კარგით რა.
ის, რომ სამყაროში ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით მუშაობს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი რაღაც გონმა შექმნა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველაფერი კანონზომიერად დალაგდა თავის ადგილზე. ანუ მაგალითად, წლის განმავლობაში დღის და ღამის ხანგრძლივობის საათები იცვლება, ისე რომ , ჯამში თანაბრად გამოდის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ,,საოცარმა გონმა, რომლის გონებასაც ჩვენ ვერ ჩავწვდებით, გამოთვალა და გაზომა, რომ ესე ზუსტად ყოფილიყო". ეს უბრალოდ გამოწვეულია ყველასთვის ცნობილი მიზეზით, დედამიწა მოძრაობს თავისი ღერძის და მზის გარშემო.
რაც შეეხება სასწაულებს.
უძველესი დროიდან ყველა რელიგიის სასულიერო პირები ცდილობდნენ მათთვის აუხსნელი ბუნებრივი სასწაულები გამოეყენებინათ ხალხის უკეთ დაგოიმებისთვის. სასწაულში არაფერი განსაკუთრებული არაა. ძველ დროში ქურუმები ხალხს ჭექა-ქუხილს აჩვენებდნენ, და ეუბნებოდნენ, რომ ძია ზევსი გაბრაზდა და ელვებს ისვრის .... მაგრამ გავიდა დრო და მეცნიერებმა , ქურუმების სურვილის მიუხედავათ, ხალხამდე მიიტანეს სიმართლე. საჭირო გახდა ახალი ,,სასწაული"-ს მოფიქრება, მაგალითად მიწისძვრა და ა.შ. ამით იმის თქმნა მინდა, რომ ყველაფერი შედარებითია . ის ,რაც პირველი საუკუნეში აუხსნელი სასწაული იყო, დღეს უმარტივესად იხსნება. ის რაც არ იხსნება დღეს და სასწაული გგონიათ, აიხსნება რაღაც დროის შემდეგ, მაგრამ იმ დროისთვის რამე ახალს მოიფიქრებენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მირიან მეფესთან ვინმე მისულიყო, უბრალო ავტომატი ეჩვენებინა და ეთქვა, რომ ის რომელიმე ახალი ღმერთის მოციქულია - მორჩა - მეფე მას დაემორჩილებოდა.
+ ამას
ვეთანხმები
WolfSpellის, თუ რომელი რელიგიის მიმდევრები ვართ, დამოკიდებულია ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე, გარემოზე და ა.შ. ადამიანი, რომელიც გულმხურვალე მართლმადიდებელია, ისეთივე გულმხურვალე მუსულმანი იქნებოდა, ირანში რომ დაბადებულიყო. ის, ადამიანს სწამს თუ არა, და რამდენად ღრმად სწამს, დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოლოგიურ ტიპზე , ანუ
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზოგადად ადამიანს აქვს მიდრეკილება იმისკენ ,რომ იყოს მართული. ღმერთის არსებობა ადამიანს ჭირდება, რადგან საჭიროა ,რაღაც", ,,ვიღაც", ვისაც ყველაფერს დააბრალებს საჭიროების შემთხვევაში. ადამიანს ჭირდება ვიღაც, ვისზეც დამოკიდებული იქნება, რაღაც კარგის მოლოდინში. მაგალითად , ადამიანს ჭირდება რაღაცაში დახმარება, მაგალითად მისი ახლობელი ავადაა, არ აქვს მკურნალობის ფული . ასეთ დროს მორწმუნე ( ფსიქოლოგიურად სუსტი ) ადამიანი ლოცულობს და ღმერთს სთხოვს დახმარებას. რა არის ლოცვა ? დალაგებული სიტყვების გამეორება ან თუნდაც შთაგონებით წაკითხვა. ასეთ დროს ფსიქოლოგიურად შედარებით ძლიერი ადამიანი წავა, თვითონ იშრომებს, ან რამეს მოფიქრებს, იშოვის საშუალებას და უშველის ახლობელს. ამ შემთხვევაში ლოცვა, რწმენა - ეს ყველაფერი ადამიანის სიზარმაცით არის გამოწვეული. ურჩვენია თავისი პასუხისმგებლობა, თავის გასაკეთებელი საქმე სხვას ( ღმერთს ) შეტენოს და თვითონ ილოცოს, ან იმარხულოს etc.
რელიგია გამოიყენება იმისთვის , რომ ვიღაცას თავს მოახვიო შენი აზრი, გააკეთებინო ის, რაც შენ გინდა.
დაასახელეთ ნებისმიერი რელიგია და თქვენთითონვე ნახავთ, რამხელა ისტორიული მნიშვნელობა ქონდა ამ რელიგიას. და რომ ეს რელიგია რაღაც გარკვეული აზრის გულისთვის შეიქმნა. მაგალითად, ქრისტიანობა, დაწყებული რომიდან - დღემდე, გამოიყენება ( წარმეტებით ) ხალხის მასობრივად სამართავად. ისევე როგორც მაჰმადიანობა. რატომ არის ეს რელიგიები სხვადასხვა ? ის, თუ რომელ რელიგიას უფრო ადვილად ირწმუნებს ადამიანი, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად დაიბადა, როგორ აღიზარდა და ა.შ. უბრალოდ თურქის ფსიქოლოგიასთან მაჰმადიანობა, თავისი აგრესიული მიმართულებით, უფრო ახლოა, ვიდრე სხვები. იგივე აზიელებთან, ბუდიზმი, თავისი გასაოცარი ,,სიმშვიდით" , ყველა ახლოა. შეუძლებელია იაპონელები მასიურად გახდნენ მაჰმადიანები - აგრესია არ არის მათ ფსიქოლოგიაში, ისინი არიან მშვიდები.
როდესაც ვინმეს რელიგიას თავს ახვევ და დააინტერესებ, საჭიროა, მუდმივი კონტროლის ქვეშ გყავდეს. შეძახილმა ხე გაახმოო - ნათქვამია. აიძულე მორწმუნე იმარხულოს წელიწადში 4 თვე, ილოცოს ყოველ დღე, იაროს ყოველდღე ეკლესიაში და უფრო ადვილად სამართვაბეი გახდებიან ისინი. და რაც დრო გადის, უფროდაუფრო იზრდება მორწმუნეების ვალდებულებები რელიგიის მიმართ, რადგან რელიგია აძლიერებს მათზე კონტროლს.
+ ამას ადამიანის უკეთ სამართავად საჭიროა შექმნა მტრის ხატი - ესეც საყოველთაოდ ცნობილია. კომუნისტები იყენბდნენ ამ ხერხს კარგად, ხოდა ქრისტიანებმაც მიმართეს ამ ხერხს - ანტიქრისტე. უბრალოდ ესეც ერთ-ერთი მექანიზმია - აი მორწმუნეებო, გეშინოდეთ ანტიქრისტესი, მისი მოტანილი უბედურებების და ა.შ. და რას გვთავაზობენ გამოსავლად ? ილოცეთ, უფრო მეტი დრო დაუთმეთ რელიგიას, უფრო დაგვემორჩილეთ და გადარჩებით. კაარგი რა !
როდესაც რელიგიები გადაამეტებდნენ, ხალხი აუჯანყდებოდათ - მაგალითად, ინდულგენციები. გათავხედდნენ კათოლიკე პაპები და ეგეთი მარაზმიც მოიგონეს. ეგონათ, მაგასაც აჭმევდნენ ხალხს. მაგრამ ზედმეტი მოუვიდათ - როცა ამას მიხვდნენ ისინი, ვინც ზევითაა, შეცვალეს პოლიტიკა და თქვეს - მოდით ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, იმათამა შესცოდეს და ჩვენ 100 - ჯერ უფრო მეტად უნდა ვილოცოთ , რომ მათი ცოდვები გამოვისიყოდოთო. ამქვეყნად ნებისმიერი რელიგიის ნებისმიერი დოგმა გაიზულებს, რომ მეტი დრო დაუთმო მას, უფრო გახდე მასზე დამოკიდებული. მაგალითად - ქრისტიანობა გავალდებულებს, რომ ილოცო წინაპრების ცოდვების გამოსასყიდად, ანუ უფრო მეტი დრო დაკარგო რელიგიაზე, ანუ უფრო დაემორჩილო მათ. არადა რეალობა სხვანაირდაა, რა შუაში ვარ მე პაპაჩემის ცოდვებთან , რომელიც ჩემს გაჩენამდე სცოდავდა და ჩემს გაჩენამდე გარდაიცვალა ? მე ხელს შევუშლიდი როგორმე მის ცოდვებს ? არაუბრალოდ ეს ერთ-ერთი მექანიზმია,რომ უფრო მეტი ილოცოთ.
ხო, კიდევ ერთი სასწაულებზე და წინასწარმეტყველებებზე.
ის,რაც ნაწინასწარმეტყვებლია, არაფერი განსაკუთრებული არაა. არაფერი გასაოცარი და ,,სასწაული" მაგის წინასწარმეტყვებაში არაა. ისევ და ისევ მაგალითი - მომისმენია რამდენიმე ბერზე სასწაული, რომ ისინი ლოცვის დროს თურმე პატარაზე აფრინდნენ ჰაერში. ეს ხომ სასწაულია ? ხოდა ამიტო ირწმუნე და გახდი ჩვენნაირი. ეს ზუსტად იგიევ,ა რაზეც მე ზევით დავწერე, მანიპულირება ცოდნით. გავალ რაღაც დრო და ყველა ადამიანი იფრენს, მაგრამ იმ დროისთვის რამე ახალ სასწაულს მოიფიქრებენ.
დღეს რომ ვიღაცამ თქვას, 20 საუკუნის მერე ადამიანები იფრენენო - ეს ხომ წინასწარმეტყველებაა თქვენი აზრით ? ჩემი აზრით ეს უბრალოდ ტექნოლოგიური განვითარების ნათელი ანალიზის შედეგია. იგივე შემიძლია ვთქვა ნებისმიერ სხვა წინასწარმეტყველებაზე.
რამდენი ვწერე
ესაა ჩემი კომენტარი.
გაიაზრეთ ეს ყველაფერი და თქვენც . . .