როცა ცეცხლზე ბრაწავდნენ კათოლიკები (ბევრი ფული იშოვეს, საშიშები არიანო და დახოცეს ამდენი კათოლიკე მეომარი) კი შეუყვარდათ, მაგრამ გვიანი იყო ...
--------------
ეს ბიჭი ე.წ. "რელიგიის სულის" ძლიერი გავლენის ქვეშაა ...
აი ასეთი ხდება ადმიანი, როცა ეს დემონი ზემოქედებს მასზე:
1). მიაჩნია, რომ მისი ძირითადი დანიშნულება, მისი აზრით არასწორი საქმეების და გეგმების ჩაშლაა. ასეთი ადამიანის მსახურება იწვევს გაცილებით მეტ რღვევას და განხეთქილებას, ვიდრე რაიმე სარგებელს ეკლესიისათვის. ასეთი ადამიანები გამუდმებით ებრძვიან და უპირისპირდებიან რაიმე მოვლენას.
2). არ შეუძლია მხილების მიღება, განსაკუთრებით მათგან, ვინც მისი აზრით, მასზე ნაკლებად სულიერია, ან არასწორად ესმის ბიბლია და ზოგადად განსხვავებული აზრი აქვს. გაიხსენეთ როგორ რეაგირებდით მაშინ, როცა ვინმე გამხელდათ, ან თქვენს შესწორებას ცდილობდა.
4). ადამიანებში უფრო ცუდს ამჩნევს ვიდრე კარგს. ის კონცენტრირებულია ადამიანის ქცევაზე და არა იმაზე, თუ რას აკეთებს (ან მომავალში გააკეთებს) ღმერთი ამ ადამიანის მეშვეობით. მისი სულიერი ხედვა მთლიანად ჩამქარალია სხვების მიმართ.
7). თვლის, რომ მისი მოწოდება სხვების გამოასწორებაა და შედეგად მორალისტობს, ანუ განსაკუთრებულად ყურადღებიანი და შეუწყნარებელია სხვების ცოდვების და სისუსტეების მიმართ.
ასეთი ადამიანები ცდილობენ ზედამხედველის და პოლიციელის ფუნქცია აიღონ ეკლესიაში. ისინი იშვიათად აშენებენ რაიმეს, მათი მოქმედების შედეგად ეკლესია მხოლოდ ღიზიანდება და შეიძლება სერიოზული განხეთქილებაც მოხდეს.
9). ეამაყებათ თავისი სულიერი სიმწიფე და დისციპლინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვებისას ადარებენ.
13). ეჯავრება ემოციების გამომჟღავნება და ხმის ტემბრიც სხვა ადამიანებისგან განსხვავებული, ხელოვნურად მშვიდი აქვს. როცა ასეთი ადამიანი ღმერთის მჩქეფარე ცხოვრებას შეეჯახება, მის თვალში ეს უკიდურესად ემოციური, ხორციელი და სატანურია.
This post has been edited by Hammerfest on 19 Jul 2012, 16:36