არ ვიცი, ამას რა ქვია,ჩანაწერები,ჩემი ფიქრები,ესსე თუ რა.
რაც არის რაა...ფანტაზიის როლზეა
ოდესღაც ჩვენი დროც გახდება ლეგენდარული,მითიური
და ეს ლეგენდები თუ მითები ეღირება მოსასმენად-სიამოვნება გარანტირებული იქნება.
მისი დაჯერება ჩვენს შთამომავლობას უფრო გაუჭირდება,ვიდრე ჩვენ ტროას ომი და ოდისევსისის მოგზაურობა,გილგამეშის თავგადასავალი...
თუმცა ჩვენ ჩვენი საკუთარი წარსული არ გვჯერა, მივაწერთ რა ყველაზე ნათელ,შთამბეჭდავ,გასაოცარ სურათებს,მღელვარე,მდიდარი ფანტაზიის მქონეებს,
ვინც ცდილობდა ეს წარსული ჩვენამდე როგორმე მოეტანა.
ჩვენზეც ხომ დაწერენ ლეგენდებს,მითებს,გვინდა ჩვენ ეს თუ არა.
ოდესღაც-ასე მოგვიხსენიებენ,ადამიანებს ვერ წარმოედგინათ,რისთვის ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე.
დაქორწინდნენ,იმიტომ რომ ასე გამოვიდა.
ცხოვრობდნენ ერთად იმიტომ,რომ სხვა საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდათ.
აჩენდნენ ბავშვებს,იმიტომ რომ დრო მოვიდა.
ცხელი წყლის ონკანიდან მოდიოდა რაღაც ცივი,.ცივი წყლის ონკანიდან-რაღაც მღვრიე...
შუქი-ოოოოოოო რამდენჯერ მოუნიჭებია განუმეორებელი ბედნიერება თავისი მოულოდნელი მოსვლით...
კიდევ ,უყვარდათ იმაზე საუბარი,რომ თეატრი კვდება,წიგნები არავის სჭირდება,
ან ფორუმი....ან თემა "ათეიზმი/თეიზმი,"რა არის ცხოვრება"...... რა საჭიროა...
სიყვარულის სჯერათ მხოლოდ ბრიყვებს და არშემდგარებს,ფული კი ყველაზე მთავარია.
ისეთი ფუფუნება,როგორც თავისუფლება და ღირსების გრძნობა,მხოლოდ იშვიათ შეშლილებს გააჩნდათ.
მოყვებიან ჩვენზე კარგსაც და კარგი უფრო მეტი იქნება-სხვანაირად შეუძლებელია.
სხვათაშორის ჰომეროსმა თავისი ეპოსი შექმნა არა ტროას ომის დროს.ის ცხოვრობდა იმ პერიოდში ,როდესაც ძველი საბერძნეთის ისტორიის არასაუკეთესო,შავ-ბნელი წლები იყო
და ეს ყველაფერი აისახა იმაში,რასაც ის წერდა თითქოს და უძველეს წარსულზე.
მაგალითად,შეუძლებელია წარმოიდგინო მეფეები,რომლებიც ვენახში მუშაობენ ან ხნავენ ხარებით.ეს არც ტროაა,არც ითაკა...ამას ჰომეროსი წერს თავის დროზე,როცა ეს ასეც ხდებოდა.
და რა მერე?
და მერე წავიდაააა!
რაც არ უნდა ეწერათ,წერენ თავის თავზე,თავის დროზე.
წერენ ადამიანები დღესაც,
წიგნებს,
არა აქვს მნიშვნელობა კარგად თუ ცუდად,
ნიჭიერად თუ არც ისე ნიჭიერად,
ბრძნულად თუ გულუბრყვილოდ...
მთავარია,რომ მაინც წერენ.
ყველა ჩვენ ავტომატურად,მაგრამ ვარჩევთ სიტყვებს იმ თემაზე,რაც ჩვენ გვაღელვებს.
და თუ,ერთადერთი ადამიანი მაინც ჩააფიქრა ავტორმა მარადიულ კითხვებზე-ეს უკვე გამარჯვებაა.
მთელი უბედურება კი ისაა,ჩვენ არ ვცხოვრობთ მარტო,
არამედ ვცხოვრობთ საზოგადოებაში,რისგანაც არ ვართ დამოუკიდებლები,
რაც არ უნდა განწირულად გვინდოდეს ეს.
თეორიულად,
ადამიანი-ძალიან ამაყად ჟღერს.
პრაქტიკულად,
არსებობს ჩვენი მშობლიური მთავრობა,ჩვენზე მზრუნველი სულიერი მამები,
მეუღლე,ოჯახი,დედამთილ-სიდედრებით,
მაღაზიის მობუზღუნე გამყიდველებით,
გაცოფებული საგადასახადო ინსპექტორებით,რომლებიც სხვის, და არა თავის საკუთარ სიამაყეს და დამოუკიდებლობას ღებულობენ,როგორც პირად შეურაცხყოფას.
ყოფა-ცხოვრებით დატანჯულ,გამწარებულ ადამიანს შეახსენო მაღალ მატერიების არსებობაზე( საერთოდ შეახსენო კი? )
საჭიროა სიფრთხილით,უკიდურესად დელიკატურად,სხვანაირად სარისკოა,შეიძლება შეაწყდე ადამიანის თავდაცვით რეაქციას,გაღიზიანებას,მიუღებლობას,ზოგჯერ უფრო მეტსაც,შეუნიღბავ სიძულვილს, ღია უხამსობას.
რაც უფრო ხმამაღლა უყვირის ადამიანი სხვას,მით უფრო მტკივნეულია მისთვის.
რაც უფრო გააფთრებულად უარყოფს სინამდვილეს-მით უფრო ნათელია მისთვის,რომ ის არასწორია.
ასეთ მკითხველს,რაც არ უნდა უცნაური იყოს,აუცილებელია გამოვაცალოთ შესაძლებლობა თქვას:
-ერთი იყო შენ ჩემს ტყავში,ჩემს ადგილას, გმირობის ჩადენის სურვილიც გაგიქრებოდაო.
შენ იქ ცხელ შხაპს ღებულობ,ჩვენ კი ყინულოვანი შხაპის ქვეშ ვდგავართ.
მე რომ შენი ცხოვრებით ვიცხოვრო,ყველაფერს მოვაწესრიგებდიო.
ამას ისე მტკიცედ,ისე დარწმუნებით იტყვის რომ თმები ჭიანჭველებივით გაირბენენ და კანი ყალყზე აგიდგებათ....უFF,პირიქით.
საოცარია ლიტერატურა იმით,რომ ის არის მცდელობა,თვით ამ საქმეში ჩაბმული ადამიანის ყოველდღიურობაზე მაღლა აიწიოს,თავს გადაახტეს,ფრთები გამოისხას,მიუახლოვდეს თავის ორიგინალს,აიიიი იმას...
ყველაზე ელიტური,ყველაზე რთული,გაუგებარი წიგნებიც იწერებიან იმაზე გათვლით,რომ დადგება დრო,როდესაც შეძლებს უმრავლესობა მათ შეფასებას.
და... უსაზღვრო თავისუფლება,გაფრენილი საწერ-კალამი,შეუზღუდავი ფანტაზია...
როგორ გვჭირდება თავისუფლება,
როგორი აუცილებელია...
Nostalgia34
This post has been edited by Nostalgia34 on 4 Jul 2012, 11:53