#37587260 · 11 Aug 2013, 19:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ჩემი აზრი ასეთია:
ადამიანი არის ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსება, ანუ მას აქვს შემოქმედების უნარი,შემოქმედება ადამიანის ბუნებაში ღმერთის მიერ არის ჩადებული და უბრალოდ ადამიანი ამას ვერ მოიკვეთს და არც უნდა ეცადოს მის ჩაკეტვას. ხელოვნებაც, კერძოდ მუსიკა შემოქმედების ერთერთი გამოვლინებაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი დაკნინება.
მაგრამ არის მეორე მხარეც,მუსიკა რომელიც ანგრევს ადამიანს სულიერად და უბიძგეს დეპრესიისაკენ. ასეთ მუსიკალურ ჟანრებზე შეიძლება დავა თუ რომელი როგორ მოქმედებს ადამიანზე მაგრამ მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ და ვაღიაროთ რომ ისეთი მძიმე მუსიკა როგორიც ბლექ მეთალია და მისი სტილის მიმდინარეობიბი ნამდვილად არ აისახება კარგად ადამიანის გონებაზე თუ სულიერ სამყაროზე.
უბრალოდ ვერ ვხვდები ადამიანი რა ესთეტიურ სიამოვნებას იღებს იმ მუსიკადან სადაც 15 წუთი უბრალოდ "ელექტრო-ხერხის ხმა" ესმის.
|