგრებული. მათ შეეძლოთ მიწვდენოდნენ საჭმელს, მაგრამ გრძელი სახელურების გამო პირთან ვერ მიჰქონდათ. კეთილი ადამიანი განცვიფრდა ასეთი სურათის დანახვაზე. ღმერთმა უთხრა: "ახლახან შენ ჯოჯოხეთი ნახე."
ღმერთი და კეთილი ადამიანი მეორე კარისკენ გაემართენ. სცენა, რომელიც კეთილმა ადამიანმა დაინახა, პირველის იდენტური იყო. აქაც იყო ისეთივე უზარმაზარი მრგვალი მაგიდა, იგივე საჭმელი მაგიდის შუაგულში. ადამიანებს ეჭირათ ისეთივე გრძელ სახელურიანი კოვზები. მაგრამ ამჯერად ისინი მაძღრები ჩანდნენ, ბედნიერები და სასიამოვნო თემებზე საუბრობდნენ.
კეთილმა ადამიანმა ღმერთს უთხრა: "ვერაფერს ვხვდები."
- ყველაფერი ძალიან მარტივადაა, - უპასუხა ღმერთმა, - ამათმა ერთმანეთის გამოკვება ისწავლეს. ისინი კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.
ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთნაირადაა მოწყობილი. განსხვავება - ჩვენშია.
https://www.youtube.com/watch?v=IuXzgbT2dQ0 * * *
20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;
21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.
https://www.facebook.com/cisartyela1/posts/902039426496965