ესეთი "სასწაული" როცა ხდება ხოლმე რატომღაც უცებ ვერავინ ვერ იღებს ვიდეოს.
დევს მხოლოდ 1 სურათი, სადაც კაცმა არ იცის საღებავია წასმული თუ სისხლი,
თუ საღებავია, ძალით წაუსვეს მერე სასწაულად გასასაღებლად, თუ მისი წასმული საღებავი ჩამოიღვენთა რითიც ხატია დახატული,
ხოლო თუ სისხლია, ძალით წაუსვეს სისხლი მერე სასწაულად გასასაღებლად, თუ მართლა წამოუვიდა.
ანუ გვაქვს სულ 4 ვარიანტი. და თქვენ ამ 4-იდან უცებ, არანაირი მიზეზის გამო, ირჩევთ 1-ს, თქვენთვის სასურველს, რადგან ძალიან გინდათ სასწაული მომხდარიყო და თქვენი ღმერთის ჭეშმარიტება კიდევ 1-ხელ დადასტურებულიყო.

ვარიანტს, თითქოს სისხლი მართლა წამოუვიდა. რატომ, - არ გაქვთ პასუხი. პროსტა გინდათ რა. არადა არანაირი საბაბი არ გაქვთ.
ახლა, თქვენ გააკეთეთ დასკვნა, ამ "სასწაულიდან" მართლაც გამომდინარეობს თუ ის, რა დასკვნასაც თქვენ აკეთებთ.
______________
______________
______________
ახლა ვთქვათ მართლა წამოუვიდა სისხლი ანუ ავიღოთ რომ იმ4-დან ის 1-ია მართალი თქვენ რომ გაწყობთ. ეს ჯერ კიდევ არ ადასტურებს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას.
როდესაც ხდება სასწაული, ეს ამ განყოფილებაში უკვე მილიონჯერ დაიწერა, ეს არ ნიშნავს რომ რომელ რელიგიაშიც მოხდა, ის არის ჭეშმარიტი.
რომ მოხდეს ისლამში სასწაული, მართლმადიდებლები ხომ ჩათვლით რომ თქვენმა ეშმაკმა გააკეთა, ხალხის დასაბრკოლებლად და რწმენის შესაცვლელად, მუსლიმების არაჭეშმარიტ რწმენაში გასამყარებლად.
ასეთივე ლოგიკით შეიძლება ვიმსჯელოთ მართლმადიდებლურ სასწაულებზეც. რადგან შეიძLება მათ სხვა რელიგიის ან მითოლოგიის ან სექტის ეშმაკი აკეთებდეს. ან თუნდაც ღმერთი, რაღაცა მიზეზების გამო, რადგან მათი ღმერთების გზანიც შეუცნობელია.
აქ კი საერთოდ, 100.......000 -დან (სექტების რაოდენობას+მითოლოგიების+რელიგიები+სხვა) ერთ თქვენთვის სასურველ ვარიანტს ირჩევთ, ვარიანტი რომელიც თქვენ გაწყობთ. რომ ეს თქვენმა მართლმადიდებლურმა ღმერთმა გააკეთა.
ახლა, თქვენ გააკეთეთ დასკვნა, ამ "სასწაულიდან" მართლაც გამომდინარეობს თუ ის, რა დასკვნასაც თქვენ აკეთებთ.
____________
____________
____________
სისხლი ცოტა ხნის წინ სხვა ხატსაც წამოუვიდა, მაგრამ იქაც იუარეთ სისხლის ანალიზის ჩატარება. რატომ არ გინდათ? ჩატარდეს სისხლის ანალიზი დადგინდეს მართლა სისხლია თუ არა.
ბ. ბ. – მე ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს ვპირდები რომ მათ დავუბრუნებ კაცურ კაცობას, ჯიგარს, მამულიშვლობას და ყარაჩოღლურ კაცურ კაცობის გაგებაში არსებული სიყვარულის მეობას. (c) SIDCFC