ამ თემამ ბავშვობა გამახსენა

პატარაობიდან ტექნიკური საგნებისადმი მქონდა მიდრეკილება და ჰუმანიტარულებს ტუჩაპრეხით ვუყურებდი.
ასევე ძალიან მიყვარდა ლოგიკური ამოცანა/გამოცანები.
12 წლისამ ჭადრაკი ვისწავლე და გადავირიე ისე შემიყვარდა.

დაახლოებით ერთი წლის მერე მეგობართან მქონდა კამათი, მათემატიკა ჯობია თუ ჭადრაკი

ახლა მეცინება და მაშინ სერიოზულად ვდაობდით ამაზე

უნივერსიტეტში გამოყენებით მათემატიკაზე ჩავაბარე და ჭადრაკს კი 17 წლისამ დავანებე თავი

საერთოდ ჩვენი ფაკულტეტიდან ბევრს რიცხავდნენ და ბევრი იმიტომ აბარებდა, რომ ჩარიცხვა ადვილი იყო და წლის ბოლოს ეკონომიურზე გარბოდნენ.
უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტს დავუწყე "ზემოდან ყურება" (ისევე, როგორც ჩემმა უმრავლესობა კურსელმა).
ჰოდა, პირველ კურსზე მეორე მეგობართან მქონდა კამათი, რომელიც ფინანსებზე სწავლობდა იმაზე, მათემატიკა ჯობია თუ ეკონომიკა

დავამთავრე ჩემი მათემატიკური და აბა თუ მიხვდით, რაზე ამოვყავი თავი

ბიზნესის ადმინისტრაციაზე ფინანსების გახრით

უნივერსიტეტში ფინანსების მეიჯორი ვისაც გვქონდა მარკეტინგელები და ობირელები და საერთოდ ის ხალხი, ვისი საყვარელი საგნებიც 99% წერა იყო, დაცინვით ნამბერ ქრანჩერებს გვეძახდნენ და ჩვენ კიდევ იმათ ბლაბლაბლისტებს.

ჰოდა, ახლა წიგნს ვწერ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ აღარაფერს დავხედო ზემოდან, თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი, ორიოდე წელიწადში პროფესიას/ჰობის შევიცვლი და ის გავხდები, რასაც "დავცინი".