ტაბა, შენსავით მწყრალად არ ყოფილა მოსე ლოგიკასთან, როგორც ჩანს...

და რა წარმოდგენები ჰქონდათ იმ დროს ადამიანებს დედამიწაზე? მაინტერესებს ძალიან...
ამაზე ამბობ...

(მოსეს სიტყვებიდან 11 საუკუნის შემდეგ, არისტოტელეს მოვუსმინოთ)
არისტოტელემ თეორიულად დაასკვნა, რომ დედამიწა სფერულია, თუმცა ის უარყოფდა იმას, რომ მას შეეძლო ცარიელ კოსმოსში ყოფილიყო დაკიდებული. თავის ნაშრომში, სახელწოდებით „ცისათვის“, როცა უარყოფდა შეხედულებას, რომ დედამიწა წყალზე იდგა,
მან თქვა: „როგორც დედამიწას, ასევე წყალს არ ახასიათებს გაჩერება ჰაეროვან სივრცეში: ის რაღაცაზე უნდა იდგას“ 1 მაშ, რაზე „იდგა“ დედამიწა? არისტოტელე ასწავლიდა, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები მიმაგრებული იყო მაგარი, გამჭვირვალე სფეროების ზედაპირზე. სფერო სფეროში იყო მოთავსებული, დედამიწა კი უძრავად იდგა ცენტრში. რადგან სფეროები ბრუნავდნენ ერთმანეთში, მათზე მყოფი მზე, მთვარე და პლანეტებიც ცაზე ერთი ბოლოდან მეორე ბოლოსკენ მოძრაობდნენ.
არისტოტელეს ახსნა ლოგიკური ჩანდა. აბა, როგორ დარჩებოდნენ მაღლა ციური სხეულები, თუ რაღაცაზე არ იქნებოდნენ მყარად მიმაგრებული? პატივცემული არისტოტელეს ეს თვალსაზრისი თითქმის 2000 წლის მანძილზე ფაქტად იყო აღიარებული. „ახალი ბრიტანული ენციკლოპედიის“ თანახმად, მე-16 და მე-17 საუკუნეებში მისი სწავლებები ეკლესიის თვალში „რელიგიური დოგმის სტატუსამდე იყო აღზევებული“ 2
ტელესკოპების გამოგონებისთანავე ასტრონომებმა ეჭვქვეშ დააყენეს არისტოტელეს თეორია. და მაინც, პასუხი მანამდე არ მოდიოდა, სანამ სერ ისააკ ნიუტონმა არ ახსნა, რომ პლანეტები მათ ორბიტებზე ცარიელ კოსმოსში უჭირავს უხილავ ძალას — მიზიდულობას. ეს დაუჯერებელი ჩანდა და ნიუტონის ზოგი კოლეგისთვის ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ კოსმოსი შეიძლება ყოფილიყო ცარიელი სივრცე, რომელიც საკმაოდ თავისუფალი იყო ნივთიერებისგან 3 #
1 On the Heavens, by Aristotle, Book II. 13. 294a, 294b
2 The New Encyclopædia Britannica, Macropædia, 1995, Vol. 16, p. 764.
3The Planet-Girded Suns, by Sylvia Louise Engdahl, 1974, p. 41
# ნიუტონის დროს ფართოდ აღიარებულ შეხედულებად ის იყო, რომ სამყაროს ავსებდა თხევადი ნივთიერება — კოსმოსური „სუპი“ — და რომ ამ სითხეში არსებული მორევები პლანეტების ბრუნვას იწვევდა
მოსე: განჰმარტეს ბღუარი არარასა ზედა და დამოჰკიდა ქუეყანაჲ არავერასა ზედა.
არისტოტელე: როგორც დედამიწას, ასევე წყალს არ ახასიათებს გაჩერება ჰაეროვან სივრცეში: ის რაღაცაზე უნდა იდგას
მოსე - არისტოტელე 1:0
This post has been edited by Wave on 29 May 2013, 20:38
რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმუნები 83:18 {82;19}