ყველა ვერტიკალური სისტემები აღმერთებს პირველ კაცს,გინდა რელიგიური იყოს და გინდა პოლიტიკური.
თუ ვერტიკალური პოლიტიკური სისტემების ალტერნატივა დემოკრატიული არჩევნებია,რელიგიაში ასეთი ალტერნატივა პროტესტანტული ეკლესიების გამრავლებაა.
რაც შეეხება მართლმადიდებლობას უნდა შეიცვალოს ერთმართველობითი სისტემა და ეკლესიას რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი საბჭო უნდა ჩაუდგეს.
ისე კი თუ გინდათ გადარჩეს მართლმდიდებლური ეკლესია , რეფორმებია აუცილებელი.
მართლმადიდებლობის რეფორმატორთა საზოგადოებათვითონ ქრისტე დაუპირისპირდა ამ ვერტიკალურ სისტემებს ახალი აღთქმით,რაც ცხოვრებაში განახორციელეს პროტესტანტულმა ეკლესიებმა.
მათე 23
1. მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს:
2. მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან;
3. მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ.
4. რადგან მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ; თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად.
5. და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს.
6. უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში.
7. და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!
8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.
9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.
10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.
11. ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს.
12. რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
This post has been edited by temart on 1 Dec 2020, 19:12