fenomenez
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
|
#33520858 · 17 Oct 2012, 16:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამყაროს ასაკის შესახებ...
მეცნიერული პროგრესისა და თანამედროვე აღმოჩენების პირობებში, მორწმუნე ადამიანები , ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე თავდაუცველ პოზიციაში ბიბლიის იმ კრიტიკოსების ცრუ და გაუაზრებელ ბრალდებებზე,რომელთა მტკიცებით თითქოს ეს აღმოჩენები ( დიდი აფთქების თეორია, დინოზავრთა შესახებ უახლესი აღმოჩენები და მათი ასაკის განსაზღვრა, სამყაროს ასაკი , ევოლუციის თეორია...) ეწინააღმდეგებიან წმინდა წერილს...ესეც უცოდინრობიდან გამომდინარეა რათქმაუნდა და სინამდვილეში ეს ასე არ არის. ის, თუ როგორ შესაბამისობაში მოდის დიდი აფეთქების უმთავრესი თეორია წმინდა წერილის ტექსტთან და რატომ უსვამს ხაზს მის ჭეშმარიტებას, ამაზე უკვე ვისაუბრეთ წინა პოსტებში, ასევე დინოზავრების თემაც განვიხილეთ. ახლა კი რამოდენიმე საინტერესო დეტალს გთავაზობთ, რომელიც სამყაროს ასაკის ბიბლიური ვერსიის განსაზღვრას უკავშირდება, რაც ალბათ საინტერესო უნდა იყოს მკითხველისათვის. უნდა ითქვას, რომ მორწმუნე ადამიანებშიც კი , ხშირად გავრცელებული მოსაზრებაა, რომ სამყარო დაახლოვებით 7000 წლისაა, რაც საკმაოდ კომიკურ სიტუაციაში აყნებს მათ იმ ადამიანთებთან საუბრისას, ვინც ასე თუ ისე ერკვევა თანამედროვე მეცნიერების მიღწევებში. აღნიშნული რიცხვი(დაახლ.7000წ.), მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პოპულარულია ადამიანებში, არ არის მართლმადიდბელი ეკლესიის სწავლება, არ ყოფილა არც ერთი საეკლესიო კრება( არც მსოფლიო კრება და არც ადგილობრივი) ,სადაც ამგვარი რამ დაედგინოთ. არ მოიპოვება წმინდა მამათა ნაშრომი, სადაც ამგვარ რამეს ამტკიცებს რომელიმე წმინდანი. პირიქით, მართლმადიდებელ სამყაროში უამრავი წმინდანის ნაშრომია შემორჩენილი, სადაც ხაზგასმით აღნიშნება, რომ შესაქმის დღეები ბუკვალურად 24 საათით არ უნდა განვსაზღვროთ... ქვემოთ მოყვანილ სტატიაში მოკლე ანალიზია იმისა, თუ როგორ უნდა გავიაზროთ შესაქმის დღეების ბიბლიური ხანგრძლივობის პერიოდი.
რამდენ ხანს გრძელდებოდა შესაქმის 6 დღე?
ბიბლიის პირველივე სიტყვები იწყება შესაქმის 6 დღის შესახებ თხრობით. ჩვენთვის დღე, ეს არის დროის ერთეული , რომელიც მოიცავს 24 საათს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სამყაროს შექმნის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვორს: 6x24=144 საათით? რათქმაუნდა არა. სწორხაზოვნება ყოველთვის სწორი არ არის. რამეთუ წმინდა წერილის მიხედვით, შესაქმის 6 დღეს, მოჰყვა მეშვიდე დღე, რამდენს ხანს გაგრძელდა იგი? როდის ან როგორ დასრულდა? ალბათ მეშვიდე დღე სრულდება მაშინ, როდესაც იწყება მერვე დღე. და რას ეწოდება საეკლესიო ტრადიციით მერვე დღე? წმ. ბასილი დიდი ამბობს: “ჩვენი სწავლების მიხედვით, ცნობილია ის დაუღამებელი და დაუსრულებელი დღე, რომელსაც ფსალმუნებში მერვე დღე ეწოდება(ფს.6,1), და ის არ არის მოთავსებული ამ შვიდ დღეში." მერვე დღე, საეკლესიო სწავლების მიხედვით, დადგება უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ, ანუ იგულისხმება ცათა სასუფეველი. ამიტომ, დღეს უწოდებ მას თუ საუკუნეს, ორივე შემთხვევაში გამოხატავ ერთი და იგივე აზრს.. ასე რომ, მერვე დღე, არის უფლის სამეფოს დღე, დღე -ისტორიის მიღმა. ხოლო მეშვიდე დღე, არის კაცობრიობის ისტორიის მთელი პერიოდი. ეს ის დღეა, როცა „განისვენა უფალმა საქმეთაგან მისთა“ ეს დღე იწყება ადამიანის პირველი ნაბიჯებიდან და ამჟამადაც გრძელდება. ანუ შეიცავს უამრავ ათას წელს, და არ განისაზღვრება მხოლოდ 24 საათით. მაგრამ თუ მეშვიდე დღე, როდესაც უფალმა განისვენა საქმეთაგან მისთა, გრძელდება ამდენ ხანს, მაშ რის საუძველზე უნდა ვამტკიცოთ, რომ შესაქმის დღეები 24 საათს მოიცავს? შესაბამისად: „ ჩვეულებრივი კვირის დღეები, სულაც არ ჰგავს შესაქმის შვიდ დღეს“ (ნეტარი ავგუსტინე). ნეტარი ავგუსტინეს კიდევ რამოდენიმე დაკვირვება: “ვინც იცის, რომ როდესაც ჩვენთან ღამეა, სხვა ადგილზე არის დღე, ის დაიწყებს უფრო ამაღლებული მნიშვნელობის ძიებას შესაქმის დღებში“. „ დროის დასაბამი არის შესაქმის მეოთხე დღე. ვის შეუძლია წარმოიდგინოს, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს დღეები პირველი სამი დღის მანძილზე, სანამ მოვიდოდა ის ჟამი , რომლის შესახებაც წერია:“ თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;“ აქვე უნდა აღინიშნოს იცის, რომ ბიბლიის მიხედვით მნათობები რათქმაუნდა არ არიან ღმერთები, როგორც ეს მიიჩნეოდა იმ დროინდელ წარმართულ მსოფლიოში, არამედ მხოლოდ ადამიანთათვის შექმნილი ციური სხეულები არიან.
შესაქმის დღეები , ეს არა ასტროლოგიური, არამედ უფრო ლიტურგიკული დღეებია. ლიტურგიკული დრო კი სულაც არ იმეორებს ასტროლოგიურ დროს. მეტაფიზიკური დრო სხვა არის და არ ექცევა ფიზიკური დროის განსაზღვრებების გავლენის ვეშ. ამგვარად, შესაქმის ექვსი დღის ლიტურგიკური დროის განსაზღვრა, არის ღვთის საიდუმლო. საგულისხმოა,რომ ფსალმუნებში ნათქვამია შემდეგი სიტყვები ,რომ უფლისთვის ათასი წელი არის როგორც ერთი წამი. ბიბლიაში ხშირია იმგვარი ეპიზოდები, როდესაც დროის მთავარი განმსაზღვრელი არის გარკვული ისტორიების სვლა და არა პლანეტების მოძრაობა. აი კიდევ რამოდენიმე წინააღმდეგობა ბუკვალისტების გზაზე: ძალიან ბევრჯერ არის წინასწარმეტყველების მიერ თქმული- „ და დადგება ის დღე“... და ძალიან ხშირად ეს გამონათქვამი უნდა გავიაზროთ, როგორც წინასწარმეტყველება მოვლენების განვითარების შესახებ, რომლებიც არ შემოიფქრგლებიან 24 საათით. მაგ: ებრაელთა 40 წლიან სვლას უდაბნოში, დავით წინასწარმეტყველი უწოდებს გამოცდის დღეს: “ ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს უდაბნოში;(ფს. 94-8)" ანუ ბიბლიაში დღე, ზოგჯერ რამოდენიმე წელს მოიცავს, ან რაიმე ისეთ მოვლენას გადმოგვცემს, რომელიც სულაც არ ნიშნავს ასტროლოგიურ 24 საათს. გადა ამისა, ებრაულ ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც გამოხატავს ეპოქას, ამიტომ ამ მნიშვნელობითაც გამოიყენება იგივე სიტყვა: „იომი“- დღე. საინტრესოა,რომ სიტყვა კვირა გამოიყნებოდა არა მხოლოდ 7 დღის აღსანიშნავად, არამედ 7 წლისაც. შესაბამისად ცხადი ხდება, რომ წმინდა წერილში რიცხვები ყოველთვის ბუკვალურად არ უნდა აღვიქვათ. აბსოლუტურად მშვიდად და დიდი ინტერესით უნდა მივიღოთ მეცნიერული აღმოჩენები და განსაზღვრებები, რომლებიც სამყაროს ასაკს მილიარდობით წლებით ათარიღებს.
This post has been edited by fenomenez on 17 Oct 2012, 16:14
--------------------
" ყოველი ცოდვა ეკლესიაში , არის არა ეკლესიის ცოდვა, არამედ ცოდვა ეკლესიის წინააღმდეგ"
"ковчег был построен любителем а титаник профессионалами"
Taba, გიორგი XII, Internet_Contraband, wolfchant
|