Rex Asmodeus
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 778
წევრი No.: 143084
რეგისტრ.: 13-February 12
|
#29763220 · 17 Feb 2012, 15:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shirazi
| QUOTE | სატანა, შაითანი იყო ანგელოზი, რომელმაც უარი თქვა ადამისთვის თაყვანი ეცა (ანუ საჯდა გაეკეთებინა), როგორც ღმერთმა უბრძანა. ამის მიზეზად მან მოიყვანა არგუმენტი: მე ცეცხლისგან შემქმენი, ის კი თიხისგან, მე უფრო მაღალი ვარ მასზეო. რაზეც მიიღო პასუხი, რომ... "მოკეტე და ნუ მასწავლი ჭკუასო" (ეს ხუმრობით). სატანა, ალაჰის ნებით, უტევს ადამიანს ყველა მხრიდან. ადამიანის მოვალეობაა, რომ აბსოლუტურად გაემიჯნოს სატანას და მიჰყვეს ღმერთის ნებას. ისლამში ჰაჯის დროს მორწმუნეები სიმბოლურად ქვებით ქოლავენ შაითანს. მხოლოდ ის ადამიანი მოიპოვებს სასუფეველს სამოთხეში, ვინც სატანის შემოტევებს გაუძლებს და არ გადაუხვევს ღმერთის მიერ დადგენილ გზას. ამქვეყნიური ცხოვრება კი მხოლოდ მომზადებაა იმქვეყნიური არსებობისთვის. |
რა კარგია, რომ მუსლიმანებს გესმით ამდენი და რა ცუდია რომ ეს მარტივი საკითხები ზოგიერთი ქრისტიანის "ხის თავში" ვერასგზით ვერ შევაკვეხე, ვერც ძალით ვერც მოფერებით ვერც ახსნით, ვერც გინებით, ვერც დაყვავებით. იბლისი (სამაელ იუდაიზმი, ლუციფერი, სატანა, ქრისტიანობა) მართლაც რომ ცეცხლის სტიქიის ანგელოზია ე.წ "ქერუბიმი", მართალი ხარ მან არ ისურვა ადამის თაყვანისცემა როგორც ეს მიშნა თორაშია აღწერილი:
უზენაესმა თქვა: მე განვიზრახე შევქმნა ადამიანი ჩემს ხატად და მსგავსად, რათა ეპატრონოს წყალში თევზს, ცაში ფრინველს და მიწაზე ცხოველს. მე გადავწყვიტე მივცე მას დედამიწა საუფლოდ და სისავსე მისი, მე დავდებ მასზედ ჩემს სულს და ეწოდება კაცს ძე ჩემი. რას იტყვით თქვენ ანგელოზნო და ძალნო ცისა? მოკრძალებით წამოიმართნენ სერაფიმნი და შეჰბედეს უფალს: უფალო ცისა და ქვეყნისაო, მეფეთ მეფეო და ხელმწიფეო საკვირველო, აჰა შენს ხელთაა ძალი და უფლება და შენ ხარ მბრძანებელი გონიერი, გადმოჰხედე შენს მსახურთ, იხილე სრულყოფილება შენი ხელთ ქმნილის, არა აკლია მას და შენი სიბრძნის მადლი ანათებს სამყაროს, ნუ შეჰქმნი კაცს ვინაიდან უწყი მეფეო განადგურების ცეცხლს მისცემს ის შენს ხელთქმნილს. უზენაესმა თქვა: მე ვიცი ის, რაც თქვენ არ გაგეგებათ სერაფიმნო. მოკრძალებით წამოიმართნენ ქერუბიმნი და შეჰბედეს უფალს: მშვენიერება შენი სახისა ათბობს სამყაროს, ძალა შენი მკლავისა განაგებს ზეცას, მახვილი შენი პირისა ადუმებს სიტყვას, აჰა შენ შეჰქმენ ყოველივე და შენს ხელთ არის ქმნილება შენი, შენს წინაშეა მოყრილი ყოველი მუხლი, ჩვენი ენა იტყვის შენს საგალობელს, ნუ მბრძანებელო ნუ შეჰქმნი კაცს, ვინაიდან უწყი, მოსპობის თესლს დათესავს ის შენს მიწაზე. უზენაესმა თქვა: მე ვიცი ის, რაც თქვენ არ გაგეგებათ ქერუბიმნო. წამოიმართნენ ძალნი და საყდარნი უფლისანი და შეჰბედეს უზენაესს: უფალთ უფალო, მეფეთ მეფეო, ძალაუფლება შენი სიტყვისა სუფევს სამყაროზე, შენ ხარ დამლოცავი ცის და მიწისა, ყოველივე შენ შეჰქმენ და ხელმწიფება შენ გეკუთვნის, ყოველივე გახსნილი და ცნობილია შენი თვალისთვის, შენ ხედავ ყოველივეს და არავის ძალუძს დაემალოს შენს მზერას, შენ უწყი უფალო მოსახდენი და შენი გონი ჭვრეტს ქვეყნის კიდეებს, ნუ შეჰქმნი კაცს ვინაიდან უწყი მეფეო სიკვდილს შეაჭმევს ის შენი ხელის ნამოქმედარს. უზენაესმა თქვა: მე ვიცი ის, რაც თქვენ არ გაგეგებათ ძალნო და საყდარნო. ერთხმად მიუგეს ანგელოზებმა, დიდია, დიდია, დიდია უფალი, ღმერთი ცისა და მიწისა, მბრძანებელი კეთილი და მსაჯული გონიერი, მეფეთ მეფე და უფალთ უფალი, ნება უზენაესისა ნება ღვთისა განგება მისი უფლობს ჩვენზე. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
დაინახა ღმერთმა რომ კარგი იყო მისი ხელთ ქმნილი და მოიწონა, წარუდგინა უფალმა ადამს ანგელოზნი ცისა და თქვა: "აჰა კაცი მსგავსი და ხატი ჩემი, აჰა ძე ჩემი ხორციელი, რომელზეც დავდე ჩემი სული მსახურობდეთ მას" ანგელოზებმა ერთხმად შესძახეს, წმინდაა, წმინდაა, წმინდაა უფალი, მიეახლნენ და მდაბალ თაყვანი სცეს ადამს, მორჩილების ნიშნად დაუკრეს თავი, მხოლოდ ერთი ქერუბიმთაგანი, უთქმელად იდგა შორიახლოს და შეჰყურებდა ედემის ბაღში მიმდინარე სიხარულს და აღზევებას კაცისას. სამაელ!!! დაუძახა ანგელოზს უზენაესმა, ეახლე ადამს და მდაბალ თაყვანი ეც, რადგან ასეთია ნება ჩემი. წარსდგა სამაელი ღვთის შვილთა წინაშე, ხმა აიმაღლა და თქვა: არცა თაყვან ვცე მას, არცა ვმსახურობდე მას, რამეთუ უწინარეს ყოვლისა მე ვიქმენ და მშვენიერია გალობა ჩემი. სამაელ!!! მჭექარე ხმით შესძახა უფალმა, ეს არის კაცი ხატი ჩემი და მსგავსი ჩემი, მასზედ დავდე სული ჩემი, მდაბალ თაყვანი ეც მას, ასეთია ნება ჩემი. წარსდგა სამაელი ღვთის შვილთა წინაშე ხმა აიმაღლა და თქვა: არცა თაყვან ვცემ მას, არცა ვმსახურობდე მას, რამეთუ მშვენიერია სახე ჩემი, რამე თუ ძლიერია მკლავი ჩემი. სამაელ დაიგრგვინა უზენაესმა, ეს არის ხატი ჩემი და მსგავსი ჩემი, ძე ჩემი მასზედ დავდე სული ჩემი მდაბალ თაყვან ეც მას. ასეთია ნება ჩემი, ასეთია განზრახვა ჩემი, ასეთია ბრძანება ჩემი სიტყვისა. წარსდგა სამაელი ღვთის შვილთა წინაშე, ხმა აიმაღლა და თქვა. არცა თაყვან ვცე მას, არცა ვმსახურიბდე მას, რამეთუ მშვენიერია გონი ჩემი, რამეთუ მახვილია სიტყვა ჩემი, რამეთუ ჩემია ძალაუფლება კაცსა ზედა, რამეთუ ჩემია ძალაუფლება და სისავსე ცისა და ქვეყნისა. და შენ ტირანო მბრძანებელო და სულთა შემკვრელო ძალადობით, შიშით დამთრგუნველო, რისხვით დამსჯელო არცა თაყვან გცე შენ აღარც გმსახურობდე შენ, რამეთუ საკუთვნებელი ჩემი და სამკვიდრო ჩემი მიეც მიწის პირიდან აღებულ მატლს.
| QUOTE | | სატანა, ალაჰის ნებით, უტევს ადამიანს ყველა მხრიდან. ადამიანის მოვალეობაა, რომ აბსოლუტურად გაემიჯნოს სატანას და მიჰყვეს ღმერთის ნებას. |
+1000.
--------------------
Princeps principum ens entium, miserere mei et respice in me, servum tuum Asmodeus.
|