Internet_Contraband,რა თქმა უნდა, ნომერი 1 ოფცია არის ქართული ასომთავრული ანი.
მაგრამ სხვებიც ვნახოთ და სიმრავლიდან ავარჩიოთ. ჯერ ავწონ-დავწონოთ თითოეული მათგანის ნაკლი-ღირსება, მერე კი დემოკრატიით კენჭი ვუყაროთ ))
ნომერი 2. ბორჯღალი კარგა ხანია ქართულ პასპორტებზე იჯდა და რეგბის მაისურებზე. ოდნავ შევუცვალოთ სხივების რიცხვი, რომ ათეისტურ სიმბოლიკად იქცეს და გვექნება 5 (ერთ ხელზე თითების რიცხვი და კონტინენტების და ძველი ვარსკვლავის რიცხვი), 6 (კონტინენტების გაფართოებული რიცხვი და სივრცის ყველა მიმართულების რიცხვი), 8 (ისევ მიმართულებები, ოღონდ ახლა _ სივრცე-დროის), 10 (ადამიანის თითების რიცხვი)
აი რას წერს ქართული ვიკიპედია ამ საკითხზე:
“ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული “ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში “ბჟა ბარჩხალია” – იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე, საერთოდ მნათობებზე.
ზოგი მკვლევარი “ბორჯღალ”-ის განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: “ბორჯ” მეგრულად “დრო”-ს, “ჟამს” აღნიშნავს, ხოლო “ღალ” (ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, “ბორჯღალ” დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ “ღალ” (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია.
ზოგი მკვლევარის მიხედვით ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს “ფესვს, საძირკველს”, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა “ბურჯი”. სიტყვა “ღალ” ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ)ნაყოფს”, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალო სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. იკითხება, როგორც ბურჯიდან (ბორჯი), იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი.
ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო.
ბორჯღალა საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. მას აქტიურად იყენებდნენ ძველი სახლების, კერების და დარბაზების მოჩუქურთმების დროს. იგია უმთავრესი და ცენტრალური სიმბოლო დედაბოძის ხატოვანი დამწერლობისა, რომლის ნიშნებს ქართული არქიტექტურა მტკვარ-არაქსის კულტურიდან იცნობს. გარდა ამისა, ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე. ბორჯღალას უკავშირებდნენ მზეს, ბორბალს.
ბორჯღალა განსხვავდება ქიმთა რაოდენობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული 7 ქიმიანი ბორჯღალა იყო, რომელის სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო.
გამოსახულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე — ქართულ ლარზე და პასპორტზე.
ბორჯღალი გეომეტრიულად სხვა არაფერია, თუ არა სპირალურად დახვეული ვარსკვლავი.
ბერძნულად ბორჯღალის სინონიმია ასკელიონი. თუ 5 სხივი აქვს _ პენტასკელიონი, თუ 6 _ ჰექსასკელიონი, 7 _ ჰეპტასკალიონი, 8 _ ოქტასკელიონი, 9 _ ნონასკელიონი, 10 _ დეკასკელიონი და ასე შემდეგ. ინგლისური სინონიმებია five-fold spiral, six-fold spiral, seven-fold spiral, etc.
მე ვემხრობი ოქტასკელიონს ანუ რვაბორჯღალას, თუმცა ეს გემოვნების ამბავია. აი ამ ოქტასკელიონის ჩახვევის სიმრუდე მისდევს ფიბონაჩის რიცხვებს, თუმცა შეიძლება სხვა სიმრუდეც ავიღოთ.
This post has been edited by ლაბარნა on 1 Aug 2012, 13:41
მიმაგრებული სურათი