korven_dalas,ხშირად მოჰყავთ ხოლმე ანალოგია: დაბადებამდეც ხომ არ ვარსებობდით. განა იგივე არ არისო?
სამწუხაროდ, არ არის მთლად იგივე. დაბადებამდე ცნობიერნი არ ვიყავით. არცერთ პიროვნებას არ დაენანებოდა თავისი არყოფნა. სიკვდილამდე კი გვაქვს აგერ ცნობიერება, ვაცნობიერებთ თითქმის გარდაუვალ სიკვდილს, და ძალიანაც დაგვენანება არყოფნა და მონაწილეობის ვერ-მიღება ძალიან ბევრ ჩვენთვის საინტერესო მოვლენაში. დაბადებამდე წარსულს ისტორიიდან ვკითხულობთ და ასე თუ ისე, პასიურად მაინც ვმონაწილეობთ (თუმცა თითქმის ვერაფერს ვცვლით). სიკვდილის მერე განსახორციელებელ მომავალზე კი ვერავინ მოგვიყვება და ჩვენი მონაწილეობაც ფაქტიურად ნულია. არის დიდი განსხვავება.
მიუხედავად ამისა, სიკვდილზე დიდი საშინელებებიც არის. იგივე სიკვდილია, როცა სოციალურად ძალიან დაბალ საფეხურზე ხარ (ან თითქმის მონა ხარ) მოაზროვნე ადამიანი და აცნობიერებ, რომ ისეთ ჭაობში ხარ, რომ აქედან გამოსავალი მართლა სიკვდილის მეტი არაფერია. სირცხვილი სიკვდილზე უარესია. ზნეობრივი დეგრადაცია სიკვდილზე უარესია.
რადგან ამ თემაში მგონი პირველად შემოვიჭყიტე, ბარემ დავუმატებ, რომ სიკვდილზე გამარჯვებას ადამიანი კი შეძლებს, მოვა ეგ დროც. ჯერჯერობით ეს საკითხი ანაბიოზს უკავშირდება ჩვენთვის (სადღაც კი მოვკარი თვალი ამ თემას). და მომავალში, მოვა დრო, როცა ადამიანის გენეტიკა შეიცვლება ამ მიმართულებით და ფაქტიურად უკვდავი და უბერებელი გახდება ადამიანი. სიკვდილის პრობლემა დამარცხდება, მხოლოდ იმისთვის, რომ მერე კაცობრიობა უფრო რთულ და უფრო საშინელ პრობლემებს შეებრძოლოს. რა მოდის მერე და რა იქნება უფრო საშინელი, თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია

P.S. წინა გვერდიც წავიკითხე აგერ და სრულიად ვეთანხმები ოლდბოის და მიჩიო კაკუს.
რაც შეეხება ტატულინეს კომენტარს რობოტობაზე, არ იქნება ეგ მთლად რობოტობა

თუმცა, მთლად ჩვენნაირი ადამიანიც არ იქნება ის, რომელსაც სიბერით სიკვდილის პრობლემა არ აწუხებს. რაღაც სხვა, მაგრამ მე მგონია, უკეთესი და უფრო ჭკვიანი. შობადობის პრობლემაზე კი _ ის რასა, რომელიც სიკვდილს მოერევა, როგორმე მაგასაც გადაწყვეტს

დიდი პე-ესი კი გამოვა, მაგრამ მოდით, კერძოდ რა იქნება _ ამაზე ჩემს ერთ ვარაუდსაც გაგიზიარებთ. ადამიანი კი არის ევოლუციის გვირგვინი, მაგრამ ცოცხალ სამყაროში არის ბევრი გენი, რომელიც ადამიანს არ გააჩნია, არადა საკმაოდ სასურველი იქნებოდა.
მაგალითად, ყოველი დამოკიდებულება ნაკლოვანია, ამიტომაც არ აწყენდა ადამიანს უჟანგბადოდ არსებობის ცოტა გაძლიერებული უნარი (ანუ ტვინის უჯრედებში ანაერობული სუნთქვის ფერმენტების ამუშავება); არ გვაწყენდა ნებელობითი ბიოლუმინესცენციის უნარი (ღამით ფარანი აღარ დაგვჭირდებოდა

); არ გვაწყენდა მაღალი წნევებისა და გრავიტაციის მიმართ უკეთესი შეგუების უნარები, ტოქსინებისა და ინფექციების მიმართ უფრო მაღალი გამძლეობა; მაიონიზებელი რადიაციის მიმართ უფრო მეტი გამძლეობის, ანუ ზუსტი რეპარაციის უფრო მეტი უნარი; ფოტოსინთეზის უნარი, თუ დაგვჭირდა.
ანუ, რაც მინდა ვთქვა. მომავალში გამოთვლიან, რა უფრო ხშირად სჭირდება ადამიანს, და მის გენეტიკას დაუმატებენ მზა გენებს მთელი ბიოლოგიური სამყაროდან. გამოგვივა რაღაც "ბიოსუპერი".
პლუს ამას, შეიძლება ინჟინერიით დაუმატონ კიდევ ადამიანის მიერ შექმნილი ციფრული უნარები, ელექტროენერგიის გამოყენების უნარი, იქნება ცივი ბირთვული ენერგიის გამოყენების უნარიც (თუ შესაძლებელია საერთოდ). აი, როგორც მინიმუმ, ასეთი იქნება მომავლის ადამიანი. რა თქმა უნდა, ადამიანის საუკეთესო თვისებები შენარჩუნებული, შეიძლება, ცოტა დაბალი აგრესია, ცოტა მეტი ალტრუიზმი; ვაცნობიერებ, რომ უბრალოდ დამატება და დაგროვება ეს არ იქნება, საბოლოოდ რაოდენობრიობა თვისობრიობაში გადავა. ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანი დარჩება ცოცხალი უჯრედებისგან შემდგარ არსებად და არ გადავა რკინის და ნახევარგამტარებისგან შექმნილ მასალებზე. მით უმეტეს, ტატულინეს არ უნდა რობოტობა, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავამშვიდებ, რომ ცოცხალი უჯრედების დონის მიღწევა ჩვენ ტექნიკაში არ გვაქვს და ასე იოლად მათ ვერ გავექცევით. მე თუ როდესმე არჩევანი მექნება, სიამოვნებით ვცდიდი, როგორია ყოფნა მომავლის ადამიანად, Homo superbus

შეიძლება ეს არც ისე ცუდი აღმოჩნდეს ))))
This post has been edited by ლაბარნა on 21 May 2012, 13:12
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)