არასწორადაა კითხვა დასმული
მეხსიერება არც სხეულის ნაწილია და არც სულის. მეხსიერება არის ადამიანის ნაწილი, თუმცა ის დამოუკიდებელია ადამიანის დანარჩენი ორი ნაწილისგან (სხეულისგან და სულისგან), ანუ პირდაპირ არ არის მიბმული ცალკეულად რომელიმე ნაწილზე, არამედ ერთიანობაში მთლიანობაში, სამობაში აღიქმება/არსებობს.
ადამიანი (ადამი) სასიკვდილოდ არ იყო დაბადებული
მაგრამ გაყიდა თავისი უკვდავობა ერთ ვაშლზე
მას მერე ადამიანი მოკვდავი გახდა
თუმცა მოკვდავი გახდა მხოლოდ ადამიანის მატერიალური ნაწილი - სხეული
და არა მისი სული და გონება
ამიტომაც არის რომ სხეული აქ რჩება
სული და გონება კი იქ მიდიან
ვერავინ იტყვის რომელი მიდის პირველი - გონება თუ სული. ვერც იმას იტყვის ვერავინ სული რომ არ წავიდეს, გონება წავა თუ არა. საერთოდ არასწორი მგონია ამ თემის ასეთი კუთხით განხილვა, ვინაიდან ადამიანი (ისევე როგორც ღმერთი) სამი არსებისგან შედგება და სამი არსის ერთობაა. შესაბამისად, არასწორია იმაზე საუბარი, ადამიანის ესა თუ ის არსი რომელთან უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული..
მოვა დრო როცა სხეულსაც დაუბრუნებს უწინდელ მდგომარეობას იესო მეორედ მოსვლის შემდეგ და ადამის ცოდვის მერე დარღვეული ერთობა უფალთან საბოლოოდ აღდგება და სხეულიც თან წაყვება სულსა და გონებას როგორც ადამიანის არსებითი შემადგენელი ნაწილი
This post has been edited by ლლევ on 10 Mar 2014, 17:52