გავეცანი მაგ სტატიას და განსაკუთრებული არაფერი წერია. მე ამეებს გირჩევ თვალი გადაავლო და გაიხსენო ასა თუ ის გამონათქვამი.
სხვადასხვა სარწმუნოებებსა და ეკუმენიზმზე45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
65-ე კანონი: თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.
წმიდა მოციქულთა კანონებიდანსარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებელად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) * * *
როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა...
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი„ეკუმენიზმი“ აჩლუნგებს მართლმადიდებელთა დოგმატურ მგრძნობელობას და კეტავს მართლმადიდებელი ეკლესიის კარს სხვა სარწმუნოების იმ მიმდევართათვის, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტ ეკლესიას.
არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრსა და მღვდელს მწამს, რომ ეკლესია, რომლის წიაღშიც მოვინათლე და აღვიზარდე, არის ეკლესია, ჭეშმარიტი ეკლესია, ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია და ეს მწამს მრავალი მიზეზის გამო: პირადი რწმენისა და სულის შინაგანი მტკიცების გამო, რომელიც სუნთქავს ეკლესიის საიდუმლოებებში; მწამს იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია შევიცნო წმიდა წერილიდან და ეკლესიის საღვთო გადმოცემებიდან. ამრიგად, მე იძულებული ვარ განვიხილო სხვა ქრისტიანული ეკლესია, როგორც ნაკლული და აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია განვსაზღვრო სხვა ეკლესიების ეს ნაკლულოვანება. სწორედ ამის გამო, ჩემთვის ქრისტიანთა გაერთიანება ნიშნავს მართლმადიდებლობაში საყოველთაო დაბრუნებას. ...მხოლოდ ამ სულით შეიძლება იყოს გამართლებული მართლმადიდებელთა თანამონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში.
მამა გიორგი (ფლოროვსკი)დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ თანამედროვე „კორექტულობა“ გაგვიჩნდა და ადამიანები მიისწრაფიან საკუთარი თავის კეთილად წარმოჩენისაკენ. საკუთარი „უმაღლესი ღირსების“ გამოვლენის სურვილს ისინი იქამდე მიჰყავს, რომ ქედს იხრიან ორრქიანი ეშმაკის წინაშე. „დაე, იყოს ერთი რელიგია“, - ამბობენ ისინი და ყველას ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. ჩემს სენაკშიც მოსულა რამდენიმე ადამიანი მსგავსი შეხედულებებით. „ჩვენ, ანუ ყველას, ვისაც გვწამს ქრისტე, - მეუბნებოდნენ ისინი, - გვჭირდება ერთ რელიგიაში გაერთიანება“. - „ეს იგივეა, რომ ერთად მოვუყაროთ თავი რამდენიმე კარატიან ოქროსა და მისგან გამოცალკევებულ სპილენძს, რათა კვლავ გაკეთდეს მათგან ერთი შენადნობი“, - ვუპასუხე მე. განა გონივრულია, კვლავ ავურიოთ ოქრო იაფფასაიან ლითონთან?! ჰკითხე ოქრომჭედელს: „შეიძლება თუ არა ნაგვისა და ოქროს შერევა?“ ჩვენმა ეკლესიამ ხომ უამრავი ბრძოლა გადაიტანა, რათა დოგმატები ნაგვისგან გაეწმინდა?“ წმიდა მამებმა იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათ უმიზეზოდ არ აუკრძალავთ ერეტიკოსებთან ერთობა. მაგრამ დღეს არა მხოლოდ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებენ, არამედ ბუდისტებთან, ცეცხლ- თაყვანისმცემლებთან და სატანისტებთან ერთადაც კი. „მართლმადიდებლები, - ამბობენ ისინი, - ასევე უნდა ესწრებოდნენ ეკუმენურ ერთობლივ ლოცვებსა და კონფერენციებს, ეს ჭეშმარიტების დამოწმებაა!“ რომელი „დამოწმება?!“ ეს ადამიანები ყველა პრობლემას ლოგიკის მეშვეობით აგვარებენ, ისინი იმის გამართლებას პოულობენ, რასაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. მოდერნისტული სული მიიჩნევს, რომ საერთო ბაზრის დახლიდან სულიერი საგნებითაც კი შეიძლება ივაჭრო.
მამა პაისი მთაწმინდელიმე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს... მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. ამასთან მე ვამბობ: დაუშვებელია დაეხმარო მწვალებელს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად: აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო. მე კაცთმოძულეობას დავარქმევდი და არა სიყვარულს, როცა მწვალებელს ვინმე მათეულ ცდომილებაში განამტკიცებს, რაც მათი უფრო დიდი დაცემისა და გარდაუვალი დაღუპვის მიზეზი გახდება.
წმ. მაქსიმე აღმსარებელინამდვილი კაცთმოყვარება მაშინ ვლინდება, როდესაც ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან ადამიანის გამოხსნისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. თუ ფიქრობ, რომ გიყვარს ადამიანი და ამასთან იწონებ მის ცოდვებს და ვნებებს - თავს იტყუებ: შენ ის კი არა, მისი სიკვდილი გყვარებია. მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი, გიყვარდეს მთელი სულითა და ძალით, გიყვარდეს ჭეშმარიტად...
სიძულვილის ღმერთი - ეშმაკი არ დაუშვებს, ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებულმა ადამიანებმა ერთმანეთი შეიყვარონ, ისინი მხოლოდ ერთმანეთის ცილისწამებით არიან დაკავებულნი - მათ არავინ უყვართ.
წმ. იუსტინე პოპოვიჩიამბობენ: ლუთერმა ახალი სარწმუნოება მოიგონაო, თითქოსდა სახარებიდან, მაგრამ საკუთარი ჭკუით. ჩვენ რატომ აღარ უნდა შევქმნათო სწავლება ჩვენი ჭკუით, სახარების გარეშე? - და დაიწყეს გამოგონება და მარჩიელობა: ღმერთზეც და ადამიანზეც - ყველამ თავისებურად; და იმდენი სწავლება გამოიგონეს, მარტო მათი ჩამოთვლით აგემღვრევა გონება. და ახლა მათთან ასეა: ირწმუნე - როგორც მოგაფიქრდება, იცხოვრე - როგორც გსურს, ისიამოვნე - რითაც სული მოისურვებს. არანაირ კანონსა და შეზღუდვას არ სცნობენ, ღმრთის სიტყვას არ ემორჩილებიან. სიფართოვეა მათთან, ყველა ზღუდე მორღვეულია. მაგრამ, როგორც უფალი ამბობს, ამ ფართო გზას წარსაწყმედელისკენ მიჰყავს. აი სადამდე მიიყვანა სწავლებიდან გადახვევამ.
წმ. თეოფანე დაყუდებულივისაც შიშისა, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა და სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისათვის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აღიმაღლოს, იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფებ და გმობენ, ის უარყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)დღევანდელი მსოფლიო მართლმადიდებლებს სთავაზობს ეკონომიკურ უზრუნველყოფას და სანაცვლოდ, სურს, მისი შინაგანი სამყარო შეავსოს მცდარად გაგებული ჰუმანიზმით, რომელსაც მიზნად აქვს ადამიანში ღვთიური ბუნების დაკნინება. მაგრამ ქრისტე ხომ ბრძანებს: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო მას“.
უნეტარესი საბა, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი”როგორც მართლმადიდებლები, ჩვენ ვართ "ასონი ქრისტესნი". "აღ-უკვე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? (1 კორ.6,15). მაგრამ სწორედ ამას სჩავდივართ ჩვენი "ორგანული" შეერთებით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ათეისტური, კაცთა თაყვანისმცემელი წარმართობის აღორძინება”.
”მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ. მოციქულთა და წმ. მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15)
წმ. იუსტინე პოპოვიჩი * * *
“თუ გწამთ ქრისტე, მაშინ როგორღა შეგიძლიათ ჭეშმარიტება სიცრუესთან გაათანაბროთ და გააიგივოთ? ნუთუ ქრისტემ ამგვარი გზა გიჩვენათ? Gანდა იგი თავის სწავლებას ათანაბრებდა რომაულ კერპთაყვანისმცემლობასთან, აფრიკულ ფეტიშიზმთან, ინდურ ნიჰილიზმთან და მომაკვდავ იუდაურ ფარისევლობასთან? რა თქმა უნდა, არა:- ,,ნუ იქნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაი მოყუსება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უცს მორწმუნესა ურწმუნოისა თანა?” (კორ. 2, 6, 14-15).
იცოდეთ, სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუესთან არიგებს, სინათლეს წყვდიადთან და სიკეთეს კი-ბოროტებასთან! შოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე, რადგან იგი არ ათანაბრებდა და არ ურევდა ერთმანეთში სიცრუესა და ჭეშმარიტებას, არ კამათობდა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით”.
,,წმინდა წერილი პირველიდან უკანასკნელ ფურცლამდე ასწავლის ხალხს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ერთმანეთისგან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების შესახებ საკუთარი შეხედულებები”.
Aამონარიდები ,,მისიონერული წერილებიდან”
წმ.ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)“ყველაფრის ერთმანეთთან შერწყმისა და გათანაბრების პროცესი ერეტიკოსი თეოლოგების მიერ ჯერ კიდევ დასავლეთის აღმოსავლეთისგან განდგომის დროიდან დაიწყო, განსაკუთრებული აქტივობით კი ამ ბოლო 150 წლის მანძილზე მიმდინარეობს. ეს თეოლოგები თითქოსდა “ტოლერანტობის” და “ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების” მიზნით ცდილობენ ზეცა შეურწყონ მიწას, ქრისტე სხვადასხვა არმსარებლობის ფუძემდებლებს და სახარება დანარჩენ-იუდაურ, ისლამურ და წარმართულ რელიგიებს. მაგრამ, სწორედ ასეთ მცდელობაშია დღემდე არნახული ომებისა და რევოლუციების ჩასახვის მიზეზი, რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტება შეეგუოს ნახევრადჭეშმარიტებასთან და სიცრუესთან გათანაბრებას.”
”სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა თანასწორობა-ეს ერთია, ხოლო რელიგიათა თანასწორობა-სხვა. ქრისტიანებს მკაცრად გვაქვს ნაქადაგები სხვა ადამიანების მიმართ მოწყალება, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, მაგრამ ამასთანავე გვევალება მკაცრი დაცვაც ქრისტეს ჭეშმარიტებისა. როგორც ქრისტიანს, თქვენ შეგიძლიათ ურწმუნოს გამო ქონება და სიცოცხლეც კი მსხვერპლად გაიღოთ, მაგრამ ჭეშმარიტება-არასოდეს, რადგანაც იგი თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს, იგი თქვენ არ გეკუთვნით.”
წმ.ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)„ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მათ. 10,34). ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: „იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალევო ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა“.
რით განკვეთ, უფალო? სიმართლის მახვილით, თუ ღვთის სიტყვის მახვილით?! რადგან ეს ერთი და იგივეა. პავლე მოციქული გვირჩევს: „მახვილი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ“ (ეფ. 6,17). წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში იხილა ძე კაცისა, მჯდომარე შვიდ ლამპარს შორის, ხოლო მისი პირიდან გამოდიოდა ორპირი მახვილი (იხ. გამოცხ. 1,12-16). მახვილი - გამომავალი პირიდან, სხვა რაა, თუ არა - სიტყვა უფლისა, სიტყვა ჭეშმარიტებისა? სწორედ ეს მახვილი მოიტანა იესო ქრისტემ მიწაზე, მოიტანა ქვეყნის გადასარჩენად და არა - კეთილისა და ბოროტის დასაზავებლად. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 9), თბილისი, 2005 წ
წმ.ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)ვაი იმ მღვდელს, რომელიც უღმერთოებს უყვართ. წმ.ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)http://www.orthodoxy.ge/mamebi/ekumenizmi.htmhttp://orthodoxy.ucoz.de/news/ts_39_minda_.../2011-10-14-246 * * *
"ეკუმენიზმი არის ერესთა ერესი"წმ. იუსტინე პოპოვიჩიდოგმატი ეკლესიის შესახებ, რომელიც მოკლედ და ზუსტადაა ჩამოყალიბებული ნიკეა-კონსტანტინოპოლის `მრწამსის~ მეცხრე წევრში `მრწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია~ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ეკლესია რომელიც ჩვენ გვწამს, არის არსებული და არა მოსალოდნელი, შექმინილი და არა შესაქმნელი, სავსებით რეალური და არა წარმოსახვის ნაყოფი. ეკლესიას სათავე დაუდო მაცხოვარმა, როდესაც აღგვითქვა `აღვაშენო ეკლესია ჩემი~ და ეს აღთქმა შესრულდა სულიწმიდის მოფენის დღეს. და იგი იარსებებს ვიდრე მეორედ მოსვლამდე.
ჩვენს დროში, ეკუმენიზმის ნიადაგზე, წარმოიშვა იდეა, თითქოს ეკლესია უნდა შეიქმნას. ჟერ კიდევ 1937 წელს პროტესტანტ-ეკუმენისტი ელი გუნელი დაუფარავად გმოთქვამდა თავის ეკუმენისტურ `რწმენას~ მსოფლიო ეკლესიის მიმართ: მე მწამს ის არც ჯერ კიდევ არ არსებობს... მაგრამ რაც უსათუოდ უნდა იყოს. რამეთუ მწამს სულიწმიდა, რომელიც იერუსალიმში სულიწმიდის მოფენის ისტორიული წუთიდან კვლავ და კვლავ ატარებს ცდებს, ქმნის ეკლესიის პროექტებს, ვიდრე სანიმუშო ეკლესია შეიქმნებოდეს... მე ვხედავ მრავალ ეკლესიას, გაფანტულსა და განცალკევებულს... მე მწამს მომავალი `უნივერსალური ეკლესია.~ აი ამგვარ მკრეხელობას ქადაგებს ე.წ. ეკუმენიზმი, რაც თავშივე ეწინააღმდეგება სარწუნოების სიმბოლოს და საღვთო წერილს. ერთადერთი მომავალი მოვლენა რაზედაც მრწამსშია საუბარი არის ქრისტეს მეორედ მოსვლა, მიცვალებულთა აღდგომა და საუკუნო ცხოვრება, ამიტომაც წერია `მოველი~ (მოველი აღდგომასა მკვდრეთით) სხვაგან ყველგან კი `მრწამს~ და `აღვიარებ.~
მწვალებლური საზოგადოებებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ თავს `ეკლესიებს უწოდებენ, ქრსტეს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქვია `ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო~ რადგან იგი ქადაგებს და უცვლელად გადმოსცემს იმ სარწმუნოებას, რომელიც იქადაგეს და მთელ მსოფლიოში გაავრცელეს წმიდა მოციქულებმა (ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი). მართლმადიდებლობა ერთადერთია რომელსაც არ ჰყავს დამწყები პიროვნება, როგორც ეს სხვა კონფესიებს ახასიათებს. (მაგ.პროტესტანტიზმი – მარტინ ლუთერი, რასელიზმი- ჩარლზ რასელი და ა.შ) გლოსტერის ერთ-ერთი ანგლიკანელი ეპისკოპოსი ბერძენ და ანგლიკანელ ღვთისმეტყველთა შეკრების მონაწილე ენერგიულად ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლურ დოგმატს და ამტკიცებდა, რომ `ეკლესიამ დაკარგა თავისი ერთიანობა და ამჟამად მხოლოდ განხეთქილებებში (`სქიზმებში~) არსებობს~. ზოგიერთი დასაველი ეკუმენისტი კიდევ უფრო შორს წავიდა და უარყოფს ეკლესიის არა მხოლოდ ფაქტიურ, არამედ პრინციპულ ერთიანობასაც. ჰენრი ვან დუზენი წერდა: `წარმოდგენა ერთი, თავდაპირველი, `განუყოფელი ეკლესიის~ შესახებ ნამდვილი ზღაპარიაო~
წმ. იუსტინე პოპოვიჩი ამბობს:
`როგორც ქრისტეს – ღმერთისა და კაცის, პიროვნებაა ერთი და ერთადერთი, ასევე მის მიერ და მასზე დაფუძნებული ეკლესიაა ერთი და ერთადერთი. შეუძლებელია, რომ უფალ იესო ქრისტეს რამდენიმე სხეული ჰქონდეს და ასევე შეუძლებელია რამდენიმე ეკლესიის არსებობა. ასე რომ ეკლესიის განყოფა ონტოლოგიურად, არსებითად შეუძლებელია. არსებობდა და კვლავაც იარსებებს მხოლოდ განვარდნა ეკლესიისგან. ერთიან, განუყოფელ ქრისტეს ეკლესიას სხვადასხვა დროს განუდგებოდნენ ხოლმე მწვალებლები და განხეთქილების მოთავენი, და ამით მათი მიმდევარნი ეკლესიის წევრობისგან განეყენებოდნენ... ასე განვარდნენ ეკლესიისაგან გნოსტიკოსები, არიანელები, დუხობორები, მონოფიზიტები, ხატმებრძოლები, კათოლიკები, პროტესტანტები, უნიატები, და ყველა სხვა ჯურის განდგომილნი, მწვალებელთა და განხეთქილების მთავართა ლეგიონის წევრები.~
ეკუმენისტურ წრეებში ემს (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) დღეს განსაკუთრებულად უჭერს მხარს `პლურალისმს~. Aმტკიცებენ, რომ `პლურალიზიმი~ სულიერად ამდიდრებს ეკუმენისტური მოძრაობის მონაწილეებს. მათი მიხედვით ეკლესია `განშტოებებად~ არის დაყიფილი: მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, ანგლიკანურ და ა.შ. მართლმადიდებლური თვალსაზრისით კი ღვთივგამოცხადებული სარწმუნოება ერთია და პავლე მოციქულის სიტყვებით: `ერთი, წმიდა, ჭეშმარიტი მოძღვრებაა~. მართლმედიდებლური შეგნებისათვის ცხადია, რომ ის ჯგუფი, რომელიც განუდგა ეკლესიას, ეკლესიის გარეთ დგას და როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს ასეთი ადამიანი ან ადამიანთა საკრებულო თავაინთი სისხლით ვერ გამოისყიდიან ამ ცოდვას. ვინაიდან ეკლესია ერთი და ერთი სარწმუნოება გააჩნია და თუ დაკარგავდა თავის ერთიანობას და მხოლოდ განხეთქილებებში იარსებებდა იგი დაკარგავდა თავის ღვთებრივ დანიშნულებას იყოს ქრისტეს ეკლესია - `სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა~.
* * *
დათიკო