რამაზი
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
|
#30715287 · 15 Apr 2012, 17:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
fenomenez
| QUOTE | | კი გეთანხმები , რომ ბევრ რამეში არის მსგავსება.. თუმცა მე იმის თქვმა მინდა, რომ ქრისტიანობაში ამ შემთხვევაში ადამიანურ გულისთქმები და ხორციელი მისწრაფებები დასახელებულია, როგორც ცოდვის მიზეზი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სურვილი არის ცოდვა და საჭიროა მისგან განთავისუფლება ( როგორც ბუდიზმშია, სრული გათიშვა, იოგა, ნირვანა...), პირიქით , თუ ადამიანი მოეშვა სულიერად და გაუქრა სიკეთის კეთების სურვილი, იგი უეჭველად გახდება ეშმაკის ტყვე. მემგონი გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში იაკობი გულისხმობს ხორციელ მისწრაფებებს და ეს არ ეხება სიკეთის კეთების სურვილს ან ღვთის შემეცნების სურვილს ( რაც არ არის ბუდიზმში )... რადგან სახარებაში ეს მოთხოვნა არის, შესაბამისად იგი თავის თავში გულისხმობს ადამიანის სურვილსა და მის თავისუფალ ნებას, რათ აღასრულოს ეს ყოველივე. თავად იესოს სიტყვები გაიხსენე, რას ეუბნება ჭაბუკს : " უკეთუ გინდეს შემოდგომად ჩემდა,უარყავ თავი თვისი აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე", ანუ თუ ადამიანს სურს ღვთის გზაზე სიარული და კეთილი საქმეების კეთება , ეს პირიქით მისაღები და აუცილებელიც კია, ამგვარი სურვილები არის სათნოება, ამისთვის კი საჭიროა საკუთარი ხორციელი გულისთქმებისა და ვნებებისაგან განთავისუფლება "უარყავ თავი თვისი", ანუ უარის თქმა და არ დამორჩილება ხორციელ ვნებებსა და გულისთქმებზე. |
კიდევ მივაქცევ შენს ყურადღებას იმაზე, რომ მე არ მითქვამს სურვილები ცოდვაა მეთქი, მე ვთქვი განსაცდელია თქო. განსაცდელი ცოდვა არაა, არამედ სახიფათო მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება დავეცეთ, შევცოდოთ.
შენ მოგყავს მაგალითი " უკეთუ გინდეს შემოდგომად ჩემდა,უარყავ თავი თვისი აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე", და ამბობ: *ანუ თუ ადამიანს სურს ღვთის გზაზე სიარული და კეთილი საქმეების კეთება , ეს პირიქით მისაღები და აუცილებელიც კია, ამგვარი სურვილები არის სათნოება*–ო. მაგრამ სურვილი არ შეიძლება იყოს სათნოება, ისევე როგორც არ შეიძლება იყოს უკეთურება, არამედ ორივე შემთხვევაში განსაცდელია. განსაცდელი რა მდგომარეობაა? ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანმა თავისუფალი არჩევანი უნდა გააკეთოს კეთილსა და ბოროტს შორის. გინდოდეს ღვთის გზაზე სიარული და კეთილი საქმეების კეთება სრულიად არ ნიშნავს რაიმე სათნოებას, არამედ უბრალოდ ნდომას, რომელიც შეიძლება შეასრულო და შეიძლება არა – ესაა სულ და არა სათნო საქმე. სურვილი საქმე არაა, სურვილი სურვილია, რომელიც შეიძლება იქცეს საქმედ და შეიძლება არ იქცეს. მე ვუპირისპირდები ადამიანთა მცდარ შეხედულებას სურვილებზე და ვთვლი რომ ქრისტეანობა სულაც არ ასწავლის იმას, რომ არის სხვადასხვანაირი თავისი არსით სურვილები. სურვილები სხვადასხვაა მხოლოდ ფორმით, ანუ ერთ შემთხვევაში შეიძლება ცუდი გინდოდეს, სხვა შემთხვვაში კარგი, მაგრამ არც პირველი და არც მეორე არ არის ბოროტი თუ კეთილი საქმე მანამ, სანამ ქმედებას არ ექნება ადგილი. ჩემს მსჯელობაში საინტერესო ისაა, რომ თავად სურვილის არსზე მივუთითე არცერთი სურვილი ღმერთისგან არ აღიძვრის მეთქი. დააკვირდი რატომ არის ასე! სურვილის მდგომარეობა ისეთი მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ან კეთილად, ან ბოროტად – ანუ სურვილის მდგომარეობა განსაცდელის მდგომარეობაა. და ვინაიდან ღმერთი არავის არ აძლევს განსაცდელს, შესაბამისად ყველა განსაცდელი, ანუ ყველა სურვილი თავად ადამიანის გულისთქმიდანაა, ადამიანის გულისთქმებს კი ეშმაკი აღძრავს, განა სულ თავიდანაც ასე არ იყო სამოთხეში: ეშმაკმა აღძრა ევაში აკრძალული ხილის შეჭმის სურვილი (უთხრა რა, თუ შეჭამთ ღმერთივით იქნებით მცოდნეო კეთილ–ბოროტისაო) და ევამ დაინახა რომ: *კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად*. ამ სურვილით ევა აღმოჩნდა განსაცდელში, რომელშიც ცდუნებას ვერ გაუძლო და მიირთვა(დაეცა ცოდვად).
ჩემს თემაში გამოჩნდა რომ ადამიანთა უმრავლესობას სურვილებზე მცდარი აზრი გააჩნიათ, თვლიან რა რომ არის სურვილები ბოროტისგან და არის სურვილები ღმრთისაგან. როდესაც ასე თვლი, შესაბამისად მცდარი შეხედულება გაქვს შენს მიზნებზე და საკუთარ თავზე. მაშინ როცა სურვილები საბოლოო ჯამში საერთოდ მოსაცილებელია, ადამიანებს ჰგონიათ რომ ასე არაა და მაგალითად თუ მავანს აქვს სურვილი იაროს ეკლესიაში, ჰგონია რომ ეს სურვილი კარგია, აქედან ეჩვენება რომ კარგია თვითონ, ეს მოჩვენება კი ამპარტავნებას ამყარებს მასში და საბოლოო ჯამში დაღუპვისაკენ მიაქანებს.
ცხონებისათვის აუცილებელია პირველ რიგში ჭეშმარიტი იყოს აზრები, ვინაიდან თუ აზრები მცდარია, ქმედებებიც მცდარი იქნება. ჯერჯერობით ვერავინ ვერ შეძლო არგუმენტირებული უარყოფა მოსაზრებისა, რომ ყველა სურვილი განსაცდელია და არცერთი არაა ღვთისნიერი წარმოშობის. თუ ვინმე შეძლებს ამას, მხოლოდ მივესალმები. * * * KIRILE-11
ცხოვრება ომს ჰგავს, სადაც ჯარისკაცმა, ოფიცერმა, გენერალმა თუ მთავარსარდალმა ერთის მხრივ, ზოგადად, იცის რა უნდა ჰქმნას, მაგრამ ყოველდღე იძულებულია იფიქროს კონკრეტულ ქმედებებზე, რომელთა სისწორეში ბოლომდე ვერასოდეს იქნება დარწმუნებული. ჯარისკაცი იქნება თუ გენერალი – ორივეს უნდა რომ მისი ქმედება ზუსტი იყოს და მათი საქციელი უნაკლო, მაგრამ ამის გარანტიები ომში არ არსებობს. ცხოვრებაშიც, ზოგადად ვიცით რას უნდა ვიქმოდეთ, მაგრამ ზუსტად და კონკრეტულად თუ როდის ზუსტად როგორ და რა უნდა ვქნათ, ეს არასოდეს გვეცოდინება. იესო ქრისტემ ბევრი რამ გვასწავლა, მაგრამ ესაც დაამატა: * *В мире будете иметь скорбь;. но мужайтесь*–ო! გაუძელითო ცხოვრებას!
This post has been edited by რამაზი on 15 Apr 2012, 17:36
|