რა თქმა, უნდა, ძველი საბერძნეთის ხელოვნება ჩაითვლება უპირატესად პოლითეისტურ ან წარმართულ ხელოვნებად, მაგრამ მასში უკვე იყო მოცემული ათეისტური ელემენტიც. ქვემოთ მოდის უბრალოდ სტატია ძველი საბერძნეთის თეატრალური ხელოვნების შესახებ.
The theatre of Ancient Greece, or ancient Greek drama, თარგმანი ინგლისური ვიკიპედიიდან
ძველი საბერძნეთის თეატრი, ან ძველი ბერძნული დრამა არის თეატრალური კულტურა, რომელიც გაიფურჩქნა ძველ საბერძნეთში ყალბი წელთაღრიცხვით (ყ.წ.) დაახლოებით მინუს 550-დან მინუს 220 წლამდე. მის ცენტრს წარმოადგენდა ათენის ქალაქ-სახელმწიფო, რომელსაც იმ დროისათვის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება დაუგროვდა. თეატრი წარმოადგენდა იმ ფესტივალის ნაწილს, რომელსაც დიონისია ერქვა და ღმერთი დიონისეს საპატივსაცემოდ იმართებოდა. ტრაგედია (ჟანრი, დაარსებული ყ.წ. მინუს მე-6 საუკუნეში), კომედია (დაარსების წლად ითვლება მინუს 486 წ.), და სატირული პიესები, დრამის ეს სამივე ჟანრი ძველ საბერძნეთში წარმოიშვა. ათენმა გაიტანა ფესტივალის კულტურა თავის მრავალრიცხოვან კოლონიებსა და მოკავშირეებთან და საბოლოოდ დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად დასავლეთ-ევროპულ კულტურაზე.
თეატრი ასე მუშაობდა: იყო ქორო, რომლის ყველა წევრიც უნისონში ერთდროულად ასრულებდა ყველაფერს ერთნაირად. თვით სცენა ორ ნაწილად იყოფოდა. იგი ჩაშენებული იყო ხოლმე ბუნებრივ მთიან ან გორაკიან ადგილას ისე, რომ ხმის გავრცელება, აკუსტიკა, რაც შეიძლება, უკეთესი ყოფილიყო.
ეტიმოლოგია. სიტყვა τραγῳδία (tragoidia), რომლიდანაც ნაწარმოებია ქართული სიტყვა „ტრაგედია“, წარმოადგენს 2 ბერძნული სიტყვის შეერთებას: τράγος (tragos) ანუ „თხა“ და ᾠδή (ode) „ოდა“ ანუ სიმღერა. ეტიმოლოგია მიდის დიონისეს უძველეს კულტამდე. შეუძლებელია მაინც სრულად გავშიფროთ, როგორ გადაიქცა ნაყოფიერების რიტუალები ტრაგედიად და კომედიად.
საწყისები
მარტინ ლიჩფილდმა დაასკვნა თავის ადრინდელ შრომებში ბერძნულ რელიგიისა და თეატრის შესახებ (რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია, განსაკუთრებით, ორფიკული მისტერიების შემთხვევაში), რომ ორივე მათგანზე დიდი გავლენა მოახდინა ცენტრალური აზიის შამანურმა პრაქტიკამ. დიდი რაოდენობით ორფიკული გრაფიტის სტილის კედლის ნახატები მიწიდან ამოითხარა ოლბიაში, რაც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ კოლონია იყო კონტაქტის ერთი-ერთი მთავარი წერტილი. ელი როზიკი მიუთითებს, რომ ამ გამოსახულებებში ქურუმი, მოგვი აღწერილია და დანახულია, როგორც პროტოტიპული მსახიობი, რომლის ძალისხმევითა და ზეგავლენითაც ტარდებოდა ადრეული ბერძნული თეატრის რიტუალები.

სურ.1. თეატრის პანორამული ფოტო ეპიდავროსში
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბერძნული ტრაგედია შეიქმნა ათენში, ყ. წ. მინუს 532 წელზე ცოტა უფრო ადრე. ზესპისი ითვლება ყველაზე უფრო ადრინდელ დოკუმენტირებულ მსახიობად. სწორედ იგი გამოვიდა გამარჯვებული პირველი თეატრალური შეჯიბრებისას, რომელიც ათენში გაიმართა. ხოტბა-დიდებით იყო შემკობილი, როგორც მსახიობების წინამძღოლი, ანუ ეგზარხონი. წარმოდგენები იმართებოდა საბერძნეთის ისტორიულ რეგიონში, ატიკასა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიებში, განსაკუთრებით კი დიონისიაში. დიონისია იყო უძველესი დრამატული, ტრაგედიული თეატრების ღონისძიებათა ჩატარების ცენტრი (შემდგომში ყ. წ. მინუს 487 წლიდან კომედიური ჟანრის თეატრებსაც…მასპინძლობდა).
თესპისის დროს დითირამბი უკვე ევოლუციონირდა საკმაოდ შორს თავისი საკულტო ფესვებისგან. ჰეროიკული ეპოსის გავლენით დორიული ქორალური ლირიკა და პოეტი არიონის მიერ შექმნილი მისი განახლებები გადაიქცა თხრობით, ბალადისმაგვარ ჟანრად. ზესპისს ხშირად „ტრაგედიის მამად“ მოიხსენიებენ; მიუხედავად ამისა, მისი მნიშვნელობა ხშირად დავის საგანიც ხდება. ზესპისი ზოგჯერ მოხსენიებულია ქრონოლოგიურად მეთექვსმეტე ტრაგედიულ მსახიობადაც. მაგალითისათვის, პოლიტიკური მოღვაწე სოლონი ითვლება იმ პოემების შემოქმედად, რომელშიც პერსონაჟები საუბრობენ თავიანთი საკუთარი ხმით. ჰომეროსის პოემების სასაუბრო შესრულებაც რაფსოდიების სახით პოპულარული იყო სახალხო წარმოდგენებზე ყ.წ. მინუს 534 წლამდე. ამგვარად, ზესპისის წვლილი დრამატურგიაში ბოლომდე ნათელი არაა, მისი სახელი მაინც უკვდავია, როგორც უდიდესი დრამატურგი მსახიობისა.
დრამატული წარმოდგენები ძალზე მნიშვნელოვანი იყო ათენისთვისა და ათენელებისთვის, რაც ნათელი გახადა დიონისიაში ჩატარებულმა ტრაგედიულმა შეჯიბრებებმა და ფესტივალებმა. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ორგანიზებული იყო იმ მიზნით, რომ დაენერგათ ერგულება ატიკის მკვიდრ ტომებში. ფესტივალი დაარსდა დაახლოებით ყ.წ. მინუს 508 წელს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე დრამატურგიული ხასიათის ტექსტები ყ.წ. მინუს მეექვსე საუკუნიდან, სამაგიეროდ ჩვენ ვიცით თესპისის გარდა კიდევ 3 კონკურსანტის სახელი: კერილუსი, პრატინასი და ფრინიკუსი. თითოეულს ამ სფეროს სხვადასხვა ინოვაციები მიეწერება.
ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად ცნობილი არის ფრინიკუსი. მან მოიგო თავისი პირველი შეჯიბრება დაახლოებით ყ.წ. მინუს 511-508 წელს. ის დგამდა ტრაგედიებს იმ თემებზე, რომელბიც მოგვიანებით ოქროს ხანაში იქნა დამუშავებული, როგორიც იყო: დანაიდები (დანაოსის ორმოცდაათი ქალიშვილი), ფინიკიელი ქალები და ალკესტიდე.
ის იყო პირველი პოეტი, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა ისტორიული მასალის გამოყენებით. მისი „მილეთის დაცემა“, რომელიც დაიწერა ყ.წ. მინუს 493-492 წელს, აღწერდა ქალაქ მილეთის ბედს, მას შემდეგ, რაც ის დაპყრობილ იქნა სპარსების მიერ.
ჰეროდოტე გვაწვდის ინფორმაციას, რომ ათენელებმა „გამოააშკარავეს თავიანთი ღრმა დარდი და მწუხარება მილეთის დაკარგვის გამო მრავალი გზით, მაგრამ, განსაკუთრებით, შემდეგგვარად: როდესაც ფრინიკუსმა დაწერა პიესა სათაურით „მილეთის დაცემა“ და დადგა იგი, მთელი დამსწრე საზოგადოება, რომელიც უყურებდა ამ სანახაობას, ცრემლს ღვრიდა. მაყურებელმა ფრინიკუსი დააჯარიმა ათასი დრაჰმის ოდენობით იმის გამო, რომ აგრძნობინა მათ ეს უბედურება და მძიმედ იმოქმედა მათ შინაგან სამყაროზე, აგრეთვე, სამუდამოდ აკრძალეს ამ პიესის ხელახალი დადგმა. ფრინიკუსი იყო პირველი, რომელმაც თავის სანახაობებში გამოიყვანა ქალი-პერსონაჟები (მაგრამ არა ქალი-მსახიობები).
ჰელენისტურ პერიოდამდე ყველა ტრაგედია იყო უნიკალური ნაწარმოებები, რომლებიც იწერებოდა დიონისეს საპატივსაცემოდ და სადიდებლად და მხოლოდ ერთხელ იდგმებოდა. დღეისათვის აქედან ჩვენ შემოგვრჩა მხოლოდ ის პიესები, რომლებიც ჯერ კიდევ საკმარისად კარგად ახსოვდათ მაშინ, როცა ძველი ტრაგედიების ხელახალი დადგმა შემოვიდა მოდაში (იმაში თუ რომელი ნაწარმოებები გადარჩა, თავისი წვლილი შეიტანა შემთხვევებმა, აგრეთვე, მოგვიანებით, ძველი ბერძენი „ბიბლიოთეკარების“ სუბიექტურმა გემოვნებამ).
ახალი გამოგონებები კლასიკურ პერიოდში
ათენის დიდი დანგრევების შემდეგ, რომელიც სპარსეთის იმპერიამ გამოიწვია ქრისტეშობამდე 480 წელს, ათენი და აკროპოლისი ხელახლა აშენდა. თეატრმა ფორმა იცვალა, მეტად განვითარდა და უფრო მეტი ათენის მოქალაქის კულტურული სიამაყეც გახდა. ეს საუკუნე ცნობილია ჩვენთვის, როგორც ბერძნული დრამატურგიის ოქროს…ხანა. წლიური დიონისიის ცენტრალური მოვლენა, რომელიც იდგმებოდა ერთხელ ზამთარში და ერთხელ გაზაფხულზე, იყო შეჯიბრება სამი დრამატურგიული პიესის ავტორებს შორის, რომელიც იმართებოდა დიონისეს თეატრში. თითოეული მწერალთაგანი წარმოადგენდა სამ ტრაგედიას და ამას ემატებოდა სატირული წარმოდგენა. ქრისტეშობამდე 486 წლიდან დაწყებული, თითოეული პიესის მწერალი აგრეთვე წარმოადგენდა კომედიური ჟანრის სანახაობასაც. არისტოტელე გვაცნობებს, რომ ესქილემ მეორე მსახიობი დაამატა, ხოლო სოფოკლემ მესამე მსახიობი შემოიყვანა სცენაზე. როგორც ჩანს, ბერძენი დრამატურგები არასოდეს იყენებენ სამ მსახიობზე მეტს იმ ცნობებზე დაყრდნობით, რაც დღეს ჩვენთვის ცნობილია ბერძნული თეატრის შესახებ.
ტრაგედია და კომედია იყო დანახული, როგორც სრულიად სხვადასხვა ცალკე ჟანრი და არანაირი წარმოდგენა არ იყო ამ ორი ჟანრის ერთმანეთში არევით მიღებული. სატირული წარმოდგენების უმრავლესობას შინაარსად ჰქონდა გამოყენებული მითოლოგიური ტრაგედიის საგანი, მაგრამ ეს უკანასკნელი დანახული და გადაწყვეტილი იყო წმინდა კომედიური მანერით. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ათენის ოქროს ხანაში საუკუნეზე მეტი ხნის ტრადიცია დამკვიდრდა, არ არის ცნობილი, იგივე პირობებით წერდნენ თუ არა თავიანთ პიესებს იმგვარი დრამატურგები, როგორიც იყვნენ სოფოკლე და ევრიპიდე.
ჰელენისტური პერიოდი
ათენის ძლიერება დაეცა პელოპონესის ომში დამარცხების შედეგად, სადაც ეს ქალაქი-სახელმწიფო წინააღმდეგობას უწევდა სპარტის არმიას. Aამ დროის შემდეგ თეატრმა დაიწყო ხელმეორედ ძველი ტრაგედიული პიესების დადგმა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა სათეატრო ტრადიციებმა ნაწილობრივ დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა, ბერძნული თეატრი მაინც აგრძელებდა მოღვაწეობას ჰელენისტური პერიოდის განმავლობაში (ჰელენისტური პერიოდი მოჰყვება ალექსანდრე დიდის დაპყრობებს, რომელიც მიმდინარეობდა ყ.წ. მინუს მეოთხე საუკუნეში). ამის შემდეგ ძირითადი ჰელენისტური სათეატრო ფორმა უკვე აღარ იყო ტრაგედია და იგი შეცვალა „ახალმა კომედიამ“, რომელიც წარმოადგენდა კომიკური ჟანრის ეპიზოდებს ჩვეულებრივი, უბრალო მოქალაქეთა ცხოვრების შესახებ. ამ პერიოდში მოღვაწე დრამატურგებს შორის მხოლოდ ერთია ცნობილი: მენანდრე. ახალი კომედიური დადგმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამახასიათებელი ნიშანი იყო ზეგავლენის მოხდენა რომაულ კომედიურ თეატრებზე. ეს ზეგავლენა შეიძლება დავინახოთ პლაუტუსისა და ტერენციუსის გადარჩენილ ნაწარმოებებში.
შენობათა დამახასიათებელი ნიშნები
წარმოდგენებს, თეატრალურ დადგმებს ჰყავდათ გუნდები (ქოროები), რომელშიც შედიოდნენ 12-დან 15 მსახიობამდე. ისინი ასრულებდნენ პიესებს ლექსად მუსიკის თანხლებით. ეს სანახაობა იწყებოდა დილით ადრე და გრძელდებოდა საღამომდე. სანახაობის დადგმისთვის განკუთვნილი ადგილი იყო მარტივი მრგვალი სივრცე, ადგილი რომელსაც ეწოდებოდა ორკესტრი, სადაც ქორო ცეკვავდა და მღეროდა. მოცეკვავეებსა და ორკესტრს შორის საშუალოდ 78 ფუტის (ფეხის ტერფის შესაბამისი ზომის ერთეული) მანძილი. კიდევ ერთი ნიშანი, რაც თეატრალური დადგმისთვის განკუთვნილ ადგილს ახასიათებდა, იყო ის, რომ ეს ადგილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბრტყელ ტერასაზე, გორაკის ძირას, რომლის დაქანება ქმნიდა ბუნებრივი თეატრონს, სიტყვასიტყვით თარგმანში, „საყურებელ ადგილს“. მოგვიანებით ტერმინი თეატრონი გამოიყენებოდა თეატრონის, ორკესტრისა და სკენეს (სცენის) მთელი ერთობლიობის აღსანიშნავად. ქორეგოსს უწოდებდნენ გუნდის წინამძღოლს, მეთაურს, ვისაც შეეძლო თეატრალურ დადგმაში შემოსვლა, როგორც დამოუკიდებელ გმირს და შეეძლო კონტაქტში შესულიყო თვით დადგმის გმირებთან.

სურ.2. დელფოსის უძველესი თეატრი

სურ. 3. უძველესი თეატრის ნახაზი. ტერმინები წერია ბერძნულ ენაზე, ოღონდ ლათინური ანბანის გამოყენებით (ბერძნული თეატრის იდეალური ტიპი: ა. კილონი 1. ანალემები, 2. კერკიდები, 3. დიაზომები, 4. კიმაკები, ბ. სცენა, 5. სცენა, 6. პროსკერიონი, 7. პირეკები, 8. თირომები, გ. ორკესტრი, 9. პაროდები, 10. პროედრები, 11. თიმელეები („ბერნადან“)).
თეატრები თავდაპირველად შენდებოდა ძალიან დიდი მასშტაბისა, რათა ბევრი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი თეატრის ყურება, 14000-ზე მეტიც კი იყო აუდიტორიის რიცხვი. მათემატიკოსებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს თეატრალური შენობების კონსტრუქციაში. მათემატიკოსებთან ერთად დიზაინერთა ღვაწლიც მნიშვნელოვანია, მათ უზრუნველყვეს სცენის პროექტში აკუსტიკური ელემენტების გათვალისწინება, რათა მსახიობის ხმა გაძლიერებულიყო და გასაგები ყოფილიყო მთელს თეატრსა და აუდიტორიაში, იმ ადგილების ჩათვლით, რომელიც ყველაზე მოშორებით და მაღლა იმყოფებოდა მაყურებელთა შორის. აკუსტიკის ძველი ბერძნული გაგება ძალიან კარგად შეესაბამება ამ ხელოვნების თანამედროვე გაგებას, მსახიობის ხმა თითქოსდა მიკროფონის გამოყენებით აწვდიდა ხმას მსმენელს. დღეისათვის ძალიან ცოტა რაოდენობითაა ასეთი ძლიერი და კარგი აკუსტიკის მქონე თანამედროვე თეატრი. ბერძნული თეატრების წინა ადგილები (გარდა იმ ადგილებისა, რაც უშუალოდ მიწაზე მჯდომარეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ უშუალოდ სცენის წინ) იყო ხის სკამები, მაგრამ ყ.წ. მინუს 499 წ. მახლობლად დაიწყეს დასაჯდომ ადგილებად ქვის ლოდების გამოყენება, რომლებიც მოზაიკურად იყო განლაგებული მთელს გორაზე და გადმოჰყურებდა სცენას. შემდეგში ასეთი მტკიცე და გამძლე ქვის ბლოკების სკამებად გამოყენების პრაქტიკა გახდა ჩვეული თეატრებში, მათ მოიხსენიებდნენ როგორც “პროედრიებს” და განკუთვნილი იყო მღვდელმთავრებისთვის და სხვა პატივსაცემ მოქალაქეთათვის.
ყ.წ. მინუს 465 წელს პიესის ავტორებმა სცენაზე დაიწყეს გამოყენება ფონებისა და სხვა სცენური კედლების, რომლებიც ან ჩამოკიდებული იყო ან მყარად იდგა ორკესტრის უკან და ალამაზებდა სანახაობას. კედლის უკან მსახიობებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეცვალათ სასცენო კოსტიუმები. ამგვარი კედელი ცნობილი იყო სახელწოდებით „სკენე“ (საიდანაც მოდის და წარმოიშვა სიტყვა “სცენა”). მსახიობის სიკვდილი დადგმის დროს ყოველთვის იყო დადგმული ამ სცენური კედლის უკან და მხოლოდ ხმა ისმოდა, იმის გამო, რომ შეუფერებლად ითვლებოდა მკვლელობის დადგმა აუდიტორიის დასანახად. ყ.წ. მინუს 425 წელს გამოიყენებოდა ქვის კედელი, რომელსაც პარასკენია ეწოდებოდა. იგი გახდა ყველა სცენისთვის აუცილებელი ატრიბუტი და ყველა თეატრში იყო ქვის სასცენო კედელი. პარასკენია იყო დიდი და გრძელი კედელი, რომელსაც შეიძლებოდა ჰქონოდა შესასვლელი და გასასვლელი კარებიც. პარასკენიის წინ უკვე იყო პროსკენიონი. პროსკენიონი (სიტყვასიტყვით, „სცენის წინ“) მოწყობილი იყო, რაც შეიძლება, ლამაზად, მსგავსად თანამედროვე თანამოსახელე პროსცენიუმისა.
ბერძნული თეატრებისთვის დამახასიათებელი იყო აგრეთვე უმშვენიერესი თაღოვანი შესასვლელები, პაროდები ან ისოდები, რომელთა გავლით მსახიობებიც და ორკესტრის წევრებიც გადადიოდნენ სცენიდან ორკესტრში და პირიქით. ყ.წ. მეხუთე საუკუნის მიწურულს, პელოპონესის ომის დროს, სცენის უკანა კედელი „სკენე“ იყო ორი სართულის სიმაღლის. ყველაზე მაღალს, ზემო სართულს ეწოდებოდა ეპისკენიონი. ზოგიერთ ბერძნულ თეატრს აგრეთვე ჰქონდა ამაღლებული სასაუბრო ადგილი ორკესტრის თავზე, რომელსაც ლოგეიონს უწოდებდნენ.
სცენის ელემენტები
სულ რამდენიმე ჩვეული სცენის ელემენტი გამოიყენებოდა ბერძნულ თეატრში:
• „მეკანე“, მექანიკური ამწევი, რომელიც მსახიობს ჰაერში სწევდა და მაყურებელს უქმნიდა იმ შთაბეჭდილებას, თითქოს მსახიობი დაფრინავდა.
• ეკიკლემა, საბურავიანი პლატფორმა, რომლითაც ხშირად მკვდარ პერსონაჟებს აჩვენებდნენ აუდიტორიას.
• სცენაზე ასასვლელი ლიუკისმაგვარი კარი, რომელიც იხსნებოდა და სცენის ქვემოდან ამოდიოდნენ მსახიობები.
• „პინაკები“, სურათები, რომელიც ჩამოკიდებული იყო სასცენო დეკორაციისთვის.
• „თირომები“, უფრო რთული სურათები, რომელიც სცენის კედლის მეორე სართულზე (მიწის დონიდან კი მესამე სართულზე) იყო განთავსებული აგრეთვე დეკორაციისთვის.
• ფალოსური ბოძები და რეკვიზიტები იყო გამოყენებული დიონისეს სადიდებლად დადგმული სატირული პიესებისათვის და ასიმბოლიზებდა ნაყოფიერებას
ნიღბები და რიტუალები
უძველესი სახელწოდება ბერძნული ნიღბისათვის იყო პროსოპონი („პროსოპონ“ ნიშნავს ბერძნულად სახეს). მისი ტარება მსახიობების მიერ შეადგენდა დიონისეს ათენური კულტის ნაწილს და იგი გამოიყენებოდა როგორც რაიმე ცერემონიის დროს, აგრეთვე რიტუალური ღონისძიებებისას. ნიღბები გამოსახულია ქრისტეშობამდე მეხუთე საუკუნით დათარიღებულ ბერძნულ ლარნაკებზე. ერთი მათგანი გვიჩვენებს ხეზე ჩამოკიდებულ ღვთაების ნიღაბს. ცნობილია პრონომოსის ლარნაკი, რომელზეც გამოსახულია მსახიობთა მომზადება სატირული წარმოდგენისთვის. ჩვენამდე არ მოუღწევია არცერთ ძველ ნიღაბს, რადგანაც ისინი ორგანული მასალებისგან მზადდებოდა და არ წარმოადგენდა მუდმივ საგნებს, როგორც ჩანს, მათ დიონისეს სწირავდნენ წარმოდგენების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ნიღბის გამოყენება ცნობილია ესქილეს დროიდან და ითვლება კლასიკური ბერძნული თეატრის ერთ-ერთი ხატოვან პირობითობად.
ნიღბები აგრეთვე იყო დამზადებული გუნდის წევრებისთვის, რომლებიც თეატრალური პიესის ზოგიერთ ნაწილში თამაშობდნენ და იმათთვისაც, ვისაც ორატორის ფუნქცია ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ ტრაგიკულ თეატრალურ გუნდში 12 ან 15 წევრი იყო, ყოველი მათგანი ატარებდა ერთნაირ ნიღაბს, რადგან ისინი ითვლებოდნენ ერთ მსახიობად ან მოქმედ პირად.

სურ 4. ძველი ბერძნული ნიღაბი, ყ.წ. მინუს პირველი საუკუნე.
ნიღბის დეტალები
ბერძნული თეატრალური ნიღბების ილუსტრაციები ყ.წ. მინუს მეხუთე საუკუნიდან ნაჩვენებია, როგორც მუზარადი, რადგან ამ დროიდან ნიღაბი აღარ ფარავდა მხოლოდ სახეს, ამჯერად მთლიან თავს. ნიღაბს ჰქონდა პატარა ჭრილები თვალებისა და პირის ადგილას. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ჩვენამდე მოღწეული ნახატები არასდროს გვიჩვენებდა იმ ნიღბებს, რომლებსაც მსახიობები ატარებდნენ უშუალოდ თეატრის მსვლელობის დროს. ნაჩვენებია მხოლოდ ის ნიღბები, რომლებსაც წარმოდგენამდე და წარმოდგენის შემდეგ ატარებდნენ მსახიობები. ეს ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ მსახიობი ერწყმოდა ნიღბით თავის როლს და ორივე, ნიღაბიც და მსახიობიც „იკარგებოდა“ როლში. ფაქტობრივად, ნიღაბი და ტექსტის ცოდნა გარდაქმნიდა მსახიობს სხვა ადამიანად. შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენები უძველეს საბერძნეთში არ განარჩევდა ერთმანეთისგან ნიღბიან მსახიობს თეატრალური პერსონაჟისგან.
ნიღბის დამმზადებელნი იყვნენ ცნობილნი, როგორც „სკეუოპიოსები“ ანუ თვისებების დამამზადებლები, რითაც ხაზი ესმებოდა მათს მრავლობით მოვალეობებსა და ამოცანებს. ნიღბები, ყველაზე სავარაუდოა, მზადდებოდა მსუბუქი ორგანული მასალისაგან, როგორიცაა გახამებული ტილო, ხე, კორპი, ტყავი, ხოლო პარიკისთვის გამოიყენებოდა ადამიანის თმა ან ცხოველის ბეწვი. რადგანაც ეს ნიღბები ზღუდავდა ხედვის არეს, აუცილებელი იყო, რომ მსახიობს ჰქონოდა თავისუფალი სმენა (ყურები), რათა სწორად მოეხდინა დანარჩენ მსახიობებთან კო-ორიენტირება და ბალანსირება. ამგვარად, მიიჩნევა, რომ ყურებს ჰფარავდა ხელოვნური თმა (ბეწვი) და არა თვით ნიღაბი, ანუ დატანებული იყო ჭრილი ყურებისათვის. პირის ჭრილი შედარებით მცირე ზომის იყო, რაც პირს დიდწილად მალავდა წარმოდგენის მსვლელობაში. ვერვენი და უაილსი ამტკიცებენ, რომ პირის ჭრილის მცირე ზომა არ ამტკიცებს იმ იდეას, რომ ნიღბებს მეგაფონის ფუნქციაც ჰქონდა, როგორც ეს მიჩნეული იყო 1960-იანებში. ბერძნული მენიღბე თანოს ვოვოლისი მიიჩნევს, რომ ნიღაბს აქვს აგრეთვე რეზონატორის ფუნქცია მსახიობის თავისთვის. ამგვარად, იზარდება მსახიობის სუბიექტური ვოკალური აკუსტიკა და იცვლება ხმის ხარისხი. მსახიობის პერსონაჟში ნიღაბს შეაქვს გაძლიერებული ენერგია, რაც საშუალებას იძლევა იმისა, რომ მან განახორციელოს უკეთესი მეტამორფოზი თავის სახასიათო გმირად.
ნიღბის ფუნქციები
თეატრებში, რომლებიც მდებარეობდნენ ღია ცის ქვეშ და იკავებდნენ დიდ სივრცეს, როგორებიც იყო დიონისეს და ათენის თეატრები, კლასიკურ ნიღბებს შეეძლოთ უფრო ახლოს მოეტანათ მსახიობის სახე აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით ხაზი გაესვათ ზოგიერთი ნაკვთისა ან გამომეტყველებისათვის. ისინი ერთ მსახიობს საშუალებას აძლევდნენ, ეთამაშა რამდენიმე სხვა როლშიც, ხოლო აუდიტორიას ხელს უშლიდა იმაში, რომ მოეხდინა მსახიობის უადგილო იდენტიფიცირება. ნიღბები აძლევდნენ აუდიტორიას საშუალებას, გაერჩიათ მათი ასაკი, სქესი, სოციალური სტატუსი, დამატებით კი, გაემჟღავნებინათ რაიმე ცვლილება პერსონაჟის გარეგნობაში, მაგალითად გამოდგება ოიდიპოსის ნიღაბი თავის დაბრმავების შემდეგ. უნიკალური ნიღბები აგრეთვე იქმნებოდა სპეციფიკური პერსონაჟებისათვის და პიესის მოვლენებისათვის, როგორიცაა ფურიები ანდა ესქილეს ევმენიდები და პენთეუსი და კადმუსი ევრიპიდეს „ბაკხ ქალებში“. როდესაც ნიღაბს ატარებდა ქორო, იგი ქმნიდა ერთიანობისა და ერთგვარობნების გრძნობას, წარმოდგენდა რა მრავალხმიან პირს ან ერთ ორგანიზმს და ამავდროულად აძლიერებდა ურთიერთდამოკიდებულებას ჯგუფის თითოეული წევრს შორის. ბერძნულ თეატრს ბევრი უნიკალური კონვენცია აქვს. ერთდროულად სცენაზე გამოსვლის უფლება მხოლოდ 2-3 მსახიობს ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნიღბების სწრაფი გაცვლა უზრუნველყოფდა ერთი პერსონაჟის შეცვლას მეორეთი. ნიღბების უნიკალური თვისება აგრეთვე ის იყო, რომ ეფექტს მატებდა ქალის როლის შემსრულებელ მამაკაც მსახიობს.
კოსტუმების სხვა დეტალები
მსახიობებს წარმოდგენებში, რომლებსაც ტრაგიკული როლი ჰქონდათ, ეცვათ მაღალქუსლიანი სკამისმაგვარი ჩექმები, რომელსაც ეწოდებოდა კოთურნი. ისინი ამაღლებდნენ მსახიობს დანარჩენებთან შედარებით. რაც შეეხება კომედიური ჟანრის თეატრების მსახიობებს, ისინი გამოეწყობოდნენ ხოლმე მხოლოდ თხელყელიან ფეხსაცმელში, რომელსაც ისეთივე სახელი ერქვა, როგორიც ჩვეულებრივ წინდას. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ დრამატული ხელოვნება ალეგორიულად მოიხსენიება, როგორც „წინდა და ბასკინი“ (ბასკინი - ქუჩაში სიმღერა, ცეკვა, ფესტივალი, ფულის მოსაგროვებლად გაკეთებული რაიმე წარმოდგენა). როდესაც ბერძნულ თეატრში მსახიობი თამაშობდა ქალის როლს, მაშინ მამაკაც მსახიობს ეცვა სამოსი, სახელწოდებით „პროსტერნედა“ (ხის სტრუქტურა, რომლითაც მამაკაცს უკეთებდნენ ქალის მკერდის იმიტაციას), აგრეთვე „პროგასტრედა“, რომელიც მუცლის წინ უმაგრდებოდა მამაკაც მსახიობს.
მელპომენე ითვლებოდა ბერძნული ტრაგედიული თეატრის მუზად და ხშირად არის გამოსახული ნიღბით. თალია იყო ბერძნული კომედიური თეატრის მუზა და მასთან ასოცირდება კომედიური, ღიმილის მატარებელი ნიღაბი და კომედიური „წინდები“.
P.S. მადლობა იუზერ ვიქტორიას თარგმნაში დახმარებისათვის.
This post has been edited by ლაბარნა on 6 Oct 2012, 15:58