Magdala,ა = ათეიზმი
ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ სამყარო შეიძლება უსასრულოცაა, დროში, სივრცეში ან ჩვენთვის უცნობ სხვა პარამეტრებში.
და მიობიუსის ლენტი რატომ უნდა იყოს ჩვენი სიმბოლო ეს კი კარგად გესმის და აღარ იკითხე?
აი ეს სიმბოლო კი, #10, ნული, წრე თან პლუს ამას ქართული ფერები, მე პირადად ძალიან ძალიან მომწონს.
რუსთაველის საქართველოს აცოცხლებს ჩემთვის და იმ დროს, როცა შავ-წითელი დროშები ფრიალებდნენ ქარში

ჰერალდიკური აღწერა ასეთია. ნული (რომელიც სამყაროს საწყისს ასიმბოლიზებს ბევრი ათეისტის თვალსაზრისით) გადახაზული არაა, არამედ ირიბად ქვემოდან ზევით, მარცხნიდან მარჯვნივ გაყოფილია ორ ძირითად ფრად: შავ ფრად, რომელიც ასიმბოლიზებს მიწას და შინდისფერ წითლად, რომელიც ასიმბოლიზებს პროგრესისათვის დაღვრილ სისხლს და გაწეულ შრომას.
პატარა თეთრი წრე დიდი წრის შიგნით ასიმბოლიზებს ნათელ მომავალს, პლუს ამას პატარა სიცოცხლეს დიდი მკვდარი სამყაროს შიგნით.
სიმბოლოს ფერები ეხმიანება პირველ ქართულ ათეისტურ სახელმწიფოს _ მენშევიკურ საქართველოს.
This post has been edited by ლაბარნა on 31 Aug 2012, 21:50
მიმაგრებული სურათი