Bet-El
Bet-El

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1090
წევრი No.: 48217
რეგისტრ.: 30-November 07
|
#30355449 · 23 Mar 2012, 15:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (lasha kakauridze @ 20 Mar 2012, 12:01 ) | betel
| QUOTE | არ მახსოვს ბიბლიიდან ასეთი მუხლი, სადაც იესოს მამისადმი დაუმორჩილებლობაზე იქნებოდა საუბარი. რაც არ უნდა გაეკეთებინა, იესო ყოველთვის მამის ნებასთან შეთანხმებულად მოქმედებდა და მოქმედებს.
„უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფილიპელების 2:8).
ცხადია, იესოს აქვს თავისუფალი ნება და მოქმედების თავისუფლება, როგორც ღვთის ძეს, მაგრამ მისი მოქმედება ყოველთვის ღვთის ნებასთან არის შეთანხმებული. |
გაიხარე პასუხისათვის  ... შეგიძლია უფრო დეტალურად ამიხსნა 1 კორინთელთა 15.28 მუხლი? .... მოდი უფრო ჩავუღრმავდეთ ამ მუხლს როდესაც მამამ მისცცა ძეს იმის უფლება რომ ყველა მას ემორჩილებოდეს ეს სავსებით ლოგიკურია რადგან ჩვენ ადამიანები ვართ "ურჩნი" და ჩვენ ყველას მოგვეთხოვება რომ ძეს ვემორჩილებოდეთ, თუ მას არ დავემორჩილებით საყოველთაო აღდგომის მერე პასუხი მოგვეთხოვება ყველაფერზე.....მაგრამ "ძე დაემორჩილება მამას" ეს ცოტა ალოგიკურია ....თუ ძე ყოველთვის მამის მორჩილი იყო და არ ყოფილა ისეთი დრო რომ მისი მორჩილი არ ყოფილიყო აბა რას გულისხმობს პავლე მოციქული? მიხვდი ხო რასაც გეკითხები...შეგიძლია უფრო დეტალურად ამიხსნა? კინო222 კი დამიწერა მაგრამ რაც მაინტერესებდა ვერ მივიღე პასუხი  ... შენთან შეიძლება საუბარი რომ ნორმალურად ვიმსჯელოთ |
კი, მივხვდი, რასაც მეკითხები და შევეცდები უფრო დეტალურად დავწერო. ეს სამი დღე არც შემოვსულვარ და ახლა ვნახე, რასაც მეკითხები. პირნციპში ძნელი გასაგები არ არის, რას გულისხმობს პავლე, როცა ამბობს, რომ ძეც დაემორჩილება ღმერთს. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე ქრისტე არ ემორჩილებოდა ღმერთს, ვინაიდან ის თავად ამბობს:
„მან უთხრა: „ჩემს სასმისს კი შესვამთ, მაგრამ ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“ (მათე 20:23).
წმინდა წერილებში არსად გაკვრითაც კი არ არის მინიშნება იმაზე, რომ ქრისტე არ ემორჩილებოდა მამას. აი, სხვა ადგილას რას ამბობს იესო:
„ჩემით არაფერს ვაკეთებ. როგორც ვისმენ, ისე ვასამართლებ და ჩემ მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანია, რადგან ჩემი ნების შესრულებას კი არ ვცდილობ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“ (იოანე 5:30).
ასეთი ადგილები უამრავია ბიბლიაში. იესო ყოველთვის აღიარებდა, რომ ის ყოველთვის ემორჩილებოდა თავის მამას.
და აი, როგორც შენ მკითხე, მართლაც ლოგიკურად ჩნდება კითხვა: მაშ, რას გულისხმობდა მოციქული პავლე, როცა ამბობდა, რომ დადგებოდა დრო, როცა თვით ძეც დაემორჩილებოდა ღმერთს. აქაც ყველაფერი ნათელია და გასაგებია. თუმცა ჯერ მოდი ვნახოთ კონტექსტი, როდის თქვა პავლე მოციქულმა ეს სიტყვები. ის ამბობს:
„20 მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი. 21 როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც. 22 როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში, 23 თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება. 24 მერე დადგება აღსასრული, როცა ის ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას, და თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს, 25 რადგან მან უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს. 26 უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია, 27 რადგან ღმერთმა „ყოველივე დაუმორჩილა ფეხქვეშ“. მაგრამ როცა ამბობს, რომ „დაუმორჩილა ყოველივე“, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი მას დაუმორჩილა. 28 და როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორინთელები 15:20––28).
ცნობილია, რომ იესოს ქადაგების ძირითადი თემა იყო ღვთის სამეფო (ანუ ღვთის სასუფეველი, როგორც ეს ზოგ თარგმანში წერია).
რა არის ეს სამეფო? ღმერთმა ამ ზეციერი სამეფოს შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ადამ და ევამ შესცოდეს და, მთლიანობაში, კაცობრიობა მისგან გაუცხოვდა. ამ სამეფოს მეფედ, ანუ მმართველად, იეჰოვა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, დანიშნა. ამ სამეფოს მიზანია ღვთის უზენაესობის ერთხელ და სამუდამოდ დადასტურება და დედამიწაზე სამოთხის აღდგენა.
24-ე მუხლში საუბარია იმაზე, რომ იესო ქრისტეს მეთაურობით, ეს სამეფო ბოლო მოუღებს ადამიანურ მმართველობებს აღსასრულის დროს. ეს სამეფო ბოლოს მოუღებს ბოროტებას და ყოველგვარ უსამართლობას და ბოლო, რასაც ის ბოლოს მოუღებს –– ეს არის სიკვდილი. ამაზე ლაპარაკია 26-ე მუხლში.
და როცა ეს სამეფო თავის მიზანს მიაღწევს –– როცა აღარც სიკვდილი იქნება, როცა დედამიწაზე სამოთხე იქნება და როცა ადამიანები გასრულყოფილდებიან და კვლავ უცოდველები გახდებიან –– ქრისტე ამ სამეფოს კვლავ თავის მამას გადასცემს, როგორც ეს 24-ე მუხლშია ნათქვამი.
27–ე მუხლში ცალსახად და ნათლად წერია, რომ ამ სამეფოში მეფის ძალაუფლება ქრისტეს მამამ მიანიჭა და სხვა ყოველივე მას დაუმორჩილა, გარდა საკუთარი თავისა. ანუ ქრისტე თავისი ნებით კი არ ბატონობს ხალხებზე და ერებზე, არამედ მამამ დაუმორჩილა მას ეს ყოველივე და თვით ის ფაქტი, რომ ქრისტე მეფობს, იმაზე მეტყველებს, რომ იგი ემორჩილება მამას.
მან თავისი ნებით კი არ დაიწყო ღვთის სამეფოში მმართველობა, არამედ მამამისის ნებით და მისი უშუალო დავალებით. ასე რომ, რასაც ქრისტე აკეთებს, ყოველთვის თავისი მამის ნებასთან შეთანხმებულად აკეთებს.
28–ე მუხლი იმეორებს 24–ე მუხლში გამოთქმულ აზრს. ქრისტე იმ გაგებით დაემორჩილება მამას, რომ მთელ სამეფო ძალაუფლებას მას გადააბარებს. რადგან ცოდვა და სიკვდილი სამუდამოდ მოისპობა და კაცობრიობა მათი მონობისგან გათავისუფლდება, ქრისტეს მიერ მხსნელის როლის შესრულება საჭირო აღარ იქნება. სამეფოს ათასწლიანი მმართველობაც ბოლომდე შეასრულებს თავის დანიშნულებას და იეჰოვასა და მორჩილ ადამიანებს შორის საჭირო აღარ იქნება ეს დამხმარე მთავრობა. ამგვარად, „ღმერთი იქნება ყველაფერი ყველაფერში“.
თუ უფრო მოკლედ შევაჯამებთ ყველაფერს, ის, რომ ძე დაემორჩილება მამას, ნიშნავს შემდეგს:
იესო ქრისტე კვლავ თავის მამას გადააბარებს მის მიერვე მინიჭებულ ძალაუფლებას.
--------------------
„გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“ ... დაარქვა იმ ადგილს ბეთელი“ დაბადება 28:16–19
შეაფარე თავი ღვთის სახლის სიმყუდროვეს და პოვებ ნეტარებას.
|